Vanquish, PC, X360, PS3 | ანონსის დეტალები |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11714

Vanquish

Unread post#1 » 07 Apr 2011 03:32

>>>

ჯერ კიდევ Bayonetta-ს გამოწვეული აჟიოტაჟი არ ჩამცხრალა, ხოლო Platinum Games-მა უკვე ახალი ანონსი გააკეთა. მომდევნო პროექტის სახელია - Vanquish.
თუ პრწყინვალე Bayonetta-ს შექმნაზე თვით Devil May Cry-ის შემქმნელი ხიდეკი კამია მუშაობდა, ახალი თამაშის შექმნაში მეორე არანაკლებ ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას - Resident Evil-ის შემქმნელი სინდზი მიკამი. Vanquish - ჰორორი არ გახლავთ. ეს არის მაშტაბური ფანტასტიკური ბოევიკი დიდი რობოტებითა და ნამდვილი ადამიანებით. როდის და რა პლადფორმებზე გამოვა თამაში ჯერჯერობით ცნობილი არარის.
***
იტალიური ჟურნალი Play Generation-ის ახალ ნომერში Platinum Games-ის ახლაი პროექტის Vanquish-ის პრევიუ მოხვდა. ეხლა კი ინფორმაცია რომლის გარკვევაც შევძელით:
მიკამი: "ჩქარ გეიმფლეიზე დაფუძვნებული TPS-ის გაკეთება მინდოდა, ძალიან ჩქარ გეიმფლეიზე."
"უზარმაზარი ლინკორები დაფრინავენ საბრძოლო მოქმედებების ველზე და მასზევე ფეთქდებიან.
სემის მწვანე ნათურებიანი თეთრი იმპულსური ჯავშანი, ცოცხალი ორგანიზმივით გამოიყურება, ჯავშანს ზოგი დეტალი ძვრება, მოძრაობს და ფორმასაც კი იცვლის.
ასევე იარაღიც განიცდის გარკვეულ ტრანსფორმაციას, რაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება."
აჩქარების ფუნქციის გამოყენების შემდეგ, მოთამაშე ბრძოლის ველზე ელვისებრი სისწრაფით გადაადგილდება.
თამაშში უამრავი სახის ყუმბარმტყორცნს შეხვდებით. თქვენ ასევე საბრძოლო მეხების დეაქტივირებასა და მათი მტრის წინააღმდეგ გამოყენებასაც შეძლებთ.
მთავარი გმირები ჩაფხუტების მოხსნის შემდეგ სიამოვნებით აბოლებენ სიგარეტს.
განადგურების პირას მყოფ გიგანტურ ობობა-ბოსს, ადამიანის ფორმის მეხად ტრანსფორმირება შეუძლია.
თამაში PN03 მოგაგონებთ, მიკამი თვლის, რომ Vanquish მისი სულიერი გაგრძელებაა.
ნაჩვენები ტექნოლოგიები ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ბრწყინვალედაც კი თუ კი რეპორტიორის სიტყვებს გამოვიყენებთ.
ეკრანზე დემონსტირებული ობიექტების რაოდენობა, შოკის მომგვრელი დეტალიზაცია და სასწაული სიჩქარე, უბრალოდ დაუჯერებელია.
მიკამის თქმით, თამაშის პროცესში მყოფი მოთამაშე უბრალოდ ვერ იტყვის, რომ Vanquish-ს ონლაინ კოოპერატივი აკლია.
მიკამის სურვილია, რომ მოთამაშეებისთვის თამაში ძალიან ჩქარი, ჩამთრევი, ადვილად აღქმადი და ჩელენჯიანი იყოს.მიკამი ასევე თვლის, რომ გეიმფლეის ონლაინში გადატანა მისივე შესღუდვების გამო უბრალოდ შეუძლებელი ხდება.
თამაში Bayonetta-ს ძლიერ გადამუშავებულ ძრავზე იწყობა.
მიკამის დახასიათებით თამაში არის ულტრა ჩქარი sci-fi survival, რობოტებით.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Vanquish

Unread post#2 » 07 Apr 2011 11:34

კაკრას გუშინ ვიყიდე Enslaved-თან ერთად ^^
I won't miss.

Newtype
Posts: 96

Vanquish

Unread post#3 » 07 Apr 2011 19:03

*შენს ყუმბარებს ესროლე ხოლმე შენელებულში.
*მარჯვენა სასხლეტის დაჭერით შეიძლება აჩქარებისას შენელება.
*აჩქარებისას ყუმბარის ღილაკს თუ დააჭერ,ყუმბარას უკან ნაღმივით მოიტოვებს.
*დაბრკოლების გადალახვის ანიმაციისას მარჯვენა სასხლეტის დაჭერა შეანელებს.
*აჩქარებული წიხლის შემდგომ ანიმაციაში შენელება შეიძლება.ეს როგორც მტრებს,ისევე კედლებს ეხება.

აი ეს არის მცირედი ჩამონათვალი ნიუნსებისა,რომელსაც ტუტორიალში არ გასწავლიან.კიდევ ბევრი ასეთი ფანდი და ხრიკი კეთდება საბრძოლო მექანიკით,მაგრამ ყველა არ ვიცი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Vanquish

Unread post#4 » 08 Apr 2011 15:42

დემო ძალიან მაგარი ქონდა.
Fresh Breath სიცოცხლით და ექშენით გატენილი ექშენი.
COD -ისკენ გახედვა აღარ მოგინდება ასეთების მერე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Baracha
Posts: 62

Vanquish

Unread post#5 » 08 Jul 2012 19:06

ძალიან მაგარი თამაშია, არარეალურად დიდი ექშენი და კრეატივი, მაგალითად შეგიძლია ხელჩართული ბრძოლის დროს კედელზე მიყუდებულმა სიგარეტი გააბოლო მესამე აქტის პირველ მისიაზე გადავედი წეღან და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ :)

Gabriel
Posts: 131

Vanquish

Unread post#6 » 09 Jul 2012 02:55

მახსოვს xbox-ზე რო ვთამაშობდი მართლაც,რომ ძალიან მაგარი თამაშია

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 172 guests


cron