Sunset
The Path, The Endless Forest, The Graveyard და Fatale შემქმნელმა ბელგიურმა სტუდია Tale of Tales თავის მომდევნო პროექტი, პირველი პირის პოლიტიკური ტრილერი, სახელად Sunset დაანონსა. სტუდიამ ვერ შეძლო გამომცემლის მოძებნა და ფინანსების Kickstarter-ის მეშვეობით მოსაგროვებლად, საკუთარ გულშემატკივარს სთხოვს დახმარების გაწევას.
დეველოპმენტის გუნდის წევრების მტკიცებით, Sunset - ეს არის ერთგვარი პასუხი ინდუსტრიაში უზარმაზარი პოპულარობით მოსარგებლე საბრძოლო და საომარი შუთერების წინააღმდეგ. მცირე პრეს-რელიზის თანახმად, მოთამაშეს რევოლუციაში ჩაფლულ ქვეყანაში მაცხოვრებელი, ექსცენტრიული მილიონერის სახლის დამლაგებლის როლის მორგება მოუწევს. მოახლე მილიონერის სახლს კვირაში ერთხელ სტუმრობს. დროთაგანმავლობაში მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - მათ შორის გრძნობები, ემოციები და სიყვარული იღვიძებს, ხოლო თამაშის შემდგომი განვითარება მხოლოდ მოთამაშის მიერ გაკეთებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. საინტერესო ფაქტი - თამაშის მუსიკას, სათავგადასავლო პორექტი Journey საუნდტრეკის ავტორი Austin Wintory შემოგვთავაზებს.
Tale of Tales-ი Kickstarter-ის მეშვეობით საკმაოდ მოკრძალებული თანხის, 25 ათასი დოლარის შეგროვებას გეგმავს, რომლიდანაც მოცემული მომენტისთვის $18,987 უკვე შეგროვილია, ასე რომ უსურვოთ მათ წარმატებები და იმედი ვიქონიოთ, რომ ძალიან ორიგინალურ და ამასთანევე კარგად სათამაშო თავგადასავალს გვაჩუქებენ (25 ათასად ალბათ გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც).