Far Cry 3, PC, X360, PS3 | სრული პრევიუ |

თამაშები ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
jackson
Posts: 26

Far Cry 3

Unread post#1 » 17 Jun 2011 15:49

>>>

სადღაც დღის ხუთი საათი იქნებოდა როდესაც გავიღვიძე. ამ პატარა ხის საწოლზე ძილი საკმაოდ არაკომფორტულია, თანაც ტყის ხმებიც არ მასვენებენ. ქოხში ვარ, რომელიც თიხისმაგვარი მასალისგანაა აშენებული, ზემოდან კი, ჩალა აქვს გადაფარებული. ბნელა, აქ ფანჯრები არაა, მაგრამ გვერდით დადებული პატარა ლამპარი მცირე ნაწილს ანათებს. წამოვჯექი, საათს დავხედე, თითებგადაჭრილი ხელთათმანები გავისწორე და ჩემი AK -47 (კალაშნიკოვი) ავიღე. ხის კართან მივედი და სახელური გადავატრიალე. გავაღე. მზის სინათლემ თვალები დამიწვა. საშინელმა სიცხემ ორგანიზმზე დამარტყა. გარეშმო მიმოვიხედე. მარცხნივ ჩანჩქერი იყო, მაგრამ წყალი შიგნით ისეთი ცხელია, რომ ჩასვლა არ მინდა. მარცხნიდან, გახსნილი ყველგანმავალი წითელი ჯიპი დგას. ქოხის წინ ნაკვერჩხალი დარჩენილიყო. წინ ხეები მოჩანდა. ყავისფერ გზაზე ბორბლების ნაკვალები ჩანს, ესე იგი მანქანამ გაიარა, ყურადღებით უნდა ვიყო. მოყავისფრო ბალახზე გავირბინე. გზა ზებრამ გადამირბინა. უცებ მართლაც დავინახე აფრიკელები, შეკრებილი ლურჯ ავტომობილთან. იარაღი მოვიმარჯვე, დავუმიზნე და ჩახმახს გამოვკარი. დიახ, მე აფრიკაში ვარ. დიახ, მე Far Cry 2-ს ვთამაშობ.
ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ წავიდა ლაპარაკი ამ თამაშზე, როდესაც სტატიის სათაური მის გაგრძელებაზეა. მინდა როგორც წესი, ძირითად თემაზე გადასვლამდე, მთლიანად სერიის პატარა პრეისტორია გავაკეთო.
პირველი ნაწილი გამოვიდა 2004 წლის 23 მარტს. თავისი დროისათვის, თამაში წარმოადგენდა ყველაზე ფოტორეალისტურ გამოსახულებას. შემქმნელი, გერმანული კომპანია Crytek, იყენებდა საკუთარი ავტორობის ძრავას CryEngine. სულ თავიდან ეს ძრავა არ იყო განკუთვნილი ვიდეოთამაშისათვის, არამედ ვირტუალური გარემოს შესაქმნელად კომერციულ მიზნებში, მაგრამ შემდეგ Nvidia-მ თავისი ვიდეოკარტის რეკლამისათვის ფული გადაუხადა Crytek-ს რამოდენიმე სადემონსტრაციო ლეველის შექმნაში. გერმანულ სტუდიას მოეწონა პროცესი და გადაწყვტა სრული ვიდეოთამაშის გამოშვება.
პროექტს თბილად შეხვდა სათამაშო საზაგადოება, რადგან ასეთი გამოსახულება, მართლაც არსად არ იყო. ასევე გეიმფლეის მხრიდანაც გვაწვდიდა ინოვაციებს. დავალების მსვლელობის დროს თქვენ არ დაინახავდით არანაირ ჩატვირთვას. მთელი ტროპიკული კუნძული თავიდანვე იყო გახსნილი, გქონდათ სრული თავისუფლება. მიზანთან თქვენი ნების მიხედვით შეგეძლოთ გზის არჩევა. ასევე იარაღებიც საკმაოდ რეალურად გამოიყუებოდნენ.
სიუჟეტი დიდი სიღრმავით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ პროექტისათვის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი გმირი - ჯეკ კარვერი, ყოფილი აგენტია და ტროპიკულ კუნძულზე დაკარგულ ჟურნალისტს ეძებს. თამაში გვთავაზობს სხვადასხვა ლოკაციებს, ასევე თემებს გენურ ინჟინერიაზე.

პირველი ნაწილის წარმატების შემდეგ, გამომცემელმა Ubisoft - მა 2007 წელს გააკეთა გაგრძელების ანონსი, მაგრამ ის აღარ იქმნებოდა Crytek-ის ძალებით, არამედ Ubisoft Montreal -ის მიერ. გერმანული სტუდია Electronic Art-ის მფარველობის ქვეშ მოეგცა და მსგავსი პროექტი გამოუშვა სახელად - Crysis. ხოლო Far Cry სერიის ბედი უკვე მთლიანად ფრანგების ხელში იყო.
თამაში 2008 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ახალი შემქმნელი, არ ჩამორჩა წინას და ძირითადი აქცენტი პროექტის ტექნიკურ მხარეზე გადაიტანა. გრაფიკულად მართლაც ყველაფერი შესანიშნავი იყო. დაუსახელებელი აფრიკის ქვეყანა 100 %-ით იგრძნობოდა. ეკრანზე გამოსახული სიცხისაგან თვითონ მოთამაშესაც დისკომფორტი უჩნდებოდა. ასევე რეალური ფიზიკა, ქარის ეფექტები, მცენარეები, დიდი ლოკაციები, უდაბნოები, რომლებიც მართალც იქ ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვინც თამაში მაქსიმალურ პარამეტრებზე გასინჯა, შეუძლია თქვას, რომ აფრიკაში ნამყოფი არის.
მაგრამ ყველა დადებით მხარესთან, თამაშს ჰქონდა უზარმაზარი მინუსი - ერთფეროვნება. ჩვენ ვაკეთებდით პრაქტიკულად ერთი და იგივეს. სიუჟეტიც უფრო მარტივი იყო ვიდრე წინა ნაწილში. თქვენ გამოდიხართ დამკვეთის როლში და თავდაცვითი ორგანიზაციის დავალებით იარაღებით მოვაჭრე უნდა მოკლათ ზედმეტსახელად - ტურა. ჩვენ გვიწევდა შინაომში მონაწილე ორი მხარისგან ერთნაირი დავალებების შესრულება. ამიტომ ყველაფერი მოსაწყენი ხდებოდა, ორი საათი თამაშის შემდეგ (ეს საუკეთესო შემთხვევაში). მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად, თამაში მართლაც შესანიშნავი იყო.

სიმართლე გითხრათ, გაგრძელებას აღარ ველოდებოდი, რადგან ჩავთვალე, პროექტმა თავისი მაქსიმუმი გამოიმუშავა. თანაც Crytek - ის Crysis იგივე ველზე თამაშობდა და უფრო მეტს გვთავაზობდა, როგორც ტექნიკური მხრიდან, ასევე გეიმფლეის მხრიდანაც.
E3-ზე Ubisoft - ის პრესკონფერენციაზე ბევრი მოსალოდნელი პროექტი გვაჩვენეს. სადღაც ღონისძიების შუში გამოდის მამაკაცი და ამბობს - წარმოიდგინეთ, რომ ტროპიკულ კუნძულზე მოხვდით ფოტოაპარატით, თქვენ უნდა სიცოცხლისათვის იბრძოლოთ და ფრაზები ასეთ სტილში. პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო - Lost. როდესაც სათამაშო პროცესიდან პირველი კადრები აჩვენეს, ეს აზრი უფრო გამიმყარდა, მაგრამ მცენარეები ნაცნობად გამოიყურებოდა და მიუხედავად ღია ტონალობისა უკვე დავეჭვდი - იქნებ Far Cry 3?
პერსონაჟმა ფოტოაპარატი ამოიღო და მკვიდრების გადაღება დაიწყო. იარაღიანი ხალხი, ჩვეულებრივ მოსახლეობას კლავდნენ. გმირს უკვირს. შემდეგ ხედავს, რომ მისი ადგილიდან ფრინველები გაფრინდნენ, ობიექტივს თვალი მოაშორა და დაინახა როგორ მოხვდა სახეში იარაღის ტარი.
შემდეგ მომხდარი ეპიზოდი, ჩემთვის პირადად საუკეთესოა Ubisoft - ის პესკონფერენციიდან და ერთ-ერთი საუკეთესო მთლიანად E3-ზე. ამ ნაწყვეტში წარმოდგენილია არაჩვეულებრივი მსახიობის თამაში, გადასარევი ანიმაცია. ამის წაკითხვა არის სისულელე, ჯობია თქვენით ნახოთ ყველაფერი. სპეციალურად მათთვის, ვინც არ იცის ინგლისური ენა, ან სუსტად ფლობს, ეპიზოდი ავტვირთე ქართული სუბტიტრებით. დატკბით!

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ნაწყვეტმა ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, მხოლოდ ამ შეშლილი პერსონაჟის გამო ღირს თამაშის ცდა. საერთოდ ადამიანის სახე და მისი თვალები, შინაგან ბუნებას გვიჩვენებსო. დააკვირდით ამ პერსონაჟის გამომეტყველებას, გამოხედვას, რას ხედავთ? მართალია, სიგიჟეს. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რომ ვიდეოთამაშებშიც შეიძლება იყოს, გმირები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ხასიათი, აზრები, ემოციები. სწორედ ასეთი მომენტებია მისასალმებელი და დასაფასებელი.

მაგრამ ჩვენ ხომ კიდევ თამაში გვაქვს. საერთოდ გეიმფლეის მხრიდან პროექტმა აშკარად წინ გადადგა ნაბიჯი, უს უფრო დაიხვეწა და საინტერესო გახდა, დაემატა დანით მკვლელობის არაჩვეულებრივი ანიმაცია, თავშესაფრების სისტემა პირველი პირიდან, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ლოკაციები უფრო ლამაზი გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტზე სამი სტუდია მუშაობს - Ubisoft Montreal, Ubisoft Shanghai, Ubisoft Massive. გამომცემლის როლში, კი თვითონ Ubisoft - გამოდის.
გრაფიკულად პეროეტქი ამჯერადაც უმაღლეს დონეზე გამოიყურება. გამოიყენება იგივე ძრავა რაც მეორე ნაწილში - Dunia Engine (Dunia - არაბულ ენებში მიწას, დედამიწას ნიშნავს). ნახსენები სახის ანიმაციის გარდა, ძრავას შეუძლია მასიური მაშტაბის მქონე კუნძულის მთლიანად ჩატვირთვა, დაემატა სინათლის წყაროები და თანხმლები ეფექტები, ფერები უფრო ღია გახდა. ტროპიკული ჯუნგლები დამაჯერებლად გამოიყურება, თამაშის მანძილზე არაერთხელ ჩამოგვივარდება ყბა იქაური სილამაზეებისაგან.

როგორც ჩანს პროექტმა შეიძინა სრული სიუჟეტი, მასზე ცნობილი ჯერ ძალიან ცოტაა. მთავარი გმირი არის ჯეისონ ბროუდი, რომელიც ბანდიტების ხელში ჩავარდება. გმირს ახლა ლაპარაკიც შეუძლია - წინა ნაწილთან განსხვავებით. შემქმნელების თქმით, პროექტი იქნება კარგად ოპტიმიზირებული ყველა პლატფორმაზე და გრაფიკული შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
პირადად ჩემთვის, თამაში აშკარად იმსახურებს იმას, რომ მოველოდოთ. რადგან ის შედგება ათასი დეტალისაგან რომელიც ჯამში დამაჯერებელ გამოსახულებას გვაძლევს, გვაგრძნობინებს ეკრანს მიღმა მიმდინარე მოვლენებს. ასევე კარგია, რომ დაემატა სკრიპტული სცენები. (მიმდინარე მოვლენა, რომელზეც მომხმარებელი ვერ მოქმედებს. მაგალითად: ბომბის აფეთქების შემდეგ ტექნიკის წვიმა შუა ვაშინგტონში (Modern Warfare 2)). შემქმნელების რაოდენობა და გამომცემლის პატიოსანი სახელი, აშკარად კარგი ხარისხის ნიშანია. პროექტი საინტერესო ჩანს და მართლაც სიგიჟე ეტყობა მოქმედებებში, ისე, ოდესმე მითქვამს თქვენთვის, სიგიჟის განმარტება?
თამაში გამოდის 2012 წელს

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#2 » 09 Jul 2011 13:19

თამაში ჩემთვის ბევრ სხვადასხვა ემოციასთან არი დაკავშირებული, როგორც კარგთან ასევე ცუდთან. პირველი, თავიდან ძალიან საინტერესო იყო, კარგი გრაფიკით და იმ დროისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობებით, მაგრამ ბოლოსკენ რაღაც მარაზმატიკულ პიზდეცს ემსგავსებოდა...

მეორე ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი იქნებოდა (სტალკერის დონისაც კი) ბოლომდე რო ყველა ასპექტი ისე დაეხვეწათ როგორც სამყარო და გრაფიკა იყო.

მაგრამ ყველა დადებით მხარესთან, თამაშს ჰქონდა უზარმაზარი მინუსი - ერთფეროვნება.

აი ეს მკლავდა. ერთი და იგივეს კეთება გულის არევამდე =) მარა ეხა მაინც დადებითი თავგადასავლის პონტში მახსენდება (:

თანაც Crytek - ის Crysis იგივე ველზე თამაშობდა და უფრო მეტს გვთავაზობდა, როგორც ტექნიკური მხრიდან, ასევე გეიმფლეის მხრიდანაც.

კი მეტს გვთავაზობდა მარა თავგადასავლის ამბავში კრიზისი ამას ვერასდროს ჯობდა (მეორეს არ ვგულისხმობ)
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#3 » 25 Jan 2012 03:17

არვიცი რატო არ დევს. საკმაოდ დიდი გეიმფლეი ვიდეო:
>>>
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

BoromiR
Posts: 638

Far Cry 3

Unread post#4 » 25 Jan 2012 11:35

ხაჭოს და ჩაის მივირთმევდი და დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მარა რო თქვა ive gotta get to the chopper მონიტორზე გადმოვასხი ყველაფერი ისეთი ავადმყოფური სიცილი ამიტყდა
1 ფოტორეალისტური იყო მარა მაგ წელს hl2 გამოვიდა რომლის ჩრდილებში ჩაიძირა მაგ თამაშმა თუმცა პოტენციალი ყველამ აღიარა.
2 მაგარი საკაიფო იყო პირველი დღე. მეორე დღე ისე რა. მესამე უკვე წაშლაზე ვფიქრობდი. მეოთხე დღეზე წავშალე.
იმედია ეს მესამე 2 შეცდომებს გამოასწორებს. მარა მასეთ თამაშს რაღაც სასწაული კომპიუტერი დასჭირდება dx11 ვიდეო კარტა და ბუნება და კაროჩე.
მეჩვენება თუ გრაფიკა პირველი კრიზის დონეზე იყო? 1080პზე დავაყენე ვიდეო და მაინც გატყლაპნილი იყო და ალბათ ეგ ვიდეოს ბრალი იყო ესეთი შთაბეჭტილება რომ შემექმნა არ ვიცი =(

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#5 » 15 Feb 2012 00:34

EDGE-ის ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ამონარიდები გადავიკითხე და იქიდანაც მხოლოდ საინტერესოს გაგაცნობთ:
თამაშში წარმოდგენილი იქნებიან როგორც მიწაზე, ასევე წყალში მოცურავე ცხოველების სახეობები. რომლებიც წინა ნაწილის მსგავსად, მხოლოდ დეკორატიულ მოვალეობას არ შეასრულებენ. ამჯერად ისინი თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მათი სასიკეთოდ გაოყენების გზებიც არსებობს. გაუვალ ტყეში რაც უფრო ღრმად შეხვალთ, მითუფრო სახიფათო ცხოველებს გადაეყრებით (ანალოგიურად ოკიანის სიღმეშიც).
სამყაროს დიზაინერი ჯიმ კინი - ჩვენ გვინდა, რომ მოთამაშე გამუდმებით ფიქრობდეს იმაზე რასაც აკეთებს, ხვდებოდეს რა შესაძლებლობებს აძლევს თამაში სხვადასხვა სიტუაციებში. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ სამყარო ცოცხალია და იგი ყოველთვის მოქმედებისკენ გიბიძგებთ. რამდენ საინტერესო რამეს ნახავს მოთამაშე, სამყაროს გამოსაკვლევად, რომ წავიდეს - აი ეს არის ჩვენი მიზანი.
კუნძულებზე ბევრ იდუმალებით მოცულ ლეგენდას მოისმენთ, რომელიც შემდგეგ შესაძლოა რეალობად გექცეთ.
თავიდან თამაშის მოქმედების ადგილად, უსასრულო მიწებსზე განლაგებული ლამაზი ლოკაციების გაკეთება იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდგომში აზრი შიცვალა და გადაწყდა, რომ მოთამაშისთვის გარესამყაროსგან მოწყვეტულობის შეგრძნების გამძაფრებისთვის კუნძულები გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.
მისების კონცეფციის გადამრავალფეროვნებასაც ექნება ადგილი. ჩვეული სროლის მაგივრად, თამაშში სხვა ტიპის ეტაპებიც ბევრი შეგვხვდება. ერთერთი მათგანი, გველის ნაკბენის შემდეგ განვითარებული სიტუაცია იქნება, რომელშიც მთავარი დაწოლა სრულიად სხვა მომენტებზე მოხდება - გამოქვაბული, სიცხე და თანდათან გამძაფრებული გალუცინაციები, თქვენ მოცემულ სიტუაციას თავი უნდა დაახწიოთ.
ძირითადი გეიმფლეი ექშენ და სტელს შემადგენლებად იქნება დაყოფილი. ორივე ასპექტი წინა სერიებთან შედარეიბთ საკმაოდ წინ არის წასული. ხმაურიანი სროლების მოყვარული მოთამაშე, მშვენიერ სპეცეფექტებში და აფეთქებებისგან დატოვებული კვამლის ეფექტში ირბენს, ხოლო უფრო პროფესიონალური, სიწყნარის მოყვარული გეიმერი, შეუმჩნევლად შეიპარება, გაანეიტრალებს და ასევე შეუმჩნევლად გამოიპარება მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან.
თავისუფალი სამყაროს მიუხედავათ, თამაშში ბილიკის ტიპის ეტაპებიც შეგვხვდება, სადაც წონა პლანზე უკვე დასკტიფტული ქათსცენები წამოიწევს. შემქმნელების აზრით, მოცემული გეიმფლეი ვარიაციები თამაშს უფრო მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელს გახდის.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Tom Clancy
Posts: 1728

Far Cry 3

Unread post#6 » 20 Feb 2012 16:14

ანძა და გზა...

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#7 » 20 Feb 2012 19:56

ენჯინი აშკარად იგივეა, უბრალოდ უფრო დახვეწილი და გრაფიკაც გაუმჯობესებული + ფერების პალიტრა შეცვალეს. პირველს გავს მაგით.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#8 » 19 May 2012 22:27

https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

Bulletstorm
Posts: 104

Far Cry 3

Unread post#9 » 20 May 2012 14:04

>>>

მეც ანჩართიდის ეგ ტური გამახსენა :D

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#10 » 05 Jun 2012 04:05

აქ რაღაც მომხიბვლელი, რაღაც მენტალურად დაავადებული ამ ტრეილერსაც
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

BoromiR
Posts: 638

Far Cry 3

Unread post#11 » 05 Jun 2012 04:17

ეხა მე რაღაცა ვერ მივხდი თუ რა მოხდა ვერ გავიგე ამიხსენით ეხა
ტრეილერის ბოლოში im am you, and you are me.
ეხა რა მოხდა თავი დაიწვეს სპეციალურად რომ მთავარ პერსონაჟს split personality სჭირს და ეგ გიჟი მასტი თვითონაა ?

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#12 » 05 Jun 2012 13:58

ხო აი ეგ საინტერესო თეორიაა. ისე შეილება უბრალოდ რაღაც "განცდა" ემთხვეოდეს ორივესი, ერთი მტერი ყავდეთ ან რამე მსგავსი და მაგიტო გეუბნებოდეს. ყოველშემთხვევაში წინა გეიმფლეისგან განსხვავებით, ამან დადებითი შთაბეჭდილება მოადინა ჩემზე
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

BoromiR
Posts: 638

Far Cry 3

Unread post#13 » 05 Jun 2012 17:02

ტრეილერის დროს კადრები იცვლება მთავარი პერსონაჟის და მაგ გიჟი პერსონაჟის შორს, აი იარაღს რომ მიიტანს თავთან და მოკლედ, ტრადიციული personality disorder ფიშკები რა.

User avatar
Ripster
Posts: 1546

Far Cry 3

Unread post#14 » 05 Jun 2012 17:39

► Show Spoiler

თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომეწონა ტრეილერი
რაღაც გამოცოცხლებულია თამაში მეორესთან შედარებით
გული მიგრძნობს სანერწყვე ჯირკვლების აქსელერატორი თუ არა
ძალიან მაგარი თავგადასავალი მაინც გველოდება წინ
ეს საიქო პერსონაჟი თავიდან არ მომწონდა მაგრამ ახლა რაღაც მაგარი კაცია =))
შლამი...

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#15 » 04 Sep 2012 06:05

მთლიანად უყურე, მაგრად გამისწორდა. ჩვეულებრივი Far Cry სტილის გეიმფლეია, არანაირი ანჩართედი და რამე. სამყარო გემრიელათ გამოიყურება, აღარაა ის რაღაც ყავისფერი ფერი, რაც მეორეში იყო და თან აშკარად ძაან დიდია. თუ შემთხვევითი ევენთების სისტემაც კარგი გააკეთეს, მგონი ერთერთი საუკეთესო open world FPS გამოვა. მანქანის ტარებაც უკეთესი მომეჩვენა და საერთოდ ნადირობის ამბები ძაან საინტერესდ ჩაჯდება ამ თამაშის გეიმფლეიში ვგონებ))

ერთადერთი რაშიც არუნდა ჩა..ნ ეხა ესაა მთავარი მისიები. ბევრი სახასიათო პერსონაჟები და მოულოდნელი სიუჟეტური მოვლენები გაასწორებდა. რაღაც ძირითად ლოკაციებში, რომ რაღაც აზრით გადადიოდე, მაგ. დევნის დროს იპარებოდე, ვინმეს კვალზე მიდოდე, ერთისიტყვით თავიდან რო ხდებოდეს სამყაროს შთაგონება ეტაპობრივათ.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#16 » 24 Nov 2012 05:03

პირველი შეფასებები:
Eurogamer - 10/10
GamesRadar - 4.5/5
Hardcore Gamer - 4.5/5
CVG - 9.4/10
MondoXbox – 9.3
Digital Spy - 4/5
GameInformer - 9/10
Canadian Online Gamers – 9/10
God is a Geek – 9/10
IncGamers - 9/10
VideoGamer - 9/10
Spazio Games – 9/10
StrategyInformer - 9/10
NowGamer - 9/10
IGN - 9/10
GameTrailers – 8.6/10
OXM - 8.5/10
Xboxlife - 8.5/10
Kotaku – “A Blast”

ოფიციალური რელიზი შედგება 8 დღეში
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Ripster
Posts: 1546

Far Cry 3

Unread post#17 » 29 Nov 2012 16:52

რა მაგარი აცენკები აქვს :|
შლამი...

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#18 » 29 Nov 2012 17:22

გატენილია უკვე ტორენტები, მაგრამ ოფიციალურად 4 დღეში გამოდის და მაგიტო არ დამიწერია გამოსვლის ინფო. რავი სენდბოქსი ყოველთვის მისასალმებელია ჩემთვის, მაგრამ გმირის ძაან "სუპერმენულ" ტალღაზე გადაყვანები მაგრად არ მომწონს ხოლმე და ვნახოთ, თუ კარგი ბალანსია რეალობასთან დიდი სიამოვნებით ვითამაშებ.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Riddick
Posts: 10124

Far Cry 3

Unread post#19 » 06 Dec 2012 18:51

გამოვია:
Release Date: Dec 4, 2012
Developer: Ubisoft Montreal
Genre(s): First-Person Shooters
Metascore 89 out of 100
User Score 8.3 out of 10
პლადფორმები: PC, PlayStation 3, Xbox 360

მინიმალური:
OS: Windows Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.6 Ghz / AMD Athlon 64 X2 6000+
Memory: 4 Gb
Video Memory: 512 Mb
Video Card: nVidia GeForce 8800 / ATI Radeon HD 2900

რეკომენდირებული:
OS: Windows Vista/7/8
Processor: Intel Core i3 @ 2.9 GHz / AMD Phenom II X2 @ 3.4 GHz
Memory: 6 Gb
Video Memory: 1 Gb
Video Card: nVidia GeForce GTX 560 / ATI Radeon HD 5870

თუ გატესტეთ გააზიარეთ შთაბეჭდილებები. უეჭველი ვაპირებ თამაშს და თუ კარგია დიდი სიამოვნებით მოვიმატებ მუღამს ))
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

NoiZ
Posts: 314

Far Cry 3

Unread post#20 » 11 Dec 2012 08:15


Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests