Rayman Origins, PC, X360, PS3, 3DS, Vita, Wii

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11706

Rayman Origins

Unread post#1 » 22 Nov 2011 02:52

>>>
>>>

მინდა წარმოგიდგინოთ მიშელ ანსელის მიერ შექმნილი შესანიშნავი სერიის Rayman-ის, ახალი, ძალიან ლამაზად შესრულებული ნაწილი, სახელად Rayman Origins. Origins ვიზუალით ყველაზე მეტად ძველი 2D პლადფორმერების თაყვანისმცემლები ისიამოვნებენ, მსგავსი ტიპის თამაშები, მსგავსი ტიპის არტდიზაინით, ხომ ჩვენ დროს პრაქტიკულად აღარ გამოდის? და თუ გამოდის მხოლოდ ინდი სტატუსით, მოცემული თამაშის გამომცემელი კი ubisoft-ი გახლავთ. თამაშის ისტორია ძალიან მარტივია, დეტალურად ახსნის მაგივრად, ჯობია ერთი პატარა ვიდეო შემოგთავაზოთ, სადაც მსურველები, უცებ გაიგებთ თუ როგორ დაიწყო, თავდადებული რეიმონის ახალი თავგადასავალი Storyline

>>> >>> >>>

თამაშში წარმოდგენილია უამრავი სახეობის ულამაზესად დახატული ეტაპი, იგრძნობა სტილი და პოზიტიური განწყობა. საუნდტრეკი იდეალურად შეესაბამება ეკრანზე განვითარებულ მხიარულ მოქმედებას და უდაოთ შექებას იმსახურებს. Origins-ში ასევე წარმოდგენილია კოოპერატიული რეჟიმი 2 და 4 ადამიანზე. გეიმერების მტკიცებით, 4 ადამიანზე სათამაშოდ ძალიან დიდი ეკრანია საჭირო, ხოლო ნორმალური ადამიანებისთვის 2 კაციანი ვარიანტითაც მშვენივრად გაერთობით. საკმაოდ "ჩელენჯიანი" გეიმფლეის და მოხერხებული მართვის სისტემის გამო "replayability"-ის უამრავი მიზეზი დაგიგროვდებათ, მოცემულია როგორც დროში გასვლის ასევე მხოლოდ კოოპერატივისთვის გათვლილი რეჟიმები და მრავალი სხვა. ხო და რაცმთავარია, შესანიშნავი იუმორი :puk:

>>> >>> >>>

თამაშის ოფიციალური ვერსიები მხოლოდ Wii, x360 და PS3'ს ერგოთ, მაგრამ Wii'ის მშვენიერი ემულატორის მეშვეობით, ფანებმა მისი PC-სთვის ადაპტირება მოახერხეს, რომლის ხარისხიც ძალიან საეჭვო დონეზეა, მაგრამ ვისაც ძალიან დააინტერესებს და Wii არააქ, თამაშს მოახერხებს - ნახსენები ვერსიის გადმოსაწერი ბმული

რამდენიმე გეიმფლეი ვიდეოს ნახვის შემდეგ, ეს ავარჩიე. უყურეთ 720P'ში: >>>

Desert of Dijiridoos >>>>>

Riddick
Posts: 11706

Rayman Origins

Unread post#2 » 27 Jan 2012 00:14

ubisoft-მა მოცემული სიმპატიური (და კონსოლებზე ძალიან წარმატებული) პლადფორმერის PC ვერსიაა დაანონსა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდეს და ასევე მისი რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები გაგვაცნო:
  • OS: Windows XP SP3 / Windows Vista SP2 / Windows 7 SP1
  • Processor: Intel Core2Duo E4400 @ 2.00 Ghz or AMD Athlon64X2 3800+ @ 2.00Ghz
  • Memory: 2 GB Windows XP / Vista / Windows 7
  • Graphics: 256 MB DirectX9 / Radeon HD 2600XT or GeForce 8600GT
  • DirectX: DirectX 9.0c or higher
  • Sound: DirectX 9.0-compliant sound card

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Rayman Origins

Unread post#3 » 27 Jan 2012 00:20

ო, PC ვერსია მშვენიერია. რა ხანია კარგი პლატფორმერი არ მითამაშია. ნუ, SMB-ს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც გამოსვლიდან დღემდე ვთამაშობ პერიოდულად ^____^
I won't miss.

Riddick
Posts: 11706

Rayman Origins

Unread post#4 » 27 Jan 2012 01:01

ესეთი მხიარული და თან ხარისხიანი 2D პლადფორმერები საერთოდ იშვიათად გამოდის, earthworm jim და ოდვორლდის დონის თამაშებს ვგულისხმობ (ვვარაუდობ, რომ ესეც მიდის მაგ დონემდე). თან მითუმეტეს PC გამოდის, რაც ყველამ ვიცით რო უიშვიათესია. ამის ემულატორის ვერსიამაქ ნათამაშები თან და შემიძლია დადასტურებით ვთქვა, რომ მშვენიერი რამაა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Rayman Origins

Unread post#5 » 27 Jan 2012 14:33

ძალიან კარგი, მშვენიერი რამეა
საერთოდ რეიმენის სერიებმა დიდი სიტყვა თქვეს პლატფორმერებში
იუმორით გაჯერებული და კარგად გამართული თამაშებია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Bulletstorm
Posts: 104

Rayman Origins

Unread post#6 » 27 Jan 2012 17:20

ეს ნათამაშები მაქვს PC ზე ემულატორით

Riddick
Posts: 11706

Rayman Origins

Unread post#7 » 06 Feb 2012 22:35

მეც, ემულატორით რო ვითამაშე მერე მომინდა ამ თემის გახსნა და PC ვერსია რო დაანონსდა ძაან გამიხარდა, ვაფშე არ ველოდი.

P.S. ვიდეომანიის მოკლე მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ: >>>

Gabriel
Posts: 131

Rayman Origins

Unread post#8 » 24 Mar 2012 23:16

გამოვიდა PC'ზე ვიწერ ძალიან მაინტერესებს
E3'ზე როიყო ძალიან მოვიხიბლე თამაშით ვნახოთ ვნახოთ..

Newtype
Posts: 96

Rayman Origins

Unread post#9 » 25 Mar 2012 14:16

Tom Clancy wrote:ო, PC ვერსია მშვენიერია. რა ხანია კარგი პლატფორმერი არ მითამაშია. ნუ, SMB-ს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც გამოსვლიდან დღემდე ვთამაშობ პერიოდულად ^____^

უცებ ვერ მოვტვინე რომ "ხორცის ბიჭზე" იყო საუბარი და წამით ვიფიქრე რომ იმ მეორე SMB-ზე ლაპარაკობდი.

1985-იდან დღემდე ლოლ.

Bulletstorm
Posts: 104

Rayman Origins

Unread post#10 » 28 Mar 2012 20:20

დავხურე ეხლახანს :) ძალიან ვისიამოვნე. იმედია კიდე გამოუშვებენ სხვა ნაწილებსაც

User avatar
Ripster
Posts: 1858

Rayman Origins

Unread post#11 » 06 Apr 2012 14:52

აუ უნდა ვითამაშო
;დ
თემაში დადებულ ვიდეო რევიუს ვუყურე და ძალიან მომეწონა ;დ
+ როგორც ვიცი საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს
Ignზე 9.5 აქვს თუ არ ვცდები
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11706

Rayman Origins

Unread post#12 » 09 Jun 2012 11:35

► Show Spoiler

კარტით თუ ვიმსჯელებთ ბოლო სამყაროზევარ, მარა მგონი კიდე ბევრია დარჩენილი. ერთი ტურს ერთი 5 5 ჯერ ვთამაშობ, ყველა სახის ბონუსებით დასამთავრებლათ. ძირითადად 350 ქულამდე ვერ ავდივარ ხოლმე, მარა სპიდრანებს სუ ვაკეთებ, ძაან მაგარი მუღამიაქ, რაღაცით სონიკს ემსგავსება თამაში. მომენტებში Earthworm Jim-საც გავს, ემჩნევა რო ერკვეოდნენ ჟანრის ჰიტებში შემქმნელები.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 404 guests