The Elder Scrolls V: Skyrim, PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#581 » 15 Jun 2016 02:01

ამ შემთხვევაში ეხლა Special Edition-ზე რაც მოხდა, აქ ძალიან basic რაღაცეები ემატება, რასაც თანამედროვე თამაშებში სულ იყენებენ ვიზუალში, საერთოდ სხვა თამაში რო ენახა და ისე გაეკეთებინა იგივეა. დამატებული წყლის შეიდერი და თოვლის შეიდერი, წყლის შეიდერის მოდი იყო რამდენიმე და თოვლის არ მახსოვს, მარტო ფიფქები გააკეთა ერთმა ტიპმა მაგრად. ფუნდამენტური მოდი რომელიც რაღაცას შეცვლიდა ჯერჯერობით არ ჩანს, კარგი იქნებოდა ყოფილიყო მარა არ არის. პაჩის დონეზეა ეს აფგრეიდი და ჩემთვის სასიხარულო ისაა რო წესით პერფორმანსი უნდა გაიზარდოს და ის რო უკვე თანამედროვე სტანდარტებში იჯდება ვიზუალურად და აღარ გახდება ზედმეტად ENB-თი დაგრუზვა საჭირო, მარტივი რიშეიდითაც შეიცვლება ფერები. ჩემი აზრით საერთოდ ამდენი ხანი იმიტო დააგვიანეს რო სავარაუდოდ ახალი კონსოლების გამოსვლამ გააჩინა სამომავლო გეგმა თორე გამოსვლის დღიდან ტვინის ჭამა მიდიოდა რო 64 ბიტიანი საფორთი დაემატებინათ და როგორმე 3 წელში მაინც იზავდნენ, ხოლო ახალ კონსოლებზე რემასტერი მოუწევდათ და ჯობდა ვიზუალიც დაემატებინათ.

ბიჭო კი ზოგად პათოსში ნაღდად გეთანხმები რო კარგ მოდერს შრომა უნდა დაუფასდეს, ორი აზრი არაა ამაში და დიდი სურილიც მაქვს, მარა რეალობაში ეგ არ მოქმედებს როცა 40 000 მოდი დევს სხვადასხვა რაღაცის და 500 მაინც არის ღირსეული და კარგი ნამუშევარი. ბოლო ხანებში ფალსკაარზე მაღლაც დავწერე და ადრე მოროვინდის მოდერებიდან სკრიპტების გამო აიყვანეს კაცი და ობლივიონის მოდერებიდან მეშებს ვინც ქმნიდა, ეს ინფოებიც ფორუმებზე ტრიალებს, დალშე რა ხდება არ ვიცით, ქომუნითი კმაყოფილია და აგრძელებს მუშაობას და უმადურ ხალხთან არამგონია მაგის სურვილი ქონდეთ. ეს არის უფასო პრაქტიკის სკოლა სადაც საკუთარ პორტფოლიოს ქმნიან და ბეთესდა მაგის ორგანიზატორია, რომელსაც შეუძლია რაც მოეწონება თითონაც გამოიყენოს. მთელი გეიმინგ ინდუსტრია განსაკუთრებით კონსოლებზე ერთმანეთის იდეებს იღებენ მარა ფულს ამაში არავინ იხდის, Resident Evil 4 არის დღევანდელი კონსოლ გეიმინგის სტანდარტი მარა მიკამის არ უხდიან. დღეს რო რამე დიდ open world rpg-ს ვქმნიდე, მეც თავისუფლად ავიღებ იმ იდეებს და გამოვიყენებ და თუ რამე მომეწონება და გაკეთების თავი არ მექნა იმ კაცს შეიძლება დავუძახო კიდეც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#582 » 15 Jun 2016 03:39

ნელნელა იქამდე დავედით, რომ ვიზუალური ცვლილებები მინიმალურია, მთავარია რო 32 და 64 გადაიყვანეს. გილოცავთ. კარგია რო გაგიადვილდებათ მოდების დაყენების პროცესი.

ანუ ჩემი ნალაპარაკებია პათოსი და შენი თუზენიუედვენჩერს არა )) კარგი.

მარა რეალობაში ეგ არ მოქმედებს როცა 40 000 მოდი დევს სხვადასხვა რაღაცის და 500 მაინც არის ღირსეული და კარგი ნამუშევარი.

რა არ მოქმედებს (?) ჯერ მოდელი მოიფიქრონ რევორდების და სტიმულის მიმცემი ელემენტების და მერე ვილაპარაკოთ რა და როგორ მოქმედებს.

ბოლო ხანებში ფალსკაარზე მაღლაც დავწერე და ადრე მოროვინდის მოდერებიდან სკრიპტების გამო აიყვანეს კაცი და ობლივიონის მოდერებიდან მეშებს ვინც ქმნიდა, ეს ინფოებიც ფორუმებზე ტრიალებს, დალშე რა ხდება არ ვიცით, ქომუნითი კმაყოფილია და აგრძელებს მუშაობას და უმადურ ხალხთან არამგონია მაგის სურვილი ქონდეთ.

უმადურია თუ არა Bethesda არვიცი, მარა ვიცი მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა. ვილაპარაკე ამაზე. ავხსენი ჩემი პოზიცია.

ეს არის უფასო პრაქტიკის სკოლა სადაც საკუთარ პორტფოლიოს ქმნიან და ბეთესდა მაგის ორგანიზატორია, რომელსაც შეუძლია რაც მოეწონება თითონაც გამოიყენოს.

გამოიყენოს, აუცილებლად გამოიყენოს, ღმერთმა შეარგოს. იმდეია კიდე ხშირად გამოიყენებს ბიჭების იდეებს და ნამუშევრებს, მაგას რა ჯობია. ბიჭებიც კმაყოფილები არიან და Bethesda-ს რემასტერიც მზადააქ :whitewolf:

მთელი გეიმინგ ინდუსტრია განსაკუთრებით კონსოლებზე ერთმანეთის იდეებს იღებენ მარა ფულს ამაში არავინ იხდის, Resident Evil 4 არის დღევანდელი კონსოლ გეიმინგის სტანდარტი მარა მიკამის არ უხდიან. დღეს რო რამე დიდ open world rpg-ს ვქმნიდე, მეც თავისუფლად ავიღებ იმ იდეებს და გამოვიყენებ და თუ რამე მომეწონება და გაკეთების თავი არ მექნა იმ კაცს შეიძლება დავუძახო კიდეც.

ცუდი გადახვევაა. ერთი თამაშის ფარგლებში და ერთი თამაშის ქომუნითის, არაკომერციული აქტივობის ფარგლებში, როცა ადამიანი კონკრეტული თამაშისთვის ქმნის რამეს და იმ თამაშის ავტორი ამას მერე თავისად ყიდის - ცა არი
და ჟანრის სტანდარტების შემომტან თამაშებს რო სხვა პროექტები ბაძავენ - დედამიწა
მე რო შენ ეზოში საერთოდ უსასყიდლოდ ძალიან მაგარი ხე დავრგო და შენ დაიწყო ბაზარი რო შენი დარგულია ტეხავს, ან თუნდაც ჩემი მოთხარო და იგივე დარგო, ის რო გქონდეს სათქმელი რო ჩემი დარგული არაა, დაჟე მე თუ არ მიტყდება, მაინც ტეხავს

შენ ეხლა შეილება ბევრი მელაპარაკო იმაზე თუ რამდენად მისაღებია ის რაც ხდება, როგორ ხდება მსგავსი რაღაცეები და რატოა ეს ყველაფერი კარგი. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ჩემი ხედვა ამ ყველაფრის, რაც ცოტა სხვა სურათს მანახებს. შენ მე ჩემი პოზიცია გაგიზიარე. შენი მოვისმინე. Bethesda და მოდერებთან დაკავშირებით ისევ ჩემ აზრზე დავრჩი. მე მართლა წავახალისებდი მოდერებს, თან სერიოზულად და მიხვდება მაგას რომელიმე მსხვილი სტუდია ადრე თუ გვიან. წახალისების მოდელები კი ზუსტად ისეთი იქნება როგორიც თამაშს გამოადგება

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#583 » 15 Jun 2016 05:17

ნელნელა იქამდე დავედით, რომ ვიზუალური ცვლილებები მინიმალურია, მთავარია რო 32 და 64 გადაიყვანეს. გილოცავთ. კარგია რო გაგიადვილდებათ მოდების დაყენების პროცესი.

ტექნიკურად კი, ბევრად მეტიც შეიძლებოდა, ინტერფეისზეც არ ვიცი რამე თუ ქნეს. ვიზუალი მე მაინც არ მომწონს და შევცვლი ოღონდ უფრო ადვილად და ნაკლები რესურსით. ის რო ვიზუალურ/ამინდის/გარემოს მოდებზე შრომა მომაკლდება ძალიან მიხარია. ჩემთვის ეგ სასიხარულოა იმიტო რო აწი ადვილად შემეძლება სასურველი ვიზუალის მიღება და კონფიგურაციის გაზიარება, არ დამჭირდება ზედმეტი კონფლიქტების ძებნა და ტესტვა რო იდეალური სია შევადგინო. 64ბიტის თემა უკვე ადვილად დასაყენებელ მოდებს შეეხება და იმათი დანავაროტკება ცალკე პლუსია.

მე რო შენ ეზოში საერთოდ უსასყიდლოდ ძალიან მაგარი ხე დავრგო და შენ დაიწყო ბაზარი რო შენი დარგულია ტეხავს, ან თუნდაც ჩემი მოთხარო და იგივე დარგო, ის რო გქონდეს სათქმელი რო ჩემი დარგული არაა, დაჟე მე თუ არ მიტყდება, მაინც ტეხავს

ეს ტეხავს კი არა ტრაკობაა.

მარა შენ რო სერიოზული კულინარი იყო, სერიოზულ ქსელში ჩართული, შენ კაფეში რო დამწყები კულინარები მოგვიწვიო სხვადასხვა ქვეყნიდან, მასალა დაგვიწყო და მოგვცე საშუალება რო ვიწვალოთ, ვისწავლოთ, თან დაგვაკვირდე როგორ ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი მიდგომით, მერე იქიდან რა გემოებიც მოგეწონება შენით რო ცადო შეზავება და პროფესიონალურ დონეზე გააკეთო ახალი კერძი, თუნდაც ჩვენი მსგავსი ის უკვე შენი იქნება. თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლი აიყვან და ამ ქსელში გაწევრიანებას მოითხოვ.

მე მართლა წავახალისებდი მოდერებს, თან სერიოზულად და მიხვდება მაგას რომელიმე მსხვილი სტუდია ადრე თუ გვიან. წახალისების მოდელები კი ზუსტად ისეთი იქნება როგორიც თამაშს გამოადგება

მოიფიქრონ პრობლემა არაა. გაუკეთონ ფორუმი, გაუკეთონ მოდ მენეჯერი, გაუმარტივონ საქმე მაგას რა ჯობია. მაგათ ადგილზე წლების წინ მექნებოდა მე მასეთი ბაზა. Steam Workshop-ია ვითომ რაღაც მსგავსი მარა ხალხი მაინც ნექსუსზე ზის და ნექსუსის დონის ოფიციალური რო იყოს კიდე უფრო მეტი ხალხი შეემატებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#584 » 15 Jun 2016 11:53

იმის მიუხედავათ რო რა აყენია ჯერ ბოლომდე არ იცი და რაც დააფიქისირე ის არ მოგწონს და შეცვლი, მიხარია რო მოდების დაყენება მაინც გაგიადვილდება (ნუ ან შეილება არ გაგიადვილდეს, იმიტო რო ლოგიკურად თავსებადობა დაიკარგება ყველა 32 მორგებულთან, მარა ნიჩო).

კულინარის ბაზარიც ცოტა ბურუსით მოცულია მინდა გითხრა ))) მე რო კულინარები მოვიწვიო და საშუალება მივცე სწავლის, მაშინ უნდა ვასწავლიდე და მასალას რასაც ვახარჯავ ფული უნდა მიჯდებოდეს. აქ ეგრე არაა. ამათმა თავიანთი ინსტრუმენტარი გახადეს ხელმისაწვდომი. რომლებითაც სხვა "კულინარებმა" თავიანთი ნიჭით და იდეებით დაიწყეს ჩალიჩი და მერე მოვიდა ამ ხელსაწყოების პატრონი და რაც დაევასა ის იდეები თავის რესტორანში წაიღო. ეხა მეტყვი რო ვიღაც სამსახურში აიყვანესო და ბაზარი არაა, ვიღაც თუ სამსახურში აიყვანეს ზნაჩით ძაან ჯიგრები არიან, მარა ეს თამაში მარტო ერთის ხარჯზე არ ქაჩავს და ზოგადად მიდგომის შეცვლაა საჭირო. მე ვიცი რო ენთუზიასტების ხარჯზე ხდება ამ ეტაპზე თამაშის განვითარება და ვამბობ, რომ გაცილებით მეტ პატივისცემას და დასანახ Fიდბექს იმსახურებენ.

მოიფიქრონ პრობლემა არაა. გაუკეთონ ფორუმი, გაუკეთონ მოდ მენეჯერი, გაუმარტივონ საქმე მაგას რა ჯობია. მაგათ ადგილზე წლების წინ მექნებოდა მე მასეთი ბაზა. Steam Workshop-ია ვითომ რაღაც მსგავსი მარა ხალხი მაინც ნექსუსზე ზის და ნექსუსის დონის ოფიციალური რო იყოს კიდე უფრო მეტი ხალხი შეემატებოდა.


ოკ. ანუ შენ მაინც ვერ მიხვდი მე რა სახის წახალისებაზე ვლაპარაკობ. ეხა გავდივარ და რო მოვალ დაგიწერ მაგალითებს რა მიმართულებითაც უნდა მოძრაობდეს კომპანია, როცა ესეთი პაძერშკააქ და როგორი შედეგები დაიდებოდა დაახლოებით.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#585 » 16 Oct 2016 05:38

Skywind-ის ოქტომბრის update-ის ტრეილერი https://youtu.be/6svcEuUIXJw
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#586 » 03 Jan 2017 23:04

კაროჩე ფოლაუტი წავშალე ნახუი. მარა სურვილი მქონდა კაი ოფენვორლდის მაინც და ენდერალი ჩავწერე. ვაბშე ახალი თამაშია ფაქტიურად სკაირიმის ენჯინზე, გერმანულ ყაიდაზე გაკეთებული ფენტეზი. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს, ხარისხიანად არის გაკეთებული, ახალი არტი აქ ბევრი და ყველაფერი ნორმალურად გახმოვანებულია. მასიური შრომა არის ჩადებული.
ედვენჩურინგში და გახსნილ სამყაროს თემაში სკაირიმს ჩამოუვარდება, მარა კვესტები და სთორი მამენტ უკეთესი აქ. მარა აქცენტიც სხვაა, უფრო გოთიკის, რიზენის და ბიოვეარის ყაიდაზეა თამაში.
ერთადერთი რაც არ მომეწონა არის რომ ექსპერიენსის მექანიკაზე გადააკეთეს რპგ სისტემა და სკილს გამოყენებით არ სწავლობ. რაც ვაბშე არ უხდება თამაშს და რაღაც ზადროტულ ოლდსქულ ახირებას უფრო გავს თავისი იმპლემენტაციის ფორმით ვიდრე აზრიან ცვლილებას.
ასევე რაღაც ვიზუალურად საინტერესო მარა ცარიელი ადგილები იჩითება, სადაც აშკარად ქვესტები უნდა ყოფილიყო მარა ვერ მოასწრეს. რაღაც ექსპანსიაზე მუშაობენ, რომელიც მგონი ფრაქციებს ამატებს და სავარაუდოდ ეს ადგილებიც მაგ ექსპანსიაში შეივსება ქვესტებით.

კსტაწი ეგ სპეშალ ედიშენი სკაირიმის ვაბშე არ დამევასა ვიზუალურად, ჩემი ძმა თამაშობდა და მოდები მე რაც მეყენა ბევრად კაი ვიდზე აყენებდა. ძველი ვერსია დავაყენე მე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#587 » 05 Jan 2017 01:36

ორი მიმოხილვა ვნახე, მაგარი საკაიფო რაღაც ჩანს. თან ისეთია რა ჩისტა სკაირიმის ვეტერანების ვეშია )) წყნარად ჩაი და მისი ჯანი. ორივეში სიუჟეტი აქეს, და თან ლოკაციები რაც ანახეს საინტერესოდ იყო გაკეთებული

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#588 » 27 Mar 2017 02:06

ის ახალი ვერსია გადმოწერე ამასწინად და დღეს რატომღაც მომინდა დაყენება :)
ეხა ამ თამაშის დაწყება ისეთი თემაა 1.3 კაუნტერის თამაშს რო ვიწყებდე 2017 წელს. არვიცი რა დონის ჩამორჩენაა და საერთოდ თუ წვდება ჩამორჩენის საზომი ამ ყველაფერს, მარა რავი აწი როდის აბა? )) თან სიტუაციამაც დამღალა, რაღაც ინდი 5 საათიან თამაშებს რო თამაშობ, შეჩვევას რო იწყებ და უკვე ტიტრები რო ამოდის. რამე ესეთი მჭიდება ეხა კაკრას. არვიცი როგორ წავა ჩემი თავგადასავალი, პროგნოზებით მაგიას ნამდვილად არ გავფანტავ. მარა ისეთი მომენტია ბებრების რჩევებზეც ვერ ვიტყვი უარს. დამარიგეთ :whitewolf:

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#589 » 27 Mar 2017 02:47

ამ ახალზე სამწუხაროდ კარგი მოდების დეფიციტია. ამიტომ უფრო თამაშის კუთხით გირჩევ და გადავხედავ თუა რამე მოდი ისეთი რო ღირდეს.

პირველ რიგში დაწყებისას შენი პერსონაჟის მოკლე მონახაზი მოიფიქრე, თუ ვინაა და როგორ მოხვდა სკაირიმში და როგორ ჩავარდა ტყვედ, ისე რო სკაირიმის საზღვარზე დაიჭირეს.

სამყაროს მითოლოგია და ამაში გარკვევა ნელნელა მიუმატე პერსონაჟს, წინასწარ რამე კონკრეტული გზა და ცხოვრების სტილი არ დაუწესო. ანუ შედარებისთვის ჯობია იყოს მოხეტიალე ვიდრე პოლიტიკურ ინტრიგებში ღრმად ჩახედული კრიმინალი. ეს სთორი მანდ მიღებული იქსფერიენსის ხარჯზე უნდა შეავსო და გაზარდო შენი პერსონაჟი როგორც შენ გაგისწორდება, მას შემდეგ რაც ნელნელა lore-ს გაეცნობი. პერსონაჟის წარსულის ცვლილებები და დაჯერებები პირველად თამაშის განუყოფელი პროცესია. ვინაიდან თამაში Role Playing-ის თავდაპირველ ტრადიციებზე მორგებულია და ხორცის შესხმა ნელნელა ხდება, მიზანზე მეტად პროცესია მთავარი, ყოველდიურობა.

თამაშისას არ გამოიყენო fast travel არასდროს, სანამ ყველაფერს არ გამოიკვლევ და ყელში არ ამოგივა (სადღაც 3-4 თვის თემაა ჩემი მიდგომით) და ეცადე ნებისმიერი გზა გაიარო თუნდაც ხუთჯერ და ყოველი მარშრუტი დამამშვიდებელ, მედიტაციურ ხასიათს ატარებდეს, ყოველდღიურობის და სამყაროს კვლევის.

თითოეულ ქვესტს ცალკე სთორის დეველოპმენტის დრო გამოუყავი, თუ მაინდამაინც ერთ ადგილზე არ შეგხვდა ორი npc ქვესტის ჩასაბარებლად. იძლევა თამაში იმის საშუალებას რო 10 ქვესტი ერთდროულად ჩასაბარებელი არ გაგიხდეს ერთ ქალაქში. ქვესტები დაგეგმე იმის მიხედვით თუ რა ქალაქს აღმოაჩენ და ეცადე ჯერ ახლო ლოკაციებში დააექსპლორო და ისე შეასრულო იმ ქალაქის ქვესტები ვიდრე წახვიდე შორს და მობრუნდე.

თითოეულ ქალაქს თუ სოფელს, იმის მიუხედავად რო ერთი ჯიშის ხალხი ცხოვრობს, თავისი მოკლე ისტორია, კულტურა, წესები და ხასიათი აქვს, არც ისე სიღრმისეული რო დიდი კონტრასტი შექმნას მარა იმ დონის არის რო თითოეული სოფლის აღმოჩენა შენთვის დროებითი დასახლების მოტივატორი გახდეს, გაიგო ვინ ვინ არის და წარმოდგენა შეიქმნა თუ როგორ შეიძლება მანდ ხალხი ცხოვრობდეს. რეგიონში სხვადასხვა იარლები სხვადასხვა მხარეს იბრძვიან და იგრძნობა პოლიტიკური გავლენა.

ექსპლორაციისას ეცადე რაც შეიძლება ატმოსფერული გახადო მოგზაურობა. გრაფიკა დღეს აღარ გაგაოცებს მარა აღმოჩენის შესაძლებლობა, შესაძრომებიდ ა გამოსაძრომები, ასახტომები და გადმსახტომები ძალიან გაზრდის ჩართულობას კვლევისას. წვიმიან ამინდში ეცადე თავშესაფარი იპოვო ხოლმე და ისე უყურო წვიმას, იფიქრო და დატკბე ატმოსფეროთი. ღამით ვარკსვლავებს ახედო, სახიფათო ფორტები ღამით დალაშქრო. ზოგჯერ შეიძლება ძლიერიც იყო მაგრამ ეცადე საქმე რეალისტურად აკეთო, ისე რო მოუხდეს შენ ხედვას. როცა შეატყობ რო ძლიერდები, აუწიე თამაშის სიძნელეს და ეგაც ისე მოირგე როგორც გაგიხარდება.

არ იჩქარო პროგრესის წინ წაწევა, მთავარ ქვესტს ძალიან ნელა მიყევი და აქცენტი უმნიშვნელო ქვესტებზე გააკეთე. შედი ხოლმე სახლში ან ტავერნაში, ამოიღე ნაპოვნი წიგნები და გადაიკითხე ხოლმე მოკლე ისტორიები. მერე უფრო გრძელებზეც გადადი. თითო გრძელი ისტორია მაქსიმუმ 20 წუთს წაგართმევს 4 ტომი რო წაიკითხო, მაგრამ ისე მიიღებ გეგონება წიგნის კითხვა დაამთავრეო.

ეკრანზე მომხდარს მიუდექი ისე როგორც წიგნს ან ფილმს ან რაიმე მსგავსს, თითქოს შენ ხარ მწერალი/რეჟისორიც და მთავარი პერსონაჟიც, აქ არ გიდებენ მზა და დამუშავებულ ეპიკურ ისტორიას, ეს უფრო მინიმალისტური და ატმოსფერული თავგადასავალია რომელიც შენ ფანტაზიას უთანხმებს ყველაფერს და ძალიან მაგარი ქალივით გნებდება :D

იქნება მომენტები როცა უფრო მეტი მოგინდება გეიმფლეის თვალსაზრისით, გაგეხსნება სხადასხვა იდეები "ნეტა ასე იყოს", "ნეტა ეს შემეძლოს", ისაც იქნება რო ზოგჯერ დაიღლები მარა დახურვა და მოშორება არაა მანდ პრიორიტეტი, მიუბრუნდები 1-2-7 დღეში და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. შენი პერსონაჟის ისტორია შენ ყოველდღიურ ხასიათთან ერთად წაიწევს წინ, ამიტომ ყველაფერი ხასიათს მოურგე და შემდეგ ცადე შორიდან განსაჯო თუ როგორი დეველოპმენტი აქვს პერსონაჟს.

გააკეთე 2-3 სეივი და ბოლომდე არ ენდო Quicksave-ს და Autosave-ს, ყოველი შემთხვევისთვის.

სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებ ცივ, მყუდრო და ატმოსფერულ რეგიონში <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#590 » 27 Mar 2017 11:57

ისეთი მასტი შევქმენი რო ეს მომივიდა ეხა ბექსთორით https://www.youtube.com/watch?v=4yfeNu7986E

გავაკეთებ მერე მონახაზს და ისე ჩაუჯდები მაშინ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#591 » 27 Mar 2017 14:23

აუ არა, ჯობია ძველის თამაში ყველა მოდით. მაინც უკეთეს გრაფიკაზე დასვავ.
კიდევ ჯობია Alternative Start-მოდით დაიწყო თუ იმენა ეგ ხეტიალის მუღამი გინდა. ეგრევე ჩაგსვავს რანდომ ადგილას, რანდომ აღჭურვილობით და წამოვა პერსონაჟის ხედვა და იდეები. მერე რო მოგინდება მეინ ქვესტი ჩახვალ ვაითრანში.
მოდები კიდე მასთ ჰევია, ეხა ის ცხოველების მოდი. მგლებს რო ხროვებად არბენინებს ნისლში და თოვლში მარტო მაგან ათობით სუპერ დაძაბული სინემატიკური მომენტები გამიჩინა თამაშისას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#592 » 27 Mar 2017 15:31

ეგ შენი გამოცდილებით და ენთუზიაზმით ბაზარი არაა, მარა მე ჩათვალე რო სხვა განზომილებაშივარ ეხა. თამაშის ბეისიქ მექანიკის გარტყმაში არ ვარ და მოდებიანათ ამხელა მასალაში გარკვევაზე პროსტა ნერვები არ მეყოფა, მარა რჩევას გავითვალისწინებ თუ შევყევი დობრათ

პ.ს. მარა მგლების მოდი თუ ყენდება ამაზე ეგრევე გაუშვებ. რანდომ ივენთების მუღამის პონტში მიღირს. გრაფიკა მკიდია პაბალშომუ, არააქ ცუდი

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#593 » 27 Mar 2017 16:58

მოდების გარეშეც რომ ჩაუჯდე მაგრად გაგისწორდება
რამდენიც და რაც გაგისწორდება ისე გაყევი. შენთვითონვე უცებ დაიჭერ ამჟამად შენთვის ოპტიმალურ გასვლის რეჟიმს ყველანაირი ზედმეტი ფიქრის გარეშე
ასეთი თამაშია ;დ გერგება ეგრევე თან რა მოთხოვნილებაც არ უნდა გქონდეს ;დ
სადღაც ექვსჯერ მაქვს დაწყებული თავიდან ;დ ბოლო დაბრუნებაზე სლეიერამ ამიწყო იმენა თამაში ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#594 » 27 Mar 2017 17:19

Skyrim script extender რომ არ გამოსულა ჯერ ეგ ბლოკავს უმეტეს პლაგინებს ახალ ვერსიაზე ;/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#595 » 27 Mar 2017 23:02

ღირს არაოფიციალური პაჩის დაყენება. ზოგ ობიექტზე წვრილ-წვრილ ბაგებს ასწორებს http://www.nexusmods.com/skyrimspecialedition/mods/266/?

ჰო მაგ SkyTest-ს არ სჭირდებაო სკრიპტები და ყოფილა გამოსული. უხდება ეს ცხოველების მოდი. http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... mods/1104/?

ვანილა ბალახისთვის უკეთესი ტექსტურები. ამასთან ერთად უზრდის ბალახის სიხშირეს ინი ფაილიდან. ეს default-ად დაბალზე აქვს დაწეული ბეთესდას ოპტიმიზაციის პონტში. http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... mods/7627/?

წყლისთვის უკეთესი ტექსტურები. http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... mods/2182/?

მეტი ისეთი განსაკუთრებული არაფერი არაა, თან სანამ არ გავტესტავ არ ღირს ისე.

მარტივად დასაყენებლად ეს მენეჯერი დააინსტალირე. http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... odmanager/?
მერე მოდის ფეიჯზე DOWNLOAD (MANUAL) და მერე DOWNLOAD WITH MANAGER (მწვანედაა ორივე)
თავისით გადმოიწერს და ინსტალს დააჭირე მენეჯერში. თუ რამეა მომწერე და teamviewer-ით ვქნათ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#596 » 27 Mar 2017 23:10

წაუკითხავი წიგნების გლოუ მოდი ყოფილა კომფორტის პონტში
http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... mods/1296/?
კიდე ცოტა თუ ურევს დიალოგის არჩევის ინტერფეისი
http://www.nexusmods.com/skyrimspeciale ... mods/1429/?

ყინვაში და ცივ წყალში რო კვდები ეგ მოდიც არის, იმერსიულია ძალიან პროსტა ცოტა უნდა აწიო სეტინგები მალე რო არ მოკვდე
http://www.nexusmods.com/skyrimspecialedition/mods/671/?

ღამე რომ ბნელი იყოს რეალისტურად. მე ძალიან გამისწორდა ჩირაღდანით ვმოძრაობდი
http://www.nexusmods.com/skyrimspecialedition/mods/694/?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#597 » 29 Mar 2017 13:23

ერთი 3 4 საათი ვითამაშე და დაუმუღამე სამყაროს. იდიალური ზღაპრული გარემო, მგონია რო ხალათით, ჩუსტებით და ჩაის ჭიქით ვმოძრაობ ტყეებში ისეთი Fილიაქ ))) ყველაფერი რაღაც მომრგვალებული და დიდია, რაც ქმნის ეგეთ განწყობას. თან მაღალ მთებში რო ხარ ჩაძირული ეგ კიდე უმატებს ეფექტს. ერთადერთი რაც ცუდათ მომხვდა თვალში ესაა სტატიკურობა, ქარი და მოძრაობა მაგრად აკლია გარემოს გასაცოცხლებლად.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#598 » 29 Mar 2017 23:01

https://m.youtube.com/watch?v=hb8hhy18V-o ეს მინდა ჩავწეროთ GO Crew-მ
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#599 » 01 Aug 2018 20:57

არა რა, თესლი ვეშია მაინც სკაირიმ ბიძია. ძველ სკრინებს ვუყურებდი და https://i.imgur.com/1liwKFM.jpg
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Elder Scrolls V: Skyrim

Unread post#600 » 18 Oct 2020 14:27

ჩემი ფეფენა სკაირიმი <3
https://www.youtube.com/watch?v=aTEVGGrngpY
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 22 guests


cron