Fez, X360, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11714

Fez

Unread post#1 » 29 Mar 2012 14:47

>>>

შორეულ 2008-ში, PAX East-ის ფესტივალზე, უცნობი სტუდიის Polytron-ის მიერ ერთი საკმაოდ საინტერესო indie-პლადფორმერი სახელად Fez დაანონსდა. მისი შემქმნელი Phil Fish-ის თქმით, სხვა პლადფორმერებისგნა განსხვავებით, Fez-ში ერთი ახალი და ორიგინალური შესაძლებლობა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც "პერსპექტივის შეცვლა" უწოდა. დაახლოებით რომ ვთქვა, ეს არის პლადფორმერი "4 განზომილებაში", რომელთა შორის გადართვაც, უშუალოდ მოთამაშეზე იქნება დამოკიდებული. თამაში ამაწლის 14 აპრილს გამოვა და თავიდან მხოლოდ Xbox Live Arcade-ის მეშვეობით გაიყიდება, მაგრამ ახლო მომავალში, მის გამოსვლას PC და PS3-ისთვისაც ვარაუდობენ.

მოცემული ვიდეო კარგად ახდენს დემონსტირირებას, თუ რა იგულისხმება სიტყვებში პერსპექტივის შეცვლა >>>

დასაწყისში თამაში სიუჟეტის ზუსტ დეტალებს არ გვატყობინებს. ჩვენ უბრალოდ ვგებულობთ, რომ სამყაროში რაღაც ცუდი მოხდა, რამაც მისი მამოძრავებელი კუბის აფეთქება გამოიწვია. თქვენი მისია მარტივია, სათითაოდ უნდა მოძებნოთ აფეთქებული კუბის ყველა ფრაგმენტი და გაამთელოთ იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროში შავი ხვრელები გაჩნდბა, რაც მთლიანად მის არსებობას შეუქმნის საფრთხეს.

>>> >>> >>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Fez

Unread post#2 » 29 Mar 2012 14:55

ვაპირებდი ამაზე თემის გახსნას, მაგრამ აღარ გავხსენი.

მაგრად ველოდები უკვე რამდენი ხანია.

უნდა გამოვიდეს PC-ზე. საერთოდ ინდი ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს კონსოლს. თვითონ დეველოპერებსაც უკვე ნელ-ნელა სტიმისკენ მიუწევთ გული და მეტი თუ არა, XBLA-ზე ნაკლები აუდიტორია არ ჰყავს PC-ს ამ ამბავში.

Indie Game: The Movie-ს ერთ-ერთი მონაწილე დეველოპერია Phil Fish და Fez-საც ფილმის შესახებ გაგებიდან ველოდები. განსხვავებული და საინტერესო პროექტია.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Fez

Unread post#3 » 29 Mar 2012 15:30

ტომის პოსტს +1
კაი ხანია ველოდები და ვეღარ აღირსეს, რამდენჯერ დამისერჩავს ტორენტზე ახალი ინფო რო აღარ იდებოდა
ერთერთი მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებული ინდი პროექტია, პატარა ინოვაციებით მშენიერი adventure იწყობა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Fez

Unread post#4 » 12 Apr 2012 12:53

GameInformer-ის Review და 9.25/10.00-დან!

Fez - Change Your Perspective

თამაში ხვალ გამოდის. მეტაკრიტიკზე გვერდი - Fez @ Metacritic
საკმაოდ სოლიდური შეფასება აქვს.
ვაგროვებ ფულს და ვყიდულობ ^____^
რევიუსაც მივცემ მერე.

Support the INDIE!!!
I won't miss.

Riddick
Posts: 11714

Fez

Unread post#5 » 19 Apr 2012 19:13

X360 ვერსია გამოვიდა უკვე და სტრანნი შეფასებებიაქ მეტაზე:

Release Date: Apr 13, 2012
Developer: Polytron Corp.
Genre(s): Platformers
Metascore 90 out of 100
User Score 6.4 out of 10

დაანონსებულია PC ვერსიაც, მარა გამოსვლის თარიღი არაა მითითებული

Riddick
Posts: 11714

Fez

Unread post#6 » 24 May 2012 23:07

► Show Spoiler

===
პატარა მიმოხილვა, საინტერესო დეტალებით: >>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Fez

Unread post#7 » 24 May 2012 23:14

ეგ მომხმარებლების დაბალი ქულები უმეტესად გაშვებისას ბაგებით არის გამოწვეული. ახლა უმრავლესობა გასწორებული უნდა იყოს წესით. ნუ, კრიტიკული შეცდომები მაინც იქნება 100% გასწორებული.

მე XBLA პრობლემების გამო ჯერ მხოლოდ trial ვერსიის თამაში მოვახერხე. მომეწონა ვიზუალი, მართვა და მუსიკალური გაფორმება. თამაში წარმოადგენს კლასიკური side-scroller-ების არატრადიციულ კუთხეს, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად გამოუვიდა Fish-ას. მიმოხილვები და ფორუმზე დისკუსიები არ წამიკითხავს. რატომღაც ჩელენჯს არ ველოდები თამაშიდან, უფრო მთლიანად კვლევაზე და აითემების შეგროვებაზე დაფუძვნებული მგონია.

იმედია გამოვასწორებ ლაივზე კავშირის პრობლემას, ვიყიდი და თამაშის მერე ვრცლად დავწერ აზრს.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Fez

Unread post#8 » 10 Jan 2013 17:27

თამაში სცდება XBLA-ს და გადმოდის სხვა პლატფორმებზეც (მინიმუმ ალბათ PC / PSN). Fish-მა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა პოსტი ამის თაობაზე. აღარ ვყიდულობ 360-ზე და სტიმის ვერსიას ველოდები თქვენთან ერთად ^_____^
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Fez

Unread post#9 » 08 May 2013 22:20

დავხურე და კმაყოფილი ვარ )

ერთი მხიარული გასეირნება იყო საინტერესო და ლამაზ სამყაროში.

მექანიკა ისეთი აქვს, რომ მეგონა მალე მოსაწყენი გახდებოდა (მაგალითად Unfinished Swan-ზე ახლაც ამას ვფიქრობ, რომ თავიდან შთამბეჭდავი იდეით შორს ვერ წაიყვანს თამაშს იგივე მუხტით), მაგრამ არ აღმოჩნდა ასე. სამყაროს კვლევასთან და ლეველების განვითარებასთან ერთად არ დაუკარგავს მიმდინარეობას მუღამი და fun განწყობით მიდიოდა თამაში ბოლომდე.

ერთია, რომ პაზლები შეიძლებოდა უფრო კრეატიული ყოფილიყო (ბოლო დროს შეიძლება ზედმეტად კრიტიკული გავხდი ამ ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ) და ნაკლებად შემთხვევითობა - რისერჩზე დამოკიდებული.

საბოლოო ჯამში დიდი + Phil Fish-ას და ყველას ვინც დაეხმარა პროექტის გაქაჩვაში.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Fez

Unread post#10 » 12 Nov 2013 16:05

ვთამაშობ და იმის მიუხედავად რო ძალიან მომწონს და წინაც კარგად მივიწევ, არის მაინც რაღაც რამაც ნერვებზე იმოქმედა. ეს არის ზედმეტი სირთულე და ეს სირთულე დამოკიდებულია იმაზე რო რაღაც უნდა შეგენიშნა და ვერ შენიშნე, შესაბამისად უნდა ირბინო წინ და უკან და ეძებო საიდან რა შეიძლება ამოხსნა.
თამაშში მოცემულია სხვადასხვა სიმბოლოები რომლის მნიშვნელობაც უნდა გაიშიფროს. გასაგებია რო შეიძლება დაგიდონ წინ მინიშნება და დაჯდე და ერთი საათი შიფრო, ასეთ რამეს მივესალმები და არც არასდროს დამზარებია, მარა აქ ყველაფერი სხვანაირად არის, გასაშიფრია ანბანი და ციფრები, რომელიც არ იცი რო ანბანი და ციფრებია, არც ის იცი გჭირდება თუ არა რამეში და ვარაუდით თუ მიხვდები. უბრალოდ მიყვები თამაშს და გგონია რო ნელნელა ყველაფერი ცნობილი გახდება და მობრუნდები.
მაგალითად საკლასო ოთახში მოცემულია სიმბოლოები რაც არ იცი რა არის ან რაში გჭირდება, მსგავსი სიმბოლოები შეიძლება ნახო სხვაგანაც და მაინც ვერ მიხვდე რო ეს ციფრებია, უბრალოდ რაღაც სამყაროში მოცემულ სიმბოლოებად ჩათვალო. საქმე იმაშია რო ამ საკლასო ოთახში შეიძლება უბრალოდ შეხვიდე და გამოხვიდე და არც გაამახვილო ყურადღება სიმბოლოებზე, და საერთოდ დაგავიწყდეს რო ათასიდან რომელიღაცა ოთახშ სიმბოლოები ეკიდა.
ანბანის შემთხვევაში კიდე უფრო რთულადაა. სხვადასვა ლოკაციებში დევს დიდი რუნებიანი ქვები, თუმცა რატო და რისთვის უცნობია, უცნობია ისაც თუ როგორ შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ერთერთ ლოკაციაში ზუსტად ასეთივე ქვასთან მელა და ძაღლი თამაშობენ. ამიტომ ამ სცენას ზედმეტი ყურადღების გამახვილება და ამ წინადადების ცოდნა "The quick brown fox jumps over the lazy dog" სჭირდება. უბრალოდ ის მაინც რო მცოდნოდა რო ეს მელა და ძაღლი სხვა ცხოველებივით თუ ფრინველებივით უბრალოდ არ იყო დასმული, შეიძლება გამტყდომოდა რო რატო ვერ შევნიშნე მარა ჩვეულებრივი ოთახივით გავიარე ეს ლოკაციაც და არც დამინახავს რო სადმე მელა და ძაღლი იყო.
ამიტომ აქ არის ანბანიც და ციფრებიც რასაც აწი გამოვიყენებ და ყველაფერს გავშიფრავ.
თუ ვინმე დააპირებს თამაშს აწი ეცოდინება ინფო და ეგრვე რვეულში ჩაინიშნოს ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Fez

Unread post#11 » 13 Nov 2013 08:38

დავხურე და NG+ ზე წავედი, რაც გახსნილი მქონდა ყველაფერი გადამყვა და დამატებითი ability იხსნება რითიც დარჩენილი ანტიკუბების მოგროვებააა შესაძლებელი.
მშვენიერი ფაზლები იყო, საკმაოდ ადვილი მარა მისახვედრად ცოტა ფიქრს მოითხოვდა, 1-2 დღეში მოვრჩი თითქმის და ცოტა რაღაცეები დამრჩა რასაც ნელნელა მივყვები. უმეტესად პრინციპის დამუღამებაზე იყო. ასევე იყო ძალიან ინოვაციური ფაზლებიც, მაგალითად ყურსასმენის რომელ მხარესაც გაიგებ ხმას იმ მხარეს უნდა დაატრიალო კამერა, საბოლოო ჯამში კი კოდები დგება ყველაფრისგან. ერთი ორი ფაზლი ინტერნეტში ვნახე, არა იმიტო რო რთული იყო, უბრალოდ ვერ მივხვდი რა უნდა მექნა. მაგალითად ერთი ფაზლი იყო ასეთი: ტელესკოპით რო გაიხედები ორი წერტილი ციმციმებს, ეს თურმე binary კოდია მარა მე ბლოკნოტში ვინიშნავდი და მეგონა "მარცხენა-მარჯვენა" ადვილი პრინციპით იყო, ბოლოს ზედმეტად დავაჭირე ღილაკს და გამოვიდა, ანუ შემთხვევით. ეს ისეთი სტილის თამაშია როცა გამოვიდა ხალხი მაშინ ჩაუჯდა და ხშირად რთულ ფაზლებზე მთელი ჯგუფები მუშაობდნენ ერთად, ასე დაგვიანებით როცა თამაშობ და ამოხსნილია უმთავრესი ფაზლები უბრალოდ წახვალ და ნახავ, ვიდრე ის რო exe ფაილი გატეხო და კოდბეი ამოიკითხო, ან დადგე და ახლიდან ანბანი შიფრო. სიამოვნებით ვითამაშებდი ამაზე რთულსაც ახალი გამოსული რო იყოს და მთელი community ერთად ვიკვლევდეთ, ან რამდენიმე კაცი მაინც.
რაც შეეხება თითონ თამაშს ეს არის ძალიან მაღალი დონის ნამუშევარი, თითოეულ ასპექტში ეტყობა წვალება და თავდადება. ამ ოთხი რაკურსის იდეა, იმის გარდა რო ვიზუალურად მრავალფეროვანია და ერთი ლოკაციის ოთხ ლამაზ სქრინშოტს იძლევა, ასევე ღრმად არის დაკავშირებული სთორისთანაც და გეიმფლეისთანაც. ძალიან ბევრი ინტელექტუალური შტრიხია თამაშში ჩადებული, რაც ავტორის გონებრივ განვითარებაზე მიუთითებს, უბრალოდ ფიქრდები რატო აირჩია მაინცდამაინც ასეთი სტილის თამაში ამ კონკრეტულმა პიროვნებამ, რისი თქმა უნდოდა ამით, რა ხედვა ქონდა. ერთი სიტყვით თამაში სცდება თამაშის საზღვრებს. სთორი ერთი შეხედვით თითქოს არაფერია მარა რაღაც რელიგიურ დონემდეა თითქოს აყვანილი სამყარო და მომხდარი მოვლენები, თითქოს სამყაროს სიმულაციაა და არც არის სიმულაცია, ბევრი შეიძლება იფიქრო სიმბოლურ დატვირთვებზე. არსებობდნენ წინაპრები, არის ცივილიზაცია რომელიც ძველ ანბანს იყენებს, ზოგადად დიდი აქცენტია კოსმოსზე, შეინიშნება ელემენტები იუდაისტური სწავლებებიდან. შთაგონება ჩანს 2001 Space Odyssey-დან - მაგალითად ენდინგის კადრები, ანდაც შავი მონოლითი, Twin Peaks-იდან - ბუები.

როგორც ვარაუდობენ თამაშის საბოლო ფაზლი ჯერჯერობით დღემდე გაუშიფრავია, შავი მონოლითის გახსნისთვის bruteforce გამოიყენეს და სადღაც 1300 კოდის შეყვანის შემდეგ გამოვიდა, სამი Heart Cube-ის ფაზლისთვის თამაშის exe ფაილი დაშალეს და ორი კოდი ამოიღეს, მაგრამ რამდენად სწორია არავინ იცის. თამაშის საუნდტრეკებში ჩადებულია სურათები რომელიც რაღაცას უნდა ნიშნავდეს, თამაშში ერთერთ კედელზე მოცემულ რუკას, ჰექსაჰედრონის სიმბოლოებს, ჰაიკუებს და არტეფაქტებს შესაძლოა ამასთან კავშირი ქონდეს, მაგრამ სად იკვრება ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია. >>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Fez

Unread post#12 » 17 Mar 2014 17:22

საინტერესო პოსტი reddit-ზე, შეიძლება გამოადგეს ვინმეს მომავალში თუ დაინტერესდება თამაშით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Astronaut
Posts: 27

Fez

Unread post#13 » 20 Mar 2014 13:11

დავხურე. პირველად გამომრჩა რამოდენიმე კუბი და სხვანაირი ენდინგი ქონდა :დ მეორედ სხვა ენდინგი იყო. და მართლა მაგარი თამაში იყო. ესეთი სტილით არაფერი არ მითამაშია. 8/10 ჩემი შეფასება. ვისაც გევასებათ პაზლ პლატფორმერები გირჩევთ ითამაშოთ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 180 guests