https://i.imgur.com/0f83yIp.jpg - გრაფიკის გაუმჯობესებად გასაღებული უფუნქციო და უაზრო ბუტაფორიული არქიტექტურა. არცერთ "დაშენებას" თუ "მიშენებას" არანაირი - არც ფუნქციური, არც რელიგიური თაყვანისცემის და არც ორნამენტული სილამაზის დატვირთვა არ გააჩნია, დილეტანტიზმი და საკითხში ჩაუხედავობაა ყველანაირი გაგებით. ზოგადად ყველა თამაშს თავისი გზა აქვს და არ ვთხოვ სიზუსტეს გამოგონილ სამყაროებში, მარა აქ გულდასაწყვეტი და გამაღიზიანებელი ჩემთვის ის არის რომ სხვისი ნამუშევრის გადაკეთება ხდება პროგრესის სახელით. მოთამაშეების უმრაველსობას შეიძლება ეკიდოსა და ვერც ერკვეოდეს რა ხდება მარა ჩემთვის პრობლემაა ეს განსაკუთრებით ასეთი მიდგომის თამაშებში და საერთოდ ხაზის გადასმაა იმ შეგრძნებებზე რასაც ამ თამაშის გარემო უნდა იწვევდეს.
https://i.imgur.com/vgFUZ5L.jpg - აქვე ორიგინალი რომელიც კლდეში ნაკვეთი ტაძრის (თუნდაც ფენტეზი) დამაჯერებელ ფორმას გვთავაზობს და აშკარად უძველესი არქიტექტურის შთაგონებებით არის შექმნილი (გოთიკური ელემენტების დამატებით) როგორც თამაშში მოცემული სხვა რამდენიმე შენობა. ეს არის ერთგვარი მიდგომა რომელიც რეალობაში უკვე გამოცდილი არქიტექტურული ხასიათით ცდილობს მოთამაშეში შეგრძნებების აღძვრას და შემქმნელს დაახლოებით მაინც განსაზღვრული აქვს თუ რა ემოციის გამოწვევას აპირებს დამკვირვებელზე.
შესადარებლად თუ როგორ ხდებოდა ეს საქმე რეალურად:
https://i.pinimg.com/originals/ed/82/95 ... e00a06.jpg აბუ სიმბილი ძვ.წ. მე-13 საუკუნე.
https://enacademic.com/pictures/enwiki/ ... Dalyan.JPG ლიკიური სამარხები. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.
https://www.theadventurousflashpacker.c ... 81708.jpeg პეტრა. ძვ.წ. მე-4 საუკუნე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.