Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#741 » 12 May 2020 04:06

ვუყურე. მოკლედ:
რიტუალი რაც ტარდება კიდიათ ეგაც, არ ამბობენ. რქიანმა ქალმა წაუსვა სისხლი და ვსიო ანუ ჩატარდა რიტუალი )))) არანაირი კონკრეტიკა.

სამოსი ფეხებზე კიდიათ, სოფელში წესიერად აცვია ხალხს და მეომრები ბაიკერების ზმანზე არიან და კითხვასაც არავინ სვავს რატო და თვითონაც არაფერს ამბობენ. ნორმაა ეს უკვე მორჩა ))) პირატებზე როგორც მოხდა ადრე, ეგეთი თემა დაემართათ უკვე ვიკინგებს ))

იმ ბავშვის და ქალის არ მოკვლის სცენაზე ნახუი უშვებს ისტორიულ ჩანაწერებს მარტო იმის გამო რო ინგლისური მხარე წერდა და სასტიკი აღწერები იყოო, მარა იმის გამო რო მალე ადაპტირდნენო ექსპანსირებული ხალხიო, მაგით აპრავებს რო ქალი და ბავშვი შეიძლებოდა არ მოეკლა. სპეკულირებს და თან ამას არქმევს actual story-ის...
სიუჟეტი ხდება დანების შეჭრის დროს, ალფრედმა რო მოუგო ბრძოლა მაგედან ერთი წლის შემდეგ. მაგ დროს ათვისებული ჰქონდათ უკვე რაღაც ნაწილები, დაყოფილი იყო ზოგადად სამეფოებად მაშნდელი ინგლისი. ბრძოლის მერე ზავი დადეს, გააქრისტიანა და იშვილა ალფრედმა ლიდერი და ის რო ალფრედი უნდა დამდგარიყო და გაეწყვიტა ეს სოფლები გვერდითა დაპყრობილ სამეფოში სისულელეა ეგ, შესაბამისად არ იყო პრობლემა იქ რო მოეკიდათ ფეხი და არ ხსნის ეს არანაირად თუ რატო არ კლავს ქალს და ბავშვს. სპეკულაციაა თავიდან ბოლომდე.

ბრძოლის სცენაზე უნდა აღინიშნოს რო ანგლო-საქსები აქტიურად იყენებდნენ ფარს ბრძოლაში და მათ შორის shield wall-ს, ასევე მათაც მრგვალი ფარები ჰქონდათ, დოკუმენტირებულია ეს მასალა, მარა ტრეილერში კიდიათ ეგ მომენტიც.
თვითონ ანგლებიც და საქსებიც გერმანული ტომები იყვნენ დღევანდელი დანიის და ჩრდ. გერმანიის ტერიტორიიდან, რომლებმაც 3-4 საუკუნით ადრე დაიკავეს ეგ ტერიტორია და შეერწყნენ ადგილობრივებს. ხო და რა თქმა უნდა მიგრაციის პროცესში არც ესენი მორიდებიან სისასტიკეს და ენაც საკუთარი გაავრცელეს. ზოგადად ყველაზე დომინანტები და ექსპანსიონისტები ესენი გამოდგნენ მაგ ტერიტორიაზე.

ის big dude რო *ლეობაა მაგასაც აიგნორებენ, ლიდერიაო რა ბრძოლაშიო ))))

მერე ასასინის თემაზე გადადიან, viking fantasy არის Assassin’s Creed-ის სამყაროშიო და იმ ბლეიდზე თქვეს. fantasy რა გაგებით იხმარა ვერ მივხვდი ოღონდ, ფანტაზია თუ ჟანრი.

რავი არ მახვილდება ყურადღება იმაზე რაზეც მაღლა ვატრაკე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Homeless GAMES

Unread post#742 » 13 Jun 2020 22:22

პერსონა 4 დაიდო სტიმზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#743 » 14 Jun 2020 02:05

ნეტა არ მქონდეს ნათამაშები :(
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Homeless GAMES

Unread post#744 » 15 Jun 2020 12:39

კაი იგრაა? წინა იგრები უნდა მქონდეს ნათამაშები?
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#745 » 15 Jun 2020 13:02


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#746 » 15 Jun 2020 18:08

რავი როგორ გითხრა, თინეიჯერულ ანიმე მუღამშია, სკუბი დუს ელემენტებით, აბსურდული პლოტ დეტალებით, ნახევრად trippy ვეშია მაქსიმალურად სტილიზირებით, მარა სთორის მოწოდება ხარისხობრივად ძალიან მაღალი დონეა, როგორც თამაში კიდე შედევრია, dungeon crawler, life sim, jrpg, visual novel - ამ ჟანრებში მოძრაობს, ძალიან ბევრი ელემენტი აქვს ისეთი რითაც შემაყვარა თავი, თან ნუ სთორიზე და ამ თინეიჯერულ პონტებზე მაშინაც აცრილი ვიყავი და ეხლა მითუმეტეს, მარა მაგის გათალისწინებით ვამბობ ამას. ორჯერ დავიწყე, სეივები გამიფუჭდა 30-30 საათიანი მაინც, მესამედ დავიწყე და დავხურე, ერთი წამითაც არ მომბეზრებია ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Homeless GAMES

Unread post#747 » 30 Jun 2020 02:41

CHERNOBYLITE ეს თამაში ჩავწერე და კარგი ატმოსფერო აქ ძაან თან მარტივი სათამაშოა, როგორც მივხვდი კიკსტარტერის პროექტი როა ნიშნავს რო არაა დიდი კომპანიის გაკეთებული და მომენტებში ეტყობა მარა მაინც კაი სათამაშოა

https://i.postimg.cc/150vLrgd/Chernobyl ... -50-58.jpg
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#748 » 11 Jul 2020 05:28

მაგრა მისწორდება )))) https://youtu.be/eMv1eV5gbHI, https://youtu.be/sbru_g4GRjM
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#749 » 13 Jul 2020 08:51

Policenauts დავხურე. 90-იანების ფანტასტიკური ბლოკბასტერია, რასაც ქვია ფილმივით ირგებ და ძალიან მდიდარი კონტენტი დევს, ისეთი როგორიც კოჯიმას საუკეთესო პერიოდს შეეფერება. ძალიან გულით გაკეთებული თამაშია. Metal Gear და Metal Gear Solid სერიებს შორის ლოგიკური გარდამავალი როლი უჭირავს თან - პერსონაჟები, არქეტიპები ეგრევე იგრძნობა სად და რატო გადავიდა, ასევე ბლომად უმნიშვნელო დეტალი რაც ამ თამაშისთვის შეიქმნა, მომავალში MGS სერიებში ჩაიდო ან პირდაპირ, ან ოდნავ შეცვლილად. მთელი სიამოვნებაა ამ რეფერენსებზე ნადირობა <3
ამის დახურვის შემდეგ კიდევ უფრო მიკვირს, კინოს მუღამზე ასე დაგეშილმა კაცმა როგორც ამ თამაშში აქვს ნაწვალები პრეზენტაციაზე და რისი დაგვირგვინებაც MGS4 იყო, Peace Walker და Phantom Pain რანაირად გააკეთა...
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#750 » 22 Jul 2020 21:33

კაი ხნის სურვილი ავისრულე და Doctor Hauzer დავხურე. არ ვიცოდი რო თარგმნილი იყო უკვე სრულად და შემთხვევით გამახსენდა. მოკლედ ეს არის სადღაც ერთ საათიანი თამაში 3DO-ზე, რომელიც ძალიან ნელია, ამიტომ ემულატორზეა რეკომენდირებული თამაში, სადაც პროცესორის სისწრაფის ემულირება ხდება და გეიმფლეი ორჯერ სწრაფდება.
ეს არის პირველი სრულად 3D-ში შესრულებული ჰორორი რომელიც გამოვიდა Resident Evil-ამდე ორი წლით ადრე. ძალიან ბევრი რამე გავს RE-ს - აქაც სახლია, სახლში ფაზლებია, მახეებია, სახლიდან სიუჟეტი კი მიწისქვეშ ინაცვლებს. უბრალოდ აქ არ არის მონსტრები და თავიდან ბოლომდე თავგადასავალია. შეიძლება იტქვას რომ ორი წლით ადრე გამოსული Alone In The Dark-ის იაპონური პასუხია. მოკლედ იაპონური ჰორორ თამაშების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა და ერთ გასვლად ნამდვილად ღირდა, თან თავის დროზე კეიჩირო ტოიამა ამ თამაშმა დააინტერესა რო ჰორორისთვის მოეკიდა ხელი და ინტერფეისის ხმებიც ძალიან გავს Silent Hill-ისას. ჰორორის საწყისების ისტორია დაახლოებით რო დავალაგოთ თუ როგორ მოხდა ბილდაფი დიდ სახლში განვითარებული ჰორორების და როგორ გაჩნდა პრველი ბომბი Resident Evil-ის სახით, ასე დაჯდება: Sweet Home (1989) > Alone In The Dark (1992) > Doctor Hauzer (1994) > Clock Tower (1995) > Resident Evil (1996)
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#751 » 23 Jul 2020 02:37

D - ესაც კიდევ ერთი RE-მდე ჰორორი მივაყოლე. კენჯი ენოს ინოვაციური ქმნილება, ფაქტიურად ინტერაქტიული ფილმია თავისი დროის. ატმოსფერო კარგია, აქვს ბნელი მომენტები, ფაზლები ნორმალურია, სთორი დრაკულას თემაზეა პრიმიტიული და B Movie დონის, ერთი კანიბალიზმის ტვისტი იყო საინტერესო და ეგაც შემთხვევით ვიპოვე მგონი ვიდეოები. თვითონ გეიმფლეი კია იმ დროისთვის ინოვაციური მარა ნელია ძალიან და ნახევარზე მეტი თამაში ამ სიარულის და მობრუნების ვიდეოებში გადის, მე იმ დროსაც მომბეზრდებოდა, მაგას დავამატოთ ის რო ეს ვიდეოები რითაც გეიმფლეი შედგება, დაბალი ხარისხის FMV-ებია და CRT ტელევიზორზეც ცხადი იქნებოდა ეს ცუდი ხარისხი. მოკლედ კენჯი ენოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისტორიის საკვლევადაც არ ღირს ამის თამაში, იუთუბზე ნახვა საკმარისი იქნებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Blitz NEWS

Unread post#752 » 23 Jul 2020 20:51

ვახ ვახ ვახ კორდონი რომ გამოჩნდა ლამის გული წამივიდაა
სტალკერის თიზერი გაეძრო <3


https://www.youtube.com/watch?v=ytDioRTWtFQ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#753 » 24 Jul 2020 02:11

Enemy Zero - კენჯი ენოს შემდეგი პროექტი D2-მდე. ნუ ეს თამაში მასზე მომხდარი ისტორიებით უფრო არის ცნობილი და ამით დავიწყებ მეც. თამაში თავდაპირველად ფლეისთეიშენის კონფერენციაზე გამოიტანა ენომ და უცებ ტრეილერის ბოლოს ფლეისთეიშენის ლოგო სატურნად შეიცვალა, მთელი დარბაზი გამო**ვდა ))) თამაშზე ასევე ნამუშევარი აქვს ფუმიტო უედასაც სიჯი კუთხით, მთლად კარგი სიჯი არტისტი არ იყო მარა ყავდა მაინც გუნდში. კომპოზიტორად არის მაიკლ ნაიმანი, გატაკას კომპოზიტორი და ეს კაცი სასტუმროს ოთახში ხუთი საათით ჩაკეტა და ტვინი უ*ნა სანამ არ დაითანხმა ))
თვითონ თამაში D-ის მსგავსი ინტერაქტიული ფილმია, ოღონდ ამჯერად survival horror ელემენტი შემოდის იარაღის მცირე ამუნიციის და უჩინარი მონსტრების სახით. გეიმფლეიც ორ ნაწილად იყოფა, ერთია ინტერაქტიული ფილმის სეგმენტი თავისი ფაზლებით და მეორეა დერეფნებში სირბილი და მონსტრებისგან დამალვა. ინტერაქტიული სეგმენტი ნელია მარა ასატანია. გრაფიკა ძველია და დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილოც კია, მარა თავისებური ესთეტიკა აქვს მაინც ამ სეგმენტს. მეორე სეგმენტი საშინელებაა, რუკა თუ არ გიდევს ოფიციალური გიდიდან, ძალიან ძნელია არ დაიკარგო ამ ლაბირინთებში, თან მინიმეფიც არაა. არადა თამაშის დასაწყისში ვარჯიში შეგიძლია და იქ მინიმეფით ვარჯიშობ, მარა ნუ რატომღაც თამაშში არ ჩადეს. მოკლედ ამ ცუდ ლაბირინთებში სირბილს რო არ შევეწუხებინე განსაკუთრებით ორ ადგილას, ბევრად კმაყოფილი დავრჩებოდი, მარა ასე გაორებული შეგრძნებები დამიტოვა. რუკები გადმოვწერე და მეორე მონიტორზე მქონდა გახსნილი, მარა ბოლო ლაბირინთის რუკა არ იშოვება :(
სთორი ელიენიდან არის ძალიან შთაგონებული ოღონდ კარგი ტვისტით და ნუ სთორიმ ყველაზე მეტად ჩამითრია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#754 » 24 Jul 2020 04:28

M.U.S.H.A. - მაღალი დონის shmup-ია სეგაზე. ბოლო ბოსთან სეივ სტეიტები გამოვიყენე ძნელი იყო, ნუ რო დამემუღამებინა ალბათ არ იქნებოდა მარა მთლიან თამაშს ისეთი ტემპი ჰქონდა და ისე გავირბინე, აღარ დავიწყე მაგის დამუღამება და continue-ები. ძალიან ამგარი ვიზუალი, ტემპი და მუსიკა <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#755 » 24 Jul 2020 17:07

Advanced Busterhawk Gleylancer - გავერთე ამითაც. ავტომატურად მეყენა სროლა და მარტო აცილებები მიწევდა მარა ქონდა მაგასაც თავისი მუღამი. რაღაცნაირი მოდუნებაა შმაპები კარგი მუსიკის ფონზე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#756 » 30 Jul 2020 02:49

Spirit Hunter NG - ჰორორ ვიზუალური ნოველაა მარა adventure-ის ელემენტები აქვს, როგორიცაა ნივთების გამოყენება, გარემოზე დაკვირვება და რაღაც სწორი არჩევანის გაკეთება. მოკლედ პროცესი არაა დამღლელი, პერსონაჟებიც საინტერესოა, თინეიჯერული ურთიერთობებიც ასწორებს და დამაჯერებელია, გარემო 2000-იანების დასაწყისია და მოაქვს, არტი იდეალურია, მარა ნუ ვერ მაშინებს თამაში სამწუხაროდ, დაძაბულობა მინიმალური მაქვს :( ურბანულ ლეგენდებზეა და აქვს საშიში დაძაბული მომენტებიც, მარა ისეა მთავარი სიუჟეტური ხაზი მოწოდებული რო მომენტებად რჩება მხოლოდ ეს შიშის ფაქტორი. ყველაზე მეტად საშიში ადგილი არის სახლი, როცა გიკაკუებენ და არავინაა, როცა რაღაც არანორმალური ხდება, მარა ეს მომენტი იმდენად კარგად იყო Fatal Frame 3-ში გაკეთებული რო ვერ მოაქვს მაინც საჭირო ეფექტი. Fatal Frame 3-ში ეს ეფექტი იმიტო მოდიოდა რო სახლშიც და სიუჟეტურ განვითარებაშიც მაგარი შემაწუხებელი და ამოუხსნელი ამბები ხდებოდა, აქ კიდე ყველაფერს აბანძებს ვიღაც თოჯინა კაკუია რომელიც პერსონაჟს აწვალებს. გავაგრძელებ და ვნახავ რა იქნება თუ ძალიან არ გავღიზიანდი, მარა ნუ უკვე ჩანს რო ჰორორის მამოძრავებელი ბირთვი ძალიან ბავშვური ***ობა აქვთ აღებული და ამით ფუჭდება ხარისხიანი ჰორორი რაც აქვთ შექმნილი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#757 » 07 Aug 2020 22:54

Control - ჩავწერე. სავარაუდო დადროპვის კანდიდატია მარა შევხედავ. ზოგადად არ მიყვარს ესეთი სეტინგები. მისტიური ბიურო და რაღაც KGB ინტერირებში ბოდიალი. + ალან ვეიკის სამყაროსთან აქო კავშირი, DLC-ი იქნება მაგაზეა და ალან ვეიკი მითუმეტეს საერთოდ არ მომეწონა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#758 » 16 Aug 2020 23:00

Detroid Become Human - ნუ ცოტა ვნახე ჯერ მარა არა რა. არ მუშაობს ეს ინტერაქტიული სთორის ესეთი ფორმატი. თუ აკეთებ ასეთ რამეს ბოლომდე გახსნილი სიუჟეტი უნდა ქნა.
იმენა ნახ*ია არჩევნები თუ მარტო კარგი ან ცუდი ენდინგისკენ მიყავს ამ ყველაფერს. პირველ 5 სცენაში უკვე ჩა*ჯვა სთორიმ მაგ ასპექტში.

ეხა სწორხაზოვან სიუჟეტად თუ ვარგა ეგაა სანახავი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#759 » 17 Aug 2020 20:49

არა, ძალიან პრიმიტიული და სწორხაზოვანია რა. არავითარი დილემა არაა ან საფიქრალი.
მორალი თავიდანვე გადაწყვეტილია ავტორის მიერ და ანდროიდების ბუნება. რასაც თვლის სწორედ მაგას თუ მიყვები კარგ ენდინგს იღებ, თუ არ მიყვები ოდნავ მაინც კატასტროფა იწევა ეგრევე.

სამივე პერსონაჟით იმენა ერთ ყაიდაზე უნდა მოიქცე ზუსტად და ერთნაირი არჩევნები მიიღო, რაც ბოლომდე უგულველყოფს როულ ფლეის ან მათი ბექგრაუნდის აზრს. მოტივატორი ან არკა არაა მოცემული რომ პერსონაჟები მივიდნენ მაგ გადაწყვეტილებებამდე. უკვე ეგ ეტაპი რო გავლილი აქვთ და მაგ დროს ერთვები სთორიში.

როგორც ინტერაქტიული ექსპერიენსი, ინტერაქტიული სიუჟეტი და ა.შ. არის უსუსტესი. როგორც საი ფაი არის ასევე ძალიან სუსტი. აი მეცნიერება ან ტექნოლოგიური საფიქრალი ბუტაფორიული როა ხოლმე და უბრალოდ ნაცნობი სიუჟეტისთვის ახლებური ფონის მიცემისთვის გამოიყენება ეგ თემაა. ჩვეულებრივი ჩაგვრის და რევოლუციის ისტორიაა ფუძეში, ანდროიდი ჩაანაცვლე ნებისმიერი დაჩაგრული და მეორეხარისხოვანი მოქალაქის ფენით და იგივენაირად განვითარდებოდა სიუჟეტი.

როგორც უბრალოდ თამაში ან კინო ნორმალურია. B Grade კინოს დონეა ექსპერიენსია დადებული. გრაფიკა, რეჟისურა, დრამატურგია, ატმოსფერო რიგზეა.

წინა თამაშს კეიჯისას ჯობია მაგრამ Heavy Rain-ს ბევრად ჩამოუვარდება. ასევე რაღაცნაირად ძალიან მოძველებული მემოჩვენა 2020-წელს იგივე მექანიკები როა ზუსტად არაფერი სიახლით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Homeless GAMES

Unread post#760 » 18 Aug 2020 00:07

horizon zero dawn მგონი არ აქ თემა ფორუმზე ვერ ვიპოვე, ეხა ვთამაშობ პერსონალურზე გამოუშვიათ და მაგრა გაასწორა, ერთერთი ყველაზე ლამაზი თამაშია რაც მითამაშია და გეიმფლეიც მაგარი კაია, სთორიც ჯერჯერობით მარტივი მარა საინტერესო, რპგ ს ელემენტები აქ მარა საფიქრალი და საძებნელი დიდად არაფერია ისედაც გეუნებიან როდის სად წახვიდე და ამ მომენტში გამისწორდა იმიტო რო რამე მარტივ მარა კარგ თამაშს ვეძებდი თუმცა გეიმფლეი მთლად მარტივი არაა ბოლო სიძნელეზე ისე ვერ იზამ რო მთლად ყველაფერი გადახოცო, ერთი ეგ ვარიანტია დაჰაკო მანქანები და ერთმანეთი დაახოცინო მარა ეგეც არ ვიცი ზუსტად ეხა ავიღე რაღაც ახალი იარაღი კაიხნით მიწაზე აბამს რობოტებს და მაგით თითქოს უფრო ადვილად ვხოცავ, ძაან დეტალიზებული თამაშია თითქოს ყველაფერი გათვლილია ამხელა რუკაზე ასახტომები, ჩამოსასვლელები, ზოგადად არქიტექტურული განლაგება ყველაფრის ძაან კაია, მინუსები რათქმაუნდა ექნება მარა არ მომხვედრია თვალში, ეგ იყო ერთი თავიდან ჭედავდა მერე ჯერ ლოუზე დავწიე მერე ისევ ულტრაზე დავაყენე და გასწორდა თავისით მერე, მინუსიც გამახსენდა ეხა ერთი რაც მომხვდა თვალში, სიმბოლურადაა როგორც ჩანს დიალოგში რას აირჩევ, ორი სხვადასხვა პასუხი შეილება აირჩიო მარა იგივენაირად დამთავრდეს საუბარი, მარა არც ისე ჩახლართული სთორია რო მინდოდეს დიდად რამის შეცვლა და ბევრი ვარიანტები, ვხვდები რო რაღაც კონკრეტული სიუჟეტია და ჯერჯერობით მაინტერესებს ძაან, რუკის სადღაც 70 პროცენტი უკვე გავიარე და თითქმის დარწმუნებული ვარ კარგად წავა ყველაფერი, ძაან მაგარი შეზავება გააკეთეს რობოტების და ტომების, ადრე ისე განვითარდნენ რობოტები შექმნეს და მერე ეგ რობოტები იქცნენ ისტორიის ნაწილად და არტეფაქტებად და ეხლა ისევ ტომებად ცხოვრობენ, ორი ცათამბრჯენიც შემხვდა და რაღაც ჩანაწერებიც ხალხი პოლიციაზე და თანამედროვე რაღაცებზე რო ლაპარაკობს, წარსულის ვიდეო ჩანაწერებს პოულობ გზაში და მანდაა, კიდე საუნდ ეფექტებს გამოვყოფდი უმაგრესადაა გაკეთებული
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 70 guests


cron