Beatbuddy, PC

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11732

Beatbuddy

Unread post#1 » 10 Aug 2013 12:55

გამოსვლის თარიღი: 2013
დეველოპერი: The Treaks
გამომცემელი: Reverb Publishing

>>>

Beatbuddy: Tale of the Guardians - განუმეორებელი მუსიკალური არკადა რომლის მისტიურ სამყაროში განვითარებული თავგადასავალიც მთლიანად მუსიკაზეა დაფუძვნებული. თამაში ექვს პატარა სამყაროდ არის დაყოფილი და Sound Shapes მსგავსად, BeatBuddy-ის ყველა ტურიც კომპოზიციის ფონურ მუსიკასთან არის სინქრონიზებული. სინქრონიზირებული მუსიკა კი თვითონ მოთამაშის მოქმედებების მიხედვით იცვლება.

>>>

მთავარი გმირის სახელია ბადდი, იგი მისი სამშობლოს Symphonia პრინცი მაესტროს არმისსგან გადარჩენას ცდილობს. სცენარი Heavenly Sword, Tomb Raider და Mirror’s Edge სცენარის ავტორი Rhianna Pratchett-ის მიერ არის შექმნილი. ხოლო მუსიკალურ გაფორმებზე რამდენიმე საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი მუშაობდა. ერთ-ერთი ტურის საუნდტრეკის შემქმნელი Journey-ის მუსიკის ავტორი და Grammy Award მფლობელი Austin Wintory-ა. ძირითადი მასალა კი ახალი მუსიკალური მიმართულების, ელექტრო სვინგის შემქმნელს Parov Stelar ეკუთვნის. თვითონ თამაშის დეველოპერი სტუდია Threaks 2012 წელს ჩატარებულ Intel's 2012 Level Up Game Demo Contest-ზე Best Art და Best Sound ნომინაციების გამარჯვებული გახლავთ. ამ მომენტისთვის Steam-ზე თამაში 10% ფასდაკლებით 9 დოლარად იყიდება, პროექტის საშუალო შეფასება 75/100.

>>>

პროცესორი: Intel Core 2 Duo 1.8
ოპერატიული მეხსიერება: 2 გიგაბაიტი
ვიდეოკარტა: 512 ვიდეო მეხსიერებით
ადგილი ვინჩესტერზე: 1 გბ

Riddick
Posts: 11732

Beatbuddy

Unread post#2 » 10 Aug 2013 13:13

ესე ორი სიტყვით ძალიან ძნელი ასახსნელია თამაშის კონცეფცია, მარა უკეთესად გასარკვევათ შეგილიათ ეს გეიმფლეი ვიდეო ნახოთ (7:35 ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება).

NoiZ
Posts: 315

Beatbuddy

Unread post#3 » 25 Sep 2013 23:44

უუუ რა კარგი საუნტრეკი აქვს!

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Beatbuddy

Unread post#4 » 25 Sep 2013 23:59

Aquarya ს მაგონებს გეიმპლეი
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11732

Beatbuddy

Unread post#5 » 14 Mar 2014 02:57

ცეკვით რამე გითამაშიათ? სკამი მოვარყიე ტო
ძაან დაგრუზული რო ხარ მაშინ უნდა ჩართო და თან არ უნდა იცოდე ბოლომდე რა არი
მაინცდამაინც ამის ოსტი არაა ბანდლში. თუ გააძრობთ ალბომის გადმოსაწერს დადეთ რა

NoiZ
Posts: 315

Beatbuddy

Unread post#6 » 20 Mar 2014 08:55

რო გამოვიდა თამაში დავიწყე და თითქმის მალევე შევეშვი რაღაც მიზეზების გამო. უნდა დავუბრუნდე ისევ. თუ სწორად მახსოვს რაღაცნაირი სტრანნი კონტროლი ქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი გაფორმებული თამაშია გინდ ვიზუალურად და გინდ მუსიკალურად <3
აქ არ დევს მთლიანად? beatbuddy.bandcamp.com

Astronaut
Posts: 27

Beatbuddy

Unread post#7 » 20 Mar 2014 13:13

დღეს რო მოვალ ჩავუჯდები :დ და შევაფასებ.

Riddick
Posts: 11732

Beatbuddy

Unread post#8 » 26 Mar 2014 16:31

დავხურე, საერთოჯამში ოდნავ დაბალ ბიუჯეტიანობა ემჩნევა - დეკორაციები ხშირად მეორდება და ნელნელა უფრო "ნაკლებად მუსიკალური ხდება" (Parov Stelar-ით დაწყება და იგივე ხარისხის მთელი თამაშის განმავლობაში შენარჩუნება ალბათ არაა ადვილი). მარა მინუსების მიუხედავათ მაინც მაგარი რამეა, ძაან გასართობი, პოზიტიური და ლაითი სათამაშო
ორიგინალური ექსფერიანსი და მუსიკა ვისაც გიყვართ კაკრას თქვენთვის არი

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 136 guests