The Last Tinker: City of Colors, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11703

The Last Tinker: City of Colors

Unread post#1 » 02 Aug 2014 12:52

The Last Tinker: City of Colors
გამოსვლის თარიღი: 12 მაისი 2014
ჟანრი: Arcade (Platform) / 3rd Person
დეველოპერი: Mimimi Productions
გამომცემელი: Unity Games

>>>

The Last Tinker: City of Colors - არკადული სამ განზომილებიანი პლადფორმერი მაიმუნის ფერად ქალაქში მოგზაურობაზე. სანამ სხვები ფსონს ფოტორეალიზმსა და პოლიგონებზე აკეთებენ, დამოუკიდებელი გერმანული სტუდია Mimimi Productions საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ კარგი მულტფილმის სტილიზების მქონე პლადფორმერები კვლავ აქტუალურია.

>>>

The Last Tinker-ის სამყარო LittleBigPlanet-ივით, სრულიად სხვადასხვა მატერიებისგანააა "შეკერილი", მაგრამ ძირითად კომპონენტებს მაინც ფურცელი, წებო და საღებავი წარმოადგენს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა სპეციალურ ფერმებში აწარმოებს. მოცემული ჯადოსნური ქალაქი ზუსტად ნახსენებ მასალებთან მომუშავე, დამოუკიდებელი ინდივიდების, ეგრედწოდებული Tinker-ების შემოქმედებითი ენერგიის მეშვეობით არსებობს, მაგრამ ამ ბოლო დროს ისინი სადღაც მიმოიფანტნენ. ბოლო ვისაც საღებავების ენერგიის გამოყენება შეუძლია კი მაიმუნის მსგავსი ბიჭუნა კორუ გახლავთ. მას მოცემულ სიტუაციაში გარკვევა და ყველაფრის თავის ადგილებზე დაბრუნება მოუწევს (წყარო).

>>>

პირადი:
არც ისე დიდი ხნის წინ ვნახე პირველად და თავიდანვე დავინტერესდი, ძალიან კარგად გამოიყურება იმისთვის რო უცნობი იყოს. ერთ კარგ მიმოხილვასაც უყურე და გადავწყვიტე თემაც გამეხსნა. პირადად არ მითამაშია, მაგრამ ვაპირებ და თუ დამასწარით უკვე ვინმემ შეგიძლიათ დაწეროთ როგორია.

დარჩენილი კითხვები:
თვალში მოხვედრილი ზოგადი მინუსები თუ აქვს რამე?
სტანდარტულად მაინტერესებს რამდენხნიანი სიამოვნებაა?
რა ფორმატის მოწყობააქ სათამაშო სამყაროს, ანუ არი გახსნილი, ბილიკია, თუ ჰაბზეა მიბმული?
სურათებზე და ვიდეოებში ძალიან ლამაზია და მაინტერესებს მთლიანობაში რამდენად მაღალი დონის/ხარისხის არტია?

Riddick
Posts: 11703

The Last Tinker: City of Colors

Unread post#2 » 19 Sep 2014 19:18

გული მიგრძნობდა რო არავინ არ დამასწრებდა ამის თამაშს და აი დღეს შემომეხურა შემთხვევით :) პატარა არაა, პირიქით, რაც მეგონა იმაზე დიდი აღმოჩნდა, უბრალოდ თამაშის პროცესია რაღაც მედიტაციური და ვერ ამჩნევ ენდინგის მოახლოვებას.
ესე გამოკვეთილ მინუსებს რაც შეეხება დიალოგები მაღიზიანებდა ცოტას - ისეა გაკეთებული რო რაიმე დიალოგის გამოტოვება თუ გინდა წინადადებებათ უნდა დასკიპო, რის გამოც გამუდმებით იგრეკის ჭერა გიწევს და ნუ მაღიზიანებდა ეს ამბავი.
ვიზუალური სტილი თავიდანაც მომეწონა და მთლიანობაშიც ნასიამოვნები დავრჩი | 1 | 2 | 3 | 4 | - ემჩნევა რო პატარა გუნდის გაკეთებულია, მარა ბევრი შრომა აქვთ ჩადებული რაც გარკვეულ რესფექთს იწვევს.
თამაშის წყობას რაც შეეხება (ბარემ ყველა ჩემივე დასმულ კითხვას გავცემ პასუხს)) ტურებად არის დაყოფილი. ტურები ჰაბების და ბილიკებისგან შედგება, რაც რაიმე სწორხაზიანობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რაც ასევე პლიუსია თამაშის.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 132 guests


cron