2014 წელს გამოდის The Binding of Isaac-ს სერიის უკანასკნელი (ავტორის თქმით) თამაში: გადავწყვიტე ეს პრევიუ ცოტა სხვა სტილში გამეკეთებინა, ამიტომ უფრო საინტერესო რომ იყოს, წარმოგიდგენთ კითხვა-პასუხის რეჯიმს თვით თამაშის შემქმნელთან, ედმუნდ მაკმილენთან.
1. ამ რიმეიქს რა ჯანდაბად აკეთებ ედმუნდ ????
-ჯერ კიდევ ორიგინალის შემდეგ გვინდოდა მსგავსი დიდი DLC-ს დამატება და თამაშის კონტენტის გაზრდა, თუმცაღა ფლეშის ძრავმა ამის საშუალება არ მოგვცა. შემდეგ დამიკვშირდნენ Nicalis-დან (Cave Story, VVVVVV, etc) და რიმეიქის გაკეთება შემომთავაზეს.
2. რატო შეცვალე თამაშის ვიზუალური მხარე ??? (პს. საზიზღრობააა!!! )
-რამდენიმე მიზეზი მაქვს მაგისთვის:
1. ფლეშის ძრავზე შესრულებული არტი ჩემთვის მეტად არასასიამოვნო იყო, მე ის მხოლოდ და მხოლოდ დროის ეკონომიის გამო გავაკეთე, საბოლოო ჯამში კი ის გამოვიდა, რაზეც ხელიც დადებაც არ მინდა, ჩემია-თქო.
2. ყოველთვის მინდოდა აიზეკი რეტრო სტილში ყოფილიყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გარკვეული ტესტების შემდეგ გადავწყვიტეთ gba (higher than 16bit) ფორმატი აგვეღო.
3. ამჯამად სხვა თამაშებზეც ვმუშაობ, აქედან გამომდინარე დიდი ნაწილი ნიკალისის კომპანიის ვანდე არტისტებს.
4. პირადად მე, ეს ვიზუალური სტილი უფრო მომწონს : )
3. სქრინშოტები ვნახე და თამაში ძალიან ცუდად გამოიყურება, ეს რა ჯანდაბაა ??!
-თამაში ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაშია, ეხლა მუშაობა მექანიკის დახვეწაზე მიდის, ამავდროულად იხვეწება ვიზუალური მხარეც, სპეციალური ეფექტებიც და აუდიოც. როდესაც ფინალურ პროდუქტს გამოვუშვებთ, ძალზედ ბევრი მაგარი რაღაც იქნება დამატებული, მაგალითად ინტერაქტიული გარემო, ანიმაცია ყველასვთის და ყველაფრისთვის, ბოლი, ორთქლი და სხვა ეფექტები.
მოიცადე სანამ ფინალური პროდუქტი გამოვა და თუ არ მოგეწონა, ყიდვას არავინ დაგაძალებს :))
4. Rebirth ექსპენშენია ? და ძველი თამაშისგან რამე განასხვავებს ?
-Rebirth არის რიმეიქი, რომელიც წარმოადგენს არა მარტო ორიგინალურ თამაშს ყველა დამატებით არამედ ასევე ახალ კონტენტსაც, რომელიც ჯამში ორჯერ უფრო დიდს გახდის თამაშს.
5. Rebirth-ს ჩემი კონტროლერის მხარდაჭერა ექნება ?
-კი :)
6. Rebirth ჯერ კიდევ ფლეშის ძრავზეა ?
-არა!!!
7. Rebirth-ს full screen მხარდაჭერა ექნება ? და ნორმალური რეზოლუცია, რომელიც არ საქავს ?
-კი :))
8. წინასწარ შეკვეთა თუ იქნება შესაძლებელი და რამე ფასდაკლების მსგავსი თუ მექნება იმ შემთხვევაში თუ აიზეკის მფლობელი ვარ ?
-კი, შეკვეთა შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით არა. თუ ორიგინალს ფლობთ, საკმაოდ დიდ ფასდაკლებასაც მიიღებთ, ჯერ არ ვიცი, რამხელას, მაგრამ ნამდვილად გიღირთ.
9. early access თუ იქნება ?
-რა თქმა უნდა არა, თამაში გატენილია საიდუმლოებებით, რომელთა წინასწარ ჩვენება ნამდვილად არ მინდა. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ჩემი wip ჩვენება არ მიყვარს.
10. რომელ პლატფორმერბზე გამოვა თამაში ?
-ჯერჯერობით მხოლოდ Steam, Ps4 და Vita. განვიხილავთ ნებისმიერ ვარიანტს, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პირები დაგვიკავშირდებიან. არ გამოვრიცხავ აიპადის ვერსიას.
11. ნინტენდოზე რატო არაა???!!! შე ჩმორო!!!!
-ჩვენ გვინდა გამოვუშვათ თამაში ნინტენდოს პლატფორმაზე, თუმცაღა ამას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან თამაში აკრძალულია რელიგიური თემატიკის და გამო. თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ვინ იცის...
12. შემეძლება თუ არა ძველ ვიზუალურ სტილზე გადართვა ?
-რა თქმა უნდა არა.
13. გავიგე რომ მულტიპლეიერი იქნება! მითხარი რა!
-ლოკალური კოოპერატივი იქნება, მეტი არაფერი. თუმცაღა როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცი, დამუშავების პროცესშია.
14. გავიგე რომ ისეთ რაღაცეებს ამატებ, რაც თამაშს აფუჭებს! რატო შვები აამას ??
-ჭორები ჭორებია. ბევრ საინტერესო იდეას ვამუშავებ და ვცდილობ ვნახო, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის გეიმპლეი ელემენტი თამაშს. თუმცაღა შემიძლია დაგარწმუნო, რომ არაფერ ისეთს არ დავამატებთ, რაც თამაშს "გააფუჭებს".
15. თამაში როდის გამოდის ? დედანაქაჩი თარიღი მინდა!!!!
-არ ვიცი, მიმდინარე წელს იქნება, უფრო მეორე ნახევარში, ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. როდესაც მზად იქნება მაშინ გამოვა.
16. ბაგებს რამეს მოუხერხებ შე იდიოტო ??!
-ბაგების უმეტესობა გამოსწორებულია, ისეთებიც კი, რომლეთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდით.
17. დეილი რანებს თუ ექნება ადგილი და გაზიარების ფუნქციას ?
-რა თქმა უნდა, ამის იმპლემენტირებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, სწორედ ამაზე არის მიმართული ჩვენი ძალები - მომხმარებელთა ურთიერთკავშირი თამაშის მეშვეობით, საკუთარი "აიზეკის" ჩვენების მომენტი და სხვა.
18. დეველოპმენტის რა სტადიაზე ხარ ?
-არტის 85% მოვრჩით, ისევე როგორც დავამუშავეთ ორიგინალური თამაშის მთლიანი კონტენტი.
19. რამდენი ადამიანი მუშაობს თამაშზე ? ფლორიანის ხელი თუ ურევია ?
-3 არტისტი და 2-3 პროგრამისტი, თუ არ ვცდები. ერთ-ერთი მათგანი არის spider, spider mod-ს შემქმნელი, მან შიგნიდან და აგრედან იცის თამაში, ძალზედ დიდ დახმარებას გვიწევს. ფლორიანი არ მუშაობს რიმეიქზე, რადგანაც ძირითადად ფლეშის ძრავზე მუშაობს. თუმცაღა მას ეგზავნება ბილდები დასატესტად.
20. Rebirth-ში ახალი პერსონაჟები თუ იქნება ??
-კი, 3-ზე მეტ პერსონაჟს ვგეგმავთ, ყველა თავისი უნიკალური ანლოკებით და დასასრულებით.
21. ახალი ნივთები თუ იქნება და რამდენი ?
-ამჟამად 150-ზე მეტი ახალი ნივთი არის, რაც ორიგინალთან ერთად ჯამში 300-მდე არტეფაქტს უდრის. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენი ახალი ოთახი, ტაროს კარტი და საიდუმლო იქნება.
22.ახალი დასასრულები და სართულები თუ იქნება ?
-კი იქნება.
ეხლა კი თავი დამანებე.
ტრეილერი - >>>
გიფ-ანიმაციები: 1 2 3 4 5 6 7 8 9
საუნდტრეკი #1 საუნდტრეკი #2 საუნდტრეკი #3
საჭირო ლინკები: ოფიციალური საიტი - ედმუნდ მაკმილენის ბლოგი - ვიკი გვერდი