Deadlight, PC, X360

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#1 » 31 Jan 2012 19:48

Deadlight
------------------------
>>>

Tequila Works-ის სტუდია ამ თვეში ანონსირებული ახალი პლადფორმერის Deadlight-ის პირველ დეტალებზე ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ თამაშის მოქმედება გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება - ეპოქა როედესაც ისეთი საკულტო ფილმები გამოდიოდა როგორებიცაა "რემბო: პირველი სისხლი" და "მიცვალებულების დღე". მოცემულ პროექტში შემქმნელებმა ამ ორი პროდუქტის ატმოსფეროს გაერთიანება გადაწყვიტეს: მარტოხელა გმირი მტრულად განწყობილ, "ჩრდილებით" (ზომბი მანიაკებად გადაქცეული, ინფიცირებული ადამიანები) სავსე გარემოში გადარჩენას ცდილობს.

>>>

და რა, ისევ სროლა და ხოცვა? აღმოჩნდა, რომ დეველოპერებს არ უყვართ უაზროდ დაყენებული სისხლის გუბეები, ამიტომ ზომბების ტონობით განადგურების საშუალება ამჯერად არ გვექნება. რათქმაუნდა, მოთამაშეს არჩევანის საუშალებას დაუტოვებენ, მაგრამ უაზრო სროლა ხშირად სიტუაციის განვითარების ყველაზე უარეს ვარიანტებამდე მიგიყვანთ. სსამაგიეროთ მთავარ გმირს მთელი თავის საზრიანობის, ხაფანგების დასაგებად ფიზიკის კანონების და თავსატეხების ამოსახსნელად სწრაფი რეაქციის გამოვლენა მოუწევს. საერთოჯამში, S.T.A.L.K.E.R. და Left 4 Dead -ის -კამერა გვერდიდან ვარიანტი- მსგავსი თამაშის გამოსვლის იმედი ამოწურულია (პირადად, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ).

>>>

შემქმნელები ძალიან ამაყობენ სიუჟეტით, რომელზეც ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი დრამატურგი ანტონიო როჯერო მუშაობს. შთაგონების წყაროდ მან ისეთი ცნობილი ნაწარმოებები გამოიყენა, როგორიცაა სტივენ კინგის "მობილური", ჯეიმს ბალარდის "გამარჯობა ამერიკა" და კარმაკ მაკარტის "გზა". სტუდიაში არავინ ელოდა, რომ თამაშის ანონსი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოთამაშეების ამხელა ინტერესს დაიმსახურებდა. "ჩვენ გვინდა მადობა მოგიხადოთ, მოთამაშეებმა სავარაუდო მოლოდინთან შედარებით, გაცილებით თბილი შეხვედრა მოგვიწყეს. პატარა სტუდია გვაქვს და ეს ჩვენი პირველი პროექტია. ეხლა მაქსიმუმზე მოგვიწევს მუშაობა, რადგან ადამიანები Deadlight-ზე უკვე დიდ იმედებს ამყარებენ", — განაცხადა Tequila Works უფროსმა რაულ რუბიომ.
წყარო

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#2 » 07 Apr 2012 15:46

ლიმბო? ლიმბო რაარი ვაფშე?
რაც სამ განზომილებაზე გადავიდა ინდუსტრია, რეალურ სამ განზომილებაში გაკეთებულ, ორგანზომილებიან საიდსქროლერს თუ ნახავდი ყველა ძიშოვი პადძელკას გავდა. ეს ეგეთს არ გავს.
====
ახალი ტრეილერი - მეტი გეიმფლეი

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#3 » 07 Jul 2012 05:20

მთელი ცხოვრებაა ესეთი საიდსქროლერი მინდა ))) რეალურათ სიხარულის გრძნობა მიჩდება ამ თამაშს რო უყურებ. ხო არი იდეები რასაც მიაწოდებდი დეველოპერს, იდეები რაც აკლიათ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და აქ პირიქით თითონ გაწვდიან ახალ ხედვას. რო უყურებ ხვდები რამდენათ ბუნებრივათ მოერგო ესეთი ვიზუალური რეალიზაცია, თან იმასაც ხვდები, რომ ამ თამაშმა შეილება დაამთავროს ძველის გათანამედროების ტასკა ტენდენცია და დაანახოს სხვა სტუდიებს რო მოცემულ ჟანრი მარტო კომპიუტერული ტექნოლოგიების დაბალი შესაძლებლობების გამო არ იყო წარმატებული! იმენა ბელისიმოობაა:
>>>

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#4 » 31 Jul 2012 05:28


Bulletstorm
Posts: 104

Deadlight

Unread post#5 » 31 Jul 2012 20:20

დავიწყე თამაში და ჰაიმეეეეეე. კატასტროფულად მაგარი თამაშია :)

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#6 » 31 Jul 2012 21:28

14 საათია დარჩენილი გამოსვლამდე და სად მოასწარი? ))) ეხა უყურე თავიდან ბოლომდე პირველ 30 წუთს სიამოვნებით. მარა პრესაში რაღაც 70 მდეაქ 100 დან და ჯერ არვიცი რატო მისცეს დაბალი ქულები.

Bulletstorm
Posts: 104

Deadlight

Unread post#7 » 01 Aug 2012 11:30

პირატული ვერსია გადმოვწერე ტორენტიდან

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#8 » 01 Aug 2012 15:21

ოფიციალურათაც გამოვიდა:
Release Date: Aug 1, 2012
Developer: Tequila Works
Genre: Action/Adventure
Metascore 69 out of 100
User Score 0 out of 10
პლადფორმა: Xbox 360

კრიტიკოსების შეფასება ძაან დაბალიაქ, მომხმარებლების არააქ ჯერ.
Bulletstorm ძაან პატარა ხო არაა? თუ არ დაგიხურია ჯერ?

Bulletstorm
Posts: 104

Deadlight

Unread post#9 » 01 Aug 2012 15:36

არ ვიცი ჯერ არ დამიხურავს, მეექვსე ტურზე ვარ :) ისე დიდი ხანი არაა რაც ვთამაშობ

EDIT
დავხურე. ძაან პატარა ყოფილა, მარა შედევრია რა. ატმოსფერომ დაგლიჯა

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#10 » 02 Aug 2012 01:18

კი, სავარაუდოთ სიდიდის და ფაზლების სიმარტივის გამო დააკლეს ქულები. მოთამაშეებისგან ჯერჯერობით 9.5 აქ შეფასება და ვნახოთ რო მოიმატებს ვოუთერების ხმა მერე რამდენზე დადგება.

Bulletstorm
Posts: 104

Deadlight

Unread post#11 » 02 Aug 2012 13:08

ხოო, თამაშში საერთოდ არ იყო ისეთი პაზლი რომ ერთი საათი მეფიქრა

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#12 » 09 Sep 2012 23:40

ეხა გადავიკითხე ერთი მიმოხილვა. ვერ გავიგე მეტაკრიტიკის შეფასება შედარებით დაბალი რატო ქონდა (69). ძირითადად ორ მინუსზე ლაპარაკობენ - მომენტებში, უკანა დეკორაციებით დატვირთულ ლოკაციებში არ ჩანს წინა ფონზე განთავსებული ხაფანგები და გასვლისთვის საჭირო ნივთები, რის გამოც შეილება უაზრო სირბილმა დიდი დრო წაგართვათ. და მეორე ესაა მიახლოვებადი კამერა, რომელიც ყველა ოთახზე სხვადასხვანაირი რაკურსით მოდის, რაც ჩქარი გადაადგილების დროს ხშირად უაზრო სიკვდილის მიზეზი ხდება ხოლმეო. დალშე ხელი დაადეს დაბალ ბიუჯეტიან ზასტავკებს ჩანახატების სტილში და რათქმაუნდა დახურვისთვის საჭირო დროს. მოცემულ ფასად 2 საათის გეიმფლეი დამაკმაყოფილებლად არ ითვლებაო. მარა მთლიანობაში მაინც ძალიან დადებითი სტატია იყო, სადაც პირველ ფონზე ძირითადად თამაშის დადებითი მხარეები იყო გამოწეული - ატმოსფერო, გრაფიკა და ჩამთრევი სიუჟეტი.

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#13 » 02 Oct 2012 19:04

გადაწყვიტეს PC ვერსიის გამოშვება და სავარაუდოთ ოქტომბრის ბოლოს გამოვა.

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#14 » 26 Oct 2012 20:27

გამოვიდა PC ვერსია - იმედია გამართული პორტი იქნება, ვიწერ.

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#15 » 29 Oct 2012 04:40

ვერ გავძელი, დავაყენე და ერთი ორი საათი მივეცი)) ძაან უცხოთ და სასიამოვნოთ აღიქმება. მექანიკას ნელნელა და სწორედ გაცნობენ. იარაღი ნახევარი საათის მერე ავიღე და მინი ტრეინინგის იდეით მოხიბლული დავრჩი (არ დაგასპოილერებთ). ეხა ისეთ ეტაპზე გავჩერდი უკვე ვეღარვხვდები რაუნდა მოხდეს დალშე, ანუ რეალური გეიმფლეი ვერ გამოვარკვიე ჯერ - სამი ძირითადი მომენტია, რაღაც მარტივი ფაზლები (ატმოსფეროდან რო არ ამოვარდე), ასევე მარტივი საბრძოლო სისტემა (ესეც ატმოსფეროდან რო არ ამოვარდე) და უფრო მძლავრათ მოდის პლადფორმერი, ანუ ჩისტი ექშენ სახტუნაო, საძრომიალო ამბავი, მარა აი მთლიანი თამაში მაგით ვერ გაქაჩავს და რაღაც კონკრეტული ჩარჩოები უნდა გაიჩითოს ეხა წესით. ვნახავ, დავწერ.

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#16 » 15 Nov 2012 05:40

ნეტა არ გაფუჭდეს, ნეტა ბოლომდე ესეთი საკაიფო იყოს ))) სადღაც 30% ვარ ალბათ (ნეტა 30 ვიყო და მეტზე არა )))

► Show Spoiler

Riddick
Posts: 11724

Deadlight

Unread post#17 » 16 Nov 2012 07:58

30 პროცენტის მაგივრათ 70-ზე ვიყავი თურმე ))) სადღაც 3 საათის გეიმფლეია +- ნახევარი. ერთი სამი ამხელა მინდოდა რო ყოფილიყო, მარა აშკარად ვერ იქნებოდა ისეთი ორიგინალური და საინტერესო როგორიც ორიგინალია. გეიმფლეი სუ იცვლება, სუ რაღაც განსხვავებულ სიტუაციაში გაგდებს და ინტერესს არ კარგავ ბოლომდე. სიძნელე და საფიქრალი ზუსტად იმ დონეზეა რაც სათავგადასავლო სურვაიველს შეეფერება, ანუ არც რაიმე კრიტიკული და არც ჩელენჯის გარეშე. ნუ ლეველდიზაინი და სტილისტიკა თავიდანვე მომწონდა, მაგრამ თამაშის დროს ბევრად საინტერესო გამოდგა. ძაან ბევრი და ლამაზად გაკეთებული ბექგრაუნდი, ატმოსფეროში შემყვანი საძრომი ნანგრევები, შენობები, ქუჩები და ა.შ.
და ნუ რავი, საბოლოოთ ორი მინუსი შემილია დავწერო. პირველი 3 საათიანი თამაშისთვის და მეორე ზედაპირული სიუჟეტისთვის, მაგრამ მაინც მოულოდნელად დამთავრდა და ეგ მესიამოვნა.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 178 guests