Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#701 » 19 Mar 2020 23:53

ვა რა საინტერესო რაღაცას ყვები :)) თავიდან ვერ გავიგე რა გეწერა )))

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#702 » 20 Mar 2020 12:53


Riddick
Posts: 11696

Re: Homeless GAMES

Unread post#703 » 07 Apr 2020 01:23

ერთი ამ თემას გამდმოვიტან გეიმერიდან აქ მარტო.
თუ არ გაამართლა, გადავსვავ უკან.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#704 » 07 Apr 2020 01:26

მგონი კაი ვარიანტია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#705 » 01 May 2020 06:26

Assassins Creed: Valhalla https://www.youtube.com/watch?v=ssrNcwxALS4 ჰოლივუდური ჩაცმულობის სამართლიანი ვიკინგები მოემართებიან ბოროტი თეთრი ჰეტეროსექსუალი ქრისტიანი მამრების დასახოცად.
თავიდან ბოლომდე გულისამრევი *ლეობაა. ქალს და ბავშვს როგორ უთხრა გაიწიეთო ამათი ისტორიის დამამახინჯებელი მარაზმატიკი დედაშევე*ი.

ისე რო დავფიქრდეთ, Ubisoft-ია ვითომ და სასაცილოა, მარა მაგარი მარაზმი რამე ხდება. მაგალითად ევროპელ ტიპებს, კერძოდ გერმანული წარმოშობის ხალხს, ახსენებენ ვისი შთამომავლები არიან, ეს ცუდი არ არის ზოგადად, ოღონდ ამას აკეთებენ ცრუ ისტორიით, ცრუ როლ მოდელებით, რომლებიც რაღაც ჰოლივუდური არავიკინგურად ჩაცმული პროტაგონისტი ტიპები არიან, ამით ერთის მხრივ მთლიანად უქრობენ ძველი ესთეტიკისა და კულტურისადმი ლტოლვას, მეორეს მხრივ ცუდს ანახებენ როგორც კარგს - მხოლოდ რეიდერების ჩვენება ხდება მასიურად და არა მაგ ხალხის კულტურისა და სოციუმის, მესამეს მხრივ კი თვითონ უქმნიან მისაბაძ მოდელს, ისეთს როგორიც თვითონ აწყობთ, ისტორიული რეალობისგან დაცლილი და თანამედროვე ღირებულებებზე მორგებული. საინტერესოა ისე რამე ახალი ნაციონალისტური ტალღა რო დაიწყოს, პაგანისტური რელიგიური მოტივებით, რა მოდელს გაითვალისწინებენ, ამ *ლეობას თუ წავლენ სიძველეში? ღმერთების თემა ხო უკვე მოუსპეს ამ ნეოპაგანისტური ნიუ ეიჯ მნძრეველობით, მეცნიერებასთან მორგებას რო ცდილობენ ძველი წარმოდგენების )) ახლა ისტორიაც ნახუი და ევროპელი იქნება რაღაც განეიტრალებული იმპოტენტი წარმონაქმნი ცრუ კულტურით, ცრუ ისტორიით, ცრუ ბექგრაუნდით, ჩვეულებრივი ინდოქტრინირებული ბიდლო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#706 » 01 May 2020 12:04

what?
ასასინები vs ტემპლარები არის მაგისი სიუჟეტი, სადაც ადამი და ევა პირველი ასასინები არიან რომლებიც გაექცნენ ძველ ცივილიზაციას რომელიც ღმერთებად ევლინებოდა ადამიანებს. რა ისტორიული რეალობა მოგინდა ეხა აქ :DDDDD მსუქან რომის პაპს ცემ ვატიკანში.
რა ჰეტერო ღადაობ თუ წაგიღეს შენც ? :DDDDDD

ტრეილერი დამევასა მე, რო იყოს ოდისეას მსგავსი ვეში ვითამაშებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#707 » 01 May 2020 14:56

ეგ ინტერპრეტაცია მესმის არაა კაცო პრობლემა ფიქშენში :DD ისტორიულ რეალობას არ ცვლის ასასინებზე და ტემპლარებზე რამე ფიქშენის გმაოგონება, არც ადამზე და ევაზე რამის დამატება, არც ვინმე ცნობილი ისტორიული პერსონაჟებისთვის ახალი როლის მიცემა, უამრავი რამე გვინახავს გადაკეთებული ფიქშენში :DD აქ პრობლემა არის მასიური პროპაგანდა კონკრეტულად ვიკინგებს რაც ეხება და შეიძლება სხვა რამეზეც იყენებენ მსგავს მიდგომას, უბრალოდ ეს ძალიან ყვირის :D იმ შოუშიც ეგ იყო და აქაც ეგაა. შუა საუკუნეების გაბანძება, რეიდერების და მძარცველების კარგ როლ მოდელებად გამოყვანა, მათი სოციუმის და კულტურის იგნორირება (დამპყრობლების გარდა სად აჩვენებენ მაგათ ცხოვრებას აკურატულად?). მოკლედ დიდი მიზანმიმართული პროპაგანდაა და ეხლა რაში შეფუთავენ და რა ფიქშენად გააპრავებენ მოცემულობას არ ცვლის :DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#708 » 01 May 2020 15:46

დამპყრობელი ხარ ეგრე გამოდის გეიმპლეიდან გამომდინარე და choice იქნება, ამიტომ ჯერ სანახავია ეგ სტრუქტურა. სოციუმს რაც შეეხება ნორვეგიაც იქნება და ვნახოთ იქ რას აჩვენებენ.

პროპაგანდა ვერ გავიგე რა ამბობ. ვიკინგის პროტაგონისტად ან დადებითად გამოყვანაზე ამბობ ზოგადად?

მაგაზე არ ვიცი. ეხა უფრო მეტი რეალისტურობა გამისწორდება მარა ყველა დამპყრობელი თუ ომში ჩამრევი ვინც ომობდა თითქმის იყო ჩვეულებრივი საკუთარი ამბიციების და ძალაუფლების ან სიმდიდრის გაზრდით მოტივირებული როჟაა. ყველანაირი ჰეროიკული ნარატივა მანდ პროპაგანდისტულია ისტორიაში. გინდა ტემპლარები აიღე, გინდა ვიკინგები, გინდა რომაელები ან ბერძნები.

დაჟე ვინც თავს იცავდა ისიც შანსი რო ქონოდა სხვას დაჩაგრავდა ხოლმე დიდ წილად. მარა მე ეგ თავდაცვის სთორიები ყელში მაქ ამოსული და დამპყრობელის როლით თამაში გამისწორდება. განსაკუთრებით არჩევანი თუა დედამ&***** რეიდერი იყო თუ საკუთარი ხალხისთვის დასასახლებელი მიწების ძიების თემაში მასტი.როგორც Expeditions: Viking-შია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#709 » 01 May 2020 16:27

ვერ ხვდები რას ვამბობ. დამპყრობელი დღევანდელი მორალით არ არის კაი ტიპი. დამპყრობლით თამაში არ უნდა იყოს კაი ტიპით თამაში. დამპყრობლით თამაში ხდება მაგალითად ტოტალ ვორის სერიებში და თამაშობ ინტერესებისთვის, ხოცავ პოპულაციებს ინტერესებისთვის, არ არის მანდ დღევანდელი ღირებულებებით მიდგომა, არის იმ დროის მეტნაკლებად როლის მორგება. რეიდერი, მეკობრე, მძარცველი, იმ დროისთვისაც ცუდი ტიპია.

შეხედე ეხლა ტრეილერს რა ხდება, მიდის დამპყრობელი, რეიდერი, აწიოკებს დასახლებას და ბავშვს და ქალს გაწევს და არ მოკლავს, ეგ არის დღევანდელი ჰოლივუდური ვიკინგის როლ მოდელი, ანუ სუსტის მიმართ ლმობიერი მარა თეთრი მამრების მიმართ სასტიკი )))) კაი ტიპია ეგ კონკრეტული დამპყრობელი.

1. არ ხდება ევროპელების ავთენტური ასახვა, არც ვიკინგების და არც ქრისტიანული ევროპის.
2. ხდება ამ ვიკინგების დამახინჯება. ესთეტიური და კულტურული მხარე გამაზულია, ანუ არ გაცნობენ ხალხს.
3. ხდება რეიდერების და მძარცველების პროტაგონიზირება და ხდება ევროპული ცივილიზაციის ანტაგონიზირება. დიდი ალბათობით ნეო ლიბერალიზმი ვერსუს ქრისტიანობის გამო მარა ეგ ცალკე თემაა კიდე და არ მინდა შესვლა.

მე მაინტერესებს ამ ფაქტის კონსტანტაცია და ასევე მაინტერესებს რატომ ხდება ეს ან ვისგან ან რა დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ ვარ გულშემატკივარი ეროპული კულტურის, პრექრისტიანულისაც და ქრისტიანულისაც, ამტომ მაქვს ინტერესი ეს ორი კულტურა ასე თუ ისე არ დამიმახინჯონ და მაჩვენონ დიდი bias-ების გარეშე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#710 » 01 May 2020 16:47

ნუ ნებისმიერი მორალი სახელმწიფოებების კუთხით არის შერჩევითი. შენ თუ ამოხოცე ხალხი და მიითვისე მათი მიწები 400 წლის წინ, ეხა რო იგივეს გიკეთებენ შენ ცუდი ტიპები არიან, შენი მეფე კაი როჟაა ვინც მიწა გიშოვათ. + უფრო ღრმად რო გაუკეთო ანალიზი ყველანაირი ეგეთი თემა ქვრება მორალის ან ვინმეს სისწორის.

ვიკინგები თავისი პერსპექტივით კაი როჟები იყვნენ, თავის ხალხისთვის მიწები და ქონება მოქონდათ. ამიტომ ვიკინგს თუ თამაშობს და მაგათთვის პროტაგონისტი ხარ არ მაქ მაგაზე პრობლემა. მითუმეტეს თუ choice-ებია და შეგიძლია კაი როჟა იყო ან ცუდი.

რასაც შენ აღწერ ეხა ეგ არის ჩვეულბრივი მარკეტინგ ხრიკი მგონია რომ პროტაგონისტისადმი სიმპატია გაგიჩდეს + რეიტინგების თემა და რეგულაციების.
თუ მაგას ცდება ეხა ეგ და მთელ ნარატივშია ჩაქსოვილი მაშინ კი მაგარი ****ბა იქნება. მარა ვერ ვხვდები დამპყრობლის პერსპექტივა როგორ უნდა წაიყვანონ ეგრე რომ კეთილ როჟად დაგდონ რომლის დამპყობლობა სუფტა კეთილი აქტია. მაქსიმუმ იქნება ალბათ რაგნარის მსგავსი თემა რომ ეგეთი პერსის Playthrough მოგცენ.

სიუჟეტურად აქ არის თავიდანვე რომ ძალაუფლება აქვთ ფაქტიურად პრეისტორიულ ილუმინატი/ნაცისტებს ჩაგდებული მთელი ისტორიის განმავლობაში და მაგათ ებრძვიან რებელი ასასინები. თავიდანვე **** კონცეპტია ჩემი აზრით, მარა ეგ განაპირობებს უფრო ეხა ეკლესიის და თეთრი კაცი მეფის ანტაგონირებას და არა პროპაგანდა SJW.

კიდე უფრო ზოგადად ჰოლივუდის და ზოგადად ფიქციის გაიდეალებას თუ აკრიტიკებ, ეგ მეც არ მომწონს. მარა ნუ ვერანაირ რეალისტურ ჰეროიკულ ან იდეალისტურ ვეშს ვერ დადებ ეგრე დიდ ისტორიულ მოვლენაზე. Braveheart-იც ძაან არასწორია ისტორიულად და ვაბშე სხვა მასტი იყო william wallace. როგორც ჟანრი ეგენი კიდე კაი გასართობია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#711 » 01 May 2020 17:18

შეცვალე ახლა ეგ ვიკინგი ჯვაროსნით, ხოლო ეგ ქრისტიანები მუსლიმებით და მითხარი რა გამოხმაურება მოყვებოდა )))) აი ქრისტიანი ჯვაროსანი რო დაინდობს მუსლიმ ბავშვს და ქალს და გააგრძელებს სხვა მუსლიმების ხოცვას. (დაჟე ეს კიდე უფრო იყო შესაძლებელი ვინმე noble-ს ექნა სადმე მარა დავიკიდოთ და გავაკეთოთ აქცენტი როგორ გაწყვიტეს სიჯის შემდეგ პოპუალცია, სალადინმაც ქნა იგივე მარა ეგაც დავიკიდოთ).
ცალკე მუსლიმები დააჯვამდნენ, ცალკე SJW, ცალკე კრიტიკოსები )))) ადვილია დღეს ამის დანახვა რა.

ბავშვობაში მახსოვს მსგავსი რომანტიზმი ჯვაროსნების მიმართ, ამხელა არა მარა მაინც იყო და მაშინაც ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა და bias მაღიზიანებდა. 11 სექტემბრის მერე გაძლიერდა რაღაც პერიოდი მარა დიდხანს არ გაგრძელებულა იმიტო რო მოშნი პროპაგანდა მოიხოდა (Kingdom of Heaven-ერთერთი მათგანი) ანტი ისლამური ტალღა რო არ გაძლიერებულიყო.

დამპყრობელზე დავწერე კიდეც, ინტერესების თემაა ეგ, მარა დღევანდელი მორალით დამპყრობელს კაი ტიპს ვერ გააკეთებ, პოპულაციებს რო წყვეტს მაგას კაი ტიპად ვერ წარმოაჩენ ახლანდელი მორალით, დღეს როცა თავისუფლება არის ერთერთი ღირებულება, თავისუფლების მოწინააღმდეგეს ვერ გააპროტაგონისტებ. ამიტომ უნდა გააკეთო ის რაც არის ისტორიული რეალობიდან გამომდიანრე. ვეწინააღმდეგები მე ამ რომანტიზებას და პროტაგონიზირებას ვიღაც რეიდერების, თორე ტოტალ ვორებში ათასობით კაცი ერთი ღილაკით მყავს გაწყვეტილი და არც მქონია პრეტენზია რო კაი ტიპი ვიყავი )))

ისტორიულს და ჰეროიკულს დადებს კონტექსტიდან გამომდინარე. ალექსანდრე არის ეგეთი მაგალIთად, არავინ არ გეუბნება ცუდია თუ კარგი, ეგეთია, კამპანიას აწარმოებს და გინდა მოგეწონოს გინდა არა. ბრეივჰართი დაპყრობილი ხალხის პერსპექტივიდანაა ანტი იმპერიალისტური რომანტიზირებული თავსუფლების ბალადა. ფიქციაში არ ვაკრიტიკებ პერსონაჟის გაიდეალებას, მარა ეხლა რო ალექსანდრეს ბერძნები კაი ტიპებად გამომიყვანონ და სპარსები ნაბოზრებად იგივე რეაქცია მექნება. 300 როა კომიქსი და ფილმი, ეგ მარაზმი ხდება მანდც, უბრალოდ არ ევასებოდა მილერს ირანი )).
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#712 » 01 May 2020 17:45

SJW რეაქციებს და ვიკინგებს შორის ეხა ვერ ვხედავ მაინც კავშირს რასაც ამბობ. მარა პოხუ* ეხა SJW-ს ლოგიკების რჩევა არ მინდა.

ისტორიულ კონტექსტს რაც შეეხება ანუ ზოგადად სიუჟეტის მიერ სათქმელი ისტორია თუ ცდება ისტორიულ რეალობას და უტრირებს ან ცვლის რომელიმე მხარის ბუნებას ეგ არ მოგწონს. 300-ივით სტილიზებულ ჰეროიკულ თხრობაშიც?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#713 » 01 May 2020 18:05

ისტორიულ კონტექსტს რაც შეეხება ანუ ზოგადად სიუჟეტის მიერ სათქმელი ისტორია თუ ცდება ისტორიულ რეალობას და უტრირებს ან ცვლის რომელიმე მხარის ბუნებას ეგ არ მოგწონს.

კი. მითუმეტეს ტრენდული სახე როცა ეძლევა მაგას და ერთგვარი იდეოლოგიური ბრძოლის მანქანა ხდება.

უფრო მეტად არ მომწონს როლ მოდელად ქცევის თემა. მაგალითად დღეს ტერორიზმი არის მიუღებელი. მარა დავუშვათ ადრე ვიკინგები იყვნენ ტერორისტები, დღეს თუ მიმალავ რო ეს იყო ტერორისტი და მიქმნი რომანტიზებულ იმიჯს ამ ტერორისტისას, ეს მეპრობლემება.

300 გასაგებია სტილიზირებულია და აკრგად სტილიზიებული. კომიქსიც და ფილმიც, მარა biased არის. მილერი არის ებრაელი და თან ამერიკაში პოლიტიკური აქტივისტი, ამიტო გასაგებია მისი bias. 11 სექტემბრის შემდეგ ბეტმენის სთორი გადააკეთა დაჟე სდაც ბეტმენს უდნა ეხოცა მუსლიმი ტერორისტები, ჩვეულებრივი კლიშეების გამოყენებით, მარა DC-მ არაო და სხა რაღაც გააკეთა.
ნუ ეს biased მიდგომა 300-ში გულისამრევია ჩემთვის კი, მარა ჰეროიკული სენტიმენტებით ნორმალურია იმიტო რო დამპყრობლის წინააღმდეგაა ეგ ჰეროიკული ნარატივი და ეგ დღევანდელი ღირებულებების სიაშია, შესაბამისად ამართლებს. შეცვალე მანდ როლები სადაც ქსერქსეა ჰერიოკული და სტილიზირებაც გვერდზე დარჩება და ჩამოიშლება პროდუქტი :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#714 » 01 May 2020 18:23

აჰა, მე არ მაქ მაგაზე პრობლემა ხო. ანუ გამისწორდება ისტორიული რეალიზმი რომ იყოს მეტ ნაწარმოებში რომ უფრო რეალისტური წარმოდგენა გაავრცელოს მოვლენების და უფრო მეტი ხალხი გაეცნოს მაგას. რამდენადაც ეხა შესაძლებელია ისტორიული რეალიზმის ობიექტურობა ფიზიკურად.

მაგრამ თუ ვინმეს უნდა ფიქცია მოსცხოს, რომელსაც არ აქ პრეტენზია ისტორიულ რეალიზმზე და ასეთად არ ასაღებს თავს იქ უკვე ისტორიული სეტინგის საკუთარი ისტორიის "პროქსით" გამოყენებაზე არ მაქ პრობლემა. თუ ისტორიას ჭირდება გმირი ფრაქცია და "მტერი" ფრაქცია მანდ ავტომატურად უტრირება მიდის.

ნუ მაგას კონტექსტიც ემატება და სხვა ფაქტორმა შეილება გადაწონოს აქეთ ან იქით, მარა as a rule მისაღებია.

ალბათ ეს ზოგადად იმიტომ რომ უიშვიათესია ისტორიაში, იდეოლოგიაში, რელიგიაში და პოლიტიკაში Unbiased ხედვა, მითუმეტეს მორალური კუთხე რო შემოდის. ამიტომ ზოგადად ვიღებ როგორც "სწორი ფუძის" არმქონე Biased თემას, რომელშიც ირჩევს ყველა რაზე თვალს დახუჭავს რაზე არა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#715 » 01 May 2020 18:36

ეგ რასაც ამბობ კონრეტული პროდუქტის ხარისხამდე დაიყვანება ხოლმე როგორც წესი. ვიღაცამ გააკეთა აცტეკებზე biased ვეში, გასაგებია არ მოგეწონა, გაატარე. ვიღაცას არ აქვს პრეტენზია ისტორიულ რეალიზმე და გააკეთა ინკებზე ვეში, ვნახე რო არ გვანან ინკებს, დავაკელი ქულა და გავიარე.

ჩემი პირველი პოსტი იმაზე იყო რო ტრენდია დღეს უცნაური - ვიკინგების ჰოლივუდური მუტაცია ვერსუს შუა საუკუნეების ევროპა, შეფუთული როგორც თავისუფალი ბაიკერი პაგანი ვერსუს ბოროტი მორალისტი ქრისტიანი. ფაქტია რო ჯვაროსანზე დღეს ეგეთ რამეს არცერთი დიდი სტუდია არ გარისკავს, და ის რატომაც არ გარისკავს ეგ მაგარი საშიში ამბავი მგონია. აქვე დავამატებ იმას რო არც გერმანულ ნაციონალიზმს წაახალისებს ასეთი პროდუქტი და არ გაუღვივებს ძველი კულტურისადმი ლტოლვას. ჩვეულებრივი მედია პროპაგანდის სუნი ასდის და ჩემთვის ეს თავისუფლების ღირებულების საწინააღმდეგოა, ცდება ეს მორიგი პროდუქტის შეფასების ცნებას, აქ ვტრიალებ თორე ვისც რა უნდა ის უქნია, მე ხო ვერ დავუწესებ რა გააკეთონ, "სხვა" რო უწესებს მაგას აღვნიშნავ )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#716 » 01 May 2020 18:57

რომანტიზებაში ვერ ვხედავ მანდ ვერაფერ უცნაურს ან პროპაგანდისტულს. ჰოლივუდი კაი ხანია მაგას აკეთებს, იგივე კრიმინალის, ანტიგმირების და ა.შ რომანტიზებაში და რეალურად მასეთი პერსონაჟები ბევრად საინტერესოა ხშირად ვიდრე დადებითი გმირები. მითუმეტეს როცა დადებითი გმირები სახელ გაფუჭებულ ინტიტუციებზეა მიბმული. (ჯარისკაცი, პოლიციელი, რელიგია). ყველა ავტორიტეტულ ინსტიტუციას რო ჩა*მული აქ იქ რებელების თემებია პოპულარული.

პროპაგანდას რაც შეეხება ის რო დღევანდელ კულტურაში შერჩევითია რისი გაპოპულიზება მოსულა ეგ იასნია გასაგებია და ცუდია, ისევერ როგორც ცუდი იყო თავის დროზე ქრისტიანების და კონსერვატორების ბუინობა თამაშების, ფენტეზის, ან მეტალის მუსიკის მიმართ. ყველა ერთი მეორეზე გულის ამრევია და ერთნაირი წყობის ადამიანები არიან სხვადასხვა მხარეს მოაქტიურე.

მარა იმას თუ გულისხმობ რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ვიკინგებს აპოპულარულებს SJW პროპაგანდისთვის მაგის ლოგიკას ვერ ვხედავ. ერთერთი ყველაზე მუჟიკური და მაჩო თეთრი კაცი სასტავია ეხა ვიკინგები :D თუ რამე მოვა SJW-დან მაგის კრიტიკა იქნება.
ერთადერთი ტვისტი, ქალი მეომრების თემას თუ აუბეს მხარი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#717 » 01 May 2020 19:17

მაჩო სასტავი კია მარა, როგორც თვითონ აწყობთ ეგეთი მაჩო სასტავია )))))

რომანტიზირებაზე რავი, აი 70-იანებიდან კრიმინალური დრამები სადაც რომანტიზირება ხდება, რა რამდენი კაი ფილმია მარა რეალურად დღეს სასაცილოა მათი რომანტიზირება :D:D მე ეგრე იაკუძებზეც ვუყურებ რომანტიზირებულ ვეშებს და ვთამაშობ, მარა მეტნაკლებად რეალისტური ფიქშენია, კაკრაზ მაგ რომანტიზირების გამო როა დასაფასებელი, თორე კრიმინალური სამყაროს სხვა დადებითებზე ძნელია დღეს რამე გააკეთო :D:D იაკუძები რო *ლეები არიან მარა რაღაც კაცური გაგება რო ქონდათ ორივეს ჩვენება ხდება, ის რო კრიმინალური ცხოვრებ ცუდია და ტრაგიკული ამას არ გიმალავენ, ისე არაა რო პოლიცია/მთავრობა ცუდია, იაკუძა კარგია, სატირული აღქმა მიდის ყველაფრის თორე იქნებოდა პროპაგანდისტული ნაგავი. ერთი ტენდენცია რაც შევატყვე ბოლო დროს იაპონიაში არის ძირმომპალი უფროსი თაობის წინააღმდეგ მიმართული, მაგალითად მოხუცი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ან მოხუცი იაკუძა ბოსი და მსგავსი, ამრა სხვა მოხუცებიც არიან კარგები )))

უბრალოდ მე იმ თემას არ ვცდები რო, კორკოტული იდეოლოგია და ეგ რაც მანდ ხდება, არ განსხვავდება ერთმანეთისგან როცა რამე ჯგუფის საწინააღმეგო პროპაგანდაა მათი მიზანი. მაგ კორკოტების ქართველის როლ მოდელზე წარმოდგენა ისეთივე მუტაციაა როგორც მაგ ვიდეოში ვიკინგის როლ მოდელი ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#718 » 01 May 2020 19:31

რომანტიზებაზე კაი არ მითქვია, ახალი და უცნაური არაა თქო ეგ ვთქვი. ძველი ამბავია, და მაგის პროპაგანდისტული ფესვებვს ვერ ვხედავთქო. უსწორდებოდათ მაგის კეთება და ფულიც მოქონდა და გაუშვეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless GAMES

Unread post#719 » 01 May 2020 19:46

ხო არა რომანტიზირება ხშირი თემაა, დაჟე ლიტერატურაშიც ძალიან დიდი ხანია, არც ძირმოჭული კორუმპირებული ინსტიტუების წინააღმდეგ მებრძOლ რებელებთან მაქვს პრეტენზია. რავი მანდ არც ვეძებ მე პროპაგანდას :DD
პროპაგანდას ვეძებ თანამედროვე ტრენდებში, პროპაგანდა რა, მკიდია ეს სიტყვა თავის მნიშვნელობით, სიცრუის ტირაჟირებას უფრო დავარქმევდი. ტრენდულია შუა საუკუნეების ევროპის გამარგინალება და ბნელად მონათვლა, იმის გამო რომ მორალისტურ ტრენდებს დაუდეს საფუძველი თავის დროზე, იმის გამო რომ ბევრი ტვინგარეცხილი კონსერვატორია ამოფარებული მაგ თემას დღემდე, ხოდა დაუდე ფსევდოვიკინგი, უთხარი რო აი ეს არის ჭეშმარიტი ევროპელი და კონსერვატიული ღირებულება და ამითი ებრძოლე იმას რასაც ამოფარებულია :D არატრენდულია ჯვაროსანზე მსგავსი რამის გაკეთება :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#720 » 01 May 2020 20:07

ბიჭო ხო ნუ მანდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო თითონ ავტორის თემა და მოტივაციები პროპაგანდის მიღმა თუ მაგას აფასებ. ვიკინგების სეტინგზე გინდა თამაში ან ფილმი მას აუდიოტირიისთვის, ანუ ვიკინგი პროტაგონისტი და მანდ უკვე სულ რო არაფერი დაიწყებ ისეთი გმირის ძიებას რომელიც მოსაწონი იქნება და შეილება უგულშემატკივრო და მარტო მაგიტომ შეილება გაგეშვა ეგ კადრი ქალის დანდობის.

შუა საუკუნეები ხო, ფაქტიურად Dark Age-ია ფიქციაში რენესანსამდე :D Middle Age იმენა დასკიპულია.
სისხლიანი ბარბაროსი ვარლორდები იყვნენ კარტოფილის ტომრებ გადაცმული და მიწას ჭამდნენ და უცებ ტადამ ოქროსფერი ფილტრი ადევთ და ქანდაკებებს და შედევრ ნახატებს ქმნიან. შუაში არაფერი მომხდარა მაქამდე რო მიეღწიათ.

Expeditions: Viking შეილება მოგეწონოს მაგ კუთხით. ისეთი სთორია ახალ მიწებში წასული მეომრების ბანდა ხართ რომელსაც ჯარი ან ფული ჭირდება შიდა კონფლიქტში რო გადარჩნენ და როგორ მოიპოვებ მაგას შენზეა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 81 guests


cron