The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#61 » 14 Aug 2013 12:32

I won't miss.

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#62 » 14 Aug 2013 12:47

დამასწარი დადება :) ეხლა ისეთი აფორიაქებული ვარ ამ ტრეილერის ყურების შემდეგ რამეში თუ არ დავხარჯე ენერგია დღეს რაღაც დამემართება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#63 » 14 Aug 2013 14:25

მაგარია ბებერი გერალტი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#64 » 14 Aug 2013 14:33

What are you doing?! Killing monsters..

; )

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#65 » 16 Aug 2013 08:22

ბიჭო მაგარი ცუდი ტრეილერია, ნუ ვიზუალურად ზე არის, (აჩქარებული არაბუნებრივი ანიმაციის გარდა ჩხუბისას)

მარა რაც არ უნდა კონტექსტზე დაფიქრდე პერსონაჟის ეგეთი ტრანსფორმაცია ძალიან ცუდია. იმედია მთავარი ქვესტლაინის ხაზი არაა ეგეთი და პროსტა სარეკლამო ტრიუკია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#66 » 16 Aug 2013 08:35

რას გულისხმობ, შეგილია რო კონკრეტულად თქვა?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#67 » 16 Aug 2013 08:56

გერალტის მუდმივი დილემაა თავის პროფესია, ადამიანების მიერ გამოზრდილი მუტანტია რომელმაც უნდა მოკლას მონსტრები და დაიცვას ადამიანები, ვიჩერი არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში. კლავს მონსტრებს და უხდიან ფულს, ნეიტრალურია.

რათქმა უნდა ამ ნეიტრალობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს უმეტეს შემთხვევაში, მეგობრებისთვის, სიყვარულისთვის ან ძალაუფლების მიერ მოვლენების მანიპულაციის გამო უწევს ამ წესების დარღვევა, მაგრამ ნეიტრალურობა არის რისკენაც იღწვის და თავის მოვალეობად აღიქვამს. რამდენად ესმის ან ჯერა ბოლომდე ვიჩერის გზების საკამათო საკითხია მაგრამ რომ ცდილობს ვიჩერის გზას მიყვეს ეს ნათელია. ეს მუდმივ შინაგან კონფლიქტს წარმოშობს და საინტრესოს ხდის გერალტს.

აქ გერალტმა გადაწყვიტა რომ ყველანაირი ბოროტება ბოროტებაა, ფორმის და მაშტაბის მიუხედავად და მონსტრები ნებისმიერი ფორმით შენიღბული უნდა მოკლას. რაც ნიშნავს გერალტი შეიცვალა, ჩამოყალიბდა ცხოვრებაზე და პრიორიტეტებზე. good for him, მაგრამ ამით ჩემთვის ინტერესი და მოულოდნელობის შესაძლებლობა ქვრება, ასე გერალტი უბრალოდ ტიპიური ანტი-გმირის ტიპაჟის ბედესი სუპერგმირია. justice bla bla.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#68 » 16 Aug 2013 09:18

პირველის ერთერთი პირველი ქვესთი გაიხსენე, ვეძმას რო ეხმარება. თავიდან სოფლელები ფულს გადაუხდიან იმაში რო ამან იპოვოს და მოკლას ის ქალი, მარა ბოლოს პირიქით ამ ქალს გადაარჩენს სოფლელებისგან. ძაან მაგრად გავს იმ ამბავს ეს ტრეილერი და მაგ მხრივ ცვლილებას ვერ ვხედავ იმიტორო გერალტი არასდროს არ დარჩენილა მის პირად ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მიმართ ნეიტრალური. ნეიტრალური მხოლოდ ზოგადი სურათის მიმართ იყო და მაგ პონტში მე ვერ ვიგრძენი რო პერსონაჟი რამეთი შეიცვალა სიმართლე რო გითხრა.
აი საქმე თუ მართლა ისე გამარტივდა რო ყველანაირი მოწინააღმდეგე მხოლოდ მასობრივ ბოროტებასთან ბრძოლის იდეას შეეწირა მაშინ შემეძლება იმის თქმა რო გააბანძეს გმირი, მარა ეგრე არ მოხდება.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#69 » 16 Aug 2013 09:45

თუ კარგად გაიხსენებ მაგ ქვესტს, არჩევანი გაქ მანდ. შეგიძლია ვეძმა დაწვა ან შეგილია მთელი სოფელი ამოხოცო და ვეძმა გადაარჩინო. ერთერთი იკონური ქვესტია და სწორედ ეგ არჩევანი არის გადამწყვეტი მომენტი.

წიგნში ეგ არჩევანი იმით გამოიხატებოდა რომ ხან ისე იქცეოდა გერალტი ხან ასე, რენდომით არ ვგულისხმობ, ხან კლავდა მონსტრებს და იცავდა ადამიან მონსტრებს ხან კლავდა ადამიან მონსტრებს და იცავდა მონსტრებს. თამაშში არჩევანი გიქმნის ამ feels.

თუ ეს არჩევანი და დილემა აღარ არის მაშინ ნუ აზრიც იკარგება მთელი. ამ არჩევნებში და დილემის ჭრილში გერალტს სულ ესმოდა რომ ყველაფერი შავი და თეთრი არ არის და სერის გრადაციებია. ანუ გამოკვეთილად და მარტივად კეთილ, კეთილშობილურ, მართალ არჩევანს არ აკეთებდა. ორ მხარეს შორის აკეთებდა არჩევანს რომელსაც ახვრული მხარეებიც ქონდა და რაღაც კარგიც.

***
გულგრული იყო მეთქი არ მითქვამს, მე ვთქვი რომ უნდა ყოფილიყო გულგრილი "წესით". ანუ სამსახური მოითხოვს რომ გულგრილი იყოს მაგრამ უსულო და უემოციო სიკვდილის მანქანა არ არის რაც ვიჩერი უნდა იყოს მოწოდებით. რეალური პიროვნებაა თავის პრობლემებით, დილემებით და ა.შ.

აქვე ავღნიშნავ რომ გულგრილობის ახსნა ვიჩერის კოდექსში არის რომ კონფლიქტი იწვევს მეტ კონფლიქტს და კეთილშობილი მიზნებითაც რომ დაიწყონ ვიჩერებმა ადამიანების ომებში ჩართვა, იმდენად მახინჯი და უკონტროლო რამეა ომი რომ ორიგინალი კეთილშობილი მიზნები მალევე დაიკარგება. + თვით გადარჩენის მომენტი, ისედაც მონსტრებად აღიქვამენ ბევრგან ვიჩერებს და რამე ქვეტექსტი თუ უპოვეს დამატებითი ვაბშე ამოწყვიტავენ.

***
ამ ტრეილერში, თუ არ ჩავთვლით რომ რამე კონტექსტი არსებობს ტრეილერის გარეთ რომელიც არ ვიცით ჯერ და ტრეილერში ასახულ მოვლენებს ერთ-ერთ რიგით ქვესტს ასახავს და არა პერმანენტულ ცვლილებას გერალტის მსოფლმხედველობაში, ჩემთვის გარკვევით ჩანს როგორც გერალტის გადაწყვეტილება რომ დილემა ყელში ამოუვიდა და დროა ყველაფერს სახელი დაერქვავს, მონსტრი მონსტრია, ბოროტება ბოროტებაა და უნდა მოკვდეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#70 » 16 Aug 2013 10:55

You have a point, საკმაოდ საფუძვლიანი და არგუმენტირეული.

თუმცა მე ამისთვის ისე არ შემიხედავს, როგორც გერალტის მორალის დაკსვნით ნაწილზე. უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, როგორსაც განსხვავებული playstyle-ის თამაშის გეიმფლეის ჩვენებისას გიტოვებენ ხოლმე.

ანუ აქაც მგონია, რომ ბევრი დილემის მომენტი დადგება უშუალოდ ამ საკითხის ირგვლივ, რომელიც მოთამაშის მხრიდან არჩევნის გაკეთებით გადაწყდება. არ გამოვრიცხავ, რომ აქ ერთ-ერთი კუთხე გვაჩვენეს და არა გერალტის შინაგანი monster & humans / evil & lesser evil მორალის დასასრული. სიუჟეტის სასტიკად არასწორხაზოვანი მიმდინარეობა და player choices მაიმედებს ამ მხრივ.

ისე, თუ დაუკვირდებით მონოლოგის სიტყვებს: "Evil is evil. The degree is arbitrary. The definition’s blurred. If I’m to choose between one evil and another, I’d rather not choose at all.”
^ ეს ფილოსოფია საქმეში არ-ჩარევასაც ერგება, in my evil opinion.

აქვე არ დავმალავ, რომ ჩემს როლში გერალტი ბოლოს ისეთი მასტია, როგორადაც ამ ტრეილერში გვიჩვენეს : D
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#71 » 16 Aug 2013 11:52

შეიძლება მე მეჩვენება ან რაღაც დეტალი მომხვდა თვალში ქვეცნობიერად. ან შეიძლება სხვა არცერთი რპგს იმედი არ მაქ უახლოეს მომავალში ზედმეტად ჩავუღრმავდი დეტალებს.

მარა ნუ სხვა ტრეილერი ეგეთი რო არ მინახია და წინებისთვის ნეიტრალური FEEL ქონდათ ეგრე ნომხვდა თვალში ტრეილერი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#72 » 16 Aug 2013 13:41

კი არჩევანი სულ გაქვს, შეგილია ვიჩერული კოდექსებით იცხოვრო, ან პირადი (გერალტის) შეხედულებების მიხედვით მოიქცე. მარა კაკრას მაგაზე ვამბობ, რო სიუჟეტური ფუძე ყოველთვის გერალტის პირადი ადამიანური გრძნობების მხარეს მიდის და იქამდე მიყვავს ყველაფერი როცა უკვე ხვდება, მარტო კოდექსით ვერ იხელმძღვანელებს ადამიანებთან ურთიერთობაში. ანუ ყველაფერი იქამდე მიდის რო მხოლოდ თავის გულს და გრძნობას უნდა დაუჯეროს, და ეგ იქნება ყველაზე სწორი კოდექსი მის ცხოვრებაში.

აქ გერალტმა გადაწყვიტა რომ ყველანაირი ბოროტება ბოროტებაა, ფორმის და მაშტაბის მიუხედავად და მონსტრები ნებისმიერი ფორმით შენიღბული უნდა მოკლას


და შენ რატო გადაწყვიტე რო კონკრეტულად ეგ ფონი უდევს რეალურ ნათქვამს ნამდვილად ვერ მივხვდი. პირდაპირ თარგმანში უბრალოდ იმას აბობს რომ, დიდსა და პატარა ბოროტებას შორის არჩევანის უფლება რომ ქონდეს ურჩევნია რო არცერთი არ აირჩიოს (ანუ მსგავსი არჩევანის შემთხვევაში გადაწყვეტილების შედეგი მისთვის მაინც უარყოფითი იქნება და გამოცდილების ფონზე ვერ ეგუება მაგ მომენტს), რაც იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ ტიპი ძირფესვიანად და რაცმთავარია არა ადეკვატურად იქნება შეცვლილი, ან რაიმე სხვა გმირს მივიღებთ რომელიც უცხო და არალოგიკური იქნება თამაშის მესამე ნაწილის შინაარსისთვის

გერალტი რომელიც პალადინივით იბრძოლებს ბოროტების წინააღმდეგ მაგარი ტრუხა ბაზარია და ცოტა უსაფუძვლო მეჩვენება შენი ნაეზდი ამ მშვენიერ ტრეილერზე )))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#73 » 16 Aug 2013 13:57

hellwalker wrote:ბიჭო მაგარი ცუდი ტრეილერია, ნუ ვიზუალურად ზე არის, (აჩქარებული არაბუნებრივი ანიმაციის გარდა ჩხუბისას)

მარა რაც არ უნდა კონტექსტზე დაფიქრდე პერსონაჟის ეგეთი ტრანსფორმაცია ძალიან ცუდია. იმედია მთავარი ქვესტლაინის ხაზი არაა ეგეთი და პროსტა სარეკლამო ტრიუკია.

გეთანხმები, მემგონი პირველად

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#74 » 16 Aug 2013 14:00

ხო მარა რო ეთანხმები დაასაბუთე რატო ეთანხმები.
მე პროსტა მაინტერესებს რა არ მოგეწონათ და კონკრეტულად რატო,
მაგის რეალურ მიზეზს კიდე ჯერ ვერ ვხედავ.
და იმედია პროსტა ჰეითერული გამოხტომები არ არი მეგობრებო ))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#75 » 16 Aug 2013 14:29

ჰეითერული პოსტი არ არის, არმიყვარს ეს ჰეითერ ვს ფანბოი მარაზმი, მე უშუალოდ ჩემ აზრს ვაფისიქრებ და არავის გემოვნებას და აზრს არ ვითვალისწინებ ამ შემთხვევაში, უშუალოდ ჩემი პირადი opinion ია ასე რომ მესმის რომ ბევრს შეიძლება არ მოეწონოს და მართლა მაგარი მკიდია ვის როგორი ეგონება ჩემი პოსტები ჰეითერული თუ არა ჰეითერული.

ბანალური ტრეილერი არის, უბანალურესი მონოლოგით, არ მომწონს ამ ტრეილერში არაფერი, არც CG არის განსაკუთრებული დღესდღეობით, არც მონოლოგში არის რამე ღრმა და საინტერესო, აჩირიდნოი seegi no hiro (hero of justice) ლოკიგის მიმართულებით არის წაყვანილი სიუჟეტი და მეც როგორც კიპერას დიდი იმედი მაქ რომ ეს უბრალოდ სარეკლამო ტრიუკია მასის მოსაზიდად ვიდრე თამაშის მთავარი იდეა და ქუესთლაინი.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#76 » 17 Aug 2013 00:56

თუ ყველას აზრი გკიდია დაწერას რაღა აზრიაქ აბა? მე პროსტა შეგეკითხე, მართლა დამაინტერესა შენი და კიპერას შეხედულების მოტივები და დასაბუთება მინდოდა რო მომესმინა, რადგან მაინტერესებს სხვისი აზრი. კიპერას დასაბუთება ბოლომდე ვერ გავიგე (ანუ ვერ გავიგე როტო გამოიტანა აზრი რო საერთოდ სხვა ტიპი იქნება). ანუ გერალტი იძახის რომ ბოროტების გამოვლინებათა შორის არანაირი განსხვავება არ არის და თუ ასარჩევი ექნა პატარასა და დიდ ბოროტებას შორის ურჩევნია საერთოთ არცერთი არ აირჩიოს - ანუ ამას რადგან ამბობს hero of justice იქნება? და თუ კი, მაშინ აქამდე რას იტყოდა ამ ტექსტის მაგივრათ ის მითხარით, რადგან თუ ესეთი მოღალატე გამოვიდა თავის პრინციპების ის პრინციპებიც უნდა იცოდეთ რაზეც აქამდე იდგა მისი ზნეობა ხო ასეა? მარა ვიჩერის კოდექსი არ გამოვა მაგალითად, რადგან კაკრას მაგაზეა წინა ორი სერია დაფუძვნებული, თუ როგორ უწევს მთავარ გმირს მისთვის თავში ჩადებული წესების საწინააღმდეგოთ მოქცევა და ყოველთვის ბოროტებას ამარცხებს ბოლოს და ენდინგში რომელიც დადებითად ითვლება ყოველთვის hero of justice გამოდის (ანუ კაცი რომელიც პირველ რიგში თავის თავთან არის მართალი და თუ როგორ იქნება მართალი ამას მოთამაშის სიმართლის გაგება წყვეტს - რადგან ბოროტი არ შეგილია რო იყო, დაჟე მაქსიმალურად არასწორი გადაწყვეტილებები რო მიიღო ბოროტი ვერ გახდები, ვთქვათ როგორც Fable-ში). აი ამიტო ვერ ვხვდები რა გინდათ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#77 » 17 Aug 2013 07:52

ჰომმ რატომ გგონია სულ რომ ფარული ჰეითერი ვარ ვიჩერის არ მესმის :D
წიგნები არ მომწონს მაგრამ თამაში ერთერი სერიozული რპჯ არის

უკვე ავღწერე რატომ, ვიჩერი კლავს ჯარისკაცებს (როგორც ჩანს) ვეძმად აღიარებული ქალის გადასარჩენად, ამით საფრთზეში აგდებს თავის თავს და ზოგადად ყველა ვიჩერს. (ჯარისკაცზე შეტევა = სახელმწიფოზე შეტევას).

ასეთი რამ ადრეც უქნია მაგრამ აქ კონტექსტია მთავარი, სხვა შემთხვევაში ასე სწორხაზოვნად "გადაწყვეტილება" არ მიუღია ადამიანების საქმეში ჩარევისას, პრინციპის გამო არ მოუკლავს სხვა მიზეზები ქონდა. ნუ დანარჩენი იგივე უნდა დავწერო რაც ადრე და ჩემთვის ბოლომდე გააზრებულად გასაგებია რატომ არის ცვლილება ეს ჩარის.

ბაზევეი
ხმლის მომენტი თუ დაამუღამეთ, ადამიანების მოსაკლავ ხმალს რომ არ ამოიღებს, სიმბოლური მომეჩვენა მარა მერე მონსტრების საწინააღმდეგო ხმალი რომ არ ამოიღო ვეღარ დავაკავშირე ერთმანეთთან იდეურად და უფრო ტაქტიკურ გადაწყვეტილებას დაემსგავსა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#78 » 17 Aug 2013 13:23

ხმლის მომენტი თუ დაამუღამეთ, ადამიანების მოსაკლავ ხმალს რომ არ ამოიღებს, სიმბოლური მომეჩვენა მარა მერე მონსტრების საწინააღმდეგო ხმალი რომ არ ამოიღო ვეღარ დავაკავშირე ერთმანეთთან იდეურად და უფრო ტაქტიკურ გადაწყვეტილებას დაემსგავსა.
კი და კი. მაგრამ მაინც პირველ შთაბეჭდილებას ვიტოვებ (no human sword against "humans"). ამ მხრივ უკეთესი იქნებოდა silver sword-ით წასულიყო. თუმცა მონსტრების წინააღმდეგ მხოლოდ silver sword-ს ხომ არ იყენებს. არამგონია ეს აზრი არ იდოს, ზედმეტად ახლოს არის speech-ის მორალთან.
I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#79 » 17 Aug 2013 15:08

თუ ყველას აზრი გკიდია დაწერას რაღა აზრიაქ აბა?

როდესაც ჩემს opinion-ს ვაფიქსირებ მაშინ მკიდია ყველას აზრი იმიტომ რომ ვინმეს აზრმა თუ ჩემს opinion ზე გავლენა მოახდინა მაშინ აღარ იქნება ჩემი opinion.

Riddick
Posts: 11701

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#80 » 18 Aug 2013 16:15

ასეთი რამ ადრეც უქნია მაგრამ აქ კონტექსტია მთავარი, სხვა შემთხვევაში ასე სწორხაზოვნად "გადაწყვეტილება" არ მიუღია ადამიანების საქმეში ჩარევისას, პრინციპის გამო არ მოუკლავს სხვა მიზეზები ქონდა.

პროსტა იმ 150 ქალიდან რომელიც წინა ორი სერიის განმავლობაში იხმარა თითქმის ყველასთან ამის მსგავსი ამბავი აკავშირებს და ვერ დაგეთანხმები იმაში რო მსგავსი მომენტი, ანუ შენ როგორც თქვი, პირდაპირი ჩარევა ადამიანების გარჩევებში ვინმეს გადასარჩენად (და არამარტო პრინციპების გამო), წინა ორ სერიაში არ ყოფილა. ბევრი ქალი მახსოვს მე ესე გადარჩენილი და იქვე ხის ფიცრულში მიზანზარებული ...

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 87 guests


cron