CD Projekt RED-მა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თამაშის მოცემული ვიდეო არის მოპარული და მისი ჩვენება დაგეგმილი იყო ოფიციალური პრეზენტაციის დროს.
"რათქმაუნდა ჩევენ არშეგვიძლია და არც გვაქვს სურვილი ამ ფაქტის უარსაყოფად. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ხდება ჩვენი ახალი პროექტის, Witcher 2-ის დემონსტრაცია, რომლის შექმნაზეც ჩვენ უკვე გარკვეული დრო გვაქვს დახარჯული. ჩვენ ეს ვიდეო შევქმენით დაახლოებით ნახევარი წლის წინ რათა მოგვეხდინა თამაშის პროცესის დემონსტრირება ოფიციალურ პრეზენტაციაზე." - განაცხადა ადამ კიჩინსკიმ. "ამ დროისთვის ჩვენ ვეძებთ თამაშის გამომცემელს. ამ მომენტში თამაშის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაკეთდება."
დეტალები ცნობილი გახდება მხოლოდ ოფიციალური ანონსის შემდეგ
როგორც ჩანს პირველი ნაწილის მსგავსი რითმული ბრძოლები თამაშში აღარ იქნება. "ჩვენ დროზე დამოკიდებული ბრძოლის სისტემის მიტოვება გადავწყვიტეთ და შევეცადეთ შეგვექმნა ისეთი გეიმფლეი სადაც მოთამაშეს საკუთარი ბრძოლის სტილის არჩევის საშუალება ექნება - კომბო, მაგია, ნივთების ბრძოლაში გამოყენება, დაცვითი ტაქტიკით ბრძოლა, ან რამე სხვა სტილი." განაცხადა ტომაზმა. "შევეცადეთ საბრძოლო სისტემისთვის მეორე ფსკერი შეგვექმნა - თუ თქვენ არ იცნობთ თამაშს, დააყენეთ ადვილ სიძნელეზე და წინ. სხვა დანარჩენები კი ბევრი საინტერესოს და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ მომენტებს წააწყდებიან."
-------------------------------------------------------------------------------------
ტომასმა გერალტის ინტიმურ ურთიერთობებზეც ისაუბრა. "სექსის სცენები სრულიად გადამუშავდება. ჩვენ გვინდოდა, რომ გერალტის მეგობარი გოგონები უფრო ბუნებრივები გაგვეხადა და ყველა მათგანისთვის უფრო ორიგინალური ისტორია მოგვეფიქრებინა" განაცხადა უმცროსმა პროდიუსერმა. "არანაირი კარტები. ამჯერად უფრო კინომატოგრაფიული მიდგომისკენ გვაქვს გეზი." (ანუ პორნოს იღებენ)