პირველ რიგში დავიწყებ mindfuck ენდინგით და მნიშვნელობით რა აზრიც გამოვიტანე. ვინაიდან ეს იყო ბოლო თამაში, ენდინგის რეალობის პარალელი ბოლო კასეტის ჩანაწერის მიხედვით დაახლოებით ასეთია: კოჯიმა არის ნამდვილი ბიგ ბოსი რომელმაც მოთამაშე გახადა ბიგ ბოსის ფანტომი (ანუ როლი მოარგო), კოჯიმა არის
იშმაელი რომელმაც მოთამაშე აჰაბს სხვა თვალით შეახედა პერსონაჟზე, სამყაროზე, აღქმის დიაპაზონი გაუხსნა (ყოველშემთხვევაში სცადა), შემდეგ ეს ყველაფერი ერთად შევქმენითო, მადლობა გადაუხადა, მოაჯდა ბაიკს და წავიდა. მოთამაშეს კი MSX კონსოლი უდგას, ანუ საიდანაც დაიწყო სერიები, შემდეგ სარკეში ხედავს დემონურ რქიან ბიგ ბოსს, ამტვრევს სარკეს და ამთავრებს საგას (ზოგადად სარკეს იყენებდნენ ამპუტირებული ორგანოების phantom pain-ის დროს, ტვინს აღაქმევინებდნენ თითქოს მეორე კიდური ჰქონდა). რა თქმა უნდა ეს ორიგინალური და კარგია მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ იდეის განვრცობა და მაინცდამაინც პერსონაჟის შეცვლა არ იყო ასე საჭირო. ასევე დევიდ ბოუის სიმღერა The Man Who Sold The World, რომელიც doppleganger-ზეა, შეეძლოთ ასე არ გადმოეტანათ და უფრო ფსიქოლოგიური ჭრილში განევრცოთ, ანუ ბიგ ბოსი და მისი დაკარგული პერსონა, წარსული ტკივილების გამოძახილი და ფანტომის დემონად ქცევა, რაც პერსონაჟის მომავალ ქმედებებს ახსნიდა. ფიზიკურ ფანტომზც კი შეიძლებოდა სხვა ფსიქოლოგიური კუთხის მიცემა, ისე რომ მთელი თამაში ვიღაც რენდომ პერსონაჟი არ ჩაესვათ.
ისე ჩემი აზრით თითონ თამაშიც კი ფანტომია, ძველი Metal Gear Solid-ების ექო,
მშვენიერი მირაჟი რომელიც ქრება და იმედგაცრუების, თავის მოტყუების, სიცარიელის და დაუსრულებლობის შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ იცი რომ ყველაფერი კაი ხნის წინ დამთავრდა. მილერის და ოცელოტის
ბოლო დიალოგის გაგებაც შეიძლება იმ კუთხით რაც კონამის და კოჯიმას შორის მოხდა, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს კოჯიმას შემდეგ თამაშებზე რომელსაც ცალკე შექმნის. ამ კუთხით მილერი ჩემსავით დარეიჯებული მოთამაშე გამოდის - Nine Years Ago, I thought everything had been taken from me, but now I really have lost it all: the Boss and the future we were building together. No, Big Boss can go to hell. ოცელოტი მოთამაშე რომელსაც ბიგ ბოსი კიდევ შეხვდება (სთორიში საერთოდ უცნობია შევხნდნენ თუ არა), ხოლო საიფერი/ზირო კონამია, ვინც ასე გადაწყვიტა მოვლენები.
რაც შეეხება თამაშის კონტენტს, სთორი არის ნაკლებად მნიშვნელოვან ახალ პერსონაჟზე, მთავარი გმირი ამჯერად თავად მოთამაშეა, რომელიც ვითომ იყო მედიკოსი და საუკეთესო მებრძოლი MSF-ში, იგი გახადეს Punished "Venom" Snake და ბიგ ბოსის ფანტომად აქციეს. თამაშის სთორი გახდა ფილერი, რომელიც ბიგ ბოსს აღარ ეხებოდა. თამაშის ერთადერთი მნიშვნელობა საგაში არის ის რომ პირველ Metal Gear-ში ბიგ ბოსის ნაცვლად მოკვდა ფანტომი, ანუ მოთამაშის გმირი, ხოლო ნამდვილი ბიგ ბოსი Metal Gear 2-ში მოკლა სოლიდ სნეიქმა, შემდეგ კი პატრიოტებმა გააცოცხლეს. აი ერთადერთი რაც მართლა მნივნელოვანია ეს არის აუდიო ლოგები ზიროზე, ოცელოტზე, პატრიოტებზე, ახალ ეპოქაზე, მაგრამ ამის გარეშეც ცნობილი იყო ეს ყველაფერი. მარტივად რო ითქვას მთელი მოლოდინი ბიგ ბოსის ისტორიის გაგრძელებაზე ტყუილი აღმოჩნდა.
თამაშის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე მაინც არსებობდა თეორიები ორეულის შესახებ, რაც კიფერ საზერლენდის მოყვანამ გამოიწვია, ხალხი ფიქრობდა რომ საზერლენდი იქნებოდა ორეული ხოლო ნამდვილი ბიგ ბოსი დევიდ ჰეიტერი, თუმცა Ground Zeroes-შიც და აქაც ნამდვილ ბიგ ბოსსაც კიფერ საზერლენდი ახმოვანებს, ამიტომ ახალი გამხმოვანებლის მოყვანა არანაირ კავშირში არ არის ახალ პერსონაჟთან. ორეულის თეორია ორად იყოფოდა, ზოგს მიაჩნდა რომ ორეული უნდა ყოფილიყო გრეი ფოქსი (20 წლის წინანდელი მეორეხარისხოვანი გმირი), ზოგი კი ფიქრობდა რომ მედიკოსი (უცნობი პიროვნება უცნობი მიზეზებით), ჩემი აზრით კი დასკვნით სერიაში ორივე ვარიანტი კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე აღმოჩნდა რო ფანები დიდი ხნით ადრე მიხვდნენ ამ ბანალურ ჩანაფიქრს.
ერთერთ ტრეილერში, სადაც დაშავებული ბიგ ბოსი და მილერი საავადმყოფოში არიან, ანუ როდესაც ბიგ ბოსი კომაში ვარდება, ამ დროს მილერი უყურებს კამერას და კითხულობს ამ მესამე პირზე თუ როგორ არის. თამაშში გაირკვა ვისაც უყურებდა მაგრამ როდესაც კოჯიმას კითხეს, მან თქვა რომ თითონ იყო ან მოთამაშე, არადა ბიგ ბოსს ნამდვილად არ ჰქონდა თავში არაფერი გარჭობილი. აქ პირდაპირ იყო მოცემული სიმართლე.
თამაშში გვაჩვენეს ფანტომის ტრაგიკული მოვლენები, ანუ მოთამაშის ტრაგიკული მოვლენები MGS სამყაროში, რომელსაც მოთამაშე აღიქვავდა ბიგ ბოსის ხასიათიდან გამომდინარე და საბოლოო ჯამში მისმა არსებობამ ბიგ ბოსი გადაარჩინა.
მთლიან საგაში სთორის ერთადერთი აზრი აქვს, გარკვეულ პერიოდში ბიგ ბოსი ჩაანაცვლა საკუთარი რაზმის საუკეთესო წევრმა (რომელსაც ერთ მომენტში ამბობენ და არანაირი ბექგრაუნდი არ აქვს) და ხელი შეუშალა მასზე ნადირობას. ეს ყველაფერი მხოლოდ ენდინგის ნახვით შეიძლება შეივსოს და საერთოდ არ არის საჭირო ფანტომით თამაში.
არ უჩვენებიათ ბიგ ბოსის რეაქცია გაღვიძების შემდეგ, არც მისი მოქმედებები, ფაქტიურად გამოთიშეს რეალური პერსონაჟი მოვლენებს და აჩვენეს მხოლოდ ის თუ როგორ შეხვდებოდა მისი ხასიათი (ფანტომის სახით) თამაშის მოვლენებს.
ახალი პერსონაჟის შემოყვანა მთლიანი საგის კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. მსგავსი ამოვარდნა ჰქონდა რეიდენს Metal Gear Solid 2-ში, მაგრამ თამაშის სტილისტიკამ და სთორიმ მაინც გაატანინა თავი, რეიდენი უშუალოდ სნეიქს და ოტაკონს ეხმარებოდა და ეს მეოთხე ნაწილშიც კარგად გაგრძელდა, კონსპირაციულ კვანძში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა, ამას კი არანაირი გაგრძელება აღარ მოყვება და არც რამე მნიშვნელოვანი მომხდარა. კიდევ ერთი მსგავსება MGS2-თან არის თამაშის ორ ეპიზოდად დაყოფა, MGS2-ის ტანკერის ეპიზოდში მთავარი პერსონაჟი სოლიდ სნეიქია, დანარჩენ მთელ თამაშში კი რეიდენი, აქ კი Ground Zeroes-ში ბიგ ბოსია, დანარჩენ თამაშში ორეული.
ბიგ ბოსი, რომელიც ნებისმიერ საქმეს თავად აგვარებდა, ამჯერად ოცელოტის და ზიროს მითითებით დაიმალა. რამდენიმე წლიანი კომის შემდეგ რა შეიცვალა ამ პერსონაჟში უცნობია.
უცნაურია რომ ბიგ ბოსი ზიროს გამოეყო Les Enfants Terribles პროექტის შემდეგ, იგი ეწინააღმდეგებოდა მის ორეულებს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ მეომრებს, სამაგიეროდ მომხრეა პლასტიკური ოპერაციით მისი ორეულის შექმნის, დაჰიპნოზებული და ცალი თვალით დაბრმავებული მედიკოსის რომელსაც ფარად აიფარებს.
ბიგ ბოსის ვილეინად გახდომისკენ არ გადადგმულა არანაირი ნაბიჯი, გარდა ტყუილისა, საერთოდ არც იყო ალბათ ჩანაფიქრში გავილეინება, მაგრამ Outer Heaven-ის დაარსების მოტივები უკეთესად უნდა აეხსნათ, თორე MSF-ით რაც დაიწყო Peace Walker-ში, ახალი აღარაფერი დამატებია ამ სერიით. რამდენიმე წლის შემდეგ გაიღვიძა და დაიკარგა.
რეალური ბიგ ბოსი არ ენდო მილერს და არ გაუმხილა სიმართლე, სავარაუდოდ მილერის ზიროსთან წარსული ურთიერთობის გამო. მაშინ რა აზრი ჰქონდა მილერის ფანტომის გვერდით ყოფნას თუ სანდო არ იყო? რატომ ენდო ფანტომი? მილერი განაწყენდა და ბიგ ბოსის წინააღმდეგ წავიდა, ისე რო ამ ორ პერსონაჟს შორის ერთი აუდიო ლოგიც ვერ გაიმეტეს, არადა მთელი თამაში საკმაოდ დიდი როლი ეჭირა მილერის და ფანტომის უერთიერთობას.
მილერმა თქვა რომ დაეხმარება ფანტომს და ბიგ ბოსის შვილებს მაგრამ სოლიდ სნეიქის გარდა არავის დახმარებია. სად წავიდა ფანტომი? ფაქტიურად მომავალში მილერის და ფანტომის ურთიერთობაც გაფუჭდა, მაგრამ უცნობია როგორ.
როგორ მოხვდა ფანტომი ბიგ ბოსთან ან რატომ დაიკავა მისი ადგილი პირველ Metal Gear-ში გაურკვეველია. მინიშნება მხოლოდ სარკის სცენასთან კასეტაზეა წარწერა Operation Intrude N313 და გვერდით MSX კონსოლი დევს. რა დაემართა Diamond Dogs-ს?
ყალბი ბიგ ბოსის როლი მოთამაშეს ენდინგში აცნობეს, იმავე ენდინგში აცნობეს ისაც რომ ფანტომი რამდენიმე წელში მოკვდა პირველი Metal Gear-ის ბიგ ბოსის სახით. უაზრობაა ადამიანს უთხრა შენ Perfect Soldier-ის ფანტომი ხარ, შენც ბიგ ბოსი ხარ და ხვალ კვდებიო.
Sahelanthropus-ის ბაზაში წამოღების და მალევე დაკარგვის კადრები არაფრის მომცემი და უაზროა დაუსრულებლობიდან გამომდინარე.
ილაის და მესამე ბავშვის (მენტისი?) გაქცევის შემდეგი მოვლენები გაურკვეველია და მხოლოდ ამოჭრილი კონტენტის ვიდეოში ჩანს, რაც კანონიკურად ვერ ჩაითვლება.
არ გარკვეულა იყო თუ არა მესამე ბავშვი მენტისი.
რაში გამოიყენა ილაიმ მესამე ბავშვის მიერ მიცემული ინგლისურენოვანი პარაზიტი? ამოჭრილ კონტენტში ჩანს ესაც მაგრამ სთორისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია, პარაზიტები იყო მთავარი საფრთხე მთელ სერიაში.
ენდინგის შემდეგ ემოციურობას კარგავს რაზმის დაკრძალვის სცენაც და პაზის ფანტომიც, რომლის აღქმაც რეალური ბიგ ბოსის მხრიდან ბევრად ემოციური, ტრაგიკული ლამაზი და სევდიანი გამოჩნდებოდა მთლიანობაში. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი რაღაც აჩვენეს, ამ წარმოსახვაში მედიკოსმა პაზის ვაგინაში ხელი შეყო, ბომბი გამოიღო და გადაარჩინა, რა თქმა უნდა ფანტაზიები ფანტაზიებად დარჩა.
ენდინგის შემდეგ აზრს კარგავს სთორის დრაივიც და კონტენტიც, სთორი და ზოგადად ბოლო ნაწილი მხოლოდ იმიტომ იყო საინტერესო რომ ბიგ ბოსის კიდევ ერთი ტრაგიკული და მძიმე ისტორია ივსებოდა, მომხდარი მოვლენები კიდევ ერთ ძლიერ ბიძგს აძლევს ბიგ ბოსს რომ დააარსოს Outer Heaven, ამ შემთხვევაში კი ფანტომს მისცა ეს ბიძგი. ნაჩვენები უნდა ყოფილიყო რეალური ბიგ ბოსის მოვლენები.
აზრი დაკარგა მკვდარი სკულ ფეისის ფანტომის კადრმა, რომელიც გამარჯვებულ ფანტომ ბიგ ბოსს მოჰყვება ბაზაში Sahelanthropus-თან ერთად. ამ სცენის გაგება შეიძლებოდა ისე რომ სკულ ფეისის იდეა დარჩა ბიგ ბოსთან და გავლენა იქონია პერსონაჟზე, დემონურ პერსონაზე. ამ შემთხვევაში კი ფანტომთან დარჩებოდა თუ არა საგაში არანაირი აზრი არ აქვს.
სკულ ფეისის სახით მტრის დაკარგვის შემდეგ იცვლება ატმოსფერო ბაზაში, ბიგ ბოსის ფანტომი საკუთარ რაზმში იწყებს მტრის ძებნას (პარალელია ორუელის 1984-თან და პლაკატებიც ამაზე მეტყველებს) და აწამებს გუნდის წევრებს. ამის გაგება მარტივია, რადგან მტრის და ბრძოლის გარეშე ამ ხალხს ყოფნა არ შეუძლია. ეს მომენტი რეალურ ბიგ ბოსს ბევრად მოუხდებოდა და კიდევ ერთხელ აჩვენებდა Outer Heaven-ის დაარსების აზრს.
ტრეილერში ნაჩვენები Men Become Demons რჩება ყოვლად უაზრო თუ არ ჩავთვლით დაუმუშავებელ demon point-ების მექანიკას, სადაც ბევრი მტრის თუ ცხოველის მოკვლის შემდეგ პერსონაჟს რქა ეზრდება და სახე უსისხლიანდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ პერსონაჟი გადემონდა, სთორის მხრივ თამაში მაინც რჩება ისტორიად მედიკოსზე რომელიც საკმაოდ გულკეთილი პიროვნება აღმოჩნდა: შეიფარა ბავშვები და უპირებდა გზაზე დაყენებას, მსოფლიო იხსნა კატასტროფისგან და დახოცა საკუთარი რაზმის წევრები, ჰიუის მიუტევა ყველა ტყუილი თუ საქციელი და არ მოკლა, დაინდო Quiet-იც იმის მიხედავად რო საავადმყოფოში მოკვლას უპირებდა, აჩერებდა მილერს შურისძიებისგან და რადიკალური გადაწყვეტილებებისგან.
დატვირთვას კარგავს სცენები სადაც ლაპარაკია დემონად გახდომაზე, ასევე ერთ-ორ მომენტში სისხლიან გამწარებულ სახეზე გაზრდილი რქის ჩვენება. ფანტომის გადემონებას და რქის ზრდას მნიშვნელობა არ აქვს საგაში, ეს სცენებიც ასევე რეალურ ბიგ ბოსს მოუხდებოდა.
ფანტომის შექმნა ახსნილია თერაპიებით დაახლოებით ისე როგორც ოცელოტმა შეიძინა ლიქვიდის პერსონა, მაგრამ არ არის ნაჩვენები ფიზიკური მხარე. გასაგებია რომ სნეიქის რაზმის საუკეთესო წევრი სავარაუდოდ იბრძოლებდა ისე როგორც სნეიქი მარა როგორ ექნებოდა იგივე საბრძოლო ინსტინქტები ან ფიზიკური მონაცემები გაუგებარია, ასევე აუხსნელია როგორ შეუცვლიდნენ კანის ფერს პლასტიკური ოპერაციით თუ რაზმის წევრი შავკანიანი იყო? საინტერესო იქნებოდა ამ თერაპიებში მესამე ბავშვის (მენტისის?) როლიც, საერთოდ უცნობი დარჩა ნამდვილმა ბიგ ბოსმა გააღვიძა მესამე ბავშვის შესაძლებლობები თუ ყალბმა, ბიგ ბოსის შურისძიების წყურვილმა თუ ოცელოტის მიერ ჩანერგილმა პერსონამ. იმ შემთხვევაში თუ მესამე ბავშვი მენტისია, მაშინ მისი გაღვიძება და სერიებში მოთამაშესთან მისი ინტერაქციაც აიხსნება, ვოლგინი სანამ მარტორქაზე დაჯდება, იქამდე მოთამაშე ხედავს მარტორქის ქანდაკებას, ანუ სავარაუდოდ მესამე ბავშვმა სწორედ ფანტომის აღქმულის მიხედვით შეუქმნა ვოლგინს ცეცხლოვანი მარტორქა.
რა აზრი ჰქონდა ბიგ ბოსის კლონების შექმნას, თუ ნებისმიერს შეუძლია გახდეს ბიგ ბოსი? თან ორივე იდეა ზიროს ეკუთვნის და ეს ყველანაირ პოტენციალს აძლევდა ბიგ ბოსების არმია შეექმნა თავისთვის და ისე გაეგრძელებინა legacy, ოცელოტი უნდა ყოლოდა გვერდით მაინცდამაინც?
რატომ არის
1984 წლის 11 მარტს 02:32 საათზე ბიგ ბოსი ბინტიან სახეში წვერის გარეშე და იმავე დღეს
1984 წლის 11 მარტს 05:59 საათზე ოცელოტთან დამშვიდობებისას ისევ წვერებით? სამ საათნახევარში როგორ გაეზარდა წვერი?
რატომ ამოჭრეს ილაის და მესამე ბავშვის კონტენტი, რა დაემართა Sahelanthropus-ს კანონიკურ საგაში?
რატომ არ იყო თამაშში ნაჩვენები შემდეგი მომენტები ტრეილერებდან და შედიოდა თუ არა ამოჭრილ კონტენტში?:
არ იყო თუ ვინ და რატომ ურიგებს ბავშვებს იარაღს, მხოლოდ სიტყვიერად ახსნეს -
>>>ტრეილერის დასაწყისი გადამწვარ მიწაზე -
>>>ტრეილერის ბოლოს მუხლებზე დამდგარი ყვირილი -
>>>როგორც ჩანს თავდაპირველად ფანტომიც ნამდვილ სიგარას ეწეოდა ელექტროს ნაცვლად ან საერთოდ არ იყო იდეაში ფანტომი და ნამდვილი ბიგ ბოსი იყო. ეს მომენტი თამაშში შეცვალეს და ბაიკზე ნამდვილი ბიგ ბოსი დასვეს ბიონიკური ხელის გარეშე -
>>>ჩემი აზრით საუკეთესო თუ არა ღირსეული ნაწილი იქნებოდა თუ:
1. პერსონაჟი იქნებოდა ნამდვილი ბიგ ბოსი, ბანალური spy სერიალის პლოტ ტვისტის და ტელენოველების პლასტიკური ოპერაციბის გარეშე (ძალიან რიკარდო თემაა ეგ)
2. სთორი არ იქნებოდა დაჩეხილი და არ დატოვებდა ხვრელებს, რაც ერთერთი მთავარია
ლიქვიდის ენდინგზე, რისი დამუშავებაც საკმაოდ ემოციურად და ეპიკურად შეიძლებოდა, თან ბოლო ბოსის სცენა MGS1-ის პატივისცემა იქნებოდა, რითაც Solid სერიები დაიწყო.
3. სნეიქი ილაპარაკებდა ჩვეულებრივად, არ დასვავდა კითხვებს მილერთან და არ იჯდებოდა სკულ ფეისთან ჩუმად, გამოხატავდა სიტყვიერად თავის ემოციებს და მოცილებული იქნებოდა მუნჯი გმირის roleplay (მაინც არ იმუშავა)