Baldur's Gate: Enhanced Edition, PC, iPhone, iPad, iOS

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11703

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#1 » 30 Jul 2012 03:32

>>>

რამდენიმე თვის წინ, ყველა კლასიკური RPG-ს მოყვარულს, Beamdog-მა მოულოდნელი და ამასთანავე სასიამოვნო სურპრიზი გაუკეთა - სტუდიამ ლეგენდარული RPG-ს Baldur's Gate-ის Enhanced Edition-ი დაანონსა (გულშემატკივარის გარკვეული ნაწილი, თამაშის ახალი სერიის ანონსს ელოდა, მაგრამ მოცემულიც საკმაოდ დიდი სიხარულის მიზეზი გახდა). თემა აქამდე არ გახსნილა, მაგრამ გამოსვლის დროის მოახლოვებასთან ერთად, თამაშზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაგროვდა და შევეცდები ყველაფერი თანმიმდევრობით დავწერო.

>>>

ცნობილი RPG-ს გაფართოებული და შევსებული ვერსია გაყიდვაში PC-ზე და Mac-ზე ერთდროულად, 18 სექტემბრს გამოვა. თამაშის ორიგინალისგან Enhanced Edition პრიველ რიგში ვიზუალური შემადგენელით იქნება განსხვავებული - მას ექნება მაღალი რეზოლუციების მხარდაჭერა, ხოლო გრაფიკის ზოგიერთი ელემენტი საერთოდ ახლიდან იქნა გადახატული. დამატებული იქნება თვითონ შიგთავსიც მაგ. თამაშში გამოჩნდება ახალი გმირების ტრიო - ველური ჯადოქარი ნირუ, მღვდელი რასადა ინ ბაშირი და შავ კანიანი მცველი დორნ ინ-ხანი. მოცემულ პერსონაჟებთან მიმართებაში, Baldur's Gate-ის ძველი ტრადიციები სრულიად იქნება დაცვული - ყველა მათგანს საკუთარი ვცელი ისტორიააქვს, რის შესახებაც ახლად დაწერილი დიალოგების, ახალი ქვესთებისა და ჯადოსნურ სამყაროს აქამდე უცნობ ტერიტორიებზე მოგზაურობისას გაგვანდობენ. პლიუს ამას, თამაშში დამატებული იქნება ახალი სათამაშო რეჟიმი The Black Pits, რომელშიც გმირების რაზმს "გამოცდილების" მოსაგროვებლათ რამდენიმე ტურის მანძილზე სხვადასხვა არენებზე უამრავი სახეობის მონსტრებთან მოუწევთ შებრძოლება. დანაპირებში ასევე შედის თამაშის ხელახალი გახმოვანებაც. მთლიანობაში, Baldur's Gate-სთან შედარებით, Enhanced Edition-ში შესული იქნება 400-მდე დამატება და გაუმჯობესება. ხოლო მისი ფასი 20 დოლარი იქნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#2 » 26 Sep 2012 22:06

30 ნოემბერს იქნება PC რელიზი.. არადა 18 სექტემბერს გვპირდებოდნენ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#3 » 24 Nov 2012 04:34


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#4 » 30 Nov 2012 03:09

დშც, დედას აგინებენ windows ვერსია ბაგავსო. თამაშს ვერ ვრთავთო.
ნუ მარაზმიც ამას ქვია
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#5 » 30 Nov 2012 04:06

პაჩს გამოუშვებენ მაშინ, ამ თამაშს ველოდებოდი და მაგრა გამიტყდება რო ვერ ჩავრთო, ამის ძველი ვერსიას კიდე ვერ ვთამაშობ ძაან კოშმარული გრაფიკა აქ
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#6 » 05 Dec 2012 00:36

გამოვიდა:
Release Date: Sep 18, 2012
Developer: Overhaul Games
Genre(s): Role-Playing
Metascore 79 out of 100
User Score 6.3 out of 10
პლადფორმები: PC, iPhone/iPad

ონლაინში გვინდა თამაში
ვის გინდათ კიდევ ?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#7 » 05 Dec 2012 00:45

ჯერჯერობით ვართ 2 კაცი
საჭიროა 6 კაცი მაქსიმუმ
გაითვალისწინეთ თამაშს სჭირება დრო
იქნება სასიამოვნო roleplay და ბევრი LOAD : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#8 » 05 Dec 2012 01:19

კაია ჩავიწერ ჯერ ობლივიონი მოვრჩე, მეორედ უფრო მუღამით ვხურავ :D ონლაინ ყველაფერი მეზიზღება ჩემი საყვარელი ქაუნთერის გარდა თორე შემოგიერთდებოდით მეც
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#9 » 05 Dec 2012 02:09

ერთი Mage უეჭველი დაგვჭირდება, 2 ფაიტერი კარგი ბალანსია
1 ჰილერიც კარგია ძაან.

დანარჩენი 2 სულერთია.
Thief - თუ მიაწვება თრეფების მოხსნა/დადებას და სკივრებს კარგია, თუ არადა კომბატში ალბათ პირველ bg-ში გაუჭირდება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#10 » 05 Dec 2012 04:49

wild mages ავიღებ მე :D
ორი მეიჯი არ შეგვიშლის ხელს თუ სხვასაც უნდა

<<<<
http://i.imgur.com/NGCQC.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#11 » 05 Dec 2012 11:09

Whoa... wait there... I want to play as well. : P

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Baldur's Gate: Enhanced Edition

Unread post#12 » 05 Dec 2012 14:36

Thief როლს მოვირგებ თუ შემოგიერთდით.

შაბათ-კვირა?
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 123 guests