COD: Black Ops, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#1 » 13 Nov 2010 01:59

>>>

9.11.10 - დღე რომელსაც მთელი გეიმერული სამყარო მოუთმენლად ელოდა. რათქმაუნდა ამ გეიმერების რიცხვში ვიყავი მეც.

თარიღი: 8.11.2010 23:59:59.
ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, თემქის დასახლება, Ozzy-ს გეიმერული ბუნაგი.
მისია: 1 წამში უნდა მოხდეს Call Of duty Black Ops-ის გადმოწერის დაწყება.
მოქმედი პირი: Ozzy.
მისიის მიმდინარეობა:
9.11.2010. 00:00:00 - Ozzy იწყებს თამაშის გადმოქაჩვას

>>>

>>>

9.11.2010. 00:01:17 - Ozzy-ს მთვრალი მეზობელი ჭრის ინტერნეტის კაბელებს მთელს უბანში, Ozzy-ს ეთიშება ინტერნეტ კავშირი და ვეღარ ახერხებს CODBO-ს დაინსტალირებას.

>>>

მისია დასრულებულია... კრახით...
რამოდენიმე დღის წვალების შემდეგ მაინც მოვახერხე თამაშის ჩაწერა და აი დადგა ჩემი ნანატრი დღეც. დავაჭირე თამაშის იკონს მაგრამ არ ჩაირთო. მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩუმად ჩავილაპარაკე "ოხ ეს პირატები, არაფერი არ გამოსდით ხარისხიანი." და მერე დავაყოლე "მეზობელო გამოდი უნდა დაგთვალო (მეზობელო და არა მეზობლებო!), რა მიქენი შეჩემისა ხო დამღუპე და დამაკარგინე ჩემი დაპრეორდერებული CODBO..." მაგრამ უცებ მივხვდი ჩემი ზე-Pro-ული ინსტინქტებით რომ დრო უნდა დამებრუნებინა 9 ნოემბრისთვის. დავაბრუნე და ამუშავდა ჩვენი დაკრეკილი Black Ops...
თამაშის ინტრომ ძალიან დამაინტრიგა, მივხვდი რომ "რაცხა სასწაული უნდა ყოფილიყო, სიმონ!", დაველოდე და გამოჩნდა რაღაც მონიტორი სადაც გამოვიდა ნაწერები, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს წარწერები მთავარი მენიუ იყო, დავაჭირე თამაშის დაწყებას და ჰოი საოცრებავ! აღარ მომიწია ლოდინი loading screen-ის ყურებით. პირდაპირ დაიწყო "ჩემი" წამების სცენა, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე გაგრძელდა...
სპოილერებს თავი რომ ავარიდოთ გადავალ პირდაპირ პლიუს-მინუსებზე.
დავიწყოთ იმით რომ საკმაოდ საინტერესო "ზღაპარს" მოგვითხრობს ჩვენი პერსონაჟი. 40-60იანი წლებია და ჩვენ გვაქვს ისეთი იარაღის გაჯეტები როგორიც საქართველოს არმიას არამც თუ ქონია, არამედ მომავალი 20 წლის მანძილზე არც ექნება... ლაპარაკი მაქვს ინფრაწითელ და სითბურ სამიზნეებზე. "კარგით რა, ბატონო გუბაზ",რა უნდა ასეთ გაჯეტებს 60იანი წლებში?
ეხლა გადავიდეთ უდებილეს ხელოვნურ ინტელექტზე... მტრის ჯარისკაცებს თუკი ესვრის ვინმე შენიანი, შენ ისე შეგიძლია ჩაუარო მათ, რომ ერთი ტყვიაც არ მოგხვდება (ნუ თუ ტყვიას შენთვითონ თუ არ შეუშვერ შუბლს), მაგრამ ეს არც ისე ადვილია რადგანაც ძალიან ბევრი AI არის ხოლმე დაყრილი ერთ ადგილზე...
ერთი შეხედვით გრაფიკულად იგივე ძრავზეა Black Ops, რომლებზეც მისი წინამორბედები MW,WAW და MW2 მაგრამ რატომღაც ლაგი ჩნდებოდა ერთ ან ორ ბირთვიანი პროცესორების მქონე კომპიუტერზე (გამიმართლა Quad რო მაქვს ^^).
არის კიდევ რამოდენიმე წვრილ-წვრილი გაუმართაობები, მაგალითად კედლებში გაჭედვა, გრანატის ჰაერში გაჩერება, იარაღის მოდელის გაქრობა და ა.შ. მაგრამ იმედია გამოსწორდება შემდეგ Update-თი.
მართალია ეს მინუსები ნერვებზე ამშლელია მაგრამ ძალიან ცოტა დრო გაქვს მათ შესამჩნევად რადგაცან მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგალითად მიდიხარ და ირგვლივ არავინ ჩანს, უცებ თავზე გეცემა ვიღაც ვიეტნამელი და დანას გირტყავს, შენ კიდე უნდა მოასწრო და მოიცილო იგი (შემდეგ ,რაღა თქმა უნდა, უნდა მოკლა).
სთორი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით კი მთავარი პერსონაჟის (Mason-ის) თავს გადამხდარი ამბები, ისე კარგადაა ყველაფერი გაკეთებული რომ შენი თავი მართლა იმ მოვლენების მონაწილე გგონია, შეიძლება უცებ აჰყვე ემოციას და მონიტორს რამე მძიმე ბლაგვი საგანი ჩაარტყა დრაგოვიჩის დანახვისას მისი მკვლელობის მიზნით.

ჩემი აზრით ამ თამაშის შემქმნელებმა თავისი საქმე 95%ით კარგად შეასრულეს. შექმნეს მშვენიერი თამაში რომელშიც გეიმერი ერთვება მთელი სულით და გულით, გამოხატავს ემოციებს ისე როგორც გამოხატავდნენ იმ მოვლენებში ყოფნის დროს, დაკარგავს თავისი ცხოვრების ძვირფას საათებს ისე, რომ კი არ ინანებს, არამედ მადლობას გადაუხდის Activision-ს ძვირფასი დროის დაკარგვაში.
ის 5% კი თვითონაც არ იციან სად წავიდა...

მისია შესრულებიულია...
კავშირის დასასრული...

© Ozzy.

DaNTeX
Posts: 41

COD: Black Ops

Unread post#2 » 13 Nov 2010 12:29

საღოლ ძალიან მაგარი იყო :D :D :D

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი, თემქის დასახლება, Ozzy-ს გეიმერული ბუნაგი.
მისია: 1 წამში უნდა მოხდეს Call Of duty Black Ops-ის გადმოწერის დაწყება.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

COD: Black Ops

Unread post#3 » 13 Nov 2010 15:36

Fun & well-written.

კარგია ოზი ^^

+
I won't miss.

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#4 » 13 Nov 2010 15:42

thanx lads... ^^

User avatar
grigoli1970
Posts: 845

COD: Black Ops

Unread post#5 » 13 Nov 2010 22:05

ვაა საღოლ ოზი ძალიან საინტერესოდაა აღწერილი თამაში თან იუმორიც ძალიან მოუხდა სტატიას :D
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1858

COD: Black Ops

Unread post#6 » 14 Nov 2010 02:49

ეხლა წავიკითხავ +1 შენ :D

შეიძლება უცებ აჰყვე ემოციას და მონიტორს რამე მძიმე ბლაგვი საგანი ჩაარტყა დრაგოვიჩის დანახვისას მისი მკვლელობის მიზნით.


Senc reznovma dagaprogramira tu ra iko :D :D :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#7 » 14 Nov 2010 13:56

გეტყობა კარგად ვერ გითამაშია ხD შტაინერმა, დრაგოვიჩის დავალებით, დააპროგრამა მეისონი მაგრამ აირია ის პროგრამა რეზნოვის ზემოქმედებით (უფრო სწორად გადაიდო შემდეგისთვის, ბოლოს ისე ჩანს რომ კენედის მკვლელი მეისონია =]]).

User avatar
Ripster
Posts: 1858

COD: Black Ops

Unread post#8 » 14 Nov 2010 17:03

ვაბშეტა არა :D კარგად ვითამAშე და ვიცი ეს რაც დაწერე უბრალოდ რეზნოვმა ხომ თავის პონტში გადააკეთა დრაგუნოვის ის მგერმანელის და მაგ სასტავის დახოცვა რომ გითხრა :D
მაგ პონტში ვთქვი :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#9 » 14 Nov 2010 17:24

რეზნოვი უბრალოდ ეჩვენებოდა. პიროვნების გაორება დაემართა რა xD

დრაგოვიჩი

User avatar
Ripster
Posts: 1858

COD: Black Ops

Unread post#10 » 14 Nov 2010 19:29

დრაგუნოვი ჰაჰაჰა : D : D :lol2:
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11706

COD: Black Ops

Unread post#11 » 14 Nov 2010 21:33

ბევრი ვიცინე =) კარგადაა დაწერილი და იუმორიც უხდება რათქმაუნდა. ცოტა ზედაპირულია მარა თამაშიც ეგეთია ამიტო მაინც გუდ არის საერთო ჯამში.

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#12 » 14 Nov 2010 21:54

სპოილერების ჩაგდებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავე ამიტომ გამოვიდა ეგეთი...

Newtype
Posts: 96

COD: Black Ops

Unread post#13 » 16 Nov 2010 21:16

მულტიპლეერი როგორი იყო?

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#14 » 16 Nov 2010 22:29

ჯერ ვერ მოვიცალე რომ ჩავუჯდე ამას... შაბათ კვირას დავჯდები და ავალ ლეველებზე...
ეხლა წავედი ისევ გეოგრაფიას მივუბრუნდე ხD

MultCurre
Posts: 5

COD: Black Ops

Unread post#15 » 28 Feb 2011 21:41

Newtype wrote:მულტიპლეერი როგორი იყო?

ძალიან ნორმალურია
მაქს 50 ლეველი
ნუ უმეტესად ყველა nuketown'ში იმატებს ლეველს TDM'ზე მაც შორის მეც
იარაღები გეხსნება სხვადასხვა ლეველზე
Face Paint'იც ლეველზე
იარაღზე ლაზერის/რაღაცა ცეცხლშემხრუკველის და .. ლეველზე ტოჟე
და ესე რა მოკლედ,რომ ვთქვათ ღირს თამაში

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#16 » 28 Feb 2011 22:58

არა რა... მომკალი და მე არ მომეწონა ამ სერიის მულტი... ყველაზე კარგი მულტიპლეიერი მაინც COD4:MW-ს რჩება (არა როგორც FUN არამედ როგორც PRO დონეზე.) , ფანისთვის კიდე მაინც MW2 ჯობია...

Riddick
Posts: 11706

COD: Black Ops

Unread post#17 » 01 Mar 2011 00:34

ხო მეც ვნახე ამის მულტის გააზრება და წინა სერიების ჯობიაო
ეს უფრო შოუსთვისაა გაკეთებული თავიდან ბოლომდე
მარა კომპანია ყველაზე კარგი აქ როგორც ვხვდები

MultCurre
Posts: 5

COD: Black Ops

Unread post#18 » 01 Mar 2011 00:36

Ozzy DA GR8 1 wrote:არა რა... მომკალი და მე არ მომეწონა ამ სერიის მულტი... ყველაზე კარგი მულტიპლეიერი მაინც COD4:MW-ს რჩება (არა როგორც FUN არამედ როგორც PRO დონეზე.) , ფანისთვის კიდე მაინც MW2 ჯობია...

ოზიკ შენ იქეთ თუ აქეთ BC2 ისკენ ხარ ^^
და მე რატომღაც ვერ ჩავუჯექი
თან BO'სთან შედარებით ნელა ადის ლეველზე თან ძალიან ნელა

Riddick wrote:ხო მეც ვნახე ამის მულტის გააზრება და წინა სერიების ჯობიაო
ეს უფრო შოუსთვისაა გაკეთებული თავიდან ბოლომდე
მარა კომპანია ყველაზე კარგი აქ როგორც ვხვდები

ამის წინა სერიის მულტის არ შევხებივარ მაგრამ მეც გამიგია მაგი და ეხლაც ბევრი იძახის რო ჯობიაო
მაგრამ BO'საც აქ ბევრი + სი მულტიში

Ozzy
Posts: 156

COD: Black Ops

Unread post#19 » 01 Mar 2011 00:52

აი BC2 სულ სხვა თემაა... ამ ორი თამაშის შედარება არ შეიძლება, ერთი ტაქტიკური შუტერია მეორე კი Run'n'kill... ჯერესერთი ლეველებზე ასვლით ბევრად უფრო ძნელია BC2, ყოველ ლეველზე 10-25% ით უფრო მეტი ქულა გჭირდება ლეველის ასამაღლებლად, და წარმოიდგინე 25 ლეველზე თუ 100K ქულა გინდა რამდენი დაგჭირდება 50 ლეველისთვის?
CODBO-ში ჯერ მარტო იარაღების ანიმაციაა ძალიან საზიზღარი, მერე წინა სერიებთან შედარებით რეგენერაცია 5ჯერ უფრო სწრაფია რაც თამაშს დინამიკას უკარგავს...ლამაზ-ლამაზე ეთაჩმენთები და ახალი პერკები კილსტრიკებითუთრთ უბრალოდ Lowbob-ებისთვისაა მუღამი რო მიეცეთ თორე ვერცერთ ნორმალურ ლიგაზე ვერ გამოიყენებ ზემოდჩამოთვლილთაგან ვერცერთს...

MultCurre
Posts: 5

COD: Black Ops

Unread post#20 » 01 Mar 2011 01:01

არც ვადარებ მე მულტიში ლეველზე ვიგულისხმე დალშე სწორე ხარ
მაგრამ run'n kill ია? რავი მთლიანად მაგი არა :) თუ TDM ზე ხარ და Nuketown ია ბაზარია რა გადიხარ და და მტერია წინ ^^
რაც დიდი უაზრობა მემგონი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: Riddick and 297 guests


cron