Deus Ex: Human Revolution, Review

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
jackson
Posts: 26

Deus Ex: Human Revolution

Unread post#1 » 10 Sep 2011 22:34

>>>

დიდი ხანია რაც ამ შესანიშნავ საიტზე ჩემი სტატიები არ გამოქვეყნებულა, რაზეც გარკვეული მიზეზები იყო. ჩემი ერთგვარი დაბრუნება ახლა მოხდება ჩემო მეგობრებო. შესაფერის თამაშს ვეძებდი დასაწერად, მაგრამ მინდა გითხრათ, თვითონ თამაშმა მიპოვა მე.
სანამ მოყოლას დავიწყებდი, გეტყვით, რომ ჩემი დამოკიდებულება RPG-ების მიმართ არც ისეთი გულთბილია, როგორც სხვა გეიმერებისა, მე მიყვარს დინამიკა და დაძაბული გეიმფლეი, მაგრამ ზაფხულისათვის დამახასიათებელი, ურელიზობის პერიოდში, გამოვიდა Deus Ex: Human Revolution. ახალი თამაში მინდოდა, ამიტომ სხვა ოფცია არ მქონდა, რამოდენიმე დღეში სამუშაო მაგიდაზე უკვე იყო შესაფერისი იარლიყი, მასზე დაწკაპუნების შემდეგ, მე მივხდი, რამდენად ვცდებოდი, რომ არაფერს დიდს არ ველოდი.
მოქმედება 2027 წელს ხდება, ოცდახუთი წლით ადრე, ვიდრე ორიგინალში. უტოპიური მომავალი აღტაცებით გამოიყურება და ამავე დროს, შიშითაც, რადგან ეკრანზე გამოსახული სურათი, იმდენად რეალურია, რომ ასეთი რამ თავისუფლად შეიძლება მოხდეს. მაღალმა ტექნოლოგიებმა განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიეს, უკვე არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთებით შემოიფარგლება მათი გამოყენების არეალი, არამედ ბიო-გენეტიკური მიზნებისათვისაც. მარტივად რომ ვილაპარაკოდ, ადამიანების ორგანიზმებში.

>>> >>> >>>

ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი ბიოლოგიური ორგანო, მექანიკურზე შეცვალოს, განსაკუთრებით გამოსადეგადია კიდურები, რადგან ისინი ბუნებისეულზე გაცილებით უფრო ძლიერები არიან. ტექნოლოგია პირველ რიგში დაშავებულებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ მალე, სრულიად ჯანმრთელმა ადამიანებმაც დაინახეს მისი დადებითი მხარეები და საკუთარი ნებით ნახევრად მექანიკურები გახდნენ. ასეთ ორგანოებს იმპლანტები დაარქვეს.
საზოგადოება გაიყო. ერთ მხარეს ხორცისა და სისხლისაგან შემდგარი ადამიანები და მეორე მხარეს, ნახევრად რობოტიზირებული. პირველებმა სხვებს ,,ჯართი'' უწოდეს. შეიქმნა სპეციალური ,,კაცობრიობის ფრონტი'' რომელიც დიპლომატიური გზებით ცდილობდა ამ ტექნოლოიიის აკრძალვას. მაგრამ, მიზნის მისაღწევად დიპლომატია როდი კმარა, ასევე ჩამოყალიბდა ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც იმპლანტების ქარხნებში დივერსიებს აწყობდნენ და ყველანაირად ხელს უშლიდნენ მათ რეალიზაციას.
მომავლის დედამიწა შთამბეჭდავი გამოვიდა, ადამიანები, რომლების ცხოვრებაც ტექნოლოგიებზე არის დამოკიდებული, ომის ზღვარზე მყოფი საზოგადოება, დაამატეთ ამას არაჩვეულებრივი დონეების დიზაინი და თქვენ მიიღებთ გასაოცრად ცოცხალ სამყაროს მონიტორის მიღმა.

>>>

ჩვენ გამოვდივართ ადამ ჯენსონის როლში. ის 1993 წელს დაიბადა. 1998-ში მშობლები დაკარგა. ჰყავს დედობილი და მამობილი, რომლებიც დეტროიტში ცხოვრობენ. ფენიქსის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება ,,სასჯელ-აღმსრულებლის'' პროფესიაზე, 2014-ში დაიწყო მუშაობა პოლიციაში, ხოლო 2018-ში S.W.A.T.-ში გადავიდა (ქალაქის სპეცნაზი, რომელიც სახიფათო დავალებებს ასრულებს). 2026-ში პოლიციიდან წამოვიდა, და მოეწყო დაცვის უფროსად ,,შარიფ ინდასტრისში'' - ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპლანტების დისტრიბიუტორი მსოფლიოში.
სწორედ ამ ადგილიდან იწყება ადამის თაბროდამხვევი თავგადასავალი, რომლის ბედი, სურლი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენზე არის დამოკიდებული.
კომპანიამ დიდი აღმოჩენა გააკეთა და ემზადებოდა მისი აფიშირებისთვის ვაშინგტონში, როდესაც მას ტერორისტული ჯგუფი დაესხა თავს, გარკვეული მოვლენების შემდეგ (რომლებსაც მიზანმიმართულად არ გეუბნებით), ჯენსონი სიკვდილის პირას არმოჩნდება, ამიტომ მას თითქმის ყველა ორგანოს შეუცვლიან იმპლანტებზე, ხელები და ფეხები კი მთლიანად მექანიკური გაუკეთეს. დააფგრეიდებული ადამი ნახევარი წლის შემდეგ ტოვებს საავადმყოფოს და მომხდარის გამოძიებას უდგება.
მეტს არაფერს არ გეტყვით ისტორიაზე, რადგან მას განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტში და ჯობს დანარჩენი თვითონ გაიგოთ. გეტყვით იმას, რომ ბოლო დროის მანძილზე ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიუჟეტია და მის განვითარებაზე ყურება დიდი სიამოვნებაა.
ისტორიაზე შეიძლება ბევრი ვიალპარაკოთ, მაგრამ დავუბრუნდეთ ისეთ დეტალებს, რომლებიც უშუალოდ თამაშებს ეხება - გეიმფლეი.

>>>

აქვე ავღნიშნავ - ის შესანიშნავია. ყველაფერი რაც თამაშში ხდება, ჩვენი გადასაწყვეტია. თქვენი ნებაა რასაც გააკეთებს გმირი, თუ გინდათ საათობით ამოფარებული იყავით კედელზე და ისე გადით დავალება, ისე, რომ არავის დაენახოთ. ხოლო თუ მოგესურვებათ, შეგიძლიათ დაიკავოთ ავტომატი და დონეზე არავინ დატოვოთ ცოცხალი. მაგრამ თამაში უფრო ჰუმანური მეთოდებისკენ გიბიძგებით. ადამიანის გათიშვა უფრო მეტი ქულებით ჯილდოვდება, ვიდრე მისი მოკვლა, თანაც შეუმჩვნევლად გადაადგილებაზე, თქვენ ვირტუალურ საფულეს შეიძლება რამოდენიმე კრედიტი დაემატოს.
ცალკე აღებული გეიმფლეის ნაწილები დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენის, შუტერულად Call of Duty-მდე შორია, სტელსი აქ ისეთი დაძაბული არაა როგორც Splinter-Cell-ში, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ Deus EX არის RPG ამ ჟანრების ელემენტებით.
ისევ უნდა დაუბრუნდეთ არჩევნის თემას, რადგან მასზე, საათობით შეიძლება საუბარი. თითოეულ დავალებას მინიმუმ სამი გზით შეიძლება მიუდგეთ. ასეთი შესაძლებლობების გამო, თამაში სრულიად თავისუფალი გეგონებათ. მაგრამ გეიმფლეის სხვა თვისებაც აქვს, გვერდითი დავალებები, რომლების შესრულებაც არ არის აუცილებელი, მაგრამ იშვიათად თუ შესძლებთ მათზე უარის თქმას. ამის დემონსტრაციისთვის პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თამაშში გადამხდა.
დიდხნიანმა გამოძიებამ იმამდე მიმიყვანა, რომ ჩინეთში ავღმოჩნდი. ქალაქი ჰენშა გასაოცარი კონსტრუქციისაა. ის ორი ნაწილისაგან შედეგება, ქვემო ქალაქი და მასზე აშენებული ზემო ქალაქი. გამოიცანით აბა სად ცხოვრობს შეძლებული საზოგადოება. დავანებოთ თავი, ფენების შორის განსხვავებბებზე საუბარს და დავუბრუნდეთ ისტორიას. საქმე იმამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი მაფიოზური ოჯახის უფროსს უნდა დავლაპარაკებოდი, რომელსაც ბარი ჰქონდა მფლობელობაში. მასთან საუბრის შემდეგ მისაღებში მცველების დიალოგს მოვკარი ყური, საიდანაც გავიგე, რომ ბარმენს აქვს სამსახური და ამისთვის კარგადაც გადაიხდის, ხოლო რადგან ფული ზედმეტი არ არსებობს, დახლთან მივედი. ბარმენმა სიხარულით შეხვდა ჩემს წინადადეას ფულის სურვილზე და დავალების დეტალებიც ამიხსნა. თურმე, ვიღაც ბუღალტერი ქალისათვის იმპლანტები უყიდიათ და იმას ვალი არ დაუფარავს, მე მისთვის ფული უნდა გამომერთმია და თანაც პროცენტებიც მომრჩებოდა. გავედი ქუჩაში, ქალის ბინა ადვილად ვნახე, ის არც იმალებოდა და არც გაქცევას აპირებდა, მასთან გამოლაპარაკებისგან გაირკვა, რომ მას დიდი ხნის წინ ჰქონდა გადახდილი იმპლანტის ფული და ახლა ბარმენი მისი სამსახურიდან წილს იტხოვს. ბუღალტერი ახალგაზრდა ქალი აღმოცნდა, რომელმაც მომიყვა, რომ სულ სწავლობდა და პატიოსნად მუშაობდა, მაგრამ იმპლანტების გარეშე დღეს წარმატებას ვერ მიაღწევო. მისდამი სიმპატია გამიჩნდა, არჩევნის წინაშე დავდექი, დავეხმარო, თუ ფული წავართვა. პირველი ავირჩიე. დავბრუნდი ისევ ბარმენთან და გამოველაპარაკე, ის უფრო უჟმური აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა და საწინაარმდეგო შემოთავაზება გამიკეთა, თუ მის ერთი წლის გადასახადს დაფარავო, მაშინ თავს დავანებებთო. მაგდენი ფული თან არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და იარაღები გამეყიდა ან რამე ეგეთი გამეკეთებინა ფულის მოსაპოვებლად. ქუჩაში ვიღაცამ თქვა, რომ სასტუმროში, კარგი იარაღების მაღაზია არისო. წავედი. სასტუმროში, როცა ავღმოცნდი, აღმოჩნდა, რომ ეს ბორდელი ყოფილა, ავედი ბოლო სართულზე, საიდანაც ყვირილის ხმები ისმოდა. წყარო ოთახი აღმოჩნდა, სადაც უფროსი კაცი ერთ-ერთ მეძავეზე ყვიროდა. შიგნით შევედი, კაცი წავიდა, რადგან იფიქრა რომ კლიენტი ვარ. ქალმა კი, ეგრევე მომახალა, რომ ჯარისკაცი ხარ და მნიშვნელოვან დავალებაზე იქნებიო. გაკვირვების შემდეგ, ჯენსონმა მასთან დიალოგი გააბა. გაირკვა, რომ მისი დაქალი სადღაც დაიკარგა და მას მისი პოვნა სურს, თუ მე ამას გავაკეთებ გადამიხდის კიდეც, დავთანხმდი. დეტალებში ჩაძიებისას აღმოჩნდა, რომ ბორდელის უფროსობა აძალებდა სპეციალური იმპლანტების დაყენებას, რომლებითაც კლიენტებს უფრო დიდ სიამოვნებას მიანიჭებდნენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ გოგო ვიპოვე გადაკარგულ უბანში, სადაც სამი კაცი იცავდა. ბევრი გაწამაწია დამეზარა და პირდაპირ ტყვიები დავუშინე ქურდებს, გოგო ვავანთავისუფლე და შემდეგ ქალთან დავბრუნდი ბორდელში, მან, როგორც დამპირდა, ფული გადამიხადა და კიდევ ერთი სამუშაო შემომთავაზა, ისიც შევასრულე და ანაზღაურებამ ორჯერ იმატა. სავსე საფულით, როგორც იქნა, ბარმენთან დავბრუნდი და საწყალი ბუღალტერის ვალი დავფარე. ყველაზე გენიალური, რაც არის ამ ყველაფერში, ისაა, რომ ამის გაკეთება სავსებითაც არ მომეთხოვებოდა, შეიძლება თავისუფლად გამომეტოვებინა ეს ყველაფერი, ანდაც ეგრევე ფული გამომერთმია ბუღალტერისთვის, მაგრამ 80 % იმპლანტებისაგან შემდგარ ადამ ჯენსონსაც, ხომ უნდა დარჩეს რაღაც ადამიანური?

>>>

ადამის შესაძლებლობლები თითქმის უსაზღვროა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ის უკვდავია, მოწინააღმდეგეები თავისუფლად შეძლებენ თქვენ დამარცხებას, თუ არაადეკვატურად იმოქმედებთ. სულ რამოდენიმე სახის იმპლანტი არსებობს, თავის, ფეხების, ხერხემლის, თვალების, კანის, ხელების და ფეხების. ადამი ნაადრევად გამოვიდა საავადმყოფოდან, ამიტომ ყველა ხელოვნური ორგანო ბოლომდე არ ჩაირთო და ამიტომ თამაშის მსვლელობისას თქვენ მათი აკტივაცია მოგიწევთ. თვითონ გაუმჯობესების სისტემა, ლამაზი და მოსახერხებელია, ასევე მრავალფუნქციონალურიც, არ მოგიწევთ უზარმაზარი ტექსტების კითხვა, რათა გაიგოთ თუ რა სარგებლობა მოაქვს მოცემულ განახლებას. ახალი შესაძლებლობლების საყიდლად, საჭიროა პრაქსის ქულები, რომლებიც ერთგვარ ელემენტებს წარმოადგენენ, მათი როგორც ვალუტით შეძენა შეგიძლიათ, ასევე სათამაშო ამყაროს კუთხე-კუნჭულებშიც მოიძებნება ერთი-ორი.
ადამს სხვადასხვა სიტუაციებში, განსხვავებულად შეუძლია მოქმედება. შეგიძლიათ კანის იმპლანტებით უჩინარი გახდეთ, ან პირიქით, ბრონირებული ტანკი. ხელების გაძლიერებით, იარაღის უკუდაკვრა მინიმალურამდე, ან სულაც ნულამდე ეცემა, ეს კი, ზრდის სიზუსტეს. რაც შეეხება იარაღებს, სამწუხაროდ მათთვის დიდი განვითარების სისტემა არ არის გათვალისწინებული. მეორე დასაღონებელი ფაქტი ისაა, რომ მათი რაოდენობაც არ არის შთამბეჭდავი.
სროლისა, სტელსისა და სამყაროს აღქმის მიღმა, კიდევ არის დიალოგები, რომლებიც სირთულით არ ჩამოუვარდება გადათვლილ ელემენტებს და ზოგჯერაც, აღემატება კიდეც. ლინგვისტური ბატალიები, საინტერესო და დაძაბულია. რამოდენიმე პასუხიდან ერთ-ერთის ამორჩევის საშუალება გეძლევათ. თითოეულ ფრაზას ემოცია შეესაბამება, რომელიც უნდა აირჩიოთ პასუხად. მაგრამ თავის მტვრევა იმაზე, თუ რას იტყვის პერსონაჟი არ მოგიწევთ, რადგან ფრაზა, რომელსაც ჯენსონი ამზადებს, შესაბამისი ემოციისათვის, იქვე ნათლად იწერება. სპეციალური საზოგადოებრივი იმპლანტებით, თქვენ შესძლებთ მოსაუბრის შინაგანი მდგომარეობის სრულ ანალიზს, გაიგებთ მის ხასიათს, დაჯერების შკალაც კი იქნება ხელმისაწვდომი, თანაც სპეციალური ფერომონების გამოყოფაც არის ნებადართული, რათა მოსაუბრის ფსიქიკაზე და გადაწყვეტილებაზე იმოქმედოთ.

>>> >>> >>>

თამაში არის როგორც შუტერი პირველი პირიდან ასევე ეკშენი მესამე პირიდან. როდესაც თავშესაფარს მიეყრდნობით, კამერა ტოვებს ჯენსონის თვალებს და უკან იხევს, რომ პერსონაჟი მთლიანად დაგანახოთ. საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან სტელსი პირველი პირიდან ორიგინალურ თამაშში უხარისხო გამოდგა და შემქმნელებმა ამ შეცდომის გამოსწორება შესძლეს.
მოწინააღმდეგეები არ გვანან ომობანას მოთამაშე პირველკლასელებს, სირთულის ბოლო ორ დონეზე, მათ შეუძლიათ მძლავრი წინააღმდეგო გაგიწიოთ. მაგრამ მომენტებში აშკარად ბრმებს თამაშობენ, როდესაც ჯენსონის მძლავრ სილუეტს ვერ ამჩნევენ მოპირდაპირე კუთხეში. რაც არ უნდა ითქვას AI ნორმალურია და სხვა პროექტებზე ნაკლები ნამდვილად არ არის.
აღსანიშნავია ლეველდიზაინი. თითოეული ლოკაცია შეიცავს ათობით სხვადასხვა გასასვლელს, კარებებს, ოთახებს და ვინტილაციურ შახტებს. მართალია ზოგიერთი ადგილი გავს ერთმანეთს, მაგრამ ყოველი დონე ცალკეული შემოქმედებითი შედევრია. მუქი ოქროსფერის ტონალება კარგად იგრძნობა და რენესანსის პერიოდს მოგაგონებთ, რომელსაც კაცობრიობა თავიდან განიცდის ამ თამაშში. თანაც ობიექტები რომლებთანაც ადამს ურთიერთქმედება შეუძლია, მოცემული ფერითაა შეღებილი (ამ ოფციის გამორთვა პარამეტრებიდან შეიძლება).
რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მხარეს, ის არც ისე აღალ დონეზე დგას, როგორადაც შეიძლებოდა. გამოყენებულია Tomb Raider Underwold-ის მოდიფიცერებული ძრავა და თუ იქ ის მისაღები და საკმარისი იყო პლასტმასური ლარას და მისი დიდზომიანი მკერდის გამოხატვისთვის, აქ მას ძალები არ ეყო, რომ დიალოგებისას პერსონაჟების რთული ემოციები გამოეხატა, თუმცა რამოდენიმეჯერ იქნება მომენტი, როდესაც სახის ანიმაცია გაგაკვირვებთ კიდეც. გრაფიკულად არაფერი ფენომენალური არ წარმოგვიდგება, ტექსტურები ზოგჯერ გათხაპნილია და ზოგიერთი პერსონაჟი დეტალურად აშკარად ჩამოუვარდება სხვა დანარჩენებს. ვისაც ძლიერი ვიდეოკარტები, ძვირიანი მონიტორები და შესაფერისი სათვალეები აქვთ, შეუძლიათ დატკბენ 3D სტერეო რეჟიმით.
ხმას რაც შეეხება აქ ყველაფერი ნორმალურადაა. იარაღი დამაჯერებლად ისვრის და გრძნობად ექოსაც აძლევს, გახმოვანებულია საათები რადიოტრანსლაციისა და ტლე-მაუწყებლობისა, ასევე თითქმის თითოეულ გამვლელს აქვს თავისი განსხვავებული რეპლიკა. მცველები ლაპარაკობენ სახუმარო თემებზე, ზოგჯერ ოთხმოცდაათიანებსაც კი იხსენებენ. მთავარი გმირები პროფესიონალი მსახიობებითაა გახმოვანებული და მათ ჟღერადობაზე არანაირი პრეტენზიის გამოთქმა არ შემიძლია, თუნდაც რუსულ ლოკალიზაციაზე, რომელიც მიუხედავად რამოდენიმე მინუსისა ყურს არ ჭრის და თითქმის ორიგინალის დონეზე დგას.
სამწუხაროდ ცუდად გამოიყურება PC პორტი. ლაგები და ბაგები ბევრია, რომლებიც ალბათ შემდგომი პაჩებით გასწორდება. კონტროლიც თითქოსდა არც შეუცვლიათ და კონსილიდან დატოვეს, მოცურავე სამიზნე არაერთხელ აგიშლით ნერვებს.

>>>

მიუხედავად ყველა ნაკლისა, რომლებიც თამაშს არც ისე ბევრი აქვს, მე არ მეშინია ამ სიტყვის და ვამბობ, ის გენიალურია. ვისაც ორიგინალური აქვს ნანახი თავის დროზე, ალბათ იმედგაცრუებული იქნება, იმითი, რომ ფილოსოფიურად, პროექტმა აშკარად უკან დაიხია, მაგრამ ახალბედებისთვის ეს სრულიად უჩვეულო სამყარო იქნება, ღრმა იდეით, რომელიც შემქმნელებმა ბოლომდე დაიჭირეს და მაქსიმალურად შესძლეს მისი გადმოცემა. ფენომენალური დასასრული კი, მხოლოდ დადებით ემოციებს ტოვებს. ეს არის თამაში იმათთვის, ვისაც ესმის, ვისაც სურს გაიგოს თუ როგორია, როდესაც პროექტი შენგან დაკვირვებას და მორალურ დატვირთვას ითხოვს, როდესაც თამაში იმდენად გავს რეალობას, რომ გგონია, თითქოსდა დროის მანქანაში იხედები და მომავალს უყურებ. შეფასებას აზრი არ აქვს, ყველაფერი ისედაც ნათელია. დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა მძიმე არჩევნის წინაშე დადგეთ, რაც არ უნდა რთული გზა გელოდოთ, ნუ მოძებნით მარტივ გამოსავალს, ადამიანს ბევრი შეუძლია როდესაც ძალიან მოისურვებს, მოეჭიდეთ იმ ნათელ მხარეს რომელიც თითოეულში ცხოვრობს და მიიღეთ სწორი არჩევანი, რათა მისი შედეგიც დადებითი იყოს. ყოველი ჩვენგანი საკუთარი ნებით იღებს გადაწყვეტილებას და თავის ბედს თვითონ ქმნის, არ დაღონდეთ და არ დაეცეთ, ბოლომდე იბრძოლედ მიზნისათვის, ცხოვრება - ეს მხოლოდ არჩევანია.

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Deus Ex: Human Revolution

Unread post#2 » 10 Sep 2011 22:37

სპოილერებივით შემხვდა და სანამ არ დავხურავ ვერ წავიკითხავ )))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Deus Ex: Human Revolution

Unread post#3 » 10 Sep 2011 23:17

very well done I must say!
საინტერესოდ და კარგად არის აღწერილი თამაში, და მეც მსგავსი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ფან ფორუმებზე კი არ შემიხედია ისე, საინტერესოა რა რეაქცია მოყვა, მე ღირსეულ deus ex-ად მიმაჩნია.

ბაგები და შენელებული კურსორის ეფექტი არ ქონია ჩემთან თამაშს, რელიზიდან 1 კვირის შემდეგ დავიწყე და ალბათ გამოასწორეს მაქამდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11718

Deus Ex: Human Revolution

Unread post#4 » 13 Sep 2011 03:28

სპოილერებივით შემხვდა და სანამ არ დავხურავ ვერ წავიკითხავ )))))

ეგ პრეისტორიაა მალხაზ. კაცი გარკვევით წერს ქვევით:
მეტს არაფერს არ გეტყვით ისტორიაზე, რადგან მას განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტში და ჯობს დანარჩენი თვითონ გაიგოთ. გეტყვით იმას, რომ ბოლო დროის მანძილზე ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიუჟეტია და მის განვითარებაზე ყურება დიდი სიამოვნებაა.

სერიოზული ნაშრომია
ამის დემონსტრაციისთვის პატარა ისტორიას მოგიყვებით, რომელიც თამაშში გადამხდა.

ამის მერე ვიცოდი რო კარგი რამე დაიწყებოდა. მსგავსი, პირადი გამოცდილების, გადახვევები ძაან მაგრად მიდის ესეთ თემებსზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6145

Deus Ex: Human Revolution

Unread post#5 » 13 Sep 2011 12:15

წავიკითხე და ვინმემ hint მაინც დამიწერეთ არის თუ არა ენგინგი Deus Ex-ის Daedalus/Icarus/Helios-ტან კავშირში?? რაღაც ძალიან ცუდ განწყობაზე დავდექი, ვიცოდი რო სადაც DX არის ანხსენები არაფერს არ უნდა გავკარებოდი ))))))

კარგ რევიუებს წერ Sgt. Jackson
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Deus Ex: Human Revolution

Unread post#6 » 13 Sep 2011 13:05

იმენა ენდინგი არა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

qaravani
Posts: 6

Deus Ex: Human Revolution

Unread post#7 » 20 Nov 2011 15:44

კაი რევიუა. მადლობა შრომისა და თავგამოდებისათვის ავტორს..

User avatar
grigoli1970
Posts: 846

Deus Ex: Human Revolution

Unread post#8 » 26 Feb 2012 21:44

ეხა დავხურე და ძაან კაი შთაბეჭდილება დამიტოვა, დღევანდელ თამაშებთან შედარებით ძაან კაი დონეა, მარა ძველს ვერ შეედრება შინაარსით და საუნტრეკებით, დინამიურობა , სტელსი , ატმოსფერო და პერსონაჟებთან საუბრები ძაან კარგად არი გაკეთებული მარა მთლიანობაში მაინც აღარ არი ძველი Deus Ex-ის დონე
smothered in the crib

BoromiR
Posts: 638

Deus Ex: Human Revolution

Unread post#9 » 27 Feb 2012 22:54

ძველი Deus Ex-ის დონე

მარა ძველს ვერ შეედრება შინაარსით და საუნტრეკებით

ატმოსფერო

seriously? really?
me gusta. ok
ღმერთს მადლობა რომ პირველი დეუს იქსის კლონი არ იყო, თუმცა ჩემი აზრით ძალიან გავდა.
პირველი დეუს იქსი მხოლოდ ერთ რამეში ( შეიძლეობა ორში ) სჯობნის ადამიანურ რევოლუციას.
1. ძალიან სერიოზული მთავარი სტორი/კამპანია
2. ინოვატურობა
დანარჩენში პატარა ძუნკი ბავშვისავით ხნავს ადამიანური რევოლუცია - და ეს ბუნებრივი მოვლენაა რომ 10 წლის შემდეგ გამოსულ თამაშმა თავის წინამორბედს აჯობოს გარკვეულ სფეროებში.
რომ არ მომხდარიყო ეს, აი მაშინ იქნებოდა ტრაგედია და "FAI NARU FENTAJI 13 X-2" მეჰ

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 271 guests