The Witness, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#1 » 16 Aug 2011 17:48

>>>

The Witness

Jonathan Blow პატარა დამოუკიდებელ დეველოპერულ გუნდთან ერთად მუშაობს ახალ პროექტზე - The Witness.
გუნდი შედგება საკმაოდ გამოცდილი პერსონალისგან, როგორიც არის Ignacio Castaño (ნამუშევარია Crytek, Relic, Oddworld და NVIDIA-ში) და Shannon Galvin (თამაშებზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილებით, დიდი წვლილი აქვს შეტანილი SimCity 2000, Sims 2 და Spore-ს შექმნაში).
ჯონათან ბლოუ ცნობილია თავისი რევოლუციური 2D თამაშით - Braid. ემოციური მუსიკით და პროტაგონისტით, ღრმა, ფილოსოფიური სიუჟეტით (რომელსაც გეიმფლეისთან უშუალო კავშირი აქვს) და მას მორგებული კარგად შესრულებული, ლამაზი არტით თამაში ნამდვილ შედევრად იქნა აღიარებული.

ახლა წარმატებული ინდი დეველოპერი თავის კრეატივს მომავალ თამაშში, The Witness-ში დებს.
ამჟამად მის შექმნილ თავგადასავლს პირველი პირის ხედვით, სამ განზომილებიან სამყაროში შევიგრძნობთ.
მთავარი პერსონაჟი აღმოჩნდება უკაცრიელ კუნძულზე, რომელსაც არ ახსოვს, თუ როგორ მოხდა ეს.

კუნძული სავსეა თავსატეხებით. ეს თავსატეხები დაფუძნებულია ლაბირინთებზე. შესაძლოა ამ ფაქტის გაგების შემდეგ თამაშში არსებულ თავსატეხების შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ, თუმცა რამდენიმე პრევიუერი ზუსტად იმას აღნიშნავს, რომ მათ აქამდე ვერ წარმოედგინათ, რომ ლაბირინთების გამოყენებით ამდენი პაზლის შექმნა შესაძლებელი იყო. სამ განზომილებიანი თავსატეხის პერსპექტიულობა კი თავის დროზე Portal-მა დაამტკიცა.

"A new perspective and a new game from the strange mind of Jonathan Blow." - IGN.

ამ უცნაურ სამყაროში არ შევხვდებით NPC-ებს, კუნძულზე ვართ მხოლოდ ჩვენ და თავსატეხები.
თამაშის მიმდინარეობა არ იქნება ეტაპობრივი. არეალის გამოკვლევა მთლიანად თავისუფალი და მოთამაშეზე დამოკიდებულია.

მოცემული იქნება შვიდი "არეა", მათგან ხუთის მთლიანად შესრულების შემდეგ კი გვეძლევა უფლება შევიდეთ ლიფტში, რომელიც ჩაგვიყვანს მიწის ქვეშ, სადაც ბევრ სიუჟეტურ კითხვას გაეცემა პასუხი (mysterious heh?)

პროექტის 3D ძრავაში აწყობა მეტად დადებითი შედეგების მომასწავებელია. სამ განზომილებიანი სივრცე თამაშის კვლევისა და გარემოს შეგრძნების ახალ ეტაპს იძლევა, ამასთან, დიდ როლს თამაშობს თამაშის მსვლელობასა და თავსატეხების ამოხსნის ხერხებზე - ხედვა! ერთი ობიექტი ერთი კუთხიდან შეიძლება X იყოს, მეორედან - Y.

თითოეული თავსატეხი ინდივიდუალურია და თავის უნიკალურ ხერხს შეიცავს. მათი შესრულების ყოველ ჯერზე ვიგებთ ახალ იდეებს, რომლებიც გვეხმარება გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც წინა თავსატეხში შეგხვდა.

ჯონათან ბლოუ აღწერს თამაშს, როგორც სამყაროს შეცნობის გრძნობას; ხედვას იმისა, რაც ჩვენს თვალსწინაა, მაგრამ ვერ ვხედავთ.

მოთამაშის ყოველი მოქმედების უკან იმალება აზრი, გრძნობა, იდეა, რაც კრავს თამაშის უცნაურ სიუჟეტს.

"It is a wonderful land to visit where there is a new language to learn" - Kotaku.
Concept Art Trailer - "Drums"

თამაშის სიუჟეტი დასასრულებლად მინიმუმ 10 საათს მოითხოვს, და ის, როგორც ბრეიდი, ფილოსოფიური არსის მატარებელია.

თამაშის გამოსვლა გარდაუვალია პერსონალური კომპიუტერის პლატფორმაზე, ასევე ორი წამყვანი კონსოლიდან ერთ-ერთზე. ეს კი 2012 წელს მოხდება.

ქვემოთ მოცემულია ვიდეოები, რომლებშიც ნაჩვენებია თამაშის არაჩვეულებრივი კონცეპტ არტები და მუსიკალური თემის პატარა მონაკვეთი.

Concept Art Trailer - "Strings"
=============================================================
ტომი: ასეთი კრეატიული და ახალი სიტყვის შემომტანი პროექტები მეტად დასაფასებელია აუდიტორიის მხრიდან, რადგან ინდუსტრიას მუდამ დასჭირდება ისეთი გონება, როგორიც ჯონათან ბლოუს გააჩნია
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witness

Unread post#2 » 16 Aug 2011 21:57

ძალიან საინტერესო რამეა. ძალიან ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურება.
ყველაზე მეტად, თავისუფლების და შეუზღუდავი გადაადგილების იდეა მომეწონა. უდაო ჰიტი მოემართება, შესაძლოა ჟანრიც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witness

Unread post#3 » 19 Aug 2011 14:12

ამას ძალიან დიდი ხანია ველოდები
sg ტომი, მაგარი თემაა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#4 » 19 Aug 2011 14:32

Thanks ^^
მე ახლახან პრევიუები რომ გამოქვეყნდა, მაშინ გავიგე და გადავიკითხე ყველაფერი ბლოგზე. ეტყობა ანონსიდან აქამდე არ ყოფილა აქტიური სიახლეებით.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witness

Unread post#5 » 19 Aug 2011 17:53

ერთი ტრეილერის მსგავსი რაღაც იყო ხოლმე youtube-ზე, სახლში შედის კამერა და კუნძUლის ხედი ზემოდან
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#6 » 19 Aug 2011 18:46

საწყისი ვერსიის gameplay ვიდეოც დადებულა ადრე

>>>
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witness

Unread post#7 » 03 Sep 2011 00:01

ბიჯო ძაან მაგარია, ღადაობის გარეშე ))) რაღაც იმენა ზღაპარში რო დადიხარ ეგეთი გრძნობა დამრჩა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#8 » 03 Sep 2011 00:41

ეს იქნება შედევრი, ხელოვნების ნიმუში, და მისი თამაში ბრიზთეიქინგ ექსფერიენსი.
უბრალოდ არ მჯერა, რომ არ გაამართლებს.
ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩადებს ბლოუ ამ თამაშში თავის კრედოს.
უკვე ვატყობ, რომ როგორც ბრეიდში, აქაც ყველაფერს სულით და გულით აკეთებს. თამაშში ყველაფერს ღრმა ცხოვრებისეული შთაგონებით დებს. ტიპს სიტყვაზე რომ კითხო, თუ რატომ არის თამაშში ქარის წისქვილი, შეიძლება მთელი თავისი ფილოსოფიური აზრები გითხრას )
არტისტულ გრაფიკაზე არაფერს ვამბობ და ტექნიკურადაც ძალიან მომწონს. ინტერიორიც და ექსტერიორიც მაგარ ვიდზეა. თავის ბლოგზე უდევს რამდენიმე ცვლილება მუშაობის პროცესიდან და სულ წინ და წინ მიდის.
ასეთი კაცის საუბარს ნამდვილად შემიძლია მთელი დღე ვუსმინო
Jonathan Blow about Video Games and the Human Condition

>>>

ახლა შევამოწმე ბლოგი და ორი დღის წინ გამოქვეყნებული პოსტი დამხვდა )
პოდკასტი - BrainyGamer podcast with Jonathan Blow
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witness

Unread post#9 » 03 Sep 2011 01:10

ტომი BrainyGamer podcast with Jonathan - ლინკზე არ გადადის.
Jonathan Blow'ს ლაპარაკს რო უსმენდი, უცებ, ძალიან საინტერესო ვიდეო შევნიშნე - Island Snapshot Progression:



ნაღდად 10/10 შთაბეჭდილებას ტოვებს. ყველა მხრივ საინტერესოა და ყველა მხრივ დადებით ეფექტს ახდენს. რაღაც ორგანული და სულიერის ამბავია.
სიძნელის და ხანგრძლივობის ბალანსის დაცვა, იმედია არ გაუჭირდება. ძალიან ძნელი ან ადვილი, რომ გამოვიდეს მართლა გამიტყდება. "გაჭედვის" პერსპექტივა რო მაშინარიუმივით მოხსნას, ძალიან გაასწორებს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#10 » 03 Sep 2011 01:19

ტომი BrainyGamer podcast with Jonathan - ლინკზე არ გადადის.

გავასწორე.

სირთულის მხრივ ალბათ ბრეიდივით იქნება. შეიძლება უფრო მარტივიც.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witness

Unread post#11 » 09 Sep 2011 07:15

ბლოუ რო საინტერესო პიროვნებაა ამას ლაპარაკი არ უნდა მარა თამაშს რაც შეეხება გარემოს როგორც ჩანს დიზაინერული თვალსაზრისით კეთდება დიდი აქცენტი, მაგალითად Braid-ში მხატვრული აქცენტი უფრო იყო, აქ კი ყველაფერი 3D-ში გადავიდა, რეალურად უკვე გასაგებია ვიზუალური მხარე მარა მე გეიმფლეის სტილი მაინტერესებს და 2012 წლამდე ძალიან ძნელია ასე პატარ პატარა ინფორმაციებით რამის გაგება, კუნძულზე სიარულის და გარკვეულ მასშტაბებზე განაწილებული puzzle-ების გარდა საჭიროა გვაჩვენონ როგორ გაცოცხლდება ეს ყველაფერი, ანუ მოვითხოვ ტრეილერს ^_^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#12 » 09 Sep 2011 11:54

ამის რელიზამდე ბევრი გეიმ ივენტებია წინ, ტრეილერიც იქნება და მეტი ინფოც.
=====
A pleasant lightmapping update
=====
მცირე დისკუსია Braid-ზე, The Witness-ზე და ზოგადად კარგი puzzle თამაშის შექმნაზე GameStop-ის 14 სექტემბრის პოდკასტში, ჯონათან ბლოუსთან ერთად

HotSpot

ერთმა Elder Scrolls-ის ფანმა დარეკა და იკითხა, რას ფიქრობთ სერიის სკაირიმისეულ ცვლილებებზე, ბევრი ამბობს Fable-ს სტილში გადადის და თქვენ რას ფიქრობთ-ო. მანამდე ბრეიდი არ მაქვს ნათამაშებიო. ლაივში არ ვუსმენდი, თორემ მე ვიქნებოდი შემდეგი ზარის გამშვები.

თვითონ podcast მშვენიერი იყო, ორი საათი შეუმჩნევლად გაიყვანა.
=====
კუნძულის სახე რამდენიმე ხნის წინ (მას შემდეგ კიდევ არის და იქნება წინსვლა):

>>>

დეველოპერის თქმით, სქრინშოტზე კუნძულის რამდენიმე დეტალი ცუდად გამოიყურება. ეს იყო პეს-ტურისთვის მორგებული, ჟურნალისტებისთვის საჩვენებელი ნიმუში, სადაც თამაში მაქსიმალურად touchable და playable იყო. ამის შემდეგ ბევრი დეტალი შეიცვალა და გაუმჯობესდა. ამასთან, თამაშის წარმოების პროგრესი შუა პროცესშია. ამ დროისთვის თავსატეხების რაოდენობის რიცხვი 350-ს შეადგენს.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witness

Unread post#13 » 29 Sep 2011 02:29

ცუდი ამბები მაქ. ეხა წავიკითხე. ესეიგი მოცემული თაობის კონსოლების, უკვე დაძველებული და საკმაოდ დაბალი შესაძლებლობების გამო, როგორც ჩანს, თამაშის გამოშვება მომდევნო თაობის პრისტავკებზე გადაიტანეს. შეილება უკვე მალე აპირებენ ახალი თაობის დაანონსებას, მარა მაინც საწყენია. ერთი ორი წელი კი მოუნდება სავარაუდოთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#14 » 29 Sep 2011 21:44

PC და iOS სისტემებზე გამოვა. რელიზი არ გადაიწევს, უბრალოდ 360 და PS3-ის რელიზი არ შედგება.
"We like 360 and PS3, but their specifications are over five years old now, and that's a lot in computer years," Blow explained. "The kind of tricks we'd have to perform to get this game working on those platforms are such a lot of work that to port it over at this point is just not worth it for us."

http://www.joystiq.com/2011/09/28/the-witness-coming-to-pc-and-ios-blow-says-consoles-are-too-ol/
iPad და WiiU-ზეც ფიქრობს, თუმცა ჯერ დანამდვილებით მხოლოდ PC და iOS პლატფორმებზე ვიცით, რომ გამოვა.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witness

Unread post#15 » 29 Sep 2011 22:11

ვა ეგ კარგია. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი რო კონსოლებზე გადადებულს PC-ზე გამოუშვებდნენ, თან ჩისტა კონსოლის თამაშია (ესეთი fantasy ვეშებით PC-შნიკებს ხო არ გვანებივრებენ და მეც უკვე მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა ესე...) ამიტო ჩავთვალე რო ავტომატურად PC ვერსიაც დაიბლოკებოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. პრინციპში, გამოსვლის თარიღი 2012 თვე/რიცხვი ცნობილი არაა რამდენადაც ვიცი, ასერომ დრო ბევრია და სანერვიულოც არაფერი. მანამდე უეჭველი დაანონსდება კონსოლების ახალი თაობაც.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#16 » 30 Sep 2011 13:36

კონსოლების ახალი თაობა ალბათ მომავალი წლის E3-ზე.
სხვათა შორის, ბრეიდივით კონსოლურ თამაშად არ იყო ეს გათვლილი, PC-ზე აკეთებდა თავიდანვე მთავარ აქცენტს. მეც პირიქით მეგონა თავიდან.
ისე, კი მაინტერესებს, რას აკეთებს ამისთანას, რომ ახლანდელი კონსოლების შიგთავსი საბოლოოდ ზღუდავს.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#17 » 05 Nov 2011 11:57

სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ ბლოგზე პოსტი არ დაწერილა. ცოტა ხნის წინ ჯონათან ბლოუმ "თავი შეგვახსენა" მოკლე პოსტით და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროის განმავლობაში გუნდი ინტენსიურად მუშაობდა თამაშში, შეიძინეს ახალი წევრებიც - 3D არტისტი და პროგრამისტი. შედეგიც უკეთესდება - სამყარო უფრო ატმოსფერული გახდა და თავსატეხებზე მუშაობაც გაადვილდა.

"Hi everyone. We haven’t posted anything in a while, but this is just because we have been working intensively on the game. These days we are doing a lot of working with the architects, integrating their designs with the gameplay. The result is coming out really well — the architectural designs add tremendously to the feeling of being in a world, and they also give us opportunities to make the puzzles richer. So as we do this the game just keeps getting bigger and more sophisticated.
I’ll post something more concrete before too long, but I wanted to at least say something, since it’s been a while.
Team-wise, we have just hired two people (a 3D artist and a programmer), and we plan to hire another programmer as well, once his visa clears and he can get into the country. This is a pretty big staffing-up, percentage-wise, and will allow us to make things quite nice. The new folks will be starting over the next couple of months (they need to wind down the things they are working on currently!)"

ცოტა მოგვიანებით დაიწერა შემდეგი პოსტიც, რომელშიც მოცემულია IndieCate 2011-ზე ჩაწერილი ვიდეო, სადაც Jonathan Blow და Marc Bosch ატარებენ ე.წ. ლექციას თამაშებისა და მათში არსებული განზომილება/სივრეების შესახებ, მაგალითად კი საკუთარი Portal 2-სა და VVVVVV-სთან ერთად საკუთარი თამაშიც აქვთ მოცემული.

"Any system of interactivity can of course be explored: If X happens, what are the consequences? What are all the ways in which pattern Y expresses itself, and to what do those expressions lead? By inspecting the structure of a system in this way, we can find the core ideas of the system, and see how those ideas illustrate fundamental truths of our universe. We present a game design aesthetic that values looking for systems that express these truths in the cleanest possible way. We explain how this is different from more-traditional combinatoric design techniques; we show examples from our games and describe a method for applying the aesthetic in general."

Designing to Reveal the Nature of the Universe >>>

ძალიან მაგარი იყო - "Mathematics is surprisingly powerful at helping us understand the way the universe functions. We can also look at the universe using games."
"The point of the puzzle is to shw some truth. Know what that truth is. Eliminate anything that is not about that truth."
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witness

Unread post#18 » 06 Dec 2011 19:17

ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა GameInformer-ზე.
სურათებად მოცემულია თამაშში არსებული ადგილების და ნაგებობების ნახაზთა რამდენიმე ნიმუში, ასევე ბლოუს საუბარი თამაშის არეალის არქიტექტურულად დაგეგმარების შესახებ.

თამაშის შედარებით ადრინდელ ვერსიაში შენობებს უბრალოდ ყუთები წარმოადგენდენ, რომელთაც არ ჰქონდათ ესთეტიური დანიშნულება ან ელეგანტური შესახედაობა.
მოგვიანებით მომუშავე ჯგუფს შეუერთდა ორი არქიტექტურული კომპანია, რომელთაგან ერთი კონსტრუქციების დაგეგმარებაზე მუშაობდა, მეორე - ლანდშაფტის. ამის შედეგად ყუთის მსგავსი ნაგებობები ბუნებრივად გამოიყურება და სამყაროზეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

>>>

ბლოუს თქმით, არქიტექტორების იდეებმა ხელი შეუწყო თავსატეხების სამყაროზე მორგებას. როგორ მოახდინონ ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე, დარწმუნდნენ, რომ მოთამაშე ამა თუ იმ შენობას აუცილებლად შეამჩნევს, დაინახავს მას, როგორც განსხვავებულს, მაგრამ არა სამყაროდან ამოვარდნილს.

>>>

"თამაშის სამყაროს დეტალიზაცია მაღალ დონეზე დგას. მომავალი წლის ბოლოს, როცა თამაში გასაყიდად გამოვა, მისი გამოკვლევა ნამდვილად ღირებული იქნება."

original story
I won't miss.


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witness

Unread post#20 » 08 Dec 2011 19:40

თამაშის შედარებით ადრინდელ ვერსიაში შენობებს უბრალოდ ყუთები წარმოადგენდენ, რომელთაც არ ჰქონდათ ესთეტიური დანიშნულება ან ელეგანტური შესახედაობა.
მოგვიანებით მომუშავე ჯგუფს შეუერთდა ორი არქიტექტურული კომპანია, რომელთაგან ერთი კონსტრუქციების დაგეგმარებაზე მუშაობდა, მეორე - ლანდშაფტის. ამის შედეგად ყუთის მსგავსი ნაგებობები ბუნებრივად გამოიყურება და სამყაროზეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მომეწონა მინიმალისტური მიდგომა, თანამედროვე არქიტექტურული სტილი და მარტივად მოსმული სამყარო, ლანდშაფტის მიმზიდველად გამოიყურება და ერთიანობაში ლამაზია
ბლოუს თქმით, არქიტექტორების იდეებმა ხელი შეუწყო თავსატეხების სამყაროზე მორგებას. როგორ მოახდინონ ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე, დარწმუნდნენ, რომ მოთამაშე ამა თუ იმ შენობას აუცილებლად შეამჩნევს, დაინახავს მას, როგორც განსხვავებულს, მაგრამ არა სამყაროდან ამოვარდნილს.

ეს ელემენტები ქმნის პრინციპში თამაშს, დიდი აქცენტებია არქიტექტურული მხრივ არადა რეალურად მეორეხარისხოვანი იყო დეველოპმენტში და როგორც ყუთების შეფუთვა მასე გამოვიდა : D

საინტერესოა შინაარსობრივად რა სიღრმეები ექნება, საინტერესო შეხედულებები აქვს ამ კაცს მარა რამდენად მოსვავს სამყაროზე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 82 guests


cron