The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშები ◀ მიმოხილვა ◀ გამოცდილება ◀ პრევიუ ◀ აღწერა ◀ დეტალები
User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#21 » 02 Mar 2013 15:13

ფაქტობრივად და იდეოლოგიურად არ გეთანხმები მანდ, პირველი witcher-ს წიგნებიდან სერიოზულად მოსდევს ატმოსფერო არჩევნის, ნეიტრალური პერსონაჟია რომელსაც ადამიანები მონსტრად აღიქვამენ, და მონსტრებს კლავს მათ გამო, სულ იჩითება სიტუაციებში სადაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს და თავის როლს როგორც ვიჩერს და თავის შეხედულებას თავდაყირა აყენებს.

ამიტომ პირიქით სწორი დოზით არის გაკეთებული ეგ არჩევანი, და True არის სთორისთან, დაძაბულობის ჟამს უბიძგებ მცირედ გერალტს ან იქით ან აქეთ და ძაან რეალურად ჯდება წიგნის გამოცდილებასთან და ვიჩერის ხასიათთან.

მეორე
ირველი არჩევანი გავაკეთე თუ არა იმ წამსვე მივხვდი რომ რაღაც დაირღვა, რაღაც ჩემ ეგოიზმს თუ ანანისტურ ფანტაზიას გადაუმისამართეს მთელი სამყარო


იმენა Backstab-ია ყველაფრის მიმართ რასაც თამაშების ინდუსტრია წარმოადგენს და შემოაქ ხელოვნებაში ახალი და საინტერესო. ყველაზე დიდი მიღწევაა ავტორის როდესაც ისე გააცოცხლებს სამყაროს მაყურებლის/მოთამაშის თვალში რომ არაფრიდან, რენდომიდან მოთამაშის გონებაში ცოცხლდება მთელი სამყარო და ისტორიები. ისტორიები რომელებიც სწორხაზოვან ისტორიებში მხოლოდ ფონზე ზერელედ გასმული ფუნჯივით იყო, open ended თამამშში მოთამაშის ფანტაზიით ფორმას იძენს და ყველა პატარა დეტალებში ცოცხლდება.

უბრალო დაყლევებული Consumer(მომხმარებელი, შმნთანთქავი)-დან, შემოქმედად რომ აქცევს მოთამაშეს პოზიტიური რაღაცაა.

და სწორედ mass effect-ია სირობა მაგ მხრივ, მილიონი არჩევანის მიუხედავად მაინც ყოველწამიერად consumer ხარ თამაშში, და უბრალოდ უფრო პერსონალიზებულ და შენზე მარკეტინგულად მორგებულ მასას შთანთქავ, არჩევნები მეტ როლს არ თამაშობს მაგ თამაშში.

Witcher-ში კიდევ ერთერთ პირველი არჩევანზე, მოკლა პოტენციურად უდანაშაულო ქალი, თუ ამოხოცო ნახევარი სოფელი, აქ დგები მკვეთრად ვიჩერის არსის და დილემის წინაშე ბოლომდე იაზრებ პერსონაჟს, რასაც ვერასდროს მიაღწევდი უბრალო მაყურებელი რომ იყო.
მესამე თემაა გადამეტებული ამბიცია, და თვითონ მთავარი სიუჟეტი. რავი შეიძლება სუბიექტური ვარ, მარა ყ*ეზე მკიდია humans vs non-humans თემა, ძაან დაყლევებული და ცხოვრებაში დამოუკიდებლად დაუფიქრებელი უნდა იყო მსგავსი ჭრილით რომ ხედავდე ყველაფერს, ამიტომ არჩევანიც არაა ჩემთვის მანდ, ელემენტარულია ყველაფერი. და მეორე სიუჟეტის ხაზით, ჯადოქრების მაქინაციები არაა საკმარისად საინტერესოდ გადმოცემული, აქ შეიძლება სერიების ცნობილი სერი პერსონაჟებიც უმტყუვნებს ამ მხრივ, ცოტა ქარიზმატული მასტები რომ იყვნენ კონფლიქტის ცენტრში ან წიგნის ცირილასავით მესამე კუში იდოს ამ კონფლიქტში გერალტისთვის ახლო, უფრო მუღამი ექნებოდა ვის მიემხრობოდი. იმიტომ რომ მთავარ სიუჟეტში ეხა შეგრძნება არის რომ ან სოფლის ხისთავიან იდიოტებს უნდა მიემხრო (ადამიანები) ან მეამბოხე ემო თინეიჯერებს(სხვა რასები), რომლებითაც მუდმივ თვიურიანი სწერვები მანიპულირებენ (მაგები)

ხოდა ზერელედ ვუყურებ მთავარ სიუჟეტს მაგის გამო, მარა საიდ ქვესტების ატმოსფერო სულ სხვა თემაა, გემრიელი შავი ლუდივით მიდის რომელსაც ნისლიან ტყეში მიკარგულ ტავერნაში სვავ, ბუხრის ცეცხლის წინ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10607

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#22 » 02 Mar 2013 19:12

ძაან მარტივ რაღაცას ვამბობ, ჩემ შეხედულებას ვაფიქსირებ და ვხსნი შემდეგნაირად.
გერალტი: ყველაზე წარჩინებული მონადირე, ქარიზმატული, გამოცდილი, ზნეობრივათ და ფიზიკურად ძლიერი, ადამიანის და მუტანტის ჰიბრიდი, ზე არსება, ზე ამოცანით - დადის ჩვეულებრივი მოთამაშის ლოგიკამდე, მისი ზნეობის მიხედვით უწევს გზის კვლევა (ჩემთვის ეს მიუღებელია. და ვიმეორებ, ამას სხვა ფორმატით შექმნილი თამაში ჭირდება, თავის უსახო პერსონაჟებით, სადაც თვითონ მოთამაშის ამოცანაა მათი ფილოსოფიის ჩამოყალიბება). ყველა კუთხით პროფესიონალი, ფაქტიურად გიტრიალდება მონიტორისკენ და გეკითხება, მე კი ვიცი, ნანახიმაქ, გამოცდილივარ, კარგად ვიცნობ ადამიანების ყველა ბნელ მხარეს, მაგრამ შენ როგორც იტყვი იმას გავაკეთებ.

კიპერ შენ პოზიციას რაც შეეხება. იმაზე მიწერ საწინააღმდეგოს რაც ჩემ თავზემაქ გამოცდილი და თუ შენ სხვამხრივ აღიქვი ეგ არც შენ პოზიციას უარყობს და არც ჩემსას, მარა ერთმანეთთან დიალოგის აზრს ვერ ვხედავ. ვერ ვიზიარებ იმ პოზიციას რომლის ავტორიც ჩემ ნაწერში სიმართლის შესაბამისს ვერაფერს ხედავს, მისთვის მთლიანად მიუღებელია ჩემი აზრი, ფაქტობრივად და იდეოლოგიურად. დიალოგში პოზიციების რადიკალურობას ვინც ხელოვნურად ზრდის იმასთან გულახდილი ლაპარაკი კი ძალიან ძნელი ამოცანაა ჩემთვის, ასევე უაზრო დროის ხარჯვა პოზიციების ჯაჯგურში. მე თუ აფსოლიტურად მცდარივარ, რა აზრი ქონდა შენ გამოხმაურებას, რისი მთქმელია ჩემთვის შენი აზრი თუ ესე ცა და დედამიწის მსგავსად განსხვავდება ჩვენი ხედვები.

თამაშის სამყაროს ქმნი, პირველ ნაწილს უშვებ და მეორე ესეთ რელსებზე რო გადაგყავს იდენტურობას რო კარგავს თამაში ვერ ხვდები მაგას ფაქტობრივ იდეოლოგიური თვალსაზრისით ? თავიდანვე რო მსგავსი კონცეფცია ყოფილიყო ხმას არ ამოვიღებდი და დარწმუნებულივარ ესე არ მეყვარებოდა სამყარო, რომელიც მიყვარს იმ პერსონაჟის გამო რომელიც მიდიოდა თავის ცხოვრებისეულ გზაზე, იყო მარტო და შენ ვერ უწყვიტავდი და ვერ უდგავდი ზნეობრივ ნაბიჯებს იმას ვინც ზუსტად ამის ეტალონად არი წარმოდგენილი ("წინ ვერ უსწრებდი გმირს"). იგი თავისუფალია თავის არსებით და იქით უნდა იყოს ჭკუის დამრიგებელი სხვისთვის (ეგარი ავტორის ჩადებული ზე ამოცანა). იგი თვითონ აკეთებდა ამას და მსგავსი ფორმატით გიზიარებდა თავის გავლილ ცხოვრებას და პიროვნებას. მე რომ მის უკვე შემდგარ პერსონაში ესეთი მნიშვნელოვანი განსხვავების შეტანის უფლება მაქ ეგ რანაირად შეილება არ აუფასურებდეს იმ პიროვნებას რომელიც მწერალმა შექმნა?

კი არჩევანი პირველშიც ბევრი იყო მისაღები, მარა ერთი დიდი განსხვავებით. ის არჩევანი იმ კონკრეტულ მიზანსცენას წყვეტდა და სიუჟეტის მთლიანობაზე რადიკალური ზეგავლენის გარეშე ზუსტად იმ თავისუფლების და სიუჟეტის ბალანსს ქმნიდა რასაც ოქროს ბალანსი დავარქვი წინა პოსტში. იყავი მთავარი პერსონაჟის ერთგვარი ცხოვრების "თანამგზავრი", როგორც ბარდი ლუტიკი იყო მაგ. რჩევებს აძლევდი და არა ცხოვრებას უგეგმავდი კაცს რომელსაც არჭირდება შენგან მსგავსი დახმარებების აღმოჩენა.

ტომი და სლეიერ.
კი მაგაში ნამდვილად გეთანხმებით, რომ წიგნის პირდაპირი ადაფტაცია არ არის თამაში. მაგრამ ავიღოთ წიგნის ადაფტაცია სცენაზე, ან ფილმში. რაარის იქ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ითვლება ოქროს წესად მსგავს საქმიანობაში? მე რამდენადაც ვიცი ჩემი მწირე ცოდნიდან გამომდინარე, ყველაზე უმთავრესი თვითონ ავტორის ინდენტურების შენარჩუნებაა. არსად არ პატიობენ ნაწარმოების მსგავსი დონით იერის შეცვლას, ეს არ შეილება, დაუშვებელია და ძალიან დიდი სირცხვილი გამოდის რეჟისორისთვის. პრინციპი მარტივია - აიღე ჩემი? რატო გადაგყავს შენ ხედვაზე, ეს ხო რეალურად უდიდესი შეურაწყოფაა ავტორის? მარა თამაშების ადაფტაციები არ არის ჯერ ამ დონემდე მისული, ალბათ ავტორები არ აღიქვამენ ჯერ გეიმინგს სერიოზულ სფეროდ (ან უბრალოდ სამყაროს უფლებების მფლობელებს ააქვთ უაზრო თავისუფლება მიცემული, არვიცი). სიდიპროჯექტმა კიდე საკაიფოდ ისარგებლა ამით. გამოუშვა თამაში რომელშიც sapkowski-ის ხედვის ალტერნატიული, მათისეული ხედვა იყო წარმოდგენილი, მაგრამ მთავარი პერსონაჟის მთავარ იდეალებს მაინც არ ღალატობდა და გეიმინგ ინდუსტრიაში რეალურად ახალი სახეც დაიბადა. კი როგორც წესი ესეც შეცდომაა დეველოპერების მხრიდან და უპატივცემულობად ჩაეთვლებიდათ მწელის თვალში, მაგრამ ამის გაგება შეიძლება. ეს თამაშია, სხვა მიდგომა ჭირდება, რადიკალურად სხვა ფორმატია (RPG). უბრალოდ გაშიფრულ წიგნს აქ ვერ გადმოიტან (რაშიც მაინც ეჭვი მეპარება, უფრო ნიჭიერების და კულტურის ამბავი მგონია, მაგრამ ეგ სხვა თემაა). და რა მოხდა მერე? იგივე კუთხეს რო გაუყვე რაც ზევით დავწერე, კიდევ უფრო უარესი მოხდა. თამაშის ავტორებმა თავიანთ თავსაც უღალატეს, ავტორი კი უკვე მესამე, რაღაც სრულიად უცხო გახდა და ზედაპირზე ამოვიდა ეს ყველაფერი. ადრე თუ მწერლის და სტუდიის სხვაობებს ადარებდი ერთმანეთს, ეხა სტუდიის გადაკეთებულ სამყაროს და მის კიდევ ერთ ალტერნატიულ აღმოცენებას ხედავ. უკვე გახსნილად გაჩვენეს თავიანთი ორიგინალისადმი მიდგომა, სკინი დატოვეს და დანარჩენი ყველაფერი თავიანთ თავზე იკისრეს, იმდროინდელ "მოდას" შეუსაბამეს. ვერდაინახეთ ეს თემა?

აი კიბერპანკს დარწმუნებულივარ ძალიან მაგარს გააკეთებენ. ეს უკვე თავიანთი საავტორო სამყარო იქნება და სიუჟეტთან მუშაობა ნამდვილად ეხერხებათ. მარა ვიჩერის ბედი მაინც ბუნდოვანი რჩება და კარგის წინაგრძნობით ვერ უყურებ. მაქსპეინი მახსენდება რატომღაც. სიდიპროჯექტის მინუსი კი თავიანთი ნიჭის მომხმარებლის ჯიბეზე გადანაწილება მიმაჩნია. თუ არ შეცვალეს პოლიტიკა ეგ დაღუპავს მაგათ ბოლოს.

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#23 » 02 Mar 2013 20:00

გერალტი: ყველაზე წარჩინებული მონადირე, ქარიზმატული, გამოცდილი, ზნეობრივათ და ფიზიკურად ძლიერი, ადამიანის და მუტანტის ჰიბრიდი, ზე არსება, ზე ამოცანით - დადის ჩვეულებრივი მოთამაშის ლოგიკამდე,

არ არის ეგეთი გერალტი, მითუმეტეს წიგნში არ არის ეგეთი პერსონაჟი, "ჩვეულებრივი" მერსენარი კაცია რომლის ხედვა და პიროვნება, ხელოვნურად არის შეცვლილი გავლილი ცხოვრების და მუტაგენების გამო. ზნეობრიობის ეტალონი????? ყოველ ფეხის ნაბიჯზე მთელ პოზიციას უტრიალებს ყოველი გამვლელი, ვისაც შეხვდა წიგნში ან თამაშში ოდნავ განსხვავებულს ყველამ ინტელექტუალურად დაჩაგრა. სოფლის იდიოტებს არ ვგულისხმობ.

და უმეტესწილად არც ეგეთი ტუპოი არჩევნები არ ყოფილა, ყოველშემთვევაში მე არ მახსენდება. გავიმეორებ რომ კარგად ჩადებული არჩევანი და ინტერაქტიულობა პირიქით მეტად წარმოაჩენს გმირის ხასიათს და მის დილემას ვიდრე სტატიურად ყურება გვერდიდან ამ ყველაფრის, ნუ ეხა მოთამაშე თუ იდიოტია და ხისთავიანი ვერც სტატიურად დააფიქსირებს ჩადებულ აზრს და ვერც არჩევნით. სხვის თამაშში თუ რენდომ პერსონაჟი იქნება გერალტი, ეგ შენ თუ გიუფასურებს საკუთარ გამოცდილებას არ ვიცი, ნუ მე არ მაქ მსგავსი პრობლემა.

სწორედ ეგ ძალიან მაგარი მომენტია როდესაც, "ერთია გვერდიდან რომ აფასებ დაცული და კომფორტული პოზიციიდან არჩევანს" და მეორეა პირადად შენ რომ დაგაყენებს თამაში ამ არჩევნის წინაშე გმირის დილემას ბოლომდე იაზრებ, თვითონ არჩევნები კი გავიმეორებ რომ უმეტესწილად ისეთი იყო როგორსაც გერალტი მიიღებდა.

კარგად გაკეთებული ინტერაქტიული ისტორია და სამყარო არაფრით ჩამოუვარდება, და პირიქით უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ვიდრე ბოლომდე წინასწარ გაწერილი სწორხაზოვანი ისტორია. ამის იდეალური მაგალითია Heavy Rain.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1854

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#24 » 02 Mar 2013 22:46

კარგად ჩადებული არჩევანი და ინტერაქტიულობა პირიქით მეტად წარმოაჩენს გმირის ხასიათს და მის დილემას ვიდრე სტატიურად ყურება გვერდიდან ამ ყველაფრის, ნუ ეხა მოთამაშე თუ იდიოტია და ხისთავიანი ვერც სტატიურად დააფიქსირებს ჩადებულ აზრს და ვერც არჩევნით.

ამ აზრს ვიზიარებ 100%-ით.

არჩევანი ორივე თამაშში მახსოვს მე, დოზებშია სხვაობა. პირველში რამდენადაც შესძლეს, იმდენად შექმნეს არჩევნის საშუალება, მეორეში კი მთლიანად სხვა დონეზე ავიდა კონკრეტულად ეს ფაქტორი. ფაქტია, რომ ორივეგან მეტ-ნაკლებად მონაწილეობდა მოთამაშე, როგორც სიუჟეტის ერთ-ერთი მონაწილე ტვინი. ამ ტვინით მოქმედება თამაშსა და მოთამაშეს შორის უფრო მძლავრ მედიუმს ამყარებს, ვიდრე მოთამაშის უფრო დამკვირვებლის როლში ყოფნით თამაშისას შეიძლება შეიქმნას. ამ მედიუმის შენარჩუნება არ ნიშნავს გარდაუვლად პერსონაჟის ფილოსოფიურად თუ / და იდეოლოგიურად შეცვლას, მით უმეტეს ისე, რომ ამით 'ორიგინალის' ავტორის შეურაცხყოფას ჰქონდეს ადგილი.

ზოგად საუბარში შეიძლება ბევრი გაუგებრობა იყოს, კონკრეტულად რა გადააწყვეტილებამ შეიძლება გერალტის, როგორც საპკოვსკის შექმნილი პერსონაჟის დონე ქვემოთ დაიყვანოს?
CD Projekt ჩემი აზრით, ამ პატარა ვიდეოშიც კი მშვენიალურად აქვთ გადმოცემული იმ "ოქროს" ერთ-ერთი ნაწილი, რომლითაც საპკოვსკის შექმნილი სამყარო ფასობს. ვითჩერისა და ხალხის ურთიერთობა, კერძოდ.
ბაჩო მშვენივრად მესმის რასაც ამბობ. არ იფიქრო, რომ შენს აზრებს ვაიგნორებ და ისე ვწერ ჩემსას. უბრალოდ არის ფაქტორები, რაც ჩემთვის უკან წევს ამ აზრებს. გერალტის ხასიათი ჩემთვის მეტად ჩასაწვდომი გახდა, როდესაც აბეგაილსა და სოფელს შორის ვიდექი, და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის უფრო ახლოს იყო, როგორც ვითჩერთან და არა რენდომ სამყაროს გადამრჩენელ გმირთან. ასეთ სიტუაციებში უფრო ვგრძნობ თავს როლში, ვიდრე წიგნიდან დაციტირებული მონოლოგის სმენისას, ამ დროს კი სუფთა ვითჩერულ გამოცდილებას ვიღებ. ეს არ არის make your own adventure წიგნის ტიპის თამაში, სადაც ორ განსხვავებულ არჩევანს შორის იმხელა gap არის, რომლის თავში გერალტის ნამდვილი ხასიათია და ბოლოში cheap society დონემდე დეგრადირებული ვითჩერის. ზუსტად ამის ბალანსის არსებობა მალაპარაკებს ასე.
არ შემოუშვა რა პაუკი

Riddick
Posts: 10607

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#25 » 02 Mar 2013 23:42

რამდენიმე კითხვაა და სათითაოთ გავცემ პასუხს

არ არის ეგეთი გერალტი, მითუმეტეს წიგნში არ არის ეგეთი პერსონაჟი, "ჩვეულებრივი" მერსენარი კაცია რომლის ხედვა და პიროვნება, ხელოვნურად არის შეცვლილი გავლილი ცხოვრების და მუტაგენების გამო. ზნეობრიობის ეტალონი????? ყოველ ფეხის ნაბიჯზე მთელ პოზიციას უტრიალებს ყოველი გამვლელი, ვისაც შეხვდა წიგნში ან თამაშში ოდნავ განსხვავებულს ყველამ ინტელექტუალურად დაჩაგრა. სოფლის იდიოტებს არ ვგულისხმობ.

დათა თუთაშხია გინახავს? ყველაზე მაგარი პარალელია ჩემიაზრით და ვისაც წაუკითხავს დამეთანხმება. პროსტა იქ მონსტრებიც ადამიანებათ არიან წარმოდგენილები და გარყვნილებაც ამოღებულია. მარა პერსონაჟის ისტორია ძალიან მსგავსია. იქაც დაახლოებით იგივე სოციალური პრობლემა დგას. ნდობა, მეგობრობა, მოქალაქეობა, დამოუკიდეველი თავისუფალი კაცის ადგილი სოციუმში (რამნიშვნელობააქ ზღაპრილი იქნება ეს თუ რეალობა). და ამ ყველაფრის ჭეშმარიტი სახე, რომლის დანახვის მერე, გმირი საერთოდ იცვლის მის "სოცმხედველობას" რამდენიმეჯერ. და რისთვის გავალე პარალელი? ეხა წარმოიდგინე რო დათა თუთაშხიაზე თამაში გაეკეთებიდან რომელშიც ამ სოციალური ზნეობრივი დამოკიდებულების შეცვლა ვიღაც სხვის გამოტანილ აზრზე იქნებოდა მიბმული და არა მწერლის გონებაზე. კაცის რომელმაც მთელი თავისი შინაგანი სამყარო ჩადო იმისთვის, რომ სხვისთვის დაენახვებინა და მიეწოდებინა საკუთარი სული. და რა დიდი ღრმათ მჭვრეტელობა უნდა ამ ელემენტარულის დანახვას? შენ შენი გამოცდილებიდან გამოგაქ დამოკიდებულება, მარა იმასაც ხომ წერ, რომ ვიღაც ხისთავიანი რას იზავდა სულ ერთია შენთვის. ანუ თვითონ თამაშის სამყაროა სულერთი შენთვის. გაიარე, მოგეწონა შენი მიღებული გადაწყვეტილება და გათავდა ამბავი, კმაყოფილიხარ, ოღონდ მხოლოდ შენი თავით. მარა აბა უფრო გლობალურად გადაიხედე. ვერ დაინახავ, რომ შემქმნელის განზრახვა შეურაწყოფილია?
თუნდაც იმით, რომ ვიღაც ხისთავიან შეილება საერთოდ სხვა ვარიანტს ღებულობდეს ისტორიისას - იქნებ ზუსტად იმ ხისთავიანისთვის არი მოფიქრებული ეს გმირი. იქნებ იმისთვის დაიბადა წიგნში, რომ ვიღაც დაეფიქრებინა, დაეფიქრებინა ის ვინც არ ფიქრობს? სტუდიამ კიდე ამას დიდი წითელი ხაზი გადაუსვა (მშვენივრად დავწერე ზევით როგორც) და მოთამაშეს ის მიახვედრა, რომ მხოლოდ მის ამბიციას დაუქვემდებარებს მსგავს საფუძველზე შექმნილ სამყაროს. ძაან ძნელია ალბათ ამის დანახვა, მარა ვერ ვხვდები რატო. ნუთუ ცოტა თამაში შეგხვედრია მოთამაშის გულის მოსაგებად გაკეთებული? თუ მეორე მხარეს ყოფილა ცოტა. მხარეს სადაც ავტორი დგას და იმას სუ ერთ ადგილზე კიდია პოტენციური მომხმარებელი მის მთავარ მიზანთან შედარებით - მიზანთან რომელშიც მან საკუთარ თავსვე უნდა გასცეს თავისივე ქმნილებით პასუხი! და როგორ გგონია გენიალური დანატოვარი რომელი ამ ორი ზევით მოყვანილი მიდგომიდან მოდის ხოლმე? მარა ეგ კიდე სხვა თემაა.

სხვის თამაშში თუ რენდომ პერსონაჟი იქნება გერალტი, ეგ შენ თუ გიუფასურებს საკუთარ გამოცდილებას არ ვიცი, ნუ მე არ მაქ მსგავსი პრობლემა.

მიუფასურებს და მითხარი რატო ვარ მტყუანი.

სწორედ ეგ ძალიან მაგარი მომენტია როდესაც, "ერთია გვერდიდან რომ აფასებ დაცული და კომფორტული პოზიციიდან არჩევანს" და მეორეა პირადად შენ რომ დაგაყენებს თამაში ამ არჩევნის წინაშე გმირის დილემას ბოლომდე იაზრებ, თვითონ არჩევნები კი გავიმეორებ რომ უმეტესწილად ისეთი იყო როგორსაც გერალტი მიიღებდა.

ხოდა იგივეს გავიმეორებ სხვა ფორმით მაშინ. შენი ფორმულა მესმის - საკუთარი გამოცდილების (როგორც მთავარი პრიორიტეტის, ინტერესის) თამაშში რეალიზება. ჩემი - სხვისი ნააზრებიდან რაიმე ახლის "სწავლა" და ამ სიახლის ხარისხის შეფასება. მედაშენ საერთოდ სხვადასხვა თამაშიგვაქ ნათამაშები. ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერაფერში და როგორც ზევით დავწერე აზრი არააქ ჯაჯგურს. შენ სკაირიმივით უდგები გოტიკზე ბევრად "გაწე რილ" სამყაროს და მეუბნები, რომ მე ვცდები. რადგან სკაირიმიდან ხარ თამაშების საკუთარი თავით შევსების მუღამს მიჩვეული. მემის, მაგარია, პატივს ვცემ, მარა ეს სხვა რამეა.

კარგად გაკეთებული ინტერაქტიული ისტორია და სამყარო არაფრით ჩამოუვარდება, და პირიქით უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ვიდრე ბოლომდე წინასწარ გაწერილი სწორხაზოვანი ისტორია. ამის იდეალური მაგალითია Heavy Rain.

რატო ავლებ პარალელს ჰევირეინთან არ მესმის. ხო ვთქვი, რომ ვიჩერი არ არის სპეციალურად თამაშისთვის შექმნილი სამყარო. ბექგრაუნდიაქ, ორიგინალიაქ. ეგრე არ მოსულა ძმაო )) დამისახელე ერთი თამაში ეგეთი ბექგრაუნდის მქონდე მსგავს სიუჟეტურ კონცეფციაში გადატანილი მაშინ. გარყვნილი და გაძაღლებული, მარა მოთამაშის გულის მომგები, რადგან იგი მას აძლევს ხელში სადავეებს. მარა ეს ცხენი არ არი, ეს მატარებელია და რელსებზე უნდა იდგეს. ცხენი არი მასეფექტი, რომელიც ზუსტად მაგისთვისაა შექმნილი.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1854

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#26 » 03 Mar 2013 00:01

► Show Spoiler
არ შემოუშვა რა პაუკი

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#27 » 03 Mar 2013 23:16

1. კიდევ გავიმეორებ რომ მაგას არჩევანი უკეთ გადმოსცემს ვიდრე სტატიური ისტორია, Planescape: Torment-იდეალური მაგალითია, ისეთი არჩევნის წინაშე გაყენებს თამაში რომ ფიქრი გიწევს და ჩაღრმავება თემებზე რომლებზეც ამ არჩევნის წინაშე არ დამდგარს შეიძლება არასდროს გეფიქრა, რა უფრო ძლიერ ეფექტს ატარებს, სტატიურად რომ გეტყვიან რაღაც ცუდია ან რაღაც ნაცრისფერი, თუ სწორედ ქირურგიულად დასმული შეკითხვა, რომლისთვის პასუხის გასაცემად საკუთარ თავში, ყველაზე ბნელ კუთხეებში ჩახედვა გჭირდება. გინდ იდიოტი იყოს, გინდ არა, არჩევანს აქვს ძალა და ეფექტი, კითხვას აქ ძალა და ეფექტი რომელთან ახლოს მოსვლა არ შეუძლია სტატიურ ისტორიას.

რას შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა? სცენა გერალტმა გადაარჩინა აბიგაელი, ჭკუა დაასწავლა შეკრებილ ბრბოს, მაგრამ არ ისმინეს და გერალტის ხმალზე დაასრულეს სიცოცხლე, ან სცენა გერალტმა ვიჩერის ვალი მოიხადა, დაიცვა ადამიანები "მონსტრისგან", გაუშვა მონოლოგი ცხოვრების უსამართლობაზე და მძიმე ტვირთზე მოვალეობის.

ორივე სცენარი, ჯდება ვიჩერის ხასიათში, ერთი გადაწყვეტილებაც მინახავს წიგნში, სადაც "მონსტრი" შეეწირა ცრუნწმენას და სიბნელეს, და სცენა სადაც ადამიანის სისხლი დაიღვარა ვიჩერის ხმალზე, ამ ცრურწმენის გამო.
შეხვდება მოთამაშე ან ერთი განწყობით ან მეორეთი ეპიზოდს, მოისმენს ჭკუისდარიგებას, ან ტრიუმფალური თვითკმაყოფილების გრძობა დაეუფლება ვიჩერის პოზიცია თუ დაემთხვა მისას, ან გაბრაზდება და აითვალწუნებს ეპიზოდს, შანსი რომ სხვისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ სხვისი გადაწყვეტილების შედეგის ნახვის გამო, მწირია. მისი ალტერნატიული ოპცია დაუწერელშია, მის გონებაში უკეთეს შედეგებთან ასოცირდება. მესამე პოზიცია სადაც ნეიტრალურად ხვდება მოთამაშე ორივენაირად შეიძლება დამთავრდეს.

მაგრამ დაუმატე წინ შეკითხვა, დაუმატე გადაწყვეტილება, მიეცი საშუალება რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მისცეს ეს მცირედი ბიძგი გერალტის ინსტინქტს, შედოს სასწორზე თავის პოზიცია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნახოს შედეგი, გამოცადოს საკუთარ თავზე. რითი უფრო სწავლობ სხვისი მონაყოლით თუ საკუთარი გამოცდილებით?

დანარჩენ დასკვნებს აკეთებ ჩემს პოზიციაზე და არასწორედ, მე არ მკიდია თამაშის სამყარო, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებას მაგ ფაქტს გააფუჭოს ჩემი ექსპერიენსი თამაშის, პირიქით რაღაც დონეზე პატივისცემა მიჩნდება ავტორის მიმართ, შეიძლება არ ვეთანხმებოდე პოზიციას, ვთვლიდე რომ იდიოტურია და აკნინებს აზრს, მაგრამ თუ ვინმეს მოსწონს ეს პოზიცია და თამაში ორივეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და ვიპოვოთ თამაშში ის რაც გვჭირდება ამ ეტაპზე ეს პლუსია თამაშის, პლეინსკეიპში ქაოტიკებიც არიან, რომლებიც თვლიან რომ ქაოსი თავისუფლების სრული გამოხატულებაა, და ღვთის ხალხი, რომელიც თვლის ღმერთები მხოლოდ უფრო განვითარებული ფორმაა არსებობის, და შრომით, საკუთარი თავის გადახედვით ნებისმერს შეუძლია ღმერთის ცნობიერება შეიძინოს, და თვით ღმერთებს აქვთ მათზე განვითარებული ზე ფორმა, რომლის წინაშე ბავშვებივით გრძნობენ თავს და რომლისკენაც მიისწრაფიან, არიან სენსატები, ვინც თვლის რომ ყველაფერი უნდა გამოცადო, ყველა ცუდი და კარგი ექსპერიენსი, ყველას ქუდში გაყო თავი და სამყაროს ცოდნას და ჭეშმარიტებას იპოვი, არიან ანარქისტები და "მიტევების მკვლელები", რომლებიც თვლიან სამართლიანობა ყველაზე წმინდა ვალია და ცივი გონებით უნდა შესრულდეს და ყველა უსამართლობა დაისაჯოს სასტიკად. ყველა აზრს აქვს უფლება პლეინსკეიპში ყოფნის, და ვინც არ უნდა ითამაშოს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა გამოვიდეს მათი უსახელო გმირი, თითოეული მოთამაშის მეხსიერებაში ერთერთ საუკეთესო და ყველაზე ღირებულ გმირად რჩება.

გენიალური დანატოვი რომელია? რომელიც დაგაფიქრებს, ორივე შეიძლება იყოს გენიალური, და ორივე ნაგავი.

2. არა, ჩემი "ეგოს" რეალიზება არ არის, არჩევნის მიზანი და დანიშნულება თავისუფლების, ან სხვა რამეს გულისხმობდი, სხვა დატვირთვით, ან არ ვიცი, გამოდის ოფენ ენდედ თამაშით არასდროს გისიამოვნია და სრულიად არ გესმის ექსპერიენსი და რატომ მიყვარს ესეთი თამაშები. და არც სკაირიმივით ვუდგები ვიჩერს, მე ვუდგები ისე როგორც ბიოვეარის ძველი თამაშებით ინსპირებულ რპგს, რომელმაც სულიერ წინაპრის კარგ დანატოვარს პატივი სცა, და საკუთარი სათქმელიც თქვა და საკუთარი პერსონალითი მკვეთრად აჩვენა. ტომ კლანსიმ კარგად დაწერა, პირველ ვიჩერშივე იყო არჩევანზე აქცენტი, ყველა ინტერვიუში მაგას აჩვენებდნენ, და როგორც კლენსიმ დაწერა არჩევნის რაოდენობა მათი ტექნიკურ რესურსობრივი შეზღუდვით განისაზღვრებოდა. მე მგონია რომ შენ იპოვე ამ თამაშში რაღაც, რაზეც თამაშის ავტორებს, და ალბათ წიგნის ავტორებს არ ქონდათ მთავარი აქცენტი, საპოვსკის ფენტეზის კლიშეობა და ზედმეტი იდილიზირება არ მოსწონს და ვიჩერის შექმნაში ეს ამოძრავებდა, სდპროჯექტ რედს კარგი რპგს შექმნა უნდოდა, თავისი ხედვა ქონდა არჩევნების, თავის ხედვა თუ რა აკლდა არჩევნებს თამაშებში და ეს ამოძრავებდა მათ, ვიჩერი თანამემამულის დაწერილი ფენტეზი იყო, რომელიც აირჩიეს საკუთარი ისტორიების პლატფორმად, და ჩემი აზრით ძაან კარგადაც მიუდგნენ ადაპტაციას და ბევრი მთავარი პრინციპი შეინარჩუნეს, და ძაან ბევრ ასპექტში ბევრად უკეთესი გახადეს ხელოვნების და ფანტაზიის დონეზე ვიჩერის სამყარო ვიდრე ეს საპოვსკის გამოუვიდა, ნუ მე ასე ვთვლი, მაგრა რაც არის ფაქტი რომ პირველივე ინტერვიებიდან ორ რამეს უსმევდნენ ხაზს, რომ უნდოდათ რპგ სადაც არ იქნებოდა სუფთა თეთრი, და სუფთა შავი გმირები, და უნდოდათ რპგ სადაც მძიმე არჩევნების წინ დააყენებდნენ მოთამაშეს, ეს თავიდანვე იყო თამაშის სულში, და უფრო მეტი აქცენტი მიეცა მეორეში, ეს არც მეორადი ფიჩერი ყოფილა და არც უმნიშვნელო ნაწილი თამაშის. თავიდანვე ესე ქონდათ ჩაფიქრებული და კარგად ჩანს ეს ინტერვიებშიც და მეორე ვიჩერის მიმართულებაშიც. მესამეში ხომ საერთოდ.

შენ შენთვის აქტუალურ თემებზე გააკეთე აქცენტი და რაღაც იპოვე თამაშში რაც შეიძლება არცერთ ავტორს არ ქონდა ბოლომდე გააზრებული, და ეს ძალიან კარგია, ამით ფასობს შემოქმედება. რავი მე ასე ვთვლი, საკუთარ თავს უფრო უსმენ და საკუთარ იდეებს პასუხობ ვიდრე საპოვსკის ან რედის რომელიმე დიზაინერის ჩანაფიქრს იმით რასაც ყვები, და პაბალშომუ უფრო ღირებული და საინტერესოა ეგ ინტერპრეტაცია ვიდრე იმ დიზაინერის ან ავტორის მომენტებში.

და რაც მთავარია, ერთი თამაშის მაგალითზე მტელ მიმართულებას აუფასურებ, მაგიტომ გეკამათები მე, თუ გინდა თქვა რომ ვიჩერი სწორხაზოვანი უნდა იყოს კიბატონო შენი აზრია მესმის, მაგრამ თუ ამბობ სწორხაზოვანი ისტორია უფრო ღრმა და დამაფიქრებელია ვიდრე ინტერაქტიული, მაშინ არ არის ეგრე და თუ გინდა ცალკე თემა გავხნათ და დისკუსია გავუშვათ მაგაზე, მგონი საინტერესო ტოპიკი იქნება და "ცხელი".

3. ბექგრაუნდზე ვერაფერს ვიტყვი, კი აიღეს საპოვსკის ისტორია და ცვლიან, ტრაკები არიან ამას რომ აკეთებენ ავტორის და ორიგინალის ფანების წინაშე, წყალი არ გაუვა, მაგრამ არ არის ეს ის ხალხი ვინც სხვა ავტორის ხედვის გადმოსაცემად არის შექმნილი, თავისი აქვთ სათქმელი და გამოსახატი და ძაანაც რომ ეცადონ არ გამოუვათ ამისგან გაქცევა. ამიტომ კი ცუდი გადაწყვეტილება იყო საერთო ჯამში სხვის IPზე დაფუძვნება, მაგრამ მეორესმხრივ ვერ გაქაჩავდნენ მათი რესურსებით მთელი ახალი სამყაროს დეტალურად შექმნას ამიტომ მე მაინც მიღირს სდრედის არსებობა და ვიჩერ თამაშის ამ ცოდვათ რომელიც თავზე დაიდეს ამის მისაღწევად.

სხვათაშორის არც Cyberpunk-ია მათი ქმნილება, სამაგიდო თამაშზეა დაფუძვნებული.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10607

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#28 » 04 Mar 2013 08:00

1. კიდევ გავიმეორებ რომ მაგას არჩევანი უკეთ გადმოსცემს ვიდრე სტატიური ისტორია, Planescape: Torment-იდეალური მაგალითია, ისეთი არჩევნის წინაშე გაყენებს თამაში რომ ფიქრი გიწევს და ჩაღრმავება თემებზე რომლებზეც ამ არჩევნის წინაშე არ დამდგარს შეიძლება არასდროს გეფიქრა, რა უფრო ძლიერ ეფექტს ატარებს, სტატიურად რომ გეტყვიან რაღაც ცუდია ან რაღაც ნაცრისფერი, თუ სწორედ ქირურგიულად დასმული შეკითხვა, რომლისთვის პასუხის გასაცემად საკუთარ თავში, ყველაზე ბნელ კუთხეებში ჩახედვა გჭირდება. გინდ იდიოტი იყოს, გინდ არა, არჩევანს აქვს ძალა და ეფექტი, კითხვას აქ ძალა და ეფექტი რომელთან ახლოს მოსვლა არ შეუძლია სტატიურ ისტორიას.

რას შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა? სცენა გერალტმა გადაარჩინა აბიგაელი, ჭკუა დაასწავლა შეკრებილ ბრბოს, მაგრამ არ ისმინეს და გერალტის ხმალზე დაასრულეს სიცოცხლე, ან სცენა გერალტმა ვიჩერის ვალი მოიხადა, დაიცვა ადამიანები "მონსტრისგან", გაუშვა მონოლოგი ცხოვრების უსამართლობაზე და მძიმე ტვირთზე მოვალეობის.

ორივე სცენარი, ჯდება ვიჩერის ხასიათში, ერთი გადაწყვეტილებაც მინახავს წიგნში, სადაც "მონსტრი" შეეწირა ცრუნწმენას და სიბნელეს, და სცენა სადაც ადამიანის სისხლი დაიღვარა ვიჩერის ხმალზე, ამ ცრურწმენის გამო.
შეხვდება მოთამაშე ან ერთი განწყობით ან მეორეთი ეპიზოდს, მოისმენს ჭკუისდარიგებას, ან ტრიუმფალური თვითკმაყოფილების გრძობა დაეუფლება ვიჩერის პოზიცია თუ დაემთხვა მისას, ან გაბრაზდება და აითვალწუნებს ეპიზოდს, შანსი რომ სხვისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ სხვისი გადაწყვეტილების შედეგის ნახვის გამო, მწირია. მისი ალტერნატიული ოპცია დაუწერელშია, მის გონებაში უკეთეს შედეგებთან ასოცირდება. მესამე პოზიცია სადაც ნეიტრალურად ხვდება მოთამაშე ორივენაირად შეიძლება დამთავრდეს.

კაი მოდი კიდევ ერთხელ შევეცდები აგიხსნა და დაგანახო ის კუთხე რასაც თვალებ დახუჭული უვლი გვერდს და სიუჟეტური მექანიკის გამო არ გინდა იმის დანახვა რაც რეალურად თამაშ უქნეს - იგი ავტორს შეურაწყოფას აყენებს თუ არა უკვე არ მაინტერესებს. მე ვამბობ, რომ მოცემული გადაწყვეტილების გამო თვითონ სტუდიას დაემსხვრევა სამყარო თავზე და ბოლოს მიიღებს მუტირებულ, სახე შეცვლილ, ალტერნატიულ გმირს, რომელსაც ასევე ერქმევა გერალტი, რაც მიუღებელია (CHEMTVIS). დამანგრევლის როლში, ამ შემთხვევაში შენი ნაყვარი სიუჟეტური მექანიკა გამოდის, რომელიც მეც მომწონს, მარა არა ამ შემთხვევაში (რატოზე ქვევით).

რა განსხვავებაა სპაიდერმენსა და გერალტს შორის? ალბათ დიდი, მარა ამ შემთხვევაში ერთს გამოვყოფ. იგივეს უპირებს სიდიპროჯექტი მეორესაც და იმიტო:
აიღე სპაიდერმენი და რამე რადიკალური უქნენი მის პერსონაჟს. რაც არუნდა უქნა მაინც ეპიზოდური გამოვა, ვერ შეცვლი და ვერ დატოვებ გახდილს მაგ. შენ მის საფუძველს ვერ შეარყევ. და რატო? იმიტომ რომ მისი ფსევდო საფუძველი უკვე განსაზღვრულია, რომელიც სავარაუდოთ სამ ხაზში ეტევა (და ალბათ ფორმულას უფრო გავს ვიდრე პერსონაჟს). იგი სკინია რეალურად, შეგილია თავზეც ჩამოიცვა (მარა რაღაც კუთხით მოაქ თავის სარგებელი). მარა ხომ არის რაღაც სხვაც? საკუთარ სამყაროზე უხილავი, სათუთი ძაფებით მიბმული პერსონაჟების სახეობა, რომელიც ზუსტად ამ ძაფების მეშვეობით ახერხებს დარჩეს უნიკალური და წარმოადგენდეს აბსოლიტურად სხვა სახის ფასეულობას. შენ არ შეგიძლია აიღო მისი "სკინი" (იგი მძიმეა, მასში მწერლის მიერ დაწერილი ყველა დეტალური ურთიერთობა და თავისებურებაა შესული) როგორც პიტერპარკერის და მოარგო იმას რაც იმ მომენტშია "პოპულარული" (ანუ ზევით ნახსენები მექანიკა). შეეცდები ამის გაკეთებას და მიიღებ უღირს კარიკატურას.

ეს არ არის სიდიპროჯექტის საავტორო ნამუშევარი, რომ მას მსგავსი რაღაც უქნან (საფუძვლის ნამატი და იერსახე შეცვლილი საფუძველი, თავის ნამატით, საერთოდ სხვადასხვა რამეა). არადა უშვებიან და კიდევ უარესებს უზამენ. ისარგებლეს საკუთარი ქვეყნის ცნობილი ავტორის ნაწარმოებით და ეხა ამ ყველაფერს თანამედროვე მოდას აკრავენ პრეზერვატივივით?, ერთი გამოუვიდათ და უკვე თავისას ქმნიან შიგნითვე? შევეცი ეგეთ თამაშს და დეველოპერსაც. თავიანთი შეექმნათ ნოლიდან მაშინ, თუ ესეთი ძლიერები იყვნენ ალტერნატიული სიუჟეტების წერაში.

დაანებე შენ საკუთარ გამოცდილებას თავი და შეხედე რას აკეთებენ. ეგ გამოცდილება წამიერი იყო, ილუზია იმის რასაც ბოლო ვერ ექნება ისეთი როგორიც მაგ გამოცდილებამ შთაგაგონა. ძალიან მარტივ წესებს არღვევენ და მაგიტო. თავიანთ ყაიდაზე გადაყავთ ისტორია რომელიც მათ არ ეკუთვნით.

ორი არჩევანი - გაკეთებული არჩევანი - ალტერნატიული პერსონაჟის ბედის გადაწყვეტა, ან მასთან მთავარი სიუჟეტური ხაზიდან ალტერნატიული საქმის დაჭერა, არ დაჭერის თემა მხოლოდ ავსებს სამყაროს და თუ სწორი ხელებით იქნა გაკეთებული, მას რეალურად შემატებს ღირებულებას - ესაა პირველის ორქროს ბალანსი - წიგნის თამაშში გადმოტანისთვის საჭირო მასალა, რაც გეიმფლეიზე გადმოტანის დროს შესავსები რჩება!

რადიკალური გარდატეხა მთლიან სიუჟეტში? საბოლოოდ არღვევს შენს კავშირს მწერლის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟის ორიგინალურ საწყისებთან და კარგად მინდა გაიგოთ, რომ სიდიპოჯექტის ვიტჩერის სიყვარული და მისი ზნეობის "უმაღლეს დონეზე ცოდნა", ვერასდროს ვერ ცვლის და ვერ დაუშვებს ერთი სურათის ორი ორიგინალის არსებობის შესაძლებლობას!.

მე არ ვაპატიე პირველის გამო მეორეში თავზე გადაჯმა. ბევრი რაღაც მომეწონა, მარა არა მთლიანად თამაში.
1. თავიანთ თავს უღალატეს
2. უღალატეს მწერალს
3. თავი მოაწონეს ხალხს სიუჟეტის მოწოდების მოდელით

მაგრამ დაუმატე წინ შეკითხვა, დაუმატე გადაწყვეტილება, მიეცი საშუალება რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მისცეს ეს მცირედი ბიძგი გერალტის ინსტინქტს, შედოს სასწორზე თავის პოზიცია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნახოს შედეგი, გამოცადოს საკუთარ თავზე. რითი უფრო სწავლობ სხვისი მონაყოლით თუ საკუთარი გამოცდილებით?

დანარჩენ დასკვნებს აკეთებ ჩემს პოზიციაზე და არასწორედ, მე არ მკიდია თამაშის სამყარო, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებას მაგ ფაქტს გააფუჭოს ჩემი ექსპერიენსი თამაშის, პირიქით რაღაც დონეზე პატივისცემა მიჩნდება ავტორის მიმართ, შეიძლება არ ვეთანხმებოდე პოზიციას, ვთვლიდე რომ იდიოტურია და აკნინებს აზრს, მაგრამ თუ ვინმეს მოსწონს ეს პოზიცია და თამაში ორივეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და ვიპოვოთ თამაშში ის რაც გვჭირდება ამ ეტაპზე ეს პლუსია თამაშის, პლეინსკეიპში ქაოტიკებიც არიან, რომლებიც თვლიან რომ ქაოსი თავისუფლების სრული გამოხატულებაა, და ღვთის ხალხი, რომელიც თვლის ღმერთები მხოლოდ უფრო განვითარებული ფორმაა არსებობის, და შრომით, საკუთარი თავის გადახედვით ნებისმერს შეუძლია ღმერთის ცნობიერება შეიძინოს, და თვით ღმერთებს აქვთ მათზე განვითარებული ზე ფორმა, რომლის წინაშე ბავშვებივით გრძნობენ თავს და რომლისკენაც მიისწრაფიან, არიან სენსატები, ვინც თვლის რომ ყველაფერი უნდა გამოცადო, ყველა ცუდი და კარგი ექსპერიენსი, ყველას ქუდში გაყო თავი და სამყაროს ცოდნას და ჭეშმარიტებას იპოვი, არიან ანარქისტები და "მიტევების მკვლელები", რომლებიც თვლიან სამართლიანობა ყველაზე წმინდა ვალია და ცივი გონებით უნდა შესრულდეს და ყველა უსამართლობა დაისაჯოს სასტიკად. ყველა აზრს აქვს უფლება პლეინსკეიპში ყოფნის, და ვინც არ უნდა ითამაშოს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა გამოვიდეს მათი უსახელო გმირი, თითოეული მოთამაშის მეხსიერებაში ერთერთ საუკეთესო და ყველაზე ღირებულ გმირად რჩება.


სხვის დაწერილზე მაგას ვერ იზავ - ეგ შენ დაწერილზე, სპეციალურად თამაშისთვის შექმნილზე ძმა! და შენ ისევ პლეინსკეიპი მოგყავს და ისევ იმას აწვები და ისევ მეუბნები თითქოს ზედა წინადადება მხოლოდ ერთხელ ამოიკითხე ჩემ პოსტებში რაც აქ წერია )) ისე კაია მომინდა ტორმენტის თამაში, უნდა ვნახო აუცილებლათ.

2. არა, ჩემი "ეგოს" რეალიზება არ არის, არჩევნის მიზანი და დანიშნულება თავისუფლების, ან სხვა რამეს გულისხმობდი, სხვა დატვირთვით, ან არ ვიცი, გამოდის ოფენ ენდედ თამაშით არასდროს გისიამოვნია და სრულიად არ გესმის ექსპერიენსი და რატომ მიყვარს ესეთი თამაშები.
ok. ზედა ქვედა ქვოთები ერთად გადაიკითხე აბა შენივე დაწერილი
რავი მე ასე ვთვლი, საკუთარ თავს უფრო უსმენ და საკუთარ იდეებს პასუხობ ვიდრე საპოვსკის ან რედის რომელიმე დიზაინერის ჩანაფიქრს იმით რასაც ყვები, და პაბალშომუ უფრო ღირებული და საინტერესოა ეგ ინტერპრეტაცია ვიდრე იმ დიზაინერის ან ავტორის მომენტებში.


და რაც მთავარია, ერთი თამაშის მაგალითზე მტელ მიმართულებას აუფასურებ, მაგიტომ გეკამათები მე, თუ გინდა თქვა რომ ვიჩერი სწორხაზოვანი უნდა იყოს კიბატონო შენი აზრია მესმის, მაგრამ თუ ამბობ სწორხაზოვანი ისტორია უფრო ღრმა და დამაფიქრებელია ვიდრე ინტერაქტიული, მაშინ არ არის ეგრე და თუ გინდა ცალკე თემა გავხნათ და დისკუსია გავუშვათ მაგაზე, მგონი საინტერესო ტოპიკი იქნება და "ცხელი"
ეხა კიდე ერთხელ წაიკითხე ეს პოსტი, თუ ვერ მიხვდები რას ვამბობ, ზედაც წაიკითხე და თუ კიდე ვერ გაიგე, დამირეკე და აგიხსნი რასაც ვამბობ და თუ ვერც მაშინ ვერ გაიგე მაშინ დავხუროთ თემა და წავიდეთ სხვადასხვა პოლუსებზე საცხოვრებლათ.

3. ბექგრაუნდზე ვერაფერს ვიტყვი, კი აიღეს საპოვსკის ისტორია და ცვლიან, ტრაკები არიან ამას რომ აკეთებენ ავტორის და ორიგინალის ფანების წინაშე, წყალი არ გაუვა, მაგრამ არ არის ეს ის ხალხი ვინც სხვა ავტორის ხედვის გადმოსაცემად არის შექმნილი, თავისი აქვთ სათქმელი და გამოსახატი და ძაანაც რომ ეცადონ არ გამოუვათ ამისგან გაქცევა. ამიტომ კი ცუდი გადაწყვეტილება იყო საერთო ჯამში სხვის IPზე დაფუძვნება, მაგრამ მეორესმხრივ ვერ გაქაჩავდნენ მათი რესურსებით მთელი ახალი სამყაროს დეტალურად შექმნას ამიტომ მე მაინც მიღირს სდრედის არსებობა და ვიჩერ თამაშის ამ ცოდვათ რომელიც თავზე დაიდეს ამის მისაღწევად.
ალილუია ბრატ, მადლობთ, რომ შენი თავიდან გამომდინარე მაინც მიხვედი აქამდე და ეხა შეილება ისიც დაინახო რომ სიუჟეტური თხრობის შენთვის ნაყვარი ხერხი აქ არაფერ შუაშია და მე კონკრეტულად ამ თამაშზე გელაპარაკები?

სხვათაშორის არც Cyberpunk-ია მათი ქმნილება, სამაგიდო თამაშზეა დაფუძვნებული.

გააჩნია რა ლორიაქ. სპაიდერმენი თუ რამე უფრო ღრმა და იუველური, და გააჩნია იგივეს გაკეთებას უპირებენ თუ საზღვრების დაცვას "ხელოვნებისადმი".

User avatar
Slacker
Posts: 332

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#29 » 04 Mar 2013 10:50

წავიკითხე რას წერდით, არ დამეზარა, პირიქით ძალიან საინტერესო იყო და
მე როგორც მესამე პირი, ნეიტრალური, ჩემს აზრს დავაფიქსირებ, მიუხედავად იმისა რო ისეთ მუღამში ხართ ნაღდად არ გაინტერესებთ მე რას ვფიქრობ ამ მომენტში))

როცა ვამბობ რომ გერალტი ჩემი საყვარელი პერსონაჟია ვგულისხმობ იმ გერალტს რომელიც თავისით იღებს გადაწყვეტილებებს. მე თუ მივიღე გადაწყვეტილება და მე გავაკეთე ყველა არჩევანი, მაშინ ჩემი თავი მევასება და არა გერალტი.
მარა არა, მეორე ვარიანტიც არის, ვიზუალურად იმდენად მომხიბლა გერალტმა, ისე მაგრად იქნევს ხმალს რო შემიყვარდა)))
ამაში ვეთანხმები რიდიკს, როცა ვიჩერს ვთამაშობ, ველოდები სიუჟეტის განვითარებას, მაინტერესებს რა როგორ იქნება, რა მოხდება და რა შეიცვლება.
ეს ხო მითოლოგია არაა რომ მარტო პერსონაჟები აიღო და მერე რაც გინდა ის უქნა, უკვე დაწერილი წიგნია ჩამოყალიბებული აზროვნება.
დათა თუთაშხიაზე რო ბაზრობდით წეღან, ვიღაცამ რო გააკეთოს სამეგრელოზე ოპენ ვორლდი და მთავარ პერსონაჟს დათა დაარქვას, თამაში კი სკაირიმივით იყოს, იღებდეს დათა ქუესთებს, ასრულებდეს. ჩემი ერთერთი საყვარელი წიგნია და თუ ვითამაშო ბოზიშვილივიყო)))) 15 წუთი ჩავრთავ, მაინტერესებს სამეგრელოს როგორ გააკეთებენ.
ეს ყველაფერი გასაგებია.
+1 ადმინს ))

მარა
ასევე გასაგებია რა მოსწონს ჰელვოკერს.
მისთვის პრიორიტეტი არის, ის ზღაპრული სამყარო სადაც მოქმედება ვითარდება, გერალტი და გერალტის როლი საზოგადოებაში და შემდეგ ამ როლში გერალტის ნაცვლად თვითონ არის, გონებრივად თვითონ მარტავს ვიჩერს.
და თითქმის ყველა მომენტში გადაწვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ამასაც მივესალმები.

იმაზე რო წიგნის ავტორი შეურაცხყოფილია დავა არც ღირს,
მეორე ამბავია ის რო წიგნი ამ თამაშით გაცილებით უფრო პოპულარული გახდა მარა ნუ, ფაქტი ფაქტია.))
ჩემთვის პირველი ვიჩერი შედევრია,
მეორეც,
მაგრამ სხვადასხვა მუღამში მევასება ორივე.
პირველში სულ სხვა რაღაც მსიამოვნებდა, მეორეში სულ სხვა რაღაც.
რიდიკისგან განსხვავებით მე ვაპატიე ეს ცვლილებები და მაინც უდიდესი სიამოვნება მივიღე))

და მესამეს ველოდები და დიდი იმედი მაქვს იმიტომ რომ
დარწმუნებული ვარ მოახერხებენ შექმნან ძალიან მაგარი სამყარო და ამ სამყაროში არ დაკარგონ მთავარი სიუჟეტი.

დაახლოებით ასე წარმომიდგენია:
პირველში, მეორე ჩაფთერში ვიზიმაში რომ გადადიხარ, შეგეძლოს დაბრუნდე პირველი ჩაფთერის ლოკაციაში და აიღო მაგალითად 3 უბადრუკი საიდქუესთი, აქედან ერთერთის შესრულების შემთხვევაში დაითრიო კაი ელფური ხმალი.
კი ჯლეობაა მარა მაინც ერთობი რა თავისებურად)))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 5544

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#30 » 04 Mar 2013 11:32

მეორე ვიჩერშI ის გდაწყვეტილებები არანაირად არ ანგრევს გერალტის ხასიათს ჩემთვის და ერთი წამით არ მიმიმართავს საკუთარი იმპროვიზაციისთვის, რავი თქვენ რატო დაგემართათ ეგ არ ვიცი ;/
მე ვერ ვხედავ რო გინდაც მეორე ნაწილი რამენაირად არ შეესაბამებოდეს საპკოვსკის სამყაროს, მაგაზე საპკოვსკისაც არ ამოუღია ხმა. კაცმა უბრალოდ ის თქვა რო ეს არ არის გაგრძელება და მისი დაწერა მარტო თითონ შეუძლია თორე სხვა მხრივ პრეტენზიაც არ ქონია. რა თქმა უნდა ისტორია რო მუტირებას განიცდიდა ეგ თავიდანვე ცნობილი იყო და არც აუუღია თავისს თავზე სიდიპროჯექტს საპკოვსკის გადავახტებით თავზეო, ამიტომაცაა non canonical მარა რაც გინდა იყოს საფუძვლებს მაინც მიყვება. ჩარჩოში ზიან და მოტივებს არ ცდებიან.
ჩემთვის პირადად თითOნ მოთამაშის არჩევანზე მეორეშიც ჩანს შეზღუდულობა, იქ ვერ გამოგყავს პერსონაჟი ბოლომდე ისე როგორც შენ გინდა იმიტო რო უცხოა, სხვა არის, გერალტია. ამას ვერ ითამაშებ ისე როგორც მაგალითად სკაირიმს სადაც საკუთარი სთორის იმპროვიზაციაა საჭირო. გერალტი ჩამოყალიბებულია უკვე როგორც ეპრსონაჟი უბრალოდ რამდნეიმე არჩევანს შორის გიწევს არჩევა და თითოეული შეესაბამება გერალტის ხასიათს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#31 » 04 Mar 2013 16:18

Riddick
მოკლედ რამდენიმე თემა დარჩა მაშინ გაურკვეველი. Open Ended World, და ინტერქტიული სთორითელინგის როლზე ზოგადად გავარკვიეთ, ჩემი ძირითადი point მაგის გამოყოფა იყო. ეხლა

1. ორიგინალის როლი, და სხვისი ნამუშევრის ადაპტაცია.
ამაზე ხშირად მიფიქრია, როგორც მოთამაშეს, როგორც კინოს მაყურებელს, როგორც დეველოპერს თამაშების. და მარტივი ფორმულაა, სხვის IP-ზე არ უნდა იმუშავო, ძალიან მარტივია, მაგრამ ხდება ისე რომ არ გამოდის. აღმოჩნდები სიტუაციაში სადაც რაღაცაზე დაფუძვნებულ ფილმს იღებ ან თამაშს აკეთებ, ან ნოველას უწერ.

აქ პირველ რიგში არის გადამწყვეტი ფაქტორი, წიგნისთვის დაწერილი სიუჟეტი არ ვარგა ფილმისთვის, ფილმის სკრიპტი არ ვარგა თამაშისთვის, თამაშის სკრიპტი წიგნისთვის და ყველა ეს კომბინაცია. პირველი რაც უნდა გადაწყვიტო, გინდა თუ არა კარგი X შექმნა, თუ არის ეს მიზანი მაშინ UNDA შეიტანო ცლვილებები რომ სრულად შედგეს ეგ X, იქნება ეს პერსონაჟის 10 გვერდიანი შინაგანი მონოლოგის სათქმელის, სხვა პერსონაჟთან დიალოგში გამოხატვა, თუ რაღაცით გასკინული Health Potion-ის შემოტანა თამაშის ადაპტაციაში.

მეორე რა დონეზე გაიმეორო ორიგინალი, თუ იგივე სიუჟეტს მიყვები, 100%-ით შეზღუდული ხარ და ისტორიას უნდა მიყვე, თუ პრიკველს ან სიქველს აკეთებ მეტი თავისუფლება გაქ, განსაკუთრებით თუ პროტაგონისტს შეცვლი, Deus Ex: HR. ჩემი აზრით უნდა გადმოსცე ასეთ შემთხვევაში მთავარი, სული და ატმოსფერო რაც კარგი აქ IP-ს, და დანარჩენი საჭიროების მხრივ შეცვალო, იმიტომ რომ რეალური ადაპტაციის თემა რო დადგება ბევრი პრობლემა ჩნდება რაზეც ფანები ბრმად თვალს ხუჭავენ, დათა თუთაშხია არ მაქ წაკითხული, მაგრამ ვეფხისტყაოსანი ავიღოთ, ზე-ყ***ბა სთორი ექნება და ინდურ ფილმს დაემგვანება თამაშად რომ აქციო, ამასთან არანაირი ქართული სული შიგ არ გამოჩნდება იქნება აღმოსავლური თამაში მთლიანად. სიუჟეტი მთლიანად უნდა შეცვალო და სტილიზება გაუკეთო, და საერთოდ ამოტრიალო მთლიანად ხარისხიანი რამ რომ მიიღო. Mistborn -ზე რომ აკეთებდე თამაშს, შეგიძლია თითქმის 1x1 ზე გადმოიღო უპრობლემოდ ისეთი სიუჟეტი აქ და სამყარო.

ანუ რო შევაჯამო:
1. არ გამოიყენო სხვისი IP
2. თუ მოგიწია, და სიუჟეტს მიყვები გადმოიღო მაქსიმალურად კარგად
3. თუ პრიქველს/სიქველს აკეთებ, არ შექმნა არც იქით არც აქეთ უხასიათო კლონი ყლეობა, სული და იდეა დატოვე და დანარჩენი გადააკეთე საჭიროების მხრივ.

2. ეხა თვითონ ვიჩერის შიგნით არჩევნები რომ ცვლის ან აკნინებს პერსონაჟს, მე არ ვთვლი და არ მქონია მასეთი შეგრძნება. კონკრეტულად თუ დაწერ რომელ ქვესტზე გქონდა შეგრძნება შეგვიძლია განხვიხილოთ, მაგრამ ეხა ერთადერთი რაც ხელს მიშლის მანდ არის რომ წიგნის ვიჩერს არ ქონია შემთხვევა რომ ბოლომდე სკოიატელის მიმხრობოდა, არაბუნებრივად ჩანს, მაგრამ მეორესმხრივ კონფლიქტი ისეთია ეხლა რომ ამ კონფლიქტში მე ვხედავ როგორ შეიძლება გერალტი ორივე გზით წასულიყო. ზოლტანის და მეგობრების დასაცავად გაგიჟებული ფანატიკოსების წინააღმდეგ წავიდოდა, და უბრალო ადამიანების დასაცავად სხვის ომშიც ჩაებმებოდა. წიგნში სკოიატელს გამოკვეთილად უარყოფითი მხარე მანუპულირებდა და მაგიტომ არ ყოფილა შემთხვევა, თამაშში პირიქით არის.

ანუ პირველზე თავად წერ რომ ოქროს შუალედი იყო დაცული, მე მეორეშიც ვერ ვხედავ ასე ზოგადად როგორ ეწინააღმდეგება მაგას მაგ ასპექტში.

Slacker & Riddick
3
ასევე გასაგებია რა მოსწონს ჰელვოკერს.
მისთვის პრიორიტეტი არის, ის ზღაპრული სამყარო სადაც მოქმედება ვითარდება, გერალტი და გერალტის როლი საზოგადოებაში და შემდეგ ამ როლში გერალტის ნაცვლად თვითონ არის, გონებრივად თვითონ მარტავს ვიჩერს.
და თითქმის ყველა მომენტში გადაწვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ამასაც მივესალმები.

არანაირად! ეგ მომწონს ზოგადად RPG-ში, როდესაც თავიდან ბოლომდე ვქმნი პერსონაჟს და ბექსთორისაც მე ვუწერ.
რაღაც კლიშე, ზედაპირული შეხედულებივით გაქვთ ეგ თემა.
Walking Dead ავიღოთ, საერთოდ არ მიგრძვნია რომ Lee ვიყავი ან მე ვმართავდი ამ ჯგუფს, რაც მომცა არჩევანმა Lee-ს თვალებით და მკვეთრად დამანახა რა დილემის წინაშე იდგნენ, რისი გაკეთება მოუწიათ. იგივე თემაა რაც Hidden Spoiler Alert - MGS3 -ში შენ რომ უნდა გამოკრა ჩახმახს ბოლოს ხელი.
რაღაც მასსეფექტისეული არჩევანი რო ყოფილიყო ბაზარი არაა დაარღვევდა მაგ აზრს და ატმოსფეროს, მაგრამ არ იყო ეგეთი. იმ მომენტში ბრაზსაც შეიძლება აყოლილიყო Lee და Clem-ისთვისაც გაეხედა და არ აყოლოდა მის გამო საკუთარ ემოციებს. ისეთი არჩევნებია რომლებიც ცვლის პერსონაჟს, მაგრამ არა ისე რომ ღალატობდეს რამეს, ორივე მიმართულება რეალურად შეიძლება მომხდარიყო, და ორივე ჯდება სიტუაციაში და გმირის ხასიათში. მაგრამ ამ არჩევით, ამ ინტერაქციით შენ ისე იგებ და იაზრებ სიტუაციას გმირის როგორც ვერასდროს შეძლებდი უბრალო მაყურებლის თვალიდან. უსერიოზულესი გარდატეხა ხდება, მაყურებელი შორიდან აკვირდება და რაც არ უნდა იყოს განსჯის თავისი გავლილი ცხოვრების მიხედვით ყველას, და გმირების პერსეპკტივიდ ასე მოხვედრა უკვე აღარ აძლევს საშუალებას რომ უარყოს რეალობა სიტუაციის, რომ გრძონ არჩევნის სიმწვავეს და ხედავ რომ მის შედეგებთან ცხოვრება მოგიწევს სხვა პერსპექტივას გაძლევს.

აქვე გამოვეხმაურები 2 quote-ის წაკითხვის პოსტ, ეგ სხვა კონტექსტით დაინახე შენ, მანდ არჩევანი არაფერ შუაშია, ზოგადად ხელოვნებაზე მქონდა ლაპარაკი. შავ ფონზე დახატულ წითელ წერტილში, ავტორმა შეიძლება სისხლის და სიცოცხლის ძალაზე ჩადო აზრი, და შენ ძალადობაში ჩაფლული ბინძური ქალაქი და საზოგადოება დაინახო. მანდ ვიგულისხმე რომ შენ რასაც ყვები, და როგორც აღიქვამ მთლიანად ვიჩერს (@Riddick) მე მსგავსი რამ არ დამინახავს როგორც მთავარი თემა, და ავტორის ინტერვიები და შეფასებები წაკითხული მაქ მანამ წიგნის კითხვას გავრისკავდი და არც მანდ შემხვედრია მაგ თემაზე აქცენტი, ანუ იმის თქმა მინდოდა რომ შენ შეიძლება დაინახე ის რაც ავტორს არ ქონდა ჩაფიქრებული, და ამისთვის რომ განგაწყო ეგ ძალიან მაგარია.

(ანუ რომ ერთ პოსტში ვწერ ჩემი ეგო არაფერშუაშია და მეორეში ჩანს რომ ამ ეგოზე და თვითრეალიზაციაზე ვაკეთებ აქცენტს ჰიპოკრიტულად არ არის )
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1735

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#32 » 04 Mar 2013 16:31

Dear All,

Didn't read.

Respectfully,
Ghost

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#33 » 04 Mar 2013 16:38

მოკლედ ლუდი და რეალში ჩაჯდომა უნდა ფილოსოფიურ ნოტაზე ამ თემას :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5544

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#34 » 04 Mar 2013 23:21

Monster Hunting In Witcher 3 საინტერესო ინტერვიუ ნადირობაზე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#35 » 05 Mar 2013 00:26

ასწორებს მაგაზე რომ აკეთებენ აქცენტს, ეგ მაკლდა ყველაზე მეტად წინა თამაშებში. რაც უფრო დეტალური, რთული და ჰარდკორი იქნება მით უკეთესი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1854

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#36 » 05 Mar 2013 20:13

ინტერვიუ @Rock, Paper, Shotgun

"Sometimes you may think that you’re not doing anything related to the main plot right now, that you’re not advancing it, but in reality you will be. It may have some impact on the main plot as well."
არ შემოუშვა რა პაუკი

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#37 » 11 Mar 2013 02:08

საერთოდ დიდად არმიყვარს როცა თამაშში ვითომ და რაღაც გზას ირჩევ, საბოლოოდ მაინც არ გამოდის ხოლმე კარგად, ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებს რომ არასწორად ითამაშე და იძულებულს გხდის ახლიდან დაიწყო თამაში, განა იმიტომ რომ ისე მოგეწონა თამაში რომ მეორე გზით გინდა ნახო, არამედ უბრალოდ ვერ მოისვენებ სანამ true end -ს არ მიაღწევ... რაც ხშირ შემთხვევაში სიამოვნებაზე უფრო დამღლელი გამოდის ხოლმე.

არაფერი არ უჭირს თამაშს რომ საერთოდ არ ქონდეს რამოდენიმე ენდი, არუჭირს კიარადა ჩემი აზრით ბევრად უკეთესი და ბევრად უფრო ახლოს იქნება შემოქმედებასთან (თან ამ სხვადასხვა გზების კეთების მაგივრად ეს რესურსი თამაშის სხვა დეტალებში რომ გამოიყენონ ბევრად უფრო შედეგიანი იქნება) ნუ რათქმაუნდა არის გამონაკლისი შემთხვევები სადაც უნდა იყოს რამოდენიმე ენდი, მაგალითად ისეთ თამაშებში როგორიც არის NWN ან KOTOR იმიტომ რომ ამ თამაშებში შენ საკუთარ პერსონაჟს ანვითარებ, ყოველი გადაწყვეტილება ყოველი +1 სტატია, თან შენი პერსონაჟის alignment მთელ რიგ სპელებზე/სტატებზე/სკილებზე მოქმედებს, ანუ ეს არჩევნის სისტემა თამაშის სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია... ასე რომ ამ შემთხვევაში რამოდენიმე ენდი უფრო ლოგიკურია ვიდრე როგორც მაგალითად ვიჩერში.

imho საერთოდ რომ არ ქონდეს ვიჩერს ეგ არჩევანის საშუალება და ერთი ძირითადი სთორი რომ იყოს ბევრად უფრო კარგი გამოვიდოდა ჩემი აზრით, აი გოტიკის სტილში იქნებოდა კამფეტივით.
P.S. დარწმუნებული ვარ გოტიკს რომ რამოდენიმე ენდი ქონდეს ესე ძაან არ დამამახსოვრდებოდა და არ მეყვარებოდა ეგ თამაში. (უცებ გამახსენდა რომ მესამეს სამი ენდიაქ )))) მარა მესამეს არ ვთვლი ამ შემთხვევაში)

roninika007
Posts: 3

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#38 » 20 Apr 2013 14:11

DaRk5nAk3

ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები. სწორედაც რომ ისეთ თამაშს როგორიც ვიტჩერია უფრო საინტერესოს ხდის არჩევანის უფლება. შენი სწორი და არასწორი გაკეთებული არჩევნი, რომ წყვეტს ყველაფერს ეგ არის ამ თამაშის ხიბლი. ინგლისურად როგორ წერთ მასწავლეთ
რა :(

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#39 » 21 Apr 2013 20:54

>>>
igromania.ru სტუმრად CD Projekt RED-თან.საინტერესო კითხვები და პასუხები.

აგრეთვე მოთამაშეების მიერ ხშირად დასმული კითხვები და თამაშზე მომუშავე პერსონალის პასუხები:
1. განსხვავდება თუ არა გერალტის საბრძოლო მოძრაობები ერთმანეთისგან,როდესაც იგი ებრძვის მონსტრებს და როდესაც იგი ებრძვის ადამიანებს?
ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ გერალტის საბრძოლო მოძრაობები.ახლა თამაშში არის 96 საბრძოლო მოძრაობის ანიმაცია(როდესაც მეორე ნაწილში იყო მხოლოდ 20 ანიმაცია),რომელიც შესაბამისად ერგება საბრძოლო პროცესს და მოწინააღმდეგეს.ჩვენ დავამატეთ შემტევი და თავდაცვის ახალი მოძრაობები.
2.დაბრუნდება თუ არა ელექსირების სისტემა,ისეთი როგორიც პირველ ნაწილში იყო,თუ დარჩება მეორე ნაწილის ნაირად?
ელექსირების სისტემაში განხორციელდა ცვლილებები.იგი დარჩება ისეთივე,როგორიც იყო მეორე ნაწილში,მაგრამ დალევის შემდეგ შეგეძლებათ მისი გააქტიურება და გათიშვა ნებისმიერ დროს.როგორც იცით Witcher-ებს აქვთ უნარი აკონტროლონ თავიანთი მეტაბოლიზმი.
3.თამაშის დასრულების შემდეგ მომავალში უნდა ველოდოთ რაიმე დამატებას DLC-ის სახით თუ თამაშის ფინალი საბოლოო იქნება?
მოდით დაველოდოთ ფინალს,ამის შემდეგ ვისაუბროთ მომავალზე.
4.დაბრუნდება თუ არა მუსიკალური გაფორმება თამაშისა,როგორიც იყო პირველ ნაწილში და დააბრუნებთ თუ არა ადამ სკორუპას მუსიკალურ გაფორმებაზე სამუშაოდ?
ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი ან დადასტურება.
5.შეეძლება თუ არა გერალტს ცხენზე ჯდომისას ბრძოლა?
გერალტი გაწვრთნილია მხედრულ ბრძოლაში.მას შეეძლება რაღაც მოძრაობების განხორციელება მოწინააღმდეგის მიმართულებით,მაგრამ თავის სრული პოტენციალის ჩვენება მხოლოდ ქვეითად მოუწევს.
6.იქნებიან თუ არა თამაშში სხვა Witcher-ები და პერსონაჟები საპკოვსკის წიგნებიდან?
რათქმაუნდა.საპკოვსკიმ შექმნა უზარმაზარი სამყარო და ამ სამყაროში მცხოვრები პერსონაჟები და ჩვენ უბრალოდ არ შეგვეძლო ამისთვის გვერდი აგვევლო.
7.შეეძლება თუ არა გერალტს წვერის გაპარსვა?წიგნებიდან როგორც ვიცით მას საშინლად ეჯავრება თმა.აგრეთვე შეგვეძლება თუ არა ვარცხნილობის შეცვლა,ისევე როგორც მეორე ნაწილში?
ჩვენ ვიცით,რომ ვარცხნილობა მნიშვნელოვანი ნაწილია მოთამაშეებისთვის.ამიტომ გავითვალისწინეთ.ასევე წვერის გაპარსვაც შეგეძლებათ.ეს მოთამაშის გადასაწყვეტია.
8.შეეძლება თუ არა გერალტს ცურვა როგოგრც წყლის ზევით აგრეთვე წყალქვეშაც?
გერალტს შეეძლება ცურვა,მაგრამ ეს გამოიწვევს დაღლას და ენერგიის დაცლას.შეეცადეთ გეცვათ ნაკლები აბჯარი.
9.NPC-ები იდგებიან ერთი და იგივე ლოკაციაზე თუ შეგვიძლია ისინი სხვა ტერიტორიაზეც ვიხილოთ?
გადაწყვეტილებას,რომელსაც მიიღებს გერალტი გავლენას იქონიებს ბევრ ადამიანზე.ჩვენ ვეცადეთ შეგვექმნა ცოცხალი და მოძრავი სამყარო და მგონი გამოგვივიდა.თქვენთითონ შეაფასეთ.
10.იქნება თუ არა Freeplay თამაშის დასრულების შემდეგ?
ამაზე კომენტარს ჯერ არ გავაკეთებთ.
11.შეგვეძლება თუ არა დავლიოთ სასმელი და დავთვრეთ,ისევე როგორც პირველ ნაწილში?
სასმელი დაბრუნდება,მაგრამ მექანიკა იქნება განსხვავებული.
12.ნოვიგრადიდან სკელიჯის კუნძულამდე არის ისეთი ცნობილი ადგილები, როგორიცაა გორს ველენი, ოქსენფურტი, ბროკილონი, იარუგვა და ცინტრა:ვიხილავთ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ადგილს?
როგორც იცით მესამე ნაწილი იქნება 30-ჯერ დიდი,ვიდრე მეორე ნაწილი.ამიტომ იქნება უამრავი ადგილი გამოსაკვლევად და საინტერესოც უამრავი იქნება.არაა ძნელი შექმნა დიდი ტერიტორია,მაგრამ ჩვენ გვინდა იყოს საინტერესო ყველა მოთამაშისთვის.ამიტომ ამაზე არ იდარდოთ.ჩვენ აგრეთვე ვქმნით საინტერესო ადგილებს ჰორიზონტზე დასანახათ,რათა ყოველთვის გქონდეთ მოგზაურობის სურვილი.
13.შეეძლება თუ არა გერალტს იგნორი გაუკეთოს მთავარ სიუჟეტს,ისევე როგორც ეს არის TES-ში?
ეს თქვენი თამაშია,თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას,მაგრამ იცოდეთ,რომ თითოეული შეუსრულებელი დავალება იმოქმედებს თამაშის მიმდინარე პროცესზე და ფინალზეც.
14.შეესაბამება თუ არა ქალაქი ნოვიგრადი წიგნში აღწერილს:ქვის სახლები,დიდი ქუჩები,საზღვაო პორტი,8 ბანკი,12 ლომბარდი,სასახლე,35 დუქანი და ა.შ. ვნახავთ თუ არა ამ ყველაფერს თამაშში?
თქვენ გამოგრჩათ 12 ბორდელი.100% რეალური სამყაროს შექმნა უმეტეს შემთხვევაში ვერ მიანიჭებს მოთამაშეს დიდ სიამოვნებას.რომელ მოთამაშეს უნდა ერთ ქალაქში 35 ტავერნა.როგორც ადრე ვთქვით ჩვენი მიზანია - შევქმნათ ცოცხალი და საინტერესო სამყარო,არა მარტო დიდი.ნოვიგრადი თქვენ ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ და იგი გახდება ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი RPG-ების ისტორიაში.
15.ესტუმრება თუ არა გერალტი ყველა Witcher-ის სასახლეს,კაერ-მორჰენს?
არავითარი სპოილერი.
16.ვიხილავთ თუ არა გერალტის შვილობილს,ცირის?
არავითარი სპოილერი.
17.ექნება თუ არა გაგრძელება სკაიტაელის თემას და თუ ექნება რა მხრივ?
არავითარი სპოილერი.
18.როდის უნდა ველოდოთ თამაშის Gameplay-ს?
მას უნდა ელოდოთ ნებისმიერ დროს,მაგრამ ჩვენ როდის გამოვაქვეყნებთ მას ეს სულ სხვა კითხვაა.იყავით ყურადღებით და თვალი ადევნეთ ჩვენ ოფიციალურ საიტს.
19.გეგმავთ თუ არა თამაშის გამოშვებამდე ბეტა ვერსიის გამოშვებას?
თამაში ყოველთვის გადის ბეტა ტესტირებას,მაგრამ თუ თქვენ გახსნილ ბეტა ტესტირებას გულისხმობთ,მაშინ არა.ჩვენ ამას არ ვგეგმავთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5775
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#40 » 03 Jun 2013 00:16

იმენა დამშეული ვარ ახალ კარგ RPG-ს და ვერაფრისგან ვიღებ სიამოვნებას რასაც ვთამაშობ. Van hellsing გადმოვწერე და ისეთი შეგრძნებით ვთამაშობ უდაბნოში უწყლოდ რო გაატარო 2 კვირა და მერე წყლის მაგივრად საათში ერთხელ წყლის თითო წვეთს სვავდე.

თან არაფერი რო არ ჩანს witcher-ის გარდა ჰორიზონტზე და ესეც შორს არის ჯერ ;/ და ამდენი შესაძლებლობა იჩითება რომ მიქარონ რაღაც.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests