დასახელება:
გამოსვლის თარიღი: 31 იანვარი 2013
ჯანრი: ინდი/ადვენჩურა/ლოგიკურ-ტვინიკოსური
შემქმნელი: ალექსანდრ ბრუსი
გამომცემელი: Demruth
მონაცემები:
სისტემა: Microsoft Windows XP / Vista / 7
პროცესორი: Intel Core 2 Duo - 1,6 GHz / AMD Athlon 64 X2 - 2,0 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1 Гб (2 Гб - Vista / 7)
ვიდეობარათი: 256 MB (GeForce 7900 GT / Radeon X1900 XT)
აუდიობარათი: совместимая с DirectX® 9.0c
HDD: 1 GB
ინფორმაცია:
თამაშის შექმნის ისტორიით დავიწყებ. ალექსანდრი სნეიკის თამაშზე მუშაობდა, თუმცა კოდში შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც გეომეტრიაში ყველაფერი აირია და 2D-ზე უფრო აბსტრაქტული რაგაც მიიღო. სწორედ მაშინ მოუვიდა ამ თამაშის იდეა ამ ადამიანს. თავდაპირველად თამაშს Hazard: The Journey of Life ერქვა თუმცა შემდეგ გადაერქვა ისევ და ისევ გეომეტრიის მიზეზით.
თვითონ თამაშს რაც შეეხება ყველაფერი ძალიან მარტივადაა. აქ არ არის სიუჯეტი, არ არის ექშენი, არც სტრატეგიული გათვლაა. უბრალოდ თავგადასავალი, რომელიც ბევრ რამეს გაგახსენებთ და, შეიძლება (იმედია), გასწავლით კიდეც.
თამაში მინიმალური გრაფიკულ მონაცემებს ითხოვს. როგორც ჩანს, აქაც ყველაფერი მარტივადაა. შეიძლება ზოგიერთს ცოტა ცუდად მოხვდეს თეთრი ფერის, რომელიც მთელ ეკრანზეა, და ყველა დანარჩენი მყვირალა ფერების ასეთი შეხამება. თუმცა უნდა ითქვას რომ ეს საჭიროა. ეს იმ ანტურაჟს ქმნის, რომლის იმედიც ქონდა ავტორს.
მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთ ადგილას ჩასავარდნია სხვა ოთახში, რომელშიც უნდა... ხო ჩავარდეთ. მაგრამ როდესაც ღრმულის ბოლოს მიაღწევ, წყლის ხმას გაიგებ, აქვე თოლიების ჭიკჭიკი, კაჭკაჭი თუ რაცაა, ისმის, და თეთრი ფერი რომელიც გარშემოა, ტვინს აიძულებს თვითონ შექმნას ზღვის სურათი...
მერე გვხვდება შემდეგნაირი სიტუაცია: შევდივართ ოთახში, სადაც არაფერი არ არის, მხოლოდ 4 კედელი და რაღაც წარწერა ჭერზე, რომელიც გვეუბნება Don't Look Down. როგორც ხვდებით, ქვევით ჩახედვის შემთხვევაში არაფერი არ ხდება, პირიქითაც, წინა ოთახში გვაბრუნებენ. და ნუ, რა ხდება როდესაც არსად არ ვიყურებით... მიხვდით...
ასეთი მარტივი (შედარებით მარტივი და ისიც დასაწყისში) ამოცანები საინტერესო სურათს ქმნიან, თუმცა გრაფიკული გაფორმება, ის ავადსახსენებლი წარწერები და აუდიო-ატმოსფერო კი კრავენ ყველაფერს ერთად და თამაშზე უფრო მეტს გვაძლევენ.
რამდენიმე გაფრთხილება (მაინც ეხლა...)
1.თამაში არ არის მარტივი, თუმცა ყველაფერი ფარდობითია...
2.გრაფიკულმა მხარემ არ შეგაშინოთ, თქვენი ტვინი და ფანტაზიის უნარი ყველაფერს იზავს...
3.ყველაფერს არა თამაშის ლოგიკით, არამედ ცხოვრებისეულად შეხედეთ...
ლინკს დავდებ გადმოსაწერად, სულ რაღაც 800 MB-მდეა... თვითონ თამაშიც ძალიან პატარა ადგილს იკავებს...