The Long Dark, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11714

The Long Dark

Unread post#1 » 05 Apr 2014 20:56

Relic Entertainment, BioWare, Riot Games და Volition Inc წამოსული ხალხის მიერ ჩამოყალიბებულმა Hinterland Games კომპანიამ თავის პირველი პროექტი წარმოადგინა - The Long Dark. თამაში ეპიზოდებად იქნება დაყოფილი, ხოლო მისი ჟანრი - პირველი პირის სურვაიველი გახსნილ სამყაროში. მთავარი გმირი ულიამ მაკკენზი, სპეციალობა - პილოტი.

>>>

სათამაშო პროცესი სავარაუდოთ საკმაოდ მედიტაციური იქნება. მასში ვერ ნახავთ მასიური მუტანტების შემოსევას, ან კუთხიდან გამომხტარ რვაფეხა საფრთხობელას მოგლეჯილი ყბით. ამ ყველაფრის მაგივრად ჩვენს მთავარ გმირს შესაძლოა უბრალოდ მგელი გამოეკიდოს, რომელის მოკვლაც ულიამს ჩვეულებრივი იარაღიდან არ გამოუვა (მსგავსი ფუფუნების საგნებით არავინ გაგანებივრებთ). უმეტეს შემთხვევაში მტაცებლის მოგერიების ერთადერთი საშუალება ჩვეულებრივი ცეცხლი იქნება.

სხვათაშორის, კოცონი არამხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ განწყობილი ცხოველებისგან თავ დასაცავად, არამედ სითბოს მოსაპოვებლადაც გამოიყენება, სითბოსი რომელიც მაკკენზის ორგანიზმში გამუდმებით კლებულობს. საერთოდ შემქმნელები სურვაიველის თემას საკმაოდ საფუძვლიანად მიუდგნენ: მოგვიწევს ბრძოლა შიმშილთან, წყურვილთან, სიცივესთან და დაღლილობასთან, ასევე კილოკალორიების ბალანსის გამუდმებული კონტროლია საჭირო.

>>>

თავიდან გიმირი მცირე რაოდენობის ენერგიით იწყებს, რომელიც გარკვეული მოქმედებების განხორციელების შემდეგ საკმაოდ ჩქარა დაგეხარჯებათ. სიარული "კალორიები" ღირს. ისინი ერთ ადგილას დგომის დროსაც იხარჯება, მაგრამ უფრო დაბალი დოზებით. რაც უფრო მაგრად ცივა, პილოტის სხეულის გათბობას მით უფრო მეტი ენერგია ჭირდება. დათოვლილ ტყეებში დაუღალავი სირბილი არ გამოვა - დროთაგანმავლობაში თავშესაფარის მოძებნა, ხოლო შიგნით კი ცეცხლის დანთება მოგიწევთ.

მაგრამ, როგორც ჩანს The Long Dark თამაშისას, თქვენ მთავარ პრობლემას სიცივე, ან ძილი არ წარმოადგენს. რესურსების გარდაუვალი ამოწურვადობის პირობებში, ჩვენი ერთერთი მთავარი მიზანი სხვა გადარჩენილებთან შეხვედრის თავიდან აცილებაა. მათ ჩვენი შრომის შედეგად მოპოვებული რესურსების წართმევა რომ მოუდეთ? პლიუს ამას, გამოუსადეგარობის გამო უილიამ მაკკენზისაც ხო იქვე მიასიკვდილებენ...

>>>

"ებრძოლე ყველას რაც მოძრაობს, გადარჩენისთვის" რეჟიმის გარდა, დეველოპერები სერიოზული მორალური გადაწყვეტილებების წინაშეც დაგვაყენებენ. ისინი კაცობრიობის საბედისწერო მომენტებზე ლაპარაკობენ. ანუ გარკვეულ სცენებში თავის შეწირვის და მთლიანი რასის გადარჩენის საშუალება გვექნება, ან შეიძლება პირიქითაც მოვიქცეთ და საკუთარი კეთილდღეობა ვამჯობინოთ.

სიუჟეტურ რელსებზე მყარად დგომის გარეშე, თამაშში რათქმაუნდა ვერანაირი მორალური არჩევანის და თავგანწირვის მომენტების შეტანა ვერ გამოვიდოდა. ასე რომ საუბარი არა მხოლოდ უზარმაზარ სენდბოქსში მოგზაურობაზე (მაგრამ მსგავსი რეჟიმი თამაშში მაინც იქნება), არამედ სრულფასოვან სცენარზე აყობილ პროექტზეც გვაქვს.

Riddick
Posts: 11714

The Long Dark

Unread post#2 » 06 Apr 2014 03:57

თამაშის ახალი სქრინები: 1,2,3,4,5,6
ვიზუალიც საკმაოდ საინტერესოაქ.
ემჩნევა რო სწორი ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნავენ.

Riddick
Posts: 11714

The Long Dark

Unread post#3 » 22 Sep 2014 14:36

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 22, 2014
Developer: Hinterland
Genre(s): Adventure & Logic
Metascore No score yet
User Score No score yet

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Long Dark

Unread post#4 » 22 Sep 2014 21:35

მგონი early access არის და ნელნელა მისუქებს ეს ფენომენი
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

The Long Dark

Unread post#5 » 22 Sep 2014 21:54

დღეს დილას დაამატეს მეტაკრიტიკზე გამოსული თამაშების სიაში და მერე ეტყობა შენსავით მოუვიდათ იმათაც - მგონი early access-იაო და ამოუღიათ ეხა )) მე მაინც დავტოვებ, early access ჩემთვის გამოსულს ნიშნავს

პ.ს. თამაში მაინტერესებს როგორია, მარა ეს ფენომენი უკვე მეც მაგრად ...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Long Dark

Unread post#6 » 22 Sep 2014 22:52

ხო რა იუზერებისთვის ხელმისაწვდომია უკვე ანუ შეფასება შეიძლება პროდუქტის, თამაში მეც მაგრა მაინტერესებს უბრალოდ დასრულებულს ვნახავ ერთხელ და ატმოსფერულად, არ მემეტება early test ამბებისთვის
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

The Long Dark

Unread post#7 » 24 Sep 2014 12:15

UPD - "A Good Day to Die" - Launch Trailer - >>>

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 167 guests


cron