Unread post#49 » 10 Dec 2014 17:32
4 მეტრიანი გოლიათი მონოტონურად ცემს ბოლთას მდიდრული ორნამენტებით მორთულ სკივრს ტყის შუაგულში. უზარმაზარი წითელი კრისტალები რომელიც მისი სხეულიდან იზრდება, ლედი გაგასთვის შესაშურ გარეგნობას აძლევს. გარშემო ლირიუმზე შემჯდარი სხვა ტემპლარები ამთქნარებენ და იარაღს ეფერებიან პერიოდულად.
3 მეტრის დაშორებით ანდრასტეს რჩეული ქუნარი ხის მორზეა წამომჯდარი და დაღვრემილი სახით იყურება ჰორიზონტში. გვერდზე ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზი მეომარი კასანდრა უდგას. კასანდრა შეღონებული სახით აკვირდება ანდრასტეს რჩეულს, რომელიც ასევე ინკვიზიტორების მეთაურია. ინკვიზიტორების მეთაურის ოფიციალური ტიტული "ინკვიზიტორია".
"ინკვიზიტორ" მიმართავს ქუნარის კასანდრა მტკიცე და ოფიციალური ტონით, "წითელი ტემპლარები მთელ სამყაროს ემუქრებიან, არ გინდა რომ გავანადგუროთ?" მისი ტონი ამჯერად ბავშური გაოცების სიწმინდეს ატარებს, თითქოს ყოველი სიტყვა რომელსაც წარმოთქვამს რაღაც ახალი საოცარი აღმოჩენაა.
ამ დროს ლირიუმის გოლიათის და ინკვიზიტორის მზერა გადაიკვეთება, დაცემული ტემპლარი აკვირდება ინკვიზიტორის სახეს, რომელსაც რატომღაც ლურჯი ტალახი უსვია და გეიშას გარეგნობას აძლევს. ლურჯი ტალახი ინკვიზიტორს ხმლის დარტყმებისგან იცავს 2%-ით.
გოლიათი 1 მეტრის დაშორებით ტრიგერს შეხედავს, თითქოს ინკვიზიტორს ანიშნებს რომ გადმოკვეთოს ეს ხაზი, რათა ათას მეორედ განმეორდეს ბრძოლის სპექტაკლი და გოლიათმა ცოტა დაისვენოს შემდეგ სპაუნ პოინტამდე. მაგრამ ინკვიზიტორის სახე ისევ ჰორიზონტს არის მიშტერებული, გოლიათი მხრებს აიჩეჩავს და განაგრძობს ბოლთის ცემას.
კასანდრა გადაწყვეტს სხვა ხერხს მიმართავს და ინკვიზიტორის წინ რუკას გაშლის რომელზეც ყვითელი რომბები და ძახილის ნიშნები ციმციმებენ.
"ადაარ" მისი ტონი რბილდება მაგრამ სიხისტეს ინარჩუნებს, რადგან კასანდრა ძლიერი დამოუკიდებელი ქალია რომლის უკან ნაზი და სათუთი ბუნება იმალება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, "ინკვიზიციას სხვა მტრებიც ყავს" აგრძელებს კასანდრა. "დარქსპაუნების ტუნელებია ჩასახერგი, დრაკონიც არის სადღაც მიმალული, ცოტა მაღალი ლეველია მაგრამ ერთი სამი ოთხი რელოადით შეიძლება მოვკლათ".
ინკვიზიტორი რომელსაც ორივე ხელზე ქონდა საყე დაყრდნობილი პოზას შეიცვლის, "მოაზროვნის" ფორმას მიიღებს და თან ნიკაპის ქვეშ წვერს ჩამოუსვავს თითებს.
"რისთვის?" - იკითხავს ქუნარი მისტიურად.
-"ინკვიზიტორ" - პასუხობს კასანდრა
"რისთვის ვიბრძვით კასანდრა?"
-"რომ გავაერთიანოთ ინკვიზიცია, მოვამზადოთ არმია, შევკრათ მონარქები"
"რატომ?"
-"დემონების არმია ემუქრება სამყაროს ცაში დიდი გარღვევისგან, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი დახურვა"
"კასანდრა, ჩვენ დავხურეთ დიდი გარღვევა უკვე..."
-"უმმ.. არქდემონი და კორიან..ვიღაცა ძველი მაგი თუ რაღაც ტევინტერიდან, ინკვიზიტორ. ის ემუქრება სამყაროს"
"ეგ ძველი მაგი თუ რაღაც ჰავკმა მოკლა უკვე მეორე ნაწილის საიდ ქვესტში"
-"კი, ის ნადვილად მოკლეს და შეამოწმეს რომ ნამდვილად მკვდარი იყო. გრეი ვორდენებმაც გადაამოწმეს რომ მკვდარი იყო და ნამდვილად მკვდარი იყო ყოველგავრი ეჭვის გარეშე. ეხა ის სამყაროს ემუქრება ინკვიზიტორ."
"რატომ კასანდრა? რა ამოძრავებს მას? რისთვის გვემუქრება"
-"თვითონაც არ იცის ინკვიზიტორ, მაგრამ მარტო თქვენ შეგიძლიათ მისი დამარცხება და თქვენ ხართ ლიდერი რომელსაც ყველანი ბრმად მივყვებით სადაც არ უნდა გაგვიძღვეთ"
"რატომ, რატომ მომყვებით მე რითი დავიმსახურე ეს კასანდრა ?!"
-"ინკვიზიტორ? ეს თქვენზე კარგად ვინ უნდა იცოდეს, რათქმა უნდა იმ დიდი ტრაგედიის გამო რომელის დეტალები დაგავიწყდათ ამნეზიის გამო, რომელზეც არაფერს არ გეუბნებით და რომლის დროსაც თქვენ ალბათ გაანადგურეთ ჩვენი სულიერი ლიდერი რომელიც ერთადერთი იმედი იყო მაგებს და ტემპლარებს შორის სიმშვიდის."
"კასანდრა! ვერ ხედავ ამ ყველაფრის უაზრობას?! მომყვებით არ ვიცით რის გამო, ვებრძვით არ ვიცით ვის! რისთვის გვებრძვის არ იცის თვითონაც! გვყავს უზარმაზარი არმია, ათასობით მეომარით და მსახურით და ჩვენ დავეხეტებით მდელოებში, ვკლავთ პატარა მინიონებს, ვაგროვებ ყვავილებს და ყოვლად რუტინულ ტესკებს ვასრულებთ მანამ ჩვენი მსახურები ეძებენ ეპიკურ არტეფაქტებს, ერთ ერთზე ამარცხებენ ჩემპიონებს, საიდუმლო ასასინაციებს აწყობენ მეფეების, მოლაპარაკებას ახდენენ მეფეებთამ, ლორდებთან, დედოფლებთან, ცვლიან და წყვეტენ სამყაროს ბედს! რატომ კასანდრა, რატომ უნდა მოვკლა ტემპლარები, რატომ ვაგროვო სოკოები ! რატომ ვეძები ტყის საჩეხი წერტილები?! რისთვის ვიბრძვით? რა გვამოძავებს? მაჩვენე მიზანი კასანდრა! რატომ?"
ამ დროს დორიანი რომელიც ხეს იყო მიყუდებული და მოუთმენლად ელოდა როდის მიაქცევდა მას ყურადღებას ყველა დროს იხელთებს. "ჩემთვის ინკვიზიტორ! მე მჭირდები! მე ვიქნები შენი მიზანი"
დორიანი ახლო მდებარო ბორცვზე აძვრება, დრამატულად დადგება ზურგით ინკვიზიტორისკენ. საიდანღაც სევდიან რომანტიული მუსიკა ისმის.
"ტევინტერში ბევრი ბოროტებაა ინკვიზიტორ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო მაგრამ ცუდის არ დანახვაც არ შეიძლება! ჩვენთან მონობაა ინკვიზიტორ, მაგრამ მდიდრებიც კი მონები არიან. ჩვენ ცხენებივით გვზრდიან, ბავშვები გამოყავთ გენეტიკური და მაგიური პოტენციალის მიხედვით. მეც ასე გამომიყვანეს და მეც ასე უნდა მომეყვანა ცოლი. მამაჩემის ნება ასეთი იყო ინკვიზიტორ. მაგრამ მე იმედები გავუცრუვე ინკვიზიტორ ხალხში შევარცხვინე!
საქმე იმაშია რომ მე კაცები მაინტერესებს ინკვიზიტორ, მაინტერესებს რა, კაცებს ვტყნავ ინკვიზიტორ. მამაჩემმა კი ვერ აიტანა პიდარასტი შვილი. მან დემონებს მიმართა ინკვიზიტორ. სისხლის მაგიით სცადა ჩემი გადმოპიდარასტება! საკუტათმა მამამ... "
ამ დროს ინკვიზიტორი ფეხზე დგება, ახლომდებარე ხის საჩეხ ბანაკში სტყორცნის ინკვიზიციის ბანერს ადგილის დასანიშნად. ჯიბეებს გამოიტენის მეტალის მინერალის ნატეხებით, ერთხელში რამდენი სოკო და ყვავილები დაეტევა აკრიფავს სულ, მეორე ხელში კვერთხს დაიჭერს და შევარდება გოლიათის ტრიგერში. ლურჯ ტალახიანი სახე მრისხანე გამომეტყველებას მიიღებს და გარშემო ელვა, ყინული და ცეცხლი დაიწყებს საბრძოლო ცეკვას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.