Minecraft, PC, Xone, PS4, NS / Survival Sandbox / მონახაზი

თამაშების ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#1 » 28 Aug 2011 20:24

>>>

Minecraft არის java-ში დაწერილი indie თამაში რომელიც შექმნა შვედმა Markus "Notch" Persson-მა, ახლა მას უკვე თავისი კომპანია აქვს სახელად Mojang, რომელიც Minecraft-ისგან მიღებული შემოსავლებით ჩამოაყალიბა და თამაშიც დღესდღეისობით ამ კომპანიის სახელით გამოდის. Minecraft პირველად დარელიზდა 2009 წლის 17 მაისს, ხოლო 2010 წლის 20 დეკემბერს კი ბეტა ვერსია გამოვიდა, რომელიც განახლების პროცესშია და სრულად 2011 წლის ნოემბერში მოგვევლინება. ბეტა ვერსიის ფასი ამჟამად 15 ევრომდეა, სრული ვერსიის გამოსვლის შემდეგ კი 20 ევრო გახდება. 2011 წლის 5 აგვისტოსთვის თამაშის 3.000.000 კოპიოა გაყიდული, ოფიციალურ საიტზე კი 12.000.000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.
Minecraft-ის გეიმფლეის ინსპირაცია აღებულია თამაშებიდან: Infiniminer, Dwarf Fortress, Dungeon Keeper. Minecraft-ის მთავარი პრინციპები შემოქმედებითობა და მშენებლობაა, მოთამაშეს საშუალება ეძლევა თავისი ხედვით ააშენოს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები ტექსტურული კუბიკებით 3D სამყაროში, რომელიც სხვადასხვა მატერიალების სახით არის წარმოდგენილი: ქვიშის ქვები, რიყის ქვები, ქვანახშირი, კაჟი, ხე, შესაძლებელია მატერიალების შერწყმა და მათგან სხვა საშენი მასალის ან ობიექტის მიღება. მიუხედავად იმისა რომ თამაშის მთლიანი სამყარო მხოლოდ კუბიკებით შედგება, თამაში მაინც ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია, რასაც უფრო მეტ ეფექტს აძლევს საჭირო დროს ჩართული ძალიან ატმოსფერული OST-ები.
არსებობს თამაშის ორი ვერსია: კლასიკური და ბეტა, კლასიკური ვერსია არის უფასო ვერსია, სადაც მოთამაშეს გააჩნია ულევი რესურსი და ძირითადი აქცენტი მხოლოდ აშენებაზეა, ბეტა ვერსიაში კი თითოეულ რესურსს სჭირდება მოპოვება, სამყარო კი დასახლებულია მობებით, შესაძლებელია მათი დახოცვა, ისინი ცხოვრობენ dungeon-ების მიწისქვეშა გამოქვაბულებში და ძირითადად ღამით გამოდიან, ამის გამო საჭიროა მათგან დამალვა. beta ვერსიის კიდევ ერთი პლიუსი არის multiplayer-ის ფუნქცია, რისი მეშვეობითაც შეიძლება სხვადასხვა სერვერებზე თამაში, მთავარია ჩაწეროთ მისი IP ან მისამართი. ოფიციალურ საიტზე დაიდო tool სერვერის შესაქმნელად რომელიც ასევე განახლების პროცესშია.

თამაშში გასარკვევად და crafting-ისთვის გამოგადგებათ ეს საიტები: Minecraft-Crafting.net, Minecrafting.org

იმისათვის რომ გადარჩეთ და გაიგოთ basic ელემენტები, შეგიძლიათ გადახედოთ ამ გვერდებსაც: Complete Minecraft Tutorial, Minecraft Starter Guide and Extra Survival Tips

ფანების შემოქმედება:
თამაშის კრეატიულობიდან გამომდინარე უამრავი ფანი ქმნის სხვადასხვა mod-ებს. აქედან ზოგი გრაფიკას აუმჯობესებს, ზოგი სხვადასხვა unit-ებს ამატებს, ზოგი ვიზუალს უცვლის, ამ მოდების გამოყენებით კი იქმნება უფრო და უფრო საინტერესო იდეები და შესაძლებლობა. საინტერესო მოდები თავისი ლინკებით ნახეთ ამ თემაში - A list of all the best minecraft mods and suggestions, ასევე შეგიძლიათ ამ ვებგვერდებსაც გადაავლოთ თვალი 10 Best Minecraft Mods, Essential Minecraft Mods pt.2

Mod-ების დახმარებით არსებობს ფანების მიერ შექმნილი რუკებიც, რომელიც Adventure სტილშია გაკეთებული და მოთამაშეს მოუწევს სხვის მიერ შექმნილი ლოკაციების გამოკვლევა, ეს არის 9 საკმაოდ საინტერესო Mod: 9 Best Minecraft Adventure Maps

Gameplay:
ამ ვიდეოებით ყველაფერი შეიძლება ითქვას:


How to Play
ვინაიდან თამაში მხოლოდ იყიდება, არსებობს დაკრეკილი თამაში ვერსიაც, მაგრამ ამ ვერსიით ვერ შეხვალთ ვერცერთ multiplayer სერვერზე, სპეციალურად შექმნილი სერვერების გარდა, თუმცა single player-ში ძალიან გაერთობით. თამაშის დაყენების შემდეგ გადმოწერეთ Magic Launcher, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად გამოიყენოთ მოდები. მე პირადად გირჩევთ ორ მოდს: Optifine HD-ს და Rei's Minimap-ს.
Optifine HD იძლევა თამაშის გრაფიკული ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ასევე მისი მეშვეობით ადვილად დააყენებთ სასურველ ტექსტურების პაკეტებსაც - ამისათვისს მხოლოდ პაკეტის გადმოწერა და zip ფაილების texturepacks ფოლდერში ჩაყრაა საჭირო.
სასურველი ტექსტურების პაკეტები შეარჩიეთ აქ:

Multiplayer
Multiplayer-ში სათამაშოს საჭიროა იცოდეთ სერვერები, სადაც შესაძლებელია დაკრეკილი ვერსიით შესვლა, ან ისწავლოთ პრინციპები და შექმნათ თქვენი სერვერი. თუ თქვენ იყიდით ბეტა ვერსიას მაშინ ნებისმიერ სერვერზე შეძლებთ შესვლას, ამჯერად კი მხოლოდ ეს სერვერები მოვნახე გატეხილი beta Minecraft-ისთვის სადაც მარტივად შეიძლება თამაში და თან ხალხიც არის. კარგი იქნება თუ გექნებათ გახსნილი 25565 პორტი, ეს არის Minecraft-ის default-ური პორტი და შეიძლება დაგჭირდეთ.

სერვერის შექმნის ტუტორიალი:
აქ დავწერ თანმიმდევვობით თუ როგორ უნდა შექმნათ სერვერი და როგორ ითამაშოთ multiplayer-ში თქვენს სერვერზე (ისე როგორც თამაშობთ ნებისმიერ multiplayer თამაშს), ეს შესაძლებელია მოხდეს Direct IP-ის ან Hamachi-ის დახმარებით. სერვერის შექმნა შესაქმნელად ორი ვარიანტი არსებობს: ერთია ოფიციალური Server.exe, მეორე კი Bukkit (რომელსაც მე პირადად გირჩევთ). ტუტორიალები არის თანმიმდევრობით, ძირითადი ყურადღება მიაქციეთ გამოკვეთილ ტექსტს
პირველ რიგში სანამ თამაშს მოისურვებთ, გახსენით პორტი: 25565 თუ გაქვთ ჩვეულებრივი როუტერი. თუ გაქვთ gelink ან მსგავსი ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი, მაშინ პორტის გახსნა არ გჭირდებათ რადგან უკვე ავტომატურად გახსნილია.

Direct IP Server Tutorial:
1. cmd-ში ჩაწერეთ ipconfig და დაიმახსოვრეთ IP Adress
2. გადაწერეთ Minecraft Server.exe ოფიციალური საიტიდან - Download, ჩააგდეთ ახლად შექმნილ ფოლდერში და გაუშვით, როდესაც ყველაფერს მორჩება შემდეგ გათიშეთ. ან გადაწერეთ Bukkit რომელზეც ქვემოთ დავწერ
3. გახსენით server properties ფაილი wordpad-ით
4. server-ip-ში ჩაწერეთ თქვენი IP რომელიც cmd>>ipconfig-იდან დაიმახსოვრეთ. Online Mode-ზე კი true შეცვალეთ false-ით (შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პარამეტრები როგორც მოგინდებათ, მაგრამ online mode აუცილებლად უნდა იყოს false-ზე), როცა ყველაფერს მორჩებით დაასეივეთ. სერვერის გაშვება უკვე შესაძლებელია
5. თუ თქვენ გაქვთ ჩვეულებრივი როუტერი, თამაშის ჩართვის შემდეგ multiplayer-ში ჩაწერთ იმ IP-ს, რომელიც დაიმახსოვრეთ cmd>>ipconfig-იდან (ეს არის შიდა IP), თუ გინდათ რომ სხვაც შემოგიერთდეთ სერვერზე, მაშინ მას გაუგზავნეთ http://seemyip.com/ამ საიტიდან აღებული IP (ეს არის გარე IP). ხოლო თუ თქვენ გაქვთ gelink, მაშინ თქვენი შიდა და გარე IP ერთი და იგივე იქნება

Hamachi Tutorial:
1. გადაწერეთ hamachi, შექმენით თქვენი ჯგუფი და დაიმახსოვრეთ პირადი IP
2. გაიმეორეთ იგივე როგორც Direct IP Server Tutorial-შია
3. გაიმეორეთ იგივე როგორც Direct IP Server Tutorial-შია
4. server-ip-ში ჩაწერეთ თქვენი hamachi-ის IP. Online Mode-ზე კი true შეცვალეთ false-ით (შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პარამეტრები როგორც მოგინდებათ, მაგრამ online mode აუცილებლად უნდა იყოს false-ზე), როცა ყველაფერს მორჩებით დაასეივეთ. სერვერის გაშვება უკვე შესაძლებელია
5. თამაშის ჩართვის შემდეგ, multiplayer-ში შესასვლელად თქვენც და სხვამაც ვისაც სერვერზე უნდა შესვლა უნდა ჩაწერონ თქვენი hamachi-ის IP

Bukkit Server Mod + Plugins
ეს არის სერვერის Mod რომლითაც შესაძლებელია შექმნათ MMO დონის სერვერი, სადაც დაამატებთ ათასნაირ plugin-ს და იქნებით სრულფასოვანი Admin რომელიც შეძლებს სერვერის ისე გამართვას როგორც მოუნდება, სერვერი მოიხმარს 1GB RAM-ს (თუმცა სერვერის სიდიდის შესაბამისად გაზრდაც შესაძლებელია) და არც java-თი დაგიტვირთავთ პროცესებს. ამისათვის საჭიროა ზემოთ ნახსენები Minecraft Server.exe-ს ნაცვლად, გადაწეროთ CraftBukkit, შემდეგ კი შექმნათ Starter.Bat რომლის ახსნაც მოცმეულ ლინკზე) წერია (თუ სერვერს არ ქმნით ოფიციალური ვერსიისთვის "-o true" command არ გმაოიყენოთ).
ამის შემდეგ 3,4,5,6 პუნქტებს ჩვეულებრივ მიჰყვებით. სერვერის გაშვება შესაძლებელია Starter.bat-ით. სერვერისთვის plugin-ების დასამატებლად მოძებნით სასურველ plugin-ს curse.com-ზე ან bukkit-ის ოფიციალურ გვერდზე, გადაწერთ სასურველ არქივს რომელშიც დევს jar ფაილები და ჩაყრით plugins ფოლდერში.
კარგი და საინტერესო Bukkit Plugin-ების შესარჩევად ნახეთ ეს საიტები: Our 5 Favourite Bukkit Plugins, The Best Bukkit Mods/Plugins
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435

Minecraft

Unread post#2 » 28 Aug 2011 21:09

დავიწყებ მეც, რამე სერიოზული Castle უნდა ავაგო <3

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#3 » 29 Aug 2011 15:24

Wat'cha u know about Minecraft?!
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Gabriel
Posts: 131

Minecraft

Unread post#4 » 29 Aug 2011 18:50

არა რა ქართველებსაც შეუძლიათ რაღაცა დონით ხო არააა ?

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#5 » 30 Aug 2011 01:06

დაემატა სერვერის შექმნის ტუტორიალი, თუ ვინმეს რამე უთამაშია ქსელში ადვილად გაიგებთ, თუ არა და დაწვრილებით მიყევით ტუტორიალის საფეხურებს.
მალე საუკეთესო მოდებს ავარჩევ და დავამატებ, ზოგი fun-ია, ზოგი თამაშში ახალ მონსტრებს და ნივთებს ამატებს ლოკაციების გასაფორმებლად, ზოგი კი თამაშს სულ სხვა კუთხით გვიჩვენებს.

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10072

Minecraft

Unread post#6 » 31 Aug 2011 19:23

ძალიან კარგია, რომ ამ თამაშს, მსგავსი თემა ექნება ფორუმზე. მე არ მქონია შეხება, მაგრამ ეს იმ კლასის თამაშებში გავიდა, რო არ იცი და პატივს რო ცემ =) ძალიან კარგად, დეტალურად და გასაგებად არის ინფორმაცია შეკრული. არამხოლოდ ინფორმაციული, არამედ პრაქტიკული გამოყენებაც კი მოენახება - ბევრმა არიცის, როგორ ხდება ამ შესანიშნავი თამაშის დაგემოვნება. რაღაც "ჩორნალია ლაშადკას" პონტში იყო სუ და მხოლოდ "ჩოუზენვანები" გებულობდნენ თუ რაიყო სინამდვილეში მისი ხიბლი. დღეიდან კი, სლეიერას დამსახურებით, საქმე სულ სხვანაირად წარიმართება =)))) გაიხარე გიო

იმ ვიდეოებზე ვიცინე მაგრად zombie town და Wat'cha u know about Minecraft - Hater ?! ))

>>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#7 » 01 Sep 2011 16:10

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#8 » 02 Sep 2011 08:09

>>>
სრულ რელიზამდე 2 თვეზე მეტია დარჩენილი, ამიტომ კიდევ რამდენიმე beta ვერსია გამოვა. წეღან ვკითხულობდი თამაშის მომდევნო 1.8 beta update-ზე, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც დაემატება როგორც გრაფიკულად, ისე გეიმფლეის თვალსაზრისით. PAX ზე უჩვენებიათ NPC სოფლები მაგრამ ჯერჯერობით ცარიელი, შეიძლება ესენი შეავსონ, არის ვერსია mount-ზეც, რომელიც სავარაუდოდ ცხენი იქნება (Mod-ებით ღორებზეც კი შეიძლება დაჯდომა x D ), დაემატება ახალი მატერიალები, random-ზე შექმნილი dungeon-ები (ეს ყველაზე მეტად მომწონს), ახალი მობები და კიდევ ბევრი საინტერესო განახლება. ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკებზე იხილეთ: Upcoming Features, Adventure Update

P.S

Gabriel
წეღან უბრალოდ შევედი მაგ ლინკზე, ერთივიდეო ვნახე ქართული და საკმაოდ კარგად იყო გაკეთებული, მერე საიტის მისამართი ვნახე, შევედი და ქართველების მიერ შექმნილ Minecraft-ის სერვერს წავაწყდი - Geomc.ucoz.com, თან როგორც ჩანს მუშაობს ხალხი და კარგი სერვერი ჩანს ვიდეოებიდან რაც ვნახე, plugin ებსაც იყენებენ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10072

Minecraft

Unread post#9 » 02 Sep 2011 11:17

რანდომ დანჯენები ასწორებს. რატომღაც აქამდეც რანდომზე მეგონა, დიაბლოს პონტში. მაუნთიც მაგარი პროკოლია, მე ღორს დავტოვებდი ოფიციალურშიც. ვაფშე საბოლოო ვერსიის ნახვა ძალიან მაინტერესებს.
p.s. პირველი ლინკი არ მუშაობს

User avatar
Spawn
Posts: 157

Minecraft

Unread post#10 » 02 Sep 2011 11:49

hydrocityrpg.no-ip.org ამაზე ვთამაშობ მაგარ მუღამში ვარ ჩამითრია : )
ეხლა სვანურ კოშკს ვაშენებთ მე და "უბნელი"
Diamond ჯერ ვერ ვიპოვე ვერცერთი
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
Spawn
Posts: 157

Minecraft

Unread post#11 » 04 Sep 2011 01:43

Diamond ებში ჩავიზმანე :evil smiley:
>>>
პროსტა ამით ტასაობა აპასნია იშვიათად ვიცმევ : )

ჩემ კოშკში იმენა სუ ხალხია მდგმური ვიყო თითქოს ისე მიყურებენ, ვხოცავ მარა ზოგი ძაან ნაგლია, ჯერ ფაკელი მომეო მერე რკინაო ეგეც მივეცი, 1 ოქროცო და 15 წუთში მიWhisper-ებს მე და ჩემი ძმა გვაცხოვრეო შენ კოშკშიო :paladin:

ფერმა ვერ გავაკეთე :// რომელი ბალახი უნდა მოვთელო სიდ'ისთვის ვერ გავიგე
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#12 » 04 Sep 2011 08:01

აბა რა გეგონა ეგრევე გასასვლელში რო წამოჭიმე სვანური კოშკი )))

ბალახები გააფუჭე და ამოგიყრის ხოლმე, ისე მგონი მაგისთვისაც არის ცალკე იარაღი და უფრომეტი შანსით იზავს ალბათ, მე მკიდია ეგ გოგრების და საზამთროების მოყვანა, არ მიზიდავს მეჯოგეობა ))

ბოლოს იმხელა dungeon-ს მივადექი რო ვიკარგები, diamond ები ამოვყარე ერთი 12 მარა სულ წერაქვები გავაკეთე, თან ჩემი საიდუმლო ჩასასვლელის წინ მთა არის და ისეთი რელიეფი აქვს შეიძლება Castlevania-ს სტილის სასახლე გამოვკვეთო, პროსტა მარტო გამიჭირდება, Hellworld-შიც ვიყავი და რაღაცეები გავიგე იქაურ წითელ ქვებზე, საინტერესო გამოყენებას მოვუნახავ მაგას ^__^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Spawn
Posts: 157

Minecraft

Unread post#13 » 04 Sep 2011 10:55

Hellworld-ის ქვებს რა გამოყენება უნდა მოუნახო 1 მიფურთხებით ინგრევა...
მანდ SoulSand ნახე? : ) ჩქარა რო ვერ დარბიხარ თუ გაიარე

Gold-ისგან გაკეთებული ვეშები რატოა ესეთი ბანძი??

ხმალი/წერაქვი 2 წუთში გადასაგდებია, ბრონიც...
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#14 » 04 Sep 2011 22:51

ხო მარა კარგი გამოსაყენებელია, ცეცხლი რო მოუკიდო სულ იწვის და ცეცხლის კედლები შეიძლება გააკეთო მობებისგან თავის დასაცავად, კიდე შეიძლება პისტონზე გამოყენება და იწვის ოღონდ ჯერ არ ვიცი საერთოდ მექანიკური საგნების გამოყენება. ხალხს დენი გაყავს სახლში და მაღაროს ურიკებით მოძრაობენ ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Gabriel
Posts: 131

Minecraft

Unread post#15 » 05 Sep 2011 21:26

მართლა მომეწონა ! უნდა ვიყიდო აუცილებლად !!
რაღირს ვერავინ ვერ მეტყვის?
ოღონ სთიმზე არა :(

User avatar
Spawn
Posts: 157

Minecraft

Unread post#16 » 05 Sep 2011 21:46

15 ევრო ჯერ, როცა Full გამოვა 20
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#17 » 07 Sep 2011 20:50

გადახდა როგორ ხდება მანდ?
ხვალ 1.8 Adventure Update გამოდის და ლინკებსაც შევცვლი როცა დადებენ გატეხილ ვერსიას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

    
Posts: 7

Minecraft

Unread post#18 » 09 Sep 2011 04:26

მომეწონა რაც ვიდეოები ვნახე ...
ეხლა ვიწერ ... მაინტერესებს გამოვიდა თუ არა ჩემგან არქიტექტორი ^^
ყოჩაღ და მადლობთ SLaYeR ;)

User avatar
SLaYeR
Posts: 5264

Minecraft

Unread post#19 » 11 Sep 2011 07:26

თამაშის 1.8 ვესიის გამოსვლა ხვალისთვის გადაწიეს, მარა როგორც ჩანს ვერსიამ მაინც გაჟონა და წეღან წავაწყდი გადმოსაწერ ლინკს, დავტესტე ძალიან სერიოზული განახლებაა, სულ სხვა თამაშად იქცა, ხვალ უკვე "ოფიციალურად" დაკრეკავს ალბათ ვინმე და განვაახლებ ლინკს. დღეს მაინც ვერ მოვახერხებ ამის კარგად ნახვას და ხვალ დავაყენებ ბარემ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Spawn
Posts: 157

Minecraft

Unread post#20 » 11 Sep 2011 12:16

რა ცვლილებებია მაინც?
Diamond-ზე მაგარი ხოარ დაუმატებიათ რამე?
God made the priest – devil made the skomorokh

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests