Unread post#388 » 16 Jun 2018 20:35
Vampyr დავხურე.
თამაშში ხარ ნაომარი ექიმი მდიდარი ოჯახიდან, რომელიც სისხლის გადასხმების სფეროში ინოვაციებს ატარებს. 19/20-ის დასაწყისის ექიმების feel-ზე მასტი, ფროიდის სტილში ოღონდ იმენა ექიმი.
ყლე ინტროს შედეგად ხდები ვამპირი და შეგიფარებს საიდუმლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ექიმი, რომელიც ჰოსპიტალს მართავს და შენც ექიმად აგიყვანს. ამის შემდეგ გეჩითება საკმაოდ მოზრდილი მაგრამ ცარიელი ქალაქი, დაყოფილი 4 დიდ სექტორად. ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს იმის ქვეტექსტით რომ ცარიელი იყოს, არის საბრძოლო არეები სადაც ვამპირებზე მონადირეებს და მონსტრ ვამპირებს ებრძვი და არის NPC -ებთან სალაპარაკო ზონები.
სექტორებს აქვს საერთო ეპიდემიის ლეველი, ამისი დაწევა შეგიძლია NPC-ებისთვის წინასწარ დამზადებული წამლების მიცემით. ზოგ NPC-ს აქ ბანძი საიდ ქვესტი, მაგრამ ძირითადათ მეინ ქვესტს მიყვები. თამაშში არის მარტივი კრაფტინგის სისტემა, რომლითაც იარაღს აძლიერებ და ინექციებს ამზადებ. ასევე შეგილია ნაპოვნი ხლამის ნაწილებად დაშლა.
კომბატი საერთო ჯამში ძაან არქაულია, და ვამპირის სკილების მოსაწყენი. არკადის პონტში ითამაშება მაინც.
სიუჟეტი დიდად არ ვარგა, აქვს გამონათებები მარა საერთო ჯამში ცოტა ტუპოი ვეშია. რეჟისურა და მუსიკა კარგი აქვს სინემატიკებს, დიალოგები თითონ ისე რა. დასავლური მარკეტისთვის გამოშვებულ იაპონურ თამაშებს მომაგონა ცოტა, ენობრივი და კულტურული ადაპტაციის პრობლემა რო იგრძნობა ცოტა და დეტალები არაა შეკრული. დაჟე რაღაც Resident Evil -ის ნაირი იაპონური თამაში რო ყოფილიყო უფრო პოპულარული იქნებოდა ალბათ და აპატიებდნენ Player-ები დისონანსებს.
თამაშის მთავარი ღირებულება არის ერთი დედამოტყნული მიგნება. NPC-ებს აქ მიბმული მექანიკა უაზრო რომ ინფორმაციას თუ გაიგებ მაგათზე სისხლის პოტენციას უზრდის. მერე შეგილია ნებისმიერი NPC ვამპირის სკილით მოაჯადოვო, გაიყვანო გვერდზე და სისხლისგან დაცალო. ამითი მოკლავ მაგრამ ოვერდოხრენა XP-ს დაითრევ, ერთი 3-4 მეინ ქვესტის XP შეგილია დაითრიო ერთი კაცის მოკვლით და ერთი 40 NPC იქნება მინიმუმ სამყაროში.
ამის გარეშე თუ თამაშობ ხარ ძალიან სუსტი, რაც წინ მიდის თამაში მით უფრო იზრდება დისონანსი შენსა და მტრის ლეველებს შორის. 18 ლეველი კაცი ებრძვი 30 ლეველ მტრებს და ბოსებზე შეილება რამდენიმე დღე დაგჭირდეს მოუმზადებელი თუ დაადექი. ამას ემატება ის ფაქტი რომ დაგროვილი XP-ს სკილებში და აპგრეიდებში დახარჯვა შეგილია მარტო როცა დაიძინებ, მარა ძილის ჟამს ქალაქის სიტუაცია ვითარდება და შეილება ეპიდემია გააუარსდეს ან საერთოდ დაკარგო უბანი.
ამის ხარჯზე შემოდის რეალური ზეწოლა რომ მოკლა NPC-ები თვითგადასარჩენად, განსაკუთრებით როცა ნაბოზარ NPC-ებთან გაქ საქმე. მორალური დილემის წინაშე გაყენებს და ძალიან გირთულებს არამკვლელად თამაშს.
მარტო ერთი სხვა თამაში ვიცი რომელმაც ამ მომენტის დაჭერა შეძლო, Pathologic - და იქაც მსგავსი ეპიდემიის ამბები ხდება. ეს მთლად მაგ დონეზე ვერ ქაჩავს მარა მაინც დასაფასებელი და აღსანიშნავი მიღწევაა.
რეკომენდაცია იგივე რჩება, სხვა რამე სერიოზული თუ არ გაქვთ და Old School სლეშერ/რპგ-ს მუღამი გაქვთ რამდენიმე საინტერესო ტვისტით, მაშინ ღირს ჩაჯდომა. ალბათ ესე 20~30 საათის სათამაშოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.