Never Alone, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Never Alone

Unread post#1 » 16 Nov 2014 15:30

Never Alone - დამოუკიდებელი სტუდია E-Line Media-ს მიერ წარმოებადი პლადფორმერი, რომლის შემადგენლობაშიც ინდუსტრიის ისეთ პროექტებზე ნამუშევარი ვეტერანები შედიან, როგორიცაა: Tomb Raider, SOCOM, Rage, Quake Live და სხვა.

>>>

თქვენ პატარა ინუპიატი გოგოს (ალიასკის ძირძველი მოსახლეობა) სახელად ნუნის და მისი პატარა მეგობრი ლეკვის პესცოს მართვას იღებთ საკუთარ თავზე. თამაში წარმოადგენს ატმოსფერულ პლადფორმერს თავსატეხების ელემენტებით, რომელშიც ერთმანეთთან ალიასკის მაცხოვრებლების ტრადიციული ფოლკლორი, მოთხრობები და პერსონაჟებია შერწყმული. ნინის და პესცოს შორის გადართვა შეიძლება - მოცემული მექანიკა 8 მოზრდილი თავის გასვლისას სხვადასხვა ტიპის თავსატეხების გადაწყვეტაში მოგეხმარებათ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Never Alone

Unread post#2 » 18 Nov 2014 14:15

წუხელ დავხურე.

ოთხ საათიანი, პატარა, გულით გაკეთებული, ატმოსფერული თამაშია, თუმცა იმაზე მოკლე და ნაკლებად მაღალი დონის, როგორსაც ველოდი.

მექანიკის კონცეფცია (2 პერსონაჟის მართვა single player-ში ან co-op-ში) რის საშუალებასაც იძლევა იმას ნამდვილად ვერ ასრულებს მიღებული გეიმფლეი, ძალიან იშვიათად არის აღმოჩენის მომენტები, რაც პირიქით უნდა იყოს, მექანიკას რომ გამაცნეს ტუტორიალზე მგონი მას მერე სულ რამდენიმეჯერ გავაეკეთე რაიმე ახალი მათი გამოყენებით.

ეტყობა თამაშს რომ ამაზე ნაკლებია ნამუშევარი და უფრო ამ მონათხრობის და კულტურის გადმოცემაზეა ფოკუსირებული მთლიანად, მიდიხარ რაღაც შეგხვდება და შეგიძლია real footage-ს უყურო ეგრევე ამ რაღაცაზე. იგივეზე მიუთითებს დიზაინში გაპარული ან დაიგნორებული შეცდომები რაც ხშირ შემთხვევაში გაღიზიანებას იწვევს.

ვიზუალურად ნორმ, თავისი არტ სტილი უჭირავს, მაგრამ გარემოს ერთფეროვნება ასე შუისკენ უკვე ცოტა არი იყოს მოსაბეზრებელია. მაგრამ character-ების ყურება არ გბეზრდება (ბოლო ნაწილი გარდა, სპოილერს მოითხოვს არგუმენტი), კარგი ვიზუალური დიზაინი აქვთ და გისწორდება კონტროლი, მაგრამ აზრადაც არ გაივლოთ რომ ეს მელია კოლოსუსის აგროს გაგახსენებთ )
სიუჟეტს არც დავარქმევდი სიუჟეტს, მარტივი ლეგენდაა ამ გოგოზე, დაჟე Brothers: Tale of Two Son-ზე ლაითად მიდის. მაგრამ თავისი უნიკალურობა აქვს თამაშს ამ "თამაშგარე" ინფორმაციებით, რაც უცნაურად გიჩენს სურვილს გააგრძელო თავგადასავალი. მეორეს მხრივ თვითონ თამაშის პროცესისგან ერთგვარად მოგწყვეტს, ამიტომ შეიძლება ამ კონტენტის გახსნა სჯობს ჯერ და მერე ერთიანად ყურება (ასეც ვქენი 6 unlockables-ის გახსნის შემდეგ).

კარგი რამეა და როგორც ამბობენ აგრძელებენ სხვადასხვა კულტურებში მსგავსი მონათხრობების მიხედვით თამაშების კეთებას, რაც მაგარი ასწორებს და იმედია დაიხვეწებიან და ყველა დეტალის გათვალისწინებით კარგ პროექტებს დადებენ. ეს ახლა ჩემთვის საშუალო დონის თამაშია, თავისი მოკლე ხანგრძლივობისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი.

ხო კლავიატურით ვერ ითამაშებთ, აუცილებლად რამე კონტროლერი უნდა შეუერთოთ, კო-ოპი ერთ სისტემაზე ორი კონტროლერით ითამაშება.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Never Alone

Unread post#3 » 19 Nov 2014 21:19

პირველი შეფასებები:
PSNation – 9.5
The Koalition – 9.5
Gamestyle – 9
Push Square – 8
TheSixthAxis – 8
God is a Geek – 8
Destructoid – 7
Polygon – 7
Playstation Universe – 7
GamesRadar – 4
Kotaku – Yes

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

Never Alone

Unread post#4 » 14 Apr 2015 04:39


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Never Alone

Unread post#5 » 24 Nov 2016 08:41

ვითამაშე და მთლიანი კონტენტით აღფრთოვანებული დავრჩი. თითონ თამაში მარტივი სინემატიკური პლატფორმერია, DLC კონტენტი სულ ოდნავ რთულია. ყველაფერი მარტივად მიდის და ორ პატარა ზღაპარს მიყვება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თამაშისას არის ასაღები ბუები, რომლებიც ხსნის ვიდეოებს და რეკომენდირებულია გახსნისთანავე ინახოს. ეს ვიდეოები კი უმთავრესი ღირებულებაა ამ თამაშის. ულამაზესი დოკუმენტური კადრებია რომელიც ასახავს ინუატების ცხოვრების წესებს, ტრადიციებს, შეხედულებებს ბუნებასთან, ღმერთებთან, მითოლოგიურ და ცოცხალ არსებებთან დაკავშირებით. ყვება იმ კონკრეტულ ფოლკლორულ ამბებს და მონათხრობებს რის მიხედვითაც თამაშია შექმნილი, მოთხრობილია პიროვნებებზე რომლებიც ამ ისტორიებს ყვებოდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს დოკუმენტური მასალა და თამაში სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან, პარალელურად გადმოიცემა ადამიანის ამბავიც, ფოლკლორული ამბავიც და თამაშის სთორიც, ფაქტიურად დოკუმენტური მასალა და თამაში რაღაც მხატვრული ფილმის ეფექტს ქმნის. აუცილებლად ვურჩევ ყველას ითამაშოს, ეს არის თამაში უმკაცრეს პირობებში მცხოვრებ ვაჟკაც და უშიშარ ხალხზე - ინუატებზე, მათი მოთამაშთვის გაცნობა კი იდეალურად მოახერხეს დეველოპერებმა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 75 guests