ეს არის კლასიკური, Game Maker-ის ენჯინზე დაწერილი და Windows პლატფორმებზე (სამომავლოდ იგეგმება XBLA რელიზი) გამოსული Indie A-A თამაში, რომლის შემქმნელიც არის Derek Yu (ასევე ცნობილია side-scroller თამაშის, Aquaria-ს დიზაინერობისთვის). თამაშზე დიდი გავლენა იქონია La-Mulana (Windows, 2005) და Spelunker-მა (NES, 1983), რომელთა შესახებ უფრო დეტალურად საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით დავწერ. ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, როგორც გამოქვაბულის/მიწისქვეშეთის კვლევის სათავგადასავლო ინდი თამაში. Spelunky-ს პროტაგონისტი არის უსახელო თავგადასავლის მაძიებელი, რომელსაც დეველოპერებმა უბრალოდ გამოქვაბულის მკვლევარი უწოდეს. გმირი სათამაშო პერსონაჟად გამოყენებულია Super Meat Boy-ში. თამაშის მეორე, ალტერნატიული სათამაშო პერსონაჟი არის Tunnel Man, რომელიც იარაღად შოლტის ნაცვლად თოხს იყენებს. არაქრონოლოგიურად მიმდევარი (randomly generated) ლეველებით თამაში ყოველი ჩართვისას ახალ თავგადასავალს გვთავაზობს, სადაც შევხვდებით სხვადასხვა სახის მტერს, ვიპოვით უნიკალურ აითემებს და აღმოვაჩენთ განძებს. დეველოპერებმა რამდენიმე ხნის წინ მათ ბლოგზე დაწერეს, რომ თამაშს მალე დაემატება multiplayer რეჟიმი. თამაში ოფიციალურად გავრცელებულია უფასოდ და შეგიძლიათ გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან.
Spelunky-ს PC ვერსიის კომპოზიტორი გახლავთ George Buzinkai,
ხოლო სამომავლოდ გამოსასვლელ XBLA ვერსიის კომპოზიციებზე მუშაობს Eirik Suhrke.
ერთ-ერთი OST PC ვერსიიდან - Cave
ასევე OST teaser
(საუნდტრეკების სრული გადმოსაწერი ბმული ვერ ვიპოვე, თუ ვნახე ჩავამატებ).
XBLA ვერსიის მუსიკის ნაწილს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქედან (შესულია 11 ოფიციალური საუნდტრეკი).
► Show Spoiler
► Show Spoiler