Shovel Knight, PC, 3DS, Wiiu | სრული პრევიუ |

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Shovel Knight

Unread post#1 » 01 Jul 2014 00:24

Shovel Knight – დამოუკიდებელი სტუდიის, სახელად Yacht Club Games-ის პლადფორმერი. პროექტის დირექტორი Way Forward Technologies ყოფილი თანამშრომელი შონ ველასკო. მუსიკალურ გაფორმებაზე უამრავი თამაშის საუნდტრეკის ავტორები, ჯეკ კაუფმანი და მანამი მაცუმაე მუშაობდნენ. თამაშის სიუჟეტი - პროტოგონისტის მიერ ბოროტი მაგიკოსის დამარცხებასა და სატრფოს გადარჩენაზე გვიამბობს ( ). მიზნის მისახწევად "ნიჩაბ რაინდამ" ბოროტი მაგიკოსის გამოგზავნილი "მამათმავალთა ორდენის" 8 წარმომადგენელი უნდა დაამარცხოს.

>>>

გეიმფლეი:
Shovel Knight 8-ბიტიანი ეპოქის სტილში გადაწყვეტილი კლასიკური 2D პლადფორმერი გახლავთ. Nintendo Entertainment System კონსოლის ფერთა გამის მიმდევრობის მიუხედავათ, მის გრაფიკაში გარკვეული თანამედროვე ტექნიკები მაინც გამოიყენება. თამაშის პროტოგონისტი - წვეტიანი ნიჩბით შეიარაღებული, ჯავშანში გამოკრული რაინდი. ეგზოტიკური იარაღით მას მოწინააღმდეგეების განადგურება, ბარიერების მტვრევა და განძის ამოთხრა შეუძლია. ნიჩბის ეგრედწოდებული "პოგო-სტიკის" მსგავსად გამოყენებისას კი, მოთამაშე სხვადასხვა სახის მოწინააღმდეგეებზე და მტების თავებზე ხტუნავს (DuckTales-ის საპატივსაცემოდ დამატებული ელემენტი).

>>>

თამაშის რეჟიმები:
New Game Plus: მოცემული, თამაშის დახურვის შემდეგ იხსნება და შესაბამისად მას უფრო რთულს ხდის.
Challenge Mode: მოთამაშეს გარკვეული დავალებების შესრულება უწევს, მაგ. გაანადგურე ყველა მოწინააღმდეგე, ან იპოვე ყველა ქვა.
Gender Swap Mode: ყველა პერსონაჟის სქესი - რაინდის, ჯადოქრის, "მამათმავალთა" ორდენის წარმომადგენლების - იცვლება საპირისპიროზე .
Battle Mode: ლოკალური მულტიფლეიერი 4 კაცზე .

>>>

შექმნის პროცესი:
"ნიჩაბ რაინდა" კომპანია Yacht Club Games-ის პირველი თამაშია. მისი დირექტორის შონ ველასკოს შთაგონების წყაროებს Castlevania III: Dracula's Curse (1989), DuckTales (1989), Super Mario Bros. 3 (1988) და Mega Man ზოგიერთი სერია წარმოადგენდა. Shovel Knight-ში გარკვეულწილად U.N. Squadron (1989) და Dark Souls (2011) ზეგავლენაც იგრძნობა. თამაშის ანონსი 2013 წლის 17 მარტს, Kickstarter-ზე გაშვებული კომპანიის პარალელურად მოხდა. კომპანიის მიზანს 75,000 დოლარის მოგროვება წარმოადგენდა, მაგრამ მარტის ბოლოსთვის საჭირო თანხაზე ოთხჯერ უფრო მეტი იქნა შეგროვებული - 311,502 დოლარი. მოცემულის გამო დეველოპერებმა თამაშში დამატებითი თავისებურებების შეტანა გადაწყვიტეს. დაახლოებით ამ დროისთვის მოხდა თამაშის საყოველთაო დემოსტრაციაც, რომელმაც PAX East 2013 ჩაიარა. Shovel Knight 2013 წლის სექტემბერში უნდა გამოსულიყო, მაგრამ გადაიდო; 2014 წლის 19 ნოემბერს Yacht Club Games თამაშის ალფა რეჟიმში გადასვლის შესახებ განაცხადა, ხოლო სამი დღის მერე ოფიციალური რელიზის დღედ 2014 წლის 31 მარტი დაასახელა. თარიღების წინასწარ დადგენამ ამჯერადაც არ გაამართლა და თამაში საბოლოოთ 26 იანვარს გამოვიდა. (ინფორმაციის წყარო)

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Shovel Knight

Unread post#2 » 01 Jul 2014 00:34

უმაგრესი პლატფორმერი ჩანს. სადღაც ერთი თვის წინ გავიგე და უცებ ამ სეილზე გამოსული დამხვდა, არ ველოდებოდი ასე მალე, მაგრა გამიხარდა. მერე საუნდტრეკებს ჩავუჯექი და კიდე ორმაგად გამიხარდა )) აუცილებლად ვითამაშებ და დავწერ ჩემ აზრს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Shovel Knight

Unread post#3 » 01 Jul 2014 11:42

>>>
ამ გიფით დავინტერესდი სტიმზე რო ამომიგდო...

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Shovel Knight

Unread post#4 » 29 Apr 2015 05:29

Battletoads XboxOne-ის ვერსიაზე
Kratos PSN-ის ვერსიაზე
სუფთა სისხლის კლასიკაა ეს თამაში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 96 guests


cron