Gemini Rue, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Spawn
Posts: 157

Gemini Rue

Unread post#1 » 22 Dec 2011 22:26

>>>

Gemini Rue გახლავთ science fiction / cyberpunk ინდი თამაში Windows-ისათვის, რომელიც შექმნილია Joshua Nuernberger-ის ხელმძღვანელობით, გამომცემელი კი გახლავთ Wadjeteye Games. თამაშის რელიზი შედგა 2011 წლის თებერვალს და საშუალოზე მაღალი შეფასებებიც მიიღო, ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საიტმა IGN-მა კი 9/10 - ქულით შეამკო. თამაში თავის point and click ინტერფეისით, სეთინგით და რეტრო გრაფიკით ძალიან გავს ნოსტალგიურ შედევრებს Blade Runner-ს და Full Throttle-ს.

>>>

Gemini Rue მიმდინარეობს (2228-2229 წლებში) პლანეტა Barracus-ზე - ადგილი სადაც საზოგადოება ნარკოტიკული მაფიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. პლანეტას კი მართავს შეუბრალებელი Boryokudan-ი, კლანი რომელიც უზრუნველყოფს თავისი ხალხის მომარაგებას ნარკოტიკით სახელად “juice”. თამაში მოგვითხრობს დეტექტივ (ყოფილ ასასინ) Azriel Odin-ზე, იგი ეძებს თავის ძმას რომელიც იმყოფება პლანეტის ციხეში სახელად Center 7, ამ ადგილის პოვნა და მისი დახსნა ბნელი საიდუმლოებებით მოცული ადგილიდან არც თუ ისე ადვილი იქნება.

>>>

თქვენ მოგიწევთ ორი პერსონაჟით, Azriel, დეტექტივი და ყოფილი Boryokudan-ის დაქირავებული ჰითმენით თამაში. თამაშის მიმდინარეობის პროცესში ბევრი რეტრო სტილის თავსატეხის ამოხსნა და ფიქრი მოგიწევთ.

Download
God made the priest – devil made the skomorokh

Riddick
Posts: 11714

Gemini Rue

Unread post#2 » 23 Dec 2011 11:28

სამსახურში თამაშობ? ეხა ვნახე სისტემური მოთხოვნები და ძველ გეიმბოიზეც გაუშვებს, ნუ გრაფიკაზეც ეტყობა. მარა მართლა გავს სტილით ბლეიდრანერს, არადა გრაფიკა ამას ბევრად უარესიაქ იმ 15 წლის წინანდელ თამაშთან შედარებით.

სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 2000/XP/Vista
Processor: Intel Pentium 4 @ 1.5 GHz
Memory: 128 Mb
Hard Drive: 700 Mb free
Video Card: DirectX Compatible

BoromiR
Posts: 638

Gemini Rue

Unread post#3 » 12 Jan 2012 03:29

რა დამთხვავევაა, გუშინ ბლეიდ რანნერი დავარევოტჩე და ეხლა უეჭველი ვიწერ ამას ^_^

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Gemini Rue

Unread post#4 » 12 Jan 2012 07:28

ახალ წლებზე ვუყურე Alien-ს და Blade Runner-ს კაკრაზ, თამაშიც მაგ პერიოდშI ვითამაშე : D

დამევასა მარა ძალიან დამღლელი იყო გეიმფლეი, ცოტა ხელის შევლება კარგი იქნებოდა point & click სისტემაზე, გირთულებს თამაშს, თან ყველაფერს ვკითხულობდი დამღალა. რამე პორტატივზე გაასწორებდა ამის თამაში, იმხელა პიქსელებით არის ნაწერი რო გამიზნულია თვალების ასაჭრელებლად : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6143

Gemini Rue

Unread post#5 » 14 Mar 2012 16:22

ატმოსფერული mature შედევრია, სერიოზული ფილმის ეფექტი მოაქვს და თითქოს მონაწილე ხარ
წინა პოსტისთვის ბოდიშს ვიხდი თამაშის წინაშე, უბრალოდ ცოტა სხვანაირი სისტემაა point & click-ის და inventory-ს, თუმცა ძალიან ადვილი გასაგებია..
პიქსელებით შექმნილი გარემო ძალიან სერიოზულია..სპეციალურად შეუქმნიათ თან მასე რო ძველი LucasArts-ის თამაშებს დამსგავსებოდა და ის შეგრძნებები გაეცოცხლებინა adventure ჟანრის მოყვარულთათვის რაც კაი ხანია ჩამკვდარია (არ ვგულისხმობ telltale games-ის შექმნილ თამაშებს, ეს სტუდია მართლა ღირსეული გამგრძელებელია LucaArts-ის), ასევე პიქსელები ასრულებს მთავარ ეფექტს სეთინგის აღქმაშიც..საუნდტრეკებზე კი ერთი სიტყვა შემიძლია ვთქვა - გენიალური..ზუსტად ისეთ დროს ირთვება როცა საჭიროა და ისეთ განწყობას ქმნის რაც წინსვლის სტიმულს იძლევა
ტექსტი ცოტა თვალებს აჭრელებს მარა მიჩვევაზეა, ამჟამად საერთო არ მაქვს პრობლემა..განწყობა უნდა ცოტა თავიდან რო ტერმინალში სამყარო გაიცნო, ამის შემდეგ უკვე დინამიურად ვითარდება მოვლენები
მოკლედ ყველა adventure-ის მოყვარულისთვის MUST PLAY თამაშია..მკრეხელობაა ამისთვის გვერდის ავლა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 181 guests


cron