დავბრუნდი მორიგი რივიუთი, მართალია ცოტა დაგვიანებით (დაახლოებით 1 კვირა ალბათ), მაგრამ მაინც. ნუ მქონდა რაღაც მიზეზები, კერძოდ - ვთამაშობ რამდენიმე თამაშს ერთდროულად, ზოგს psp-ზე, ზოგსაც კი ps2-ზე, თითქმის ბოლომდე მიყვანილი თამაშები, რომლებსაც მხოლოდ 1საათი ჩაჯდომა ჭირდება და სიზარმაცის გამო გავწელე საკმაოდ დიდხანს. თუმცაღა ზუსტად გუშინ დავამთავრე პირველი ომის ღმერთი, და Legacy Of Kain : Blood Omen. მათ მიმოხილვებს შემოგთავაზებთ მომავალში. რაც შეეხება დღევანდელ რევიუს, როგორც ხედავთ არ ვღალატობ რეტროსპექტივას, და ჩვენს წინაშეა ბეტმენის თამაში, რომელიც ფილმის მიხედვითაა შექმნილი, თუმცა არის პატარ-პატარა ცვლილებებიც. როგორც მოგეხსენებათ ფილმების მიხედვით გამოშვებული თამაშების 70-80% ნაგავია, თუმცა გამოერევა ხოლმე ერთგვარი "გამონათებები", როგორიც მაგალითად ბეტმენის ეს ზემოთხსენებული თამაშია. ბევრს აღარ შეგაწყენთ დიდი შესავლით და გადავიდეთ თამაშის "გაკვეთაზე"
როგორც ზემოთ ვახსენეთ, თამაში ფილმის მიხედვითაა, თუმცა პატარ-პატარა ცვლილებით, მაგალითად ფილმის ერთ-ერთ სცენაში, სადაც ბეტმენმა უნდა გადაარჩინოს ნაპიერი (ის ხომ ჯოკერია) ქიმიურ ხსნარში ჩავარდნისგან, მაგრამ ბეტსი ამას ვერ ახერხებს, და იგი ვარდება ამ ხსნარში. ხოლო თამაშში ბეტმენი პირდაპირ აგდებს ნაპიერს ქიმიურ ხსნარში. (ეს ნიუანსი megadrive-ის ვერსიაშია). რაც შეეხება ზოგადად ფილმს, მე მომწონს ბარტონისეული ბეტმენი, ბნელი და პირქუში ბრიუს უენი, რომელიც ებრძვის დანაშაულს გოთემის ბნელ ქუჩებში ღამ-ღამობით. ფილმს საკმაოდ კარგი და ბნელი ატმოსფერო ქონდა, ზუსტად ის რაც ბეტმენს სჭირდებოდა. ჯოკერიც შესანიშნავადაა არჩეული, ნიკოლსონის უბადლო შესრულებაზე არაფერს ვამბობ. ზემოთხსენებული თამაში რამდენიმე პლატფორმაზე გამოვიდა, ესენია : Gameboy, Sega Megadrive, და NES. როგორც ყოველთვის მეგადრაივის ვერსია საუკეთესოა ამ შემთხვევაში, თუმცა არჩევანი NES-ის ბეტმენზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა რომ, ფილმის მიხედვით უფრო მეგადრაივის ვერსიაა, ვიდრე NES-ის.
ზოგადად NES-ის ვერსიას ჰქონდა ერთგვარი პროტოტიპი ანუ ბეტა-ვერსია, რომელიც სხვადასხვა ქათსინებს და პატარ-პატარ ცვლილებებს გვთავაზობდა, რაც ასე განსხვავდებოდა ფინალური ვერსიისგან. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ ან უყუროთ ამ ვიდეოს. ხოლო მოცემული ბეტა-ვერსიის გატესტვა შეგიძლიათ აქ
რაც შეეხება გეიმფლეის, ჩვენს წინაშეა საიდ-სქროლინგ პლატფორმერი, უჩვეულო იმდროის თამაშებისგან განსხვავებით რაც NES-ზე იყო, კერძოდ კი შესაძლებლობა wall-jumping-ისა (მეგადრაივის ვერსიისგან განსხვავებით), რომელიც გაგახსენებთ Ryu Hayabusa-ს კედლებზე ხტომას ნინძა გაიდენიდან. ასევე ჩვენ ბეტსის შეუძლია იჩხუბოს მუშტებითაც და გამოიყენოს 3 სასროლი იარაღი : 1)ბეტერანგი - იგივე ბუმერანგი ბეტმენის სიმბოლოთი, 2)ბეტ-დისკები, და 3)ჰარპუნის ტიპის სასროლი პისტოლეტი. ნუ რაც შეეხება wall-jumping-ს, ეს უბრალოდ საშუალებას გაძლევთ უფრო ზემოთ ახტეთ. თამაში შედგება სულ რაღაც 5 ეპიზოდისგან და ბოლოში როგორც ფილმში, ვებრძოლებით ჯოკერს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, თამაშში გვხვდება ბოროტმოქმედები DC-ის კომიქსებიდანაც, როგორებიცაა : Deadshot, KGBeast, Maxie Zeus, Heat Wave, Shakedown, და Nightslayer. რაც შეეხება ბოსებს, აქ ისინი 6ნი არიან: 1)Killer Moth, 2)მოწყობილობა ცნობილი როგორც Machine Intelligence System, 3)the Electrocutioner, 4)მანქანა ცნობილი როგორც, Dual-Container Alarm, 4)Firebug, და 6)თვით ჯოკერი. თამაშის ერთის შეხედვით ადვილია, თუმცა ბოლოსწინა ტურებში სირთულის დონე იწევს და შეიძლება ჯოკერთან მისვლა გაგიჭირდეთ, ვინაიდან თუ 1 ეპიზოდის მესამე ნაწილში ბევრჯერ მოკვდით, მთლიანი ეპიზოდის თამაში თავიდან გიწევთ, მაგრამ მადლობა დეველოპერებს რომ უთვალავი გაგრძელება გვაქვს მეგადრაივის ვერსიისგან განსხვავებით. ნუ ბოსები დიდად არ წარმოადგენენ დიდ სიძნელეს, შეიძლება პირველად მალევე მოგკლათ ერთ-ერთმა ბოსმა, მაგრამ რამდენიმე "ჩაჯდომა" და ჯოკერსაც ადვილად მოკლავთ.
როგორც ნინძა გაიდენში, ბეტმენშიც შთამბეჭდავი ქათსინებია, (ჩემი ფავორიტი მაინც ბეტა-ვერსიის ქათსინები დარჩება). რაც იმდროისთვის პატარა ინოვაცია იყო თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. გრაფიკული მხარე რათქმაუნდა ნორმალურია, ნუ იასამნისფერი ბეტმენი გასაგებია, შავ ფონზე უფრო ადვილად შეიმჩნევა. ხოლო NES-ის სტანდარტებზე თამაში მშვენივრად გამოიყურება. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ თამაშისა არის მუსიკა. შესანიშნავი 8 ბიტიანი ჰანგები თამაშის პროცესს უფრო საინტერესოს და დინამიურს გახდის. კომპოზიტორი კი ამ მშვენიერებისა გახლავთ Naoki Kodaka, რომელიც ცნობილია სხვადასხვა NES-ის თამაშების საუნდტრეკებით, კერძოდ კი - Blaster Master (1988), Spy Hunter (NES) (1987), Journey to Silius (1990) და ა.შ.
Batman (1986)-ის და Batman:The Caped Crusader-ისგან განსხვავებით, მოცემული ბეტმენი პირველი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო ფილმზე.
საბოლოო ჯამში NES-ის ბეტმენი ერთ-ერთ საუკეთესო თამაშია, მიუხედავად პატარ-პატარა მინუსებისა. შეიძლება მეგადრაივის ვერსია უკეთესია, მაგრამ NES-ის ვერსია უფრო challenging-ია. რათქმაუნდა ორივე ვერსიას მშვენიერი replayability აქვს. ნუ გეიმბოის ვერსია შედარებით სხვა experience-ს გვთავაზობს, მაგალითად ამოღებულია melee combat და აქცენტი უფრო გაკეთებულია ბევრ პლათფორმინგზე. ასეა თუ ისე, ჩემთვის ზემოთხსენებული ბეტმენი ჩემს ფავორიტ თამაშად დარჩება სუპერგმირებზე, გამოშვებული NES-ზე.
ფინალური სცენა
© Blankbansheee (AKA - Head Crusher)