წინა წელს გამოშვებული როლური ექშენი Demon's Souls'ის მეშვეობით ცნობილმა კომპანია From Software'მა, ახალი პროექტი დააანონსა: Project Dark. "ბნელი პროექტს" შესაფერისად, შემქმნელებმა პრეზენტაციის გარშემო უამრავი "იდუმალებით" მოცული ჭორი გაავრცელეს. თამაშის ვიდეო რგოლის ჩვენების დროს Sony'ს პირდაპირი ტრანსლაცია გაითიშა, ასე რომ ყველანაირი ინფორმაციის გაგება მეორე ხელიდან მოგვიწია.
რგოლის მთავარ თემად ჩაფხუტებში გამოწყობილი ზომბები და მონსტრები იყვნენ. შემქმნელების თქმით, მოცემული პროექტი ყველაზე მეტად მათი წინა თამაშის გულშემატკივრებს მოეწონებათ. თუ გავიხსენებთ, რომ Demon's Souls სხვა თამაშებისგან "ბნელი ფენტეზის" სეთინგითა და წარმოუდგენელი სიძნელით განსხვავდებოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თამაშს ბანალურობა არ ემუქრება. არის თუ არა თამაში Demon's Souls პირდაპირი გაგრძელება ცნობილი არ არის, მაგრამ ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორ ზემოთ ნახსენებ თამაშს ბევრი რამ უნდა ქონდეთ საერთო.
თამაშის რელიზი 2011 წილსთვის არის დაგეგმილი. Project Dark სავარაუდოდ, PS3'მის ექსკლუზივი იქნება, მაგრამ მოცემული ინფორმაცია ჯერჯერობით ბოლომდე დადასტურებული არ გახლავთ, რადგან თამაშის შესახებ ამჟამად ძალიან განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება.