The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#101 » 08 Dec 2013 23:54

დაგვიბრუნეს ძველი ჭაობი <3
I won't miss.

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#102 » 09 Dec 2013 00:02

Track

ესეც ტრეილერის თრექი ვისაც გაგისწორდებათ

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#103 » 29 Jan 2014 16:13

ახალი სქრინები: 1,2,3
ზედმეტად დეტალიზებულიც შეილება როგორც ჩანს )) <3

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#104 » 02 Feb 2014 02:45

გერალტის აბჯრის კონცეპტი - >>>

User avatar
grigoli1970
Posts: 846

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#105 » 02 Feb 2014 06:49

ცოტა ჩასაბნელებელია და ძაან მაგარია, სქრინებში ძაან განათებულია ყველაფერი
smothered in the crib

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#106 » 03 Feb 2014 16:22

რახან ცალკე ტოპიკი არ არსებობს ამ თემაზე გადავცყვიტე,რომ აქ დამეწერა. ძალიან შემიბყრო ამ თამაშის როგორც წინა,ასევე მესამე ნაწილმაც. გადავწყვიტე, რომ ახალი კომპი აუცილებლად მჭირდება იმისთვის რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ამ თამაშისგან. მინდა რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ ამ თამაშის სისტემურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით და რათქმაუნდა თქვენი აზრიც მაინტერესებს და გავითვალისწინებ რჩევას. მე ვვარაუდობ რო ამ თამაშის რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები იქნება : I7 4770K; 770GTX; 16 gb ram...

User avatar
Ripster
Posts: 1858

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#107 » 03 Feb 2014 17:24

იმისდამიუხედავად რომ ვგრძნობ ვიჩერი სერიოზულ ვიზუალზე იდგება მაინც იმედი მაქვს და მგონია რომ ასეთი მოთხოვნილებები არ ექნება ჰაიზე წასაღებად. იმედი მაქვს რომ ჩვეულებრივი მოკვდავებიც შევძლებთ ამ თამაშით დატკბობას მაღალ სეთინგებზე )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#108 » 03 Feb 2014 18:16

თითონ ტექსტურების მხრივ ნამდვილათ წინსვლაა მარა (SH3 ისეთი ტექსტურები იყო 80% თანამედროვე თამაშებში არაა ჯერ კიდე მაგ დონე) ეგ დიდს არაფერს არ ნიშნავს (მაღალი ხარისხის სურათია ობიექტზე გადაკრული, ან ერთი ობიექტი უფრო მეტი პოლიგონისგან შედგება - რაც საერთო ჯამში მაინც არ ნიშნავს გრაფიკულ წინსვლას). მნიშვნელოვანია თვითონ ძრავი და ამასაც, როგორც წინა სერიებს REDengine აკეთებენ. ანუ ტექნოლოგია იგივეა პროსტა თანამედროვე ფიჩერებით იქნება შევსებული და რაღაც Unreal Engine 3, ან Frostbite და CryENGINE დონეზე დარწმუნებულივარ ვერ მივა. ანუ თითონ თამაშის პროცესიდან ვერ მოვა რეალიზმის და დინამიურობის ისეთი შეგრძნება როგორიც BF4 მაგალითად, მარა ლამაზი იქნება და თუ მეორეს ქაჩავდა კომპი არამგონია ეს ვერ წაიღოს, პროსტა რაღაც დამატებითი ფუნქციების ჩართვა ექნება კაკრას იმ დამატებითი ეფექტებისთვის რაც REDengine 3 ჩააშენეს.

ეს თამაში ვიზუალით არასდროს მომწონდა დიდათ, რაღაც სპეციფიური გრაფიკა ქონდა მეორესაც და მოთხოვნები საკმაოდ გაუმართლებელი. ეს ნაწილიც ზუსტად იგივეს მაგონებს და გრაფიკა არც ამაში არაა პრიორიტეტული ჩემთვის, მითუმეტეს ესეთი დონის კონკრუენტების გამო. გრაფიკა მაშინაა დასაფასებელი როცა კარგი ვიზუალი სტაბილურათ მუშაობს და სტაბილურობა პირდაპირ პროპორციულია ძრავის + პროგრამისტების რომლებმაც ეს ძრავი იციან და იდეალურად უკეთებენ ოპტიმიზაციას თამაშს (ესენი კიდე მაგ მომენტით დიდათ ვერ გამოირჩეოდნენ ვერასდროს).

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#109 » 12 Feb 2014 21:48


Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#110 » 14 Feb 2014 23:58

მთავარი გეიმდიზაინერი და პროდიუსერი წავიდნენ კომპანიიდან ))
>>>

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#111 » 15 Feb 2014 00:00

მაგრად მანერვიულე ბაჩო :D სანამ არ წავიკითხე ბოლომდე ....

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#112 » 25 Feb 2014 06:18

მაგარი დასტოინი განცხადება გააკეთეს, შეილება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებულივარ ბევრად ხარისხიანი სიუჟეტური ნაწილი ექნება თამაშს - >>>
ერთი დასასრულის გაკეთებას აპირებენ.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#113 » 27 Feb 2014 22:15

არა არ აპირებენ ერთი დასასრულის გაკეთებას. მანდ რასაც ამბობს ეგ პირველად არ უხსენებიათ, თითქმის ყოველ ინტერვიუში მაგას ამბობენ. ხაზს უსვამს, რომ მესამე ნაწილი იქნება ვითჩერის სიუჟეტის საბოლოო დასასრული. ანუ ტრილოგიის შინაარსი ნათლად და გასაგებად დასრულდება ყოველგვარი "კლიFჰენგერების" და გაუცემელი პასუხების გარეშე. კითხვებს ან ბუნდოვან დეტალებს არ დატოვებენ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე მომავალ ნაწილებზე ინტერესის აღსაძვრელად.

რაც შეეხება დასასრულების რაოდენობას ეგ სულ სხვა რამეა. ბევრი დასასრული ექნება მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. არაერთხელ ახსენეს რიცხვი 36. თავად გერალდას ბედს მთლა 36 დასასრული არ ექნება (მარა რამდენიმე ექნება), მაგრამ თამაშის ბოლოს თავად სამყაროს და პერსონაჯების ბედი (state of the world) 36 განსხვავებულ ვარიანტად შეილება ვიხილოთ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ვინ მოკვდა, ვინ გადარჩა და ა.შ.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#114 » 28 Feb 2014 13:12

36 ენდინგი თუ ექნა და ამომწურავ დასასრულს როგორ მიიღებენ?

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#115 » 28 Feb 2014 15:48

ანუ დასასრული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება ხო? ერთია თავად გერალდის/ იენიFერის/ ვაილდ ჰანტის ისტორია, სიუჟეტის მთავარი ხაზი. ამის დასასრული რათქმაუნდა 36 არ იქნება :D მაგრამ რამდენიმე იქნება. შენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გერალდის, მთავარი პერსონაჟების და ვაილდ ჰანტის ბედი სხვადასხვანაირად დასრულდება. მარა თითოეული დასასრული იქნება ამომწურავი, ნათელი, არანაირ კითხვას გაუცემელს არ დატოვებს და არანაირი კლიFჰენგერი არ ექნებათ. შეილება ზოგიერთი მათგანი უფრო "ცუდი" იყოს და ზოგი შედარებით "კარგი" მარა მთავარია თითოეული მათგანი შინაარსის საბოლოო დასასრული იქნება, ყოველგვარი პოტენციური გაწელვების და გაგრძელებების გარეშე.

მაგრამ გერალდის ბედის გარდა დასასრულში იქნება ასევე სამყაროს ბედიც გადაწყვეტილი. არ დაუკონკრეტებიათ მარა სავარაუდოდ ეს შეეხება ნილFგარდთან ომს. რა ბედი ეწიათ ქვეყნებს, მიაღწია თუ არა წარმატებას იმპერიამ დაპყრობით ომებში, რა ბედი ეწიათ სხვადასხვა პერსონაჯებს მაგ: იმპერატორს და ა.შ. დასასრულის სწორედ ამ ნაწილს ექნება 36 სხვადასხვა ვარიანტი.

საბოლოოდ მაინც" რასაც დათესავ, იმას მოიმკი" სისტემა იქნება რა. და დასასრულზე იმოქმედებს არა მარტო ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ მთელი თამაშის მსვლელობა. :))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#116 » 28 Feb 2014 16:08

მარტო მე მაქ შეგრძნება რომ თამაშის ბოლოს სლაიდშოუს სახით მოწოდებული ვიკიპედიას ჩამონაწერი პერსონაჟების და ქალაქების "ბედისწერისა", რომლის ნახევარი მაინც თამაშისას ბოლომდე გაუაზრებელი, თითქმის რენდომით მიღებული გადაწყვეტილებების გამო მიიღწა რაღაცნაირი ემოციურად დამაუკმაყოფილებელი და ცოტა უაზროა? განსაკუთრებით როცა მერე youtube-ზე შეხვალ და სხვა ენდინგების ნახვის შემდეგ რო იაზრებ ერთი აბზაცი ტექსტის შეცვლის მეტი არაფერი impact არ აქ სამყაროში.

Mass Effect 3 ხო ნაკლებით იყო სავსე მარა რაღაც მხრივ უფრო კარგად მიუდგა მაგ ენდინგების თემას, მაგალითად როცა პერსონაჟის ბედს თამაშის 60 %-ზე, ემოციურად დატვირთული ქვესტით იგებდი და სათანადო ყურადღება ქონდა დათმობილი(Mordin Souls). ან თუნდაც რამდენიმე სინემატიკ სცენით მაგალითად როგორც ჯეკის "საკუთარი თავის პოვნაა" როცა მის ნაირ სტუდენტებს გაუძღვება და მათი ნაწილი გახდება.

მემგონი იმსახურებენ მნიშვნელოვანი პერსონაჟები და ქალაქები ამ ექსტრა რესურს და უფრო ელეგანტური solution-ია ვიდრე 'მხოლოდ ერთი ენდინგი', რადგან ეგ აუფასურებს შენ არჩევნებს და პირადი ისტორიის და განცდების მნიშვნელობას, მაგრამ სლაიდშოუსავით მეორე ექსტრიმშიც არ მიდის და მეორე კუთხით არ აკეთებს იგივეს. გაუფასურებას ვგულისხმობ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#117 » 28 Feb 2014 17:26

აი შენ როგორც აღწერე ზუსტად ეგეთი ენდინგი ჰქონდა დრაგონ ეიჯს. ნუ ვითომ მეფის დარბაზში მოგვცეს საშუალება რომ გავცნობოდი მთავარი პერსონაჟების ბოლო სიტყვებს, მაგრამ მთელი ენდინგი მაინც სლაიდშოუ იყო სადაც "გიყვებოდნენ" პერსონაჟების შემდგომ ბედს და უამრავ 1000 ისეთ უაზრო წვრილმანს უღრმავდებოდნენ რომლებიც არც კი მახსოვდა როდის მოხდა. მართლაც რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებს მსგავსი ენდინგი.

მეორე მხრივ ვითჩერ 2-ის ენდინგიც არ მომეწონა მე. ანუ ბოლოს აჯაფსანდალივით აირია მოვლენები, ვინ ვის კლავდა და ვინ ვისკენ იყო ვერ გაარკვევდი, რაც მთავარია ეს მოვლენები "კადრს მიღმა" მიმდინარეობდა სანამ შენ სასკიას კლავდი და დაბრუნებულს როუჩმა ( ან იორვეზმა) ეს ყველაფერი 2 სიტყვაში მოგიყვა, ამათმა ეს მოკლეს იმათმა ისო. არც ლეტოსთან ბოლო შეხვედრა მომეწონა, ერთ დიალოგში ჩაატია მთელი თამაშის სიუჟეტი, რომელსაც ყოველგვარი მოულოდნელობა უკვე დაკარგული ჰქონდა. მაგრამ განსაკუთრებით არ მომეწონა ის თუ როგორ მოექცნენ მთავარ პერსონაჟებს, დანდელაინი და ზოლტანი სადღაც შუა სიუჟეტიდან დამშვიდობების გარეშე აორთქლდნენ ( ჟურნალში ეწერა მგონი გერალდას დავემშვიდობეთ და გზას გავუდექითო), ტრისმა ერთი გამარჯობაო და გაქრა კადრიდან. ენჩანთედი არ დამიხურავს, იქ როგორც ვიცი პროლოგი უფრო დახვეწეს, მარა ორიგინალის ენდინგი მართლა არადამაკმაყოფილებელი იყო. თან დაბოლოების გარეშე, ლეტოსთან კონფრონტაციის მერე ეგრევე ვაილდ ჰანტის მოსაძებნად რომ მიდიხარ, რაღაცნაირი დაუსრულებლობის შეგრძნება დატოვა.

საუკეტესო ვარიანტია ერთი დიდი გეიმპლეით და სიუჟეეტით დატვირთული პროლოგი გააკეთონ, რომელიც უმეტესი მთავარი პერსონაჟის ბედს შეკრავს და ბოლოს, რამდენიმე სინემატიკით გერლადას საბოლოოდ გამოგვამშვიდობებს.

Riddick
Posts: 11718

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#118 » 28 Feb 2014 21:14

(კიდე წინაგვერდების ბაზარი იწყება) ზუსტად მაგიტო არ მიყვარს მეორე ვიჩერი. მართლა აჯაფსანდალს გავდა ბოლოს, ისეთი დიალოგები იჩითებოდა საერთოდ აღარ მაინტერესებდა (ყველა რეპლიკის წინ იმენა გამოდიოდა უხილავი ბანერი - ჩვენ თამაშში მოთამაშის არჩევანზეა ყველაფერი დამოკიდებული) და youtube რო სხვა ენდინგებს უყურებდი ვაფშე დავიკიდე მეორეს ექსფერიანსი. ანუ მესმის რო როგორც იდეა ძაან მომხიბლავია ეს ალტერნატიური სიუჟეტური გავრცობები, მაგრამ იმხელა რესურსს საჭიროებს, რომ თამაშსს 40% ხანგრძლივობას აკლებენ მაგის გამო. თან ზოგი ვარიაცია მაგარი უაზრო და თითიდან გამოწოვილი გამოდის, ან ისიც შეილება რო სუ შემთხვევით რაღაც მნიშვნელოვანი და შენთვის საინტერესოს აუარო გვერდი (შეიძლება უბრალოდ რაღაც ტექსტს არ მიაქციო საჭირო ყურადღება, ან არ გეგონოს მნიშვნელოვანი, იმიტორო ხანდახან მართლა არ გავს მნიშვნელოვანს, მარა მერე რაღაც უაზრო გავრცობა მოყვება ხოლმე). არ მომწონს მე ეს ალტერნატიული ენდინგები, ვერ ქაჩავენ სათანადო დონეზე.

ბევრად მირჩევნია, რომ დიდი იყოს თამაში, არჩეული რაკურსი კიდე ბოლომდე დამუშავებული. მაგალითად პირველი ვიჩერი ძალიან გემრიელად მახსენდება სუ. იყო ამ სიუჟეტური არჩევნიას გარკვეული ვარიაციები მაგრამ ზუსტად იმ დოზით რო თამაშის ძირითადი სიუჟეტის სტრუქტურა არ დაემსხვრია, ანუ ორმაგი სიამოვნება მივიღე ფაქტიურად.

ზედა ნიუსს რაც შეეხება ალბათ რაღაც ვერ გავიგე სწორად, მაგრამ სიმართლე რო გითხრა ჯერ კიდე არ მესმის კარგად როგორ შეიძლება რამეს 36 ვარიაცია გააკეთო და ყველა ამომწურავად სცემდეს საბოლოო კითხვაზე პასუხს ))) ნუ თუნდაც ეს 36 არ იყოს მხოლოდ მთავარი გმირების...

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#119 » 28 Feb 2014 21:19

კომბინაციები იქნება სხვადასხვა მომხრადი event ების რა
მაგალითად სიტყვაზე რო ვთქვათ:
1. მოკვდა Triss, გადარჩა Iorveth, მოკვდა Roche
2. მოკვდა Triss, მოკვდა Iorveth, გადარჩა Roche
3. გადარჩა Triss, გადარჩა Iorveth, მოკვდა Roche
და ასე შემდეგ ))) თავისუფლად ავლენ 36-ზე მარა ძირითად ხაზს არ შეცვლიან, ალბათ 2-3 იქნება და დალშე მიებმება ეს კომბინაციები. ძველ Fallout-ებსაც მასე ქონდა სხვადასხვა event-ებს რო გაჩვენებენ რა გადაწყვეტილებებიც მიიღე იმის გათვალისწინებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

MiQo
Posts: 79

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#120 » 28 Feb 2014 23:23

SLaYeR
ოოო ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ))) ანუ ძირითადი შინაარსის ხაზის დაბოლოების რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებული და გაანალიზებული ვარიანტი იქნება და ამის შემდეგ სხვადასხვა წვრილ-წვრილი მოვლენების სხვადასხვაგვარად დაბოლოებით ავლენ 36 განხსვავებულ ენდინგზე.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 245 guests