1. კიდევ გავიმეორებ რომ მაგას არჩევანი უკეთ გადმოსცემს ვიდრე სტატიური ისტორია, Planescape: Torment-იდეალური მაგალითია, ისეთი არჩევნის წინაშე გაყენებს თამაში რომ ფიქრი გიწევს და ჩაღრმავება თემებზე რომლებზეც ამ არჩევნის წინაშე არ დამდგარს შეიძლება არასდროს გეფიქრა, რა უფრო ძლიერ ეფექტს ატარებს, სტატიურად რომ გეტყვიან რაღაც ცუდია ან რაღაც ნაცრისფერი, თუ სწორედ ქირურგიულად დასმული შეკითხვა, რომლისთვის პასუხის გასაცემად საკუთარ თავში, ყველაზე ბნელ კუთხეებში ჩახედვა გჭირდება. გინდ იდიოტი იყოს, გინდ არა, არჩევანს აქვს ძალა და ეფექტი, კითხვას აქ ძალა და ეფექტი რომელთან ახლოს მოსვლა არ შეუძლია სტატიურ ისტორიას.
რას შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა? სცენა გერალტმა გადაარჩინა აბიგაელი, ჭკუა დაასწავლა შეკრებილ ბრბოს, მაგრამ არ ისმინეს და გერალტის ხმალზე დაასრულეს სიცოცხლე, ან სცენა გერალტმა ვიჩერის ვალი მოიხადა, დაიცვა ადამიანები "მონსტრისგან", გაუშვა მონოლოგი ცხოვრების უსამართლობაზე და მძიმე ტვირთზე მოვალეობის.
ორივე სცენარი, ჯდება ვიჩერის ხასიათში, ერთი გადაწყვეტილებაც მინახავს წიგნში, სადაც "მონსტრი" შეეწირა ცრუნწმენას და სიბნელეს, და სცენა სადაც ადამიანის სისხლი დაიღვარა ვიჩერის ხმალზე, ამ ცრურწმენის გამო.
შეხვდება მოთამაშე ან ერთი განწყობით ან მეორეთი ეპიზოდს, მოისმენს ჭკუისდარიგებას, ან ტრიუმფალური თვითკმაყოფილების გრძობა დაეუფლება ვიჩერის პოზიცია თუ დაემთხვა მისას, ან გაბრაზდება და აითვალწუნებს ეპიზოდს, შანსი რომ სხვისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ სხვისი გადაწყვეტილების შედეგის ნახვის გამო, მწირია. მისი ალტერნატიული ოპცია დაუწერელშია, მის გონებაში უკეთეს შედეგებთან ასოცირდება. მესამე პოზიცია სადაც ნეიტრალურად ხვდება მოთამაშე ორივენაირად შეიძლება დამთავრდეს.
კაი მოდი კიდევ ერთხელ შევეცდები აგიხსნა და დაგანახო ის კუთხე რასაც თვალებ დახუჭული უვლი გვერდს და სიუჟეტური მექანიკის გამო არ გინდა იმის დანახვა რაც რეალურად თამაშ უქნეს - იგი ავტორს შეურაწყოფას აყენებს თუ არა უკვე არ მაინტერესებს. მე ვამბობ, რომ მოცემული გადაწყვეტილების გამო თვითონ სტუდიას დაემსხვრევა სამყარო თავზე და ბოლოს მიიღებს მუტირებულ, სახე შეცვლილ, ალტერნატიულ გმირს, რომელსაც ასევე ერქმევა გერალტი, რაც მიუღებელია (CHEMTVIS). დამანგრევლის როლში, ამ შემთხვევაში შენი ნაყვარი სიუჟეტური მექანიკა გამოდის, რომელიც მეც მომწონს, მარა არა ამ შემთხვევაში (რატოზე ქვევით).
რა განსხვავებაა სპაიდერმენსა და გერალტს შორის? ალბათ დიდი, მარა ამ შემთხვევაში ერთს გამოვყოფ. იგივეს უპირებს სიდიპროჯექტი მეორესაც და იმიტო:
აიღე სპაიდერმენი და რამე რადიკალური უქნენი მის პერსონაჟს. რაც არუნდა უქნა მაინც ეპიზოდური გამოვა, ვერ შეცვლი და ვერ დატოვებ გახდილს მაგ. შენ მის საფუძველს ვერ შეარყევ. და რატო? იმიტომ რომ მისი ფსევდო საფუძველი უკვე განსაზღვრულია, რომელიც სავარაუდოთ სამ ხაზში ეტევა (და ალბათ ფორმულას უფრო გავს ვიდრე პერსონაჟს). იგი სკინია რეალურად, შეგილია თავზეც ჩამოიცვა (მარა რაღაც კუთხით მოაქ თავის სარგებელი). მარა ხომ არის რაღაც სხვაც? საკუთარ სამყაროზე უხილავი, სათუთი ძაფებით მიბმული პერსონაჟების სახეობა, რომელიც ზუსტად ამ ძაფების მეშვეობით ახერხებს დარჩეს უნიკალური და წარმოადგენდეს აბსოლიტურად სხვა სახის ფასეულობას. შენ არ შეგიძლია აიღო მისი "სკინი" (იგი მძიმეა, მასში მწერლის მიერ დაწერილი ყველა დეტალური ურთიერთობა და თავისებურებაა შესული) როგორც პიტერპარკერის და მოარგო იმას რაც იმ მომენტშია "პოპულარული" (ანუ ზევით ნახსენები მექანიკა). შეეცდები ამის გაკეთებას და მიიღებ
უღირს კარიკატურას.
ეს არ არის სიდიპროჯექტის საავტორო ნამუშევარი, რომ მას მსგავსი რაღაც უქნან (საფუძვლის ნამატი და იერსახე შეცვლილი საფუძველი, თავის ნამატით, საერთოდ სხვადასხვა რამეა). არადა უშვებიან და კიდევ უარესებს უზამენ. ისარგებლეს საკუთარი ქვეყნის ცნობილი ავტორის ნაწარმოებით და ეხა ამ ყველაფერს თანამედროვე მოდას აკრავენ პრეზერვატივივით?, ერთი გამოუვიდათ და უკვე თავისას ქმნიან შიგნითვე? შევეცი ეგეთ თამაშს და დეველოპერსაც. თავიანთი შეექმნათ ნოლიდან მაშინ, თუ ესეთი ძლიერები იყვნენ ალტერნატიული სიუჟეტების წერაში.
დაანებე შენ საკუთარ გამოცდილებას თავი და შეხედე რას აკეთებენ. ეგ გამოცდილება წამიერი იყო, ილუზია იმის რასაც ბოლო ვერ ექნება ისეთი როგორიც მაგ გამოცდილებამ შთაგაგონა. ძალიან მარტივ წესებს არღვევენ და მაგიტო. თავიანთ ყაიდაზე გადაყავთ ისტორია რომელიც მათ არ ეკუთვნით.
ორი არჩევანი - გაკეთებული არჩევანი - ალტერნატიული პერსონაჟის ბედის გადაწყვეტა, ან მასთან მთავარი სიუჟეტური ხაზიდან ალტერნატიული საქმის დაჭერა, არ დაჭერის თემა მხოლოდ ავსებს სამყაროს და თუ სწორი ხელებით იქნა გაკეთებული, მას რეალურად შემატებს ღირებულებას - ესაა პირველის ორქროს ბალანსი - წიგნის თამაშში გადმოტანისთვის საჭირო მასალა, რაც გეიმფლეიზე გადმოტანის დროს შესავსები რჩება!
რადიკალური გარდატეხა მთლიან სიუჟეტში? საბოლოოდ არღვევს შენს კავშირს მწერლის მიერ შემოთავაზებული პერსონაჟის ორიგინალურ საწყისებთან და კარგად მინდა გაიგოთ, რომ სიდიპოჯექტის ვიტჩერის სიყვარული და მისი ზნეობის "უმაღლეს დონეზე ცოდნა", ვერასდროს ვერ ცვლის და ვერ დაუშვებს ერთი სურათის ორი ორიგინალის არსებობის შესაძლებლობას!.
მე არ ვაპატიე პირველის გამო მეორეში თავზე გადაჯმა. ბევრი რაღაც მომეწონა, მარა არა მთლიანად თამაში.
1. თავიანთ თავს უღალატეს
2. უღალატეს მწერალს
3. თავი მოაწონეს ხალხს სიუჟეტის მოწოდების მოდელით
მაგრამ დაუმატე წინ შეკითხვა, დაუმატე გადაწყვეტილება, მიეცი საშუალება რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მისცეს ეს მცირედი ბიძგი გერალტის ინსტინქტს, შედოს სასწორზე თავის პოზიცია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნახოს შედეგი, გამოცადოს საკუთარ თავზე. რითი უფრო სწავლობ სხვისი მონაყოლით თუ საკუთარი გამოცდილებით?
დანარჩენ დასკვნებს აკეთებ ჩემს პოზიციაზე და არასწორედ, მე არ მკიდია თამაშის სამყარო, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებას მაგ ფაქტს გააფუჭოს ჩემი ექსპერიენსი თამაშის, პირიქით რაღაც დონეზე პატივისცემა მიჩნდება ავტორის მიმართ, შეიძლება არ ვეთანხმებოდე პოზიციას, ვთვლიდე რომ იდიოტურია და აკნინებს აზრს, მაგრამ თუ ვინმეს მოსწონს ეს პოზიცია და თამაში ორივეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და ვიპოვოთ თამაშში ის რაც გვჭირდება ამ ეტაპზე ეს პლუსია თამაშის, პლეინსკეიპში ქაოტიკებიც არიან, რომლებიც თვლიან რომ ქაოსი თავისუფლების სრული გამოხატულებაა, და ღვთის ხალხი, რომელიც თვლის ღმერთები მხოლოდ უფრო განვითარებული ფორმაა არსებობის, და შრომით, საკუთარი თავის გადახედვით ნებისმერს შეუძლია ღმერთის ცნობიერება შეიძინოს, და თვით ღმერთებს აქვთ მათზე განვითარებული ზე ფორმა, რომლის წინაშე ბავშვებივით გრძნობენ თავს და რომლისკენაც მიისწრაფიან, არიან სენსატები, ვინც თვლის რომ ყველაფერი უნდა გამოცადო, ყველა ცუდი და კარგი ექსპერიენსი, ყველას ქუდში გაყო თავი და სამყაროს ცოდნას და ჭეშმარიტებას იპოვი, არიან ანარქისტები და "მიტევების მკვლელები", რომლებიც თვლიან სამართლიანობა ყველაზე წმინდა ვალია და ცივი გონებით უნდა შესრულდეს და ყველა უსამართლობა დაისაჯოს სასტიკად. ყველა აზრს აქვს უფლება პლეინსკეიპში ყოფნის, და ვინც არ უნდა ითამაშოს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა გამოვიდეს მათი უსახელო გმირი, თითოეული მოთამაშის მეხსიერებაში ერთერთ საუკეთესო და ყველაზე ღირებულ გმირად რჩება.
სხვის დაწერილზე მაგას ვერ იზავ - ეგ შენ დაწერილზე, სპეციალურად თამაშისთვის შექმნილზე ძმა! და შენ ისევ პლეინსკეიპი მოგყავს და ისევ იმას აწვები და ისევ მეუბნები თითქოს ზედა წინადადება მხოლოდ ერთხელ ამოიკითხე ჩემ პოსტებში რაც აქ წერია )) ისე კაია მომინდა ტორმენტის თამაში, უნდა ვნახო აუცილებლათ.
2. არა, ჩემი "ეგოს" რეალიზება არ არის, არჩევნის მიზანი და დანიშნულება თავისუფლების, ან სხვა რამეს გულისხმობდი, სხვა დატვირთვით, ან არ ვიცი, გამოდის ოფენ ენდედ თამაშით არასდროს გისიამოვნია და სრულიად არ გესმის ექსპერიენსი და რატომ მიყვარს ესეთი თამაშები.
ok. ზედა ქვედა ქვოთები ერთად გადაიკითხე აბა შენივე დაწერილი
რავი მე ასე ვთვლი, საკუთარ თავს უფრო უსმენ და საკუთარ იდეებს პასუხობ ვიდრე საპოვსკის ან რედის რომელიმე დიზაინერის ჩანაფიქრს იმით რასაც ყვები, და პაბალშომუ უფრო ღირებული და საინტერესოა ეგ ინტერპრეტაცია ვიდრე იმ დიზაინერის ან ავტორის მომენტებში.
და რაც მთავარია, ერთი თამაშის მაგალითზე მტელ მიმართულებას აუფასურებ, მაგიტომ გეკამათები მე, თუ გინდა თქვა რომ ვიჩერი სწორხაზოვანი უნდა იყოს კიბატონო შენი აზრია მესმის, მაგრამ თუ ამბობ სწორხაზოვანი ისტორია უფრო ღრმა და დამაფიქრებელია ვიდრე ინტერაქტიული, მაშინ არ არის ეგრე და თუ გინდა ცალკე თემა გავხნათ და დისკუსია გავუშვათ მაგაზე, მგონი საინტერესო ტოპიკი იქნება და "ცხელი"
ეხა კიდე ერთხელ წაიკითხე ეს პოსტი, თუ ვერ მიხვდები რას ვამბობ, ზედაც წაიკითხე და თუ კიდე ვერ გაიგე, დამირეკე და აგიხსნი რასაც ვამბობ და თუ ვერც მაშინ ვერ გაიგე მაშინ დავხუროთ თემა და წავიდეთ სხვადასხვა პოლუსებზე საცხოვრებლათ.
3. ბექგრაუნდზე ვერაფერს ვიტყვი, კი აიღეს საპოვსკის ისტორია და ცვლიან, ტრაკები არიან ამას რომ აკეთებენ ავტორის და ორიგინალის ფანების წინაშე, წყალი არ გაუვა, მაგრამ არ არის ეს ის ხალხი ვინც სხვა ავტორის ხედვის გადმოსაცემად არის შექმნილი, თავისი აქვთ სათქმელი და გამოსახატი და ძაანაც რომ ეცადონ არ გამოუვათ ამისგან გაქცევა. ამიტომ კი ცუდი გადაწყვეტილება იყო საერთო ჯამში სხვის IPზე დაფუძვნება, მაგრამ მეორესმხრივ ვერ გაქაჩავდნენ მათი რესურსებით მთელი ახალი სამყაროს დეტალურად შექმნას ამიტომ მე მაინც მიღირს სდრედის არსებობა და ვიჩერ თამაშის ამ ცოდვათ რომელიც თავზე დაიდეს ამის მისაღწევად.
ალილუია ბრატ, მადლობთ, რომ შენი თავიდან გამომდინარე მაინც მიხვედი აქამდე და ეხა შეილება ისიც დაინახო რომ სიუჟეტური თხრობის შენთვის ნაყვარი ხერხი აქ არაფერ შუაშია და მე კონკრეტულად ამ თამაშზე გელაპარაკები?
სხვათაშორის არც Cyberpunk-ია მათი ქმნილება, სამაგიდო თამაშზეა დაფუძვნებული.
გააჩნია რა ლორიაქ. სპაიდერმენი თუ რამე უფრო ღრმა და იუველური, და გააჩნია იგივეს გაკეთებას უპირებენ თუ საზღვრების დაცვას "ხელოვნებისადმი".