Hunt: Showdown, PC / Co-Op Survival / აღწერა

თამაშები ▶ პრევიუ ▶ დეტალები ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ მიმოხილვა ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
Riddick
Posts: 10201

Hunt: Showdown

Unread post#1 » 13 Aug 2014 11:52

>>>

HUNT: Horrors of the Gilded Age - კოოპერატიულ გასვლაზე ორიენტირებული, ექშენი მესამე პირიდან. ოთხი კაცისგან შემდგარ გუნდს, სხვადასხვა ტიპის მონსტრების მოგერიება და ბოსების დამარცხება მოუწევს. პროექტი Crytek USA სადებიუტო ნამუშევრად ითვლება.

თამაშის მოქმედება XIX საუკუნეში ვითარდება. HUNT-ის სამყაროში მითები და ფოლკლორი გამოგონილი ზღაპარი სულაც არ არის, ეს ყოველდღიურობისგან დამალული, შოკისმომგვრელი რეალობაა. მოთამაშეებს, სახიფათო ტერიტორიების, სისხლიანი არსებებისგან გასასუფთავებლად წასული მონადირეების როლის მორგება მოუწევთ.

"დაძაბულობის" ელემენტის გასაზრდელად, დეველოპერებმა კონტენტის გენერირების სპეციალური სისტემა მოიფიქრეს. მისი მეშვეობით მოთამაშეები ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის მონტრებს და ახალ ლოკაციებს მიიღებენ. მაგრამ ყველაზე მეტი ადრენალინი მაინც ბოსებთან ბრძოლისას გენერირდება. მათ დასამარცხებლად მონადირეებს გუნდური და სტრატეგიული თამაშის საკმაოდ კარგად ცოდნა დასჭირდებათ.

>>>

გეიმფლეი ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
Riddick
Posts: 10201

Re: Hunt: Showdown

Unread post#2 » 18 Feb 2020 14:31

2014 წელს არი თემა გახსნილი :) 2020 დაიდო გამოსვლის ტრეილერი

2009 წელს გამოვიდა მეორე L4D და იმის მერე მაგ მიმართულებით ეგეთი კაი არაფერი მომხდარა. თუ იზიარებთ, მგონი საყურადღებო ამბავია ესეც.
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests