Unread post#2 » 02 Mar 2015 23:16
თუ სწორედ გავიგე თემის არსი ბოლოს დახურულ თამაშებზეც მოსულა ხო საუბარი?
The Dark Eye: Chains of Satinav
და Memoria დავხურე
The Dark Eye საბოლოო ჯამში არ მომეწონა, ლამაზი ფონების იქით არაფერი ღირებულება არ აქ ჩემი აზრით. საფუძვლიანი ეჭვი მაქ რომ ეს ძალიან ცუდი ინგლისური თარგმანის ბრალია, მაგრამ რადგან გერმანული არ ვიცი ორიგინალში ვერ დავხურავ და ვერ შევაფასებ მაგ კუთხით.
Memoria - რომელიც იდეაში გაგრძელებაა ზედა თამაშის უკვე უკეთესი იყო. ვისიამოვნე უმეტესწილად ისტორიით და პერსონაჟებით. ნური და გერონი ისევ ყოვლად უსახური პერსონაჟები არიან მაგრამ პრინცესა, კვერთხი და ა.შ უკვე უფრო საინტერესოდ და ატმოსფერულად წავიდა.
მარა ენდინგი არც ამისი მომეწონა, ვგულისხმობ გერონის მონაწილეობით რაც ხდება იმას და არა ბოლო სინემატიკს. 5 წუთში იმდენი პლოტ ტვიტები მოხდა რომ საერთოდ დამიკარგეს სურვილი თავიანთი ლოგიკის მიყოლის, რომელშიც როგორი კუთხით არ შეხედავ დიდი ხვრელები იყო. რიდლი რომ უაზრობა გამოდგა მანდ უკვე სულ დამკარგეს.
Memoria-ას თამაშს გირჩევთ მაინც, Chains of Satinav -ის არა. არტი რო გადმოწერო და დაათვალიერო საკმარისია მაგაზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.