Syphon Filter : Dark Mirror, Gabe Logan's new Adventure.

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Syphon Filter : Dark Mirror

Unread post#1 » 17 Feb 2015 03:18

>>>

საიფონ ფილტერი. რამდენ მოგონებას აღძრავს ჩემში ეს 2 სიტყვა. თითქოს ბავშვობამ პატარა ბავშვივით ჩაირბინა ჩემს თვალწინ. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად მულთიფლეერს და როგორ ვხრუკავდით ერთმანეთს ელექტროშოკით ან სულაც 1 ტყვიით თავში, იმავე წამს ვკლავდით ერთურთს. სინამდვილეში კი სთორი უხეშად რომ ვთქვათ, "გვეკიდა". ასე და ამგვარად თაყვანს ვცემდით ამ თამაშს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტე თვალი გადამევლო სერიებისთვის, და დავიწყე ნელნელა თამაში, გავეცანი სთორისაც და საკმაოდ მომხიბლა მინდა გითხრათ. არაფრით არაა ნაკლები გახმაურებულ მეტალ გიარ სოლიდზე ფლეისთეიშენ 1-ისთვის. თუმცა მესამე ნაწილის გამოშვებას ფლეისთეიშენ 1-ზე, ჯობდა ყურადღება უკვე აწ ახალი კონსოლისთვის ფლეისთეიშენ 2-ისთვის გადაეტანათ და გამოეშვათ ხარისხიანი ფილტერი, თუმცა არა :| გამოუშვეს მესამე ნაწილი და ჩვენ მივიღეთ სუსტი სთორი და ისევ იგივე განმეორებადი გეიმფლეი. შემქმნელებისთვის ახალი ამოცანა ამოტივტივდა, მოერგოთ გეიბ ლოგანი ახალი თაობის კონსოლისთვის ისე, რომ მას არ დაეკარგა თავისი ხიბლი და "მუღამი" aand they failed :/ ომეგა სტრეინმა რომელიც მესამე ნაწილის შემდეგ გამოუშვეს, ფანების უმრავლესობას გული გაუცრუა. რატომ? პასუხი მარტივია, მორიგი ექშენ სერიის მაგივრად ჩვენ მივიღეთ RPG ელემენტებით შეზავებული ექშენი + ჩვენ არ შეგვეძლება გეიბით თამაში, არამედ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ინდივიდუალური პერსონაჟი. (სამწუხაროდ ვერ მეღირსა თამაში, ვინაიდან იგი ვერ აღიქვამს ჩემს მემორი ქარდს ფლეისთეიშენ 2-ზე, როგორც უკვე მოგვიანებით გავიგე, თამაში მხოლოდ ორიგინალ ქარდს კითხულობს, დიახ, ერთგვარი დაცვის სისტემა). ასე და ამგვარად, დეველოპერებმა გადაწყვიტეს მორიგი ნაწილის გამოშვება და დაარქვეს მას - ბნელი სარკე. ამხელა შესავლის შემდეგ, შევუდგეთ მიმოხილვას ^^

>>>

***

რაც შეეხება სიუჟეტს, Dark Mirror, მიჰყვება ომეგა სთრეინში მომხდარ მოვლენებს. გეიბი უგზავნის წერილს მარია არამოვს. როგორც კი მარია წერილის კითხვას იწყებს აივანზე, იგი სნაიპერის სამიზნეში ექცევა. მალევე ვლინდება რომ ეს ყველაფერი გეიბის ნახელავია, მან გააგზავნა გერი "სთოუნ" სთოუნმენი რათა მოეკლა მარია, მისი მანიპულაციური როლისთვის მთლიან საიფონ ფილტერის კონსპირაციაში. ასევე გამოვლინდა ისიც რომ ეს უბრალოდ საიდუმლო შეხვედრა იყო მარიასა და ელსა ვესინგერის შორის, რომელიც ასევე მარიას მხარეს იყო და ამასთანავე (!) შეყვარებულებიც ყოფილან.

>>>
ჩვენ ასევე შეგვეძლება თამაში ლიან ცინგითაც ^^

ორი წლის შემდეგ, როცა სთოუნმენმა მოკლა ვესინგერი და არამოვი, გეიბს იძახებენ IPCA-ს ( International Presidential Consulting Agency) სააგენტოდან, კემსით პეტროლუმში, ალასკაში. ტერიტორია დაკავებული ვინმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ, ცნობილი მხოლოდ - Red Section-ის სახელით. გეიბი მიიწევდა კემსითის შენობისკენ და გზაში მოკლა დაჯგუფების 2 წევრი - Red Jack და Black King. სანამ გეიბი მძევლებს გადაარჩენდა, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. ერთმა მისტიური ყვავილის ზემოქმედების შედეგად, ხოლო მეორემ ციანიდის კაფსულა გადაყლაპა. როგორც ინფორმაციული დისკი იტყობინება, ზემოთხსენებული შეტევა უერთდება კემსიტის ბოტანიკურ ბაღს პერუში, ახალი პესტიციდის გასაკეთებლად. სააგენტომ ასევე გაიგო ისიც, რომ ედისონ ჰარგროუვი, რომელიც მისი პარტნიორი იყო, რომანტიულადაც და პროფესიონალურადაც, მძევლად ჰყავთ აყვანილი. ჩვენი გმირი გაემგზავრება პერუში, რათა იპოვოს რევოლუციური ძალები, რომლებიც წითელი სექციის მოკავშირები არიან, გზაში ჩვენი გეიბი ანადგურებს კემსიტის ლაბორატორიებს იქვითოსში.

>>>
ბრონირებული ჯავშანი საიფონში, ყოველთვის pain in the ass იყო -_-

ადგილის შესწავლის და ძიების დროს, გეიბი გადაარჩენს ედისონს წითელი სექციის ერთ-ერთი წევრისგან Black Viper-ისგან. გაქცევის დროს, გეიბი და ედისონი წააწყდებიან იშვიათი მცენარეების ნიმუშებს რომელმაც გამოიწვია პირველი 2 მძევლის სიკვდილი ალასკაში. თუმცა ჩვენი გმირების ხელის შეშლას ცდილობს, წითელი სექციის შემდეგი წევრი - White Scorpion. რათქმაუნდა გეიბი გაუმკლავდება მასაც და მის ხელქვეითებს, თუმცა მისიის დასრულების შემდეგ ედისონი უცნაურად ქრება (o.O) მოძიებული ინფორმაცია გეიბს მიჰყავს იარაღების ფაბრიკამდე, ბოსნიაში. როგორც პერუში აქაც, ადგილობრივი რევოლუციონერები ეხმარებიან წითელ სექციას. აქ იგი გადაარჩენს UN ჯარისკაცს - რიგით ჯენსენს. გეიბი ცდილობს შეახვედროს აცდენილი ცხვარი თავის ფარას, თუმცა მათ მოკლულს იპოვიან. (Poor squad :/) ჩვენი წყვილი გზაში გადააწყდება კრესს, წითელი სექციის წევრს, (ღმერთო ჩემო , რამდენი ხართ ://) რომელიც მოკლავს ჩვენს რიგითსა და კიდე ერთ უცნობ ჯარისკაცს, ამასობაში გეიბი გადაურჩება აჯანყებულთა თავდასხმას, კლავს კრესს, და აჯანყებულთა ლიდერს - გორან ზიმოვიჩს, რომელმაც გაიტაცა მ1 აბრაამსის ტიპის საბრძოლო ტანკი. კრესის ფაილების ატვირთვის შემდეგ მისი ლეპტოპი ავლენს წითელი სექციის 2 ლიდერის სახელს : Touchstone და Singularity. (აი აქ იწყება თავდავიწყება :3)

>>>
ასე სიმპატიურად გამოიყურება გეიბი ახალი თაობის კონსოლზე

***

სთორის მეტს აღარ გავაგრძელებ, მოსაწყენი რომ არ გახდეს, და გადავიდეთ თვითონ გეიმფლეიზე. ერთის მხრივ Dark Mirror-ის გეიმფლეი, ჰგავს თავის მოძმეებს ჟანრის მიხედვით, თუმცა მათგან განსხვავებით, Sony-ს შვილობილი, მოთამაშეებს აძლევს გარკვეული თავისუფლების საშუალებას. რაღათქმაუნდა, ჩვენ შეგვიძლია სოლიდ სნეიქივით მივჰყვეთ მის კვალს და შეუმჩნევლად მივაღწიოთ სამიზნემდე, რაც შეიძლება ნაკლები ხმაურის გარეშე. ან პირიქით მოაწყოთ წვეულება როქით ლაუნჩერებით, ყუმბარებით, ავტომატებით და გაანადგუროთ ყველაფერი რაც მოძრაობს ირგვლივ. ამგვარი ქცევის გამო მოთამაშე არ დაისჯება, უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე უფრო აგრესიული გახდება და ცოტა გაგირთულდებათ მათი მოგერიება. იარაღების სია და გაჯეტები საკმაოდ შთამბეჭდავია. ნელ-ნელა თამაში განმავლობაში ჩვენი არსენალი ივსება და ფინალისკენ, ისეთი იარაღები გექნებათ, რომ ნებისმიერ სუპერაგენტს შეშურდება თქვენი. ავიღოთ თუნდაც სნაიპერი, რომელსაც ტყვიების 3 სახეობა გააჩნია, ესენია : 1) ჩვეულებრივი ტყვიები, 2)გაზის ტყვიები, რომელიც ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს, 3) და ბოლო, ჩემი საყვარელი - ელექტრო ტყვიები, რომელიც ჩუმად კლავს მტერს, არტყამს დენს და აგდებს ძირს მომენტალურად (თუმცა ტყვიების რაოდენობა შეზღუდულია).

ასევე ჩვენს ხელში არის ყველასათვის საყვარელი Night-vision goggles, ასევე სითბური ხედვის მოწყობილობა და ყველაზე მთავარი სპეციალური EDSU-სათვალეები, რომლის დახმარებითაც გეიბს გაუდვილდება სხვადასხვა გადამრთველ/ჩამრთველის პოვნა. და ბოლო 2 ტრადიციული "ფიშკა" - ავტომიზანი, და ჩემი უსაყვარლესი იარაღი - ელექტროშოკი.

თამაში მთლიანად წარმოადგენს 7 დიდ მისიას, + რამდენიმე დამატებითი ბონუს მისიები (რომლებიც შეიძლება გავხსნათ თითო ტურში ნაპოვნი 3 დამალული evidence-ის მოძებნის შემდეგ), რაც გამოცდილ მოთამაშეებსაც კი ეყოფათ 7-8 საათი. მისიები განსხვავდება მრავალფეროვნებით, რომელიც იწყება შენობაში ჩუმად შეპარვით, და მთავრდება ტანკის მართვით ან მძევლების გადარჩენით.
***

და მაინც, შეძლო თუ არა SCE Bend Studio-მ ჩვენი გულების მოგება? მე ვიტყოდი რომ კი, დაგვიბრუნდა ყველასათვის საყვარელი გეიბ ლოგანი. თამაში თითქოს დაუბრუნდა ფესვებს, და ახალ დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება. თუმცა ასეა ეს? - თამაშის შემდეგმა ნაწილმა - Logan's Shadow გული დამწყვიტა და იმედი გამიცრუა, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. თავდაპირველად ბნელი სარკე პსპ-ს პლათფორმაზე გამოვიდა, რომელზეც ვითამაშე პირადად, და შემდგომში უკვე 1-2 თვეში დაპორტირდა ფლეისთეიშენ 2-ზეც გაუმჯობესებული გრაფიკით. საბოლოო ჯამში, ბნელი სარკე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო და მასთ-ჰევ თამაშად დარჩება სონის პორტაბელური კონსოლისთვის. მადლობა გეიბ ლოგან რომ ბავშვობა ასე გამიხალისე!

>>>
სთელს-ექშენი ამოფარების სისტემის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია


© Blankbansheee (AKA - Head Crusher)

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Syphon Filter : Dark Mirror

Unread post#2 » 17 Feb 2015 13:40

მე PS2-ზე მაქ ეს ნათამაშები და ძალიან არ მომეწონა, ყველანაირი feel დაკარგული იყო SF-ის. სთორი მიდიოდა მარა ომეგა სტრეინი არ ვიცოდი და ნახევარს ვერც ვიგებდი რა ხდებოდა. პირველი და მეორე მიყვარს მაგრად და მესამესაც არაუშავს, დალშე ვეღარ გაქაჩეს ჩემი აზრით. გეიბი კიდე მაგარი გააფუჭეს ვიზუალით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Syphon Filter : Dark Mirror

Unread post#3 » 17 Feb 2015 14:55

კი ბაზარი არაა. ნიტო ვეში იყო. 50/50 მაქ დამოკიდებულება ამ თამაშთან. თან კაია თან ცუდი ამავდროულად :/ კი იასნია ძველებთან ვერ მოვა და ძველი გეიბის ვიზუალი უფრომომწონს მარა ამასაც არაუშავრა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 273 guests


cron