The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Slacker
Posts: 358

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#121 » 01 Mar 2014 14:20

მეორე ვიჩერში ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა მეორე თავმა. ორი საერთოდ განსხვავებული თავი და საერთოდ სხვა გამოცდილება.
თავიდან დავხურე ეგრევე მაგის გამო რო როუჩს გავყოლოდი და ბანაკიც მენახა

და ფინალი მართლა არეული იყო ))))
ყველაზე მეტად არ მომეწონა რო უცებ მოხდა ყველაფერი ვერც გავიგე ისე მიეყარა ერთმანეთს და უცებ აღმოჩნდა რო თამაში მორჩა
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#122 » 11 Mar 2014 21:48

გადაწიეს რელიზი 2015-ის 25 თებერვლამდე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#123 » 23 Mar 2014 22:10

თმა და ფაფარი - >>>

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#124 » 25 Mar 2014 03:37

Cyberpunk 2077 და The Witcher 3 მიდის ლაპარაკი. საკმაოდ საინტერესო დეტალებს ყვება, განსაკუთრებით ვიჩერის საიდებთან დაკავშირებით - >>> (RUS)
სამყაროში ავტომატურად დაგენერირებული სიტუაციები როგორ გამოუვათ მაგრად მაინტერესებს.

Astronaut
Posts: 27

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#125 » 25 Mar 2014 21:55

პირველ ნაწილში უფრო გრძნობდი თავს რომ ვიტჩერი იყავი. და გერალტი ნაღდ მონსტრებზე ნადირობდა. მაგრამ მეორე ნაწილში გერალტი პოლიტიკაში ჩაეფლო. და სულ გადაუხვია გზიდან. აი მესამე ნაწილი იმედებს იძლევა და ვნახოთ.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#126 » 27 Mar 2014 01:00

პირველის მინდვრები ვისაც ენატრება იმ კამანდას ესიამოვნება >>>
P.S. ზედხედი (მეორესთან შედარება ტეხავს იმხელაა). დაბალ ბალახიანი მინდორი.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#127 » 27 Mar 2014 17:52

ჭაობიც დამიბრუნეს და მინდორიც ^^
I won't miss.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#128 » 06 Apr 2014 19:58

მცირე მაგრამ ეპიკური ინფო:
Game Developers Conference მსვლელობისას გამოქვეყნებულ სლაიდებზე, თამაშის ორი ძირითადი ლოკაციის ზომებია ნახსენები.
1 - Novigrad 72,25 კვადრატული კილომეტრი. 2 - Skellige 64 კვადრატული კილომეტრი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთლიანი რუკის ზომა 136,25 კვადრატული კილომეტრი იქნება, ანუ თამაშში მოცემული კარტა სკაირიმის ტერიტორიასთან შედარებით დაახლოებით 3.5 ჯერ დიდია.

CD Projekt RED პირველი მონაცემების მიხედვით მათი თამაშის სამყაროს ზომა Bethesda პროექტზე 20% დიდი უნდა ყოფილიყო. მათ ან წინასწარი გათვლის დროს დაუშვეს შეცდომა, ან მას მერე თამაშის ზომები მართლაც რომ საგრძნობლად გაიზარდა.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#129 » 07 Apr 2014 02:07

ჯერ მაინც ზუსტად არ იციან "სათამაშო ლოკაცია" რამხელა იქნება. ანუ ეს ციფრები "სათამაშო ლოკაცია" არაა, მთლიანადაა მთელი ცარიელი სივრცე, ამის მერე ქუესტ და ლოკაცია დიზაინერები კონტენტს დაამატებენ და საბოლოო რუკა შეილება პარამეტრებში უფრო პატარა აღმოჩნდეს.

ერთი ის დაადასტურეს, რომ რუკა გაცილებით უფრო დიდი "გამოსდით" ვიდრე მოელოდნენ, და ამ ერთ წელში შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოსო.

ესეც დეველოპერის კომენტარი ამ საკითხზე: >>>

ესლი ჩესნა, სკაირიმზე 3.5-ჯერ დიდი სამყარო ზედმეტად დიდია და შესაბამისად ზედმეტად ცარიელი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ამ საკითხსაც გამოეხმაურნენ სიდიდან:

The world of The Witcher 3: Wild Hunt is really big and entirely open–this is something we’ve been saying from the very beginning and that hasn’t changed. However, what we think is really important, is what can you do with and within that space, and not the size of it in square miles. Game worlds would be nothing without the stuff that makes games magnetic–the intensity, diversity, the magic behind what makes RPGs awesome. Characters in this world are real, you could believe they exist. The stories here stick with you and your choices are meaningful–this is what counts!

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#130 » 07 Apr 2014 04:03

ხო ანუ სამყაროს ზომა და მისი ხარისხი საერთოდ სხვადასხვა პოლუსია და მეც ვიფიქრე ეგ. თან გაიხსენე მეორე, ტყეში რო გავედი თავიდან მართლა ბედნიერების შეგრძნება მქონდა ისეთი ლამაზი იყო, მარა იმდენად პატარა აღმოჩნდა რო საერთოდ გამიქრა ეგ მომენტი მოგვიანებით. კაკრას მაშინ დავფიქრდი, ალბათ იმიტო არაა დიდი რო მაქსიმალურად ხარისხიანი იყოსთქო და არამგონია რო ძაან მცდარი თეორია ყოფილიყო. ტიპებს რომლებსაც პირველი და მეორე ვიჩერისხელა მეფებზეაქვთ ნამუშევარი პროსტა გაუჭირდებათ სკაირიმის გასწრება (ხარისხით პირველრიგში). საერთოდ სიდიპროჯექტს ერთი ცუდი თვისება შევამჩნიე ამ წლების განმავლობაში (შეილება დავწერე კიდეც სადმე აქ), ტიპები ყვებიან "მსოფლიო მოდას", ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის რაღაც ერთ მოწინავე პროექტს ბაძავენ. მეორეში იმდენად უნდოდათ მასეფექტის დონის დაჭერა რო საერთოდ შეცვალეს თამაშის შიგთავსი და რაღაც სხვა გამოუვიდათ პირველ ვიჩერთან შედარებით. ეხა ეს, აქაც ხო ფაქტია რო სკაირიმს ბაძავენ, არამგონია რო კარგი აზრი იყოს, პროსტა ვერ დადებენ ეგეთი მაშტაბის შიგთავსს... მე თუ მკითხავ პირველი ნაწილი იყო იდეალური ბალანსი ყველაფრის რაც კი RPG შეილება ქონდეს და აი ზუსტად ეგ მინდა მე ამ სერიაშიც (და არა რაღაც კვადრატული კილომეტრებით მოპოვებული ყურადღება, რასაც სავარაუდოთ ვერ "გააცოცხლებენ" შესაბამის დონეზე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#131 » 07 Apr 2014 09:52

კი რუკის სიდიდე არაფერია, მთავარია ექპლორაციის დიზაინი.
გოთიკაში ძაან პატარა მეპია მაგრამ მთელი სამყაროა შიგნით მოთავსებული, ობლივიონში დიდი მეპია მაგრამ სოფელს გავს ფასტ ტრეველის და ყოვერ ორ ნაბიჯზე რუინების გამო.

ვიჩერში იმედია მოროვინდის და სკაირიმის ნაირი ბალანსი იქნება მაგ მხრივ, მმაგრამ რატომღაც მაქ შეგრძნება რომ რედ დედივით იქნება მოწყობილი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#132 » 07 Apr 2014 12:57

ხო პირველი იყო შეუდარებელი მაგ მხრივ. სამყარო თან ცოცხალი იყო, თან უნიკალური, ყოველო ლოკაცია ტავისი ხასიათით და ატმოსფეროთი გამოირჩეოდა და ა.შ.

მარა მესამის იდეა, იმისდამიუხედავად რომ პატარა ეჭვებს აჩენსს, მეორისას მაინც ბევრად მირჩევნია. მეორეში მკვდარი იყო ექსპლორეიშენი, ლოკაციებმა რეალურობა დაკარგეს იმდენად პატარა და უაზროდ გამოტენილი იყო კონტენტით. პირველის გაშლილი სივრცე აკლდათ.

აი მესამეს ამ სამყაროში იმის იმედი მაქვს რომ 1) მასშტაბები იქნება რეალური. სკაირიმისგან განსხვავებით სოფელი სოფელს ემგვანება და ქალაქი ქალაქს და მათ შორის სივრცეც რეალურობის შთაბეჭდილებას დატოვებს. და 2) თითოეული point of interest-ი იქნება უნიკალური. აი მაგალითად სოფელში რომ შეხვალ, ერთი მონოტონური ქუესთი კი არ დაგხვდება, არამედ პატარა სიუჟეტი გაგეხსნება, რამდენიმე პატარა მარა საინტერესო ქუესთით შემდგარი. აი როგორც პირველი ნაწილის პირველ თავში. და ეს სიუჟეტი მთელ სოფელსა და მის მოსახლეობას გააცოცხლებს. ეს ორი მომენტი თუ კარგად დააბალანსეს ერთმანეთში, მაშინ ძალიან საინტერესო რამეს მივიღებთ.

ამხელა სამყარო არაა აუცილებელი გამოტენილი იყოს კონტენტით. ხანდახან უბრალოდ გაშლილი მინდორიც ჩაჯდება ატმოსფეროში. მთავარია ეს სიცარიელე ძალიან მონოტონური არ გახდეს და მინდვრის ბოლოში არსებულ სოფელში პატარა სიუჟეტი ვიხილოთ. სიუჟეტური და უბრალოდ გამოსაკვლევი კონტენტი ესე ერთმანეთს უნდა ანაცვლებდეს და კარგად უნდა იყოს დაბალანსებული. არც ცარიელი ლოკაციები იწელებოდეს და არც საიდ ქუესთების სიუჟეტი.

თუმცა სკაირიმზე 3.5-ჯერ დიდი სამყარო აი ძალიან დიდია. ეგ იმას ნიშნავს რომ უბრალოდ ექსპლორეიშენზე დაფუძნებული ცარიელი სივცრეები ბლომად იქნება, რაც ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი ჩანს.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#133 » 07 Apr 2014 19:12

hellwalker
ვიჩერში იმედია მოროვინდის და სკაირიმის ნაირი ბალანსი იქნება მაგ მხრივ, მმაგრამ რატომღაც მაქ შეგრძნება რომ რედ დედივით იქნება მოწყობილი.
რედ დედის რანაირა? ავტოგენერირებადი მოვლენების პონტში?

MiQo
მარა მესამის იდეა, იმისდამიუხედავად რომ პატარა ეჭვებს აჩენსს, მეორისას მაინც ბევრად მირჩევნია. მეორეში მკვდარი იყო ექსპლორეიშენი, ლოკაციებმა რეალურობა დაკარგეს იმდენად პატარა და უაზროდ გამოტენილი იყო კონტენტით. პირველის გაშლილი სივრცე აკლდათ.
აბსოლიტურად გეთანხმები, მაგრად გამიფუჭა ექსფერიანსი მაგ მომენტმა, დასკრიპტული ექშენ ედვენჩერის გრძნობა მქონდა რო დავხურე.

ამხელა სამყარო არაა აუცილებელი გამოტენილი იყოს კონტენტით. ხანდახან უბრალოდ გაშლილი მინდორიც ჩაჯდება ატმოსფეროში. მთავარია ეს სიცარიელე ძალიან მონოტონური არ გახდეს და მინდვრის ბოლოში არსებულ სოფელში პატარა სიუჟეტი ვიხილოთ. სიუჟეტური და უბრალოდ გამოსაკვლევი კონტენტი ესე ერთმანეთს უნდა ანაცვლებდეს და კარგად უნდა იყოს დაბალანსებული. არც ცარიელი ლოკაციები იწელებოდეს და არც საიდ ქუესთების სიუჟეტი.
პირველში იყო ძალიან იშვიათი რამე დაჭერილი. საერთოდ ამ საიდ მისიებს ყველა RPG-ში რაღაც სქემით აწყობენ ხოლმე, აიღებენ რამდენიმე ვარიანტს და იმ ვარიანტების სხვადასხვა ვარიაცები გხვდება, მარა ვიჩერში სხვანაირად მიუდნენ, ფაქტიურად საიდებიც სიუჟეტური გახადეს, უველა უნიკალურ ისტორიას ყვებოდა, პატარპატარა რეფერენსები იყო სხვადასხვა ზღაპრების და მაგან მაგარი დადებითი მოგონებები დატოვა თამაშზე.

აქაც მგონია რო გარკვეულ წილად ეგრე მიუდგებიან საქმეს, პლიუს უეჭველი გაუშვებენ ავტო რეგენირებად მოვლენებს RDR პონტში (ან სკაირიმის დრაკონების ვარიანტი, რავი უამრავი მაგალითია ახალ თამაშებში) და არც ეგ არ იქნება ცუდი. მამენტ რო დაფიქრდე მეფის საინტერესოდ შევსების შესაძლებლობა რო არ ქონოდათ არც წავიდოდნენ ამხელა მაშტაბებზე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#134 » 07 Apr 2014 22:41

რედ დედში გარემო მთლიანად ცარიელია, არის მისიების ადგილები და სრული wilderness როგორც რეალობაში პრინციპში. გარემო ძაან ატმოსფერულია და გსიამოვნებს ცხენით ჯირითი, რენდომ ენქაუნთერები გხვდება ხოლმე და ნადირობა, რაღაცეების გროვება შეგიძლია მაგრამ ძირითადათ დიდი უდაბნოა რომელიც უნდა გადაკვეთო რომ ქალაქში ან სოფელში მოხვდე.

სკაირიმში გარემოს მეტი დატვირთვა აქ, უფრო მეტია საკეთებელი, რუინები, გამოქვაბულები, ციხეები და გეიმპლეის ნაწილია უფრო მეტად wilderness.

witcher -ის Dev Diary რო ვნახე, იქ თქვეს რომ იქნება quest hub -ები ანუ ტერიტორიები სადაც ქვესტები მოიყრის თავს, (რაც პრინციპში tes, gothic შიც არის) და დამრჩა შთაბეჭდილება რომ დანარჩენი ადგილები უფრო ატმოსფერული გადასალახი ნაწილის როლს შეასრულებს ვიდრე გეიმპლეით დატვირთული არეალის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#135 » 07 Apr 2014 23:55

კი შეილება ეგრეც ქნან. თან ამათ ეხა RDR შედარებით რამხელა ვარიაცააქვთ ნადირობაში, მონსტრებში, რავი უამრავი საინტერესო სიტუაცია შეილება იქმნებოდეს სპონტანურად და ეგ უფრო მაგარი სათამაშო იქნება ვიდრე - მომიტანე ოცი გირჩა, ან რამე მსგავსი. რამე დრაკონების ვიტჩერისეული ალტერნატივა გამისწორდებოდა, ეგეთ სტილში რო მოძრაობდნენ მეფზე, თუნდაც მიწაზე (ლეგენდები რო დადის ზოგიერთ მათგანზე და რო ეძებ )

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#136 » 08 Apr 2014 14:30

ქუესთ ჰუბების მთავარი მიზანი , როგორც მე მივხვდი, ის არის რომ ამ ქუესთების თავმოყრის ადგილში გარკვეული დროის გატარება მოგიწევს. ანუ აღებული ქუესთების დიდი ნაწილი ან ადგილზევე შესრულდება ან ახლო მახლო მიდამოებში. ისე არ იქნება, მაგალითად როგორც ტესშია, შორ მანძილს მოივლი, მიხვალ ერთ ქალაქში და აქ აღებული ქუესთების 70% მთელ რუკაზე მიმოიფანტება. ხოლო ის ქუესთები, რომლებიც შორ მანძილზე გაგიშვებენ, ასევე ქუესთ ჰაბამდე მიგიყვანენ და სადაც ერთი ქუესთის ძიება მიგიყვანს, იქ სხვა ადგილობრივი ქუესთებიც დაგხვდება ანუ რაღაც დროით ადგილზე დაგაკავებს მათი შესრულება. მთავარი მიზანია, შორი მანძილის გასვლა არ დაგჭირდეს ერთი ქუესთისთვის და მიში შესრულებისთანავე უკან დაბრუნება არ მოგიწიოს მის ჩასაბარებლად, თორე, ყოველ წამს და წუთს ამღელა რუკის გადალახვაა პრობლემა უფრო გახდება ვიდრე სიამოვნება.

როგორც ზევით ვთქვი, ბალანსს ეძებენ, სიუჟეტურ კონტენტსა და გაშლილ სივრცეებში მოგზაურობას შორის. + რათქმაუნდა ამ Gაშლილ სივრცეებშიც იქნება "პოინთ ოF ინტერესტ" ადგილები, რომლებიც ქუესთ ჰაბებისგან განსხვავებით, ქუესთების ნაკრებს კი არა, არამედ უნიკალურ ექსპლორეიშენს ან პატარა სიუჯეტის შემოგთავაზებენ.

რანდომ ევენთებზე არაფერი უთქვამთ, როგორც ვიცი ყველაფერ დასკრიპტულ/ ჰენდ ქრაFტია. მაგალითად შეილება გზაში ბანდიტებს გადააწყდე, "ცივილიზაციისგან" განცალკევებულად მდგომ სახლს რომ ძარცვავენ, მარა ეს რანდომ კი არა დასკრიპტული იქნება.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#137 » 15 May 2014 00:59

დეველოპერების ახალი საიტი

თამაშის ლოგოც შეცვალეს. როგორც ჩანს აქტიურად ემზადებიან E3-ისთვის )))))

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#138 » 22 May 2014 18:57

ე3ზე 45 წუთიან გემიპლეის აჩვენებენ თამაშის *_*

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#139 » 22 May 2014 23:16

Mchedlo
ხო მარა თუ არ ვცდები დახურულ კარს მიღმა. როგორც წინა E3-ზე აჩვენეს.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#140 » 23 May 2014 07:48

პრუფლინკი

წერია რო სრულმაშტაბიან დემონსტრაციას აპირებენ და თან ყველას ეპატიჯებიან გამოფენაზე რომ ხალხმა ნახოს.
შანსი არაა, დახურულზე არაა აქ სუბარი.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 265 guests


cron