Amnesia: The Dark Descent, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Amnesia: The Dark Descent

Unread post#21 » 23 Aug 2012 20:47

ატმოსფერო მაგრა არ დამევასა ვაბშე არ იყო საშიში და ვაბშე სუ 2-3 მომენტში შემეშინდა თან ღამე ვთამაშობდი ძირითადად, ისიც მოულოდნელობის ეფექტი იყო და ეგრე შეშინება ძაან ადვილია,

აქ ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, ატმოსფერო ძალიან მაგარია. საშიშზე გეთანხმები, მარა მაგის მიუხედავად დაძაბული თამაშობ მაინც და სულ ფრთხილობ რამე არ დაინახო )) Call of Cthulu-ს სთორიც მეტად დამუშავებული აქვს, აქ ბოლოს უკვე დიდი არაფერი, მარა ატმოსფერო და ლოკაციები ძალიან მაგარი ხდება ნელნელა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Amnesia: The Dark Descent

Unread post#22 » 23 Aug 2012 22:01

grigoli
მაინტერესებს ახლის ნახვაში რას გულისხმობ. ანუ რას ელოდი, რა სახეობის სიახლეს. მე რასაც ველოდი ზუსტად მივიღე, და იმაზე მეტიც მივიღე რაც მინდოდა. მეშინოდა არა მხოლოდ მოულოდნელობის, არამედ საკუთარი უსუსურობის, რაც თამაშს მაგრად აახლოებს რეალობასთან (თუ წარმოიდგენ რომ მართლა ერთი უბრალო არაფრით გამორჩეული ადამიანია მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი და არა სუპერ გმირი, ერთ ოთახში 30 მონსტრს რომ აგდებს). ან როგორ დაგეთანხმო როცა Call of cthulhu ადრი ამნეზიას - თამაშს რომელიც ბესტსელერის საფუძველზეა შექმნილი ადრი ინდი სტუდიის მიერ მოფიქრებულ სიუჟეტს და ამბობ, რომ ახლოსაც ვერ მივა? მერე ვინ ამბობს, რომ lovecraft-ის შედევრს ჯობია? არც არავინ არ იძახის მაგას. აი ატმოსფეროს და ჰორორ შემადგენლის მხრივ არ გეთანხმები. ორივეზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან იშვიათად და სწორად არის გადმოცემული. Call of cthulhu არანაირად არაა ჰორორი, პირიქით, უფრო მისტიური სათავგადასავლო თამაშია. ეს კი სუფთა ჰორორია, მეტი ერთი გრამი არააქ არაფრის, მარა 100% საკმარისია იმისთვის, რომ ამხელა რეზონანსი გამოეწვია მოთამაშეებში. ატმოსფერო თუ ვერ იგრძენი, მე ნამდვილად ვერ გაგრძნობინეფ სიტყვებით ვერაფერს, უბრალოთ ვიტყვი, რომ მარტოობის, დეპრესიის, შიშის, სასოწარკვეთილობის, უსუსურობის, შიზოფრენიის და საერთოთ ჰორორის მთავარი დამახასიათებელი მომენტების გათვალისწინებით, ეს თამაში გახდება ჟანრის კლასიკა და კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება მოცემული მიმართულების მოყვარულს.

Amnesia: The Dark Descent თამაში რომელიც ცდილობს კონკრეტული გრძნობების გამოწვევას და მათზე თამაშს, რაც პირადათ ჩემი აზრით ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის და მოცემული ფორმატში ძალიან იშვიათია მსგავსი პროექტის ნახვა - FPS ჰორორი სადაც იარაღი საერთოდ არ გაქვს - მარტო ეს უკვე საკმარისია ჩემთვის. შენ რომ ლიზარდმენები გელანდებიან სიზმრებში, მე რეალურათ კარდიოგრამის გადაღება დამჭირდა ამნეზიის "elephantman" ურთიერთობის მერე ))) და დამიჯერე, ეს მართლა არ იყო მხოლოდ მოულოდნელობის დამსახურება.

>>>

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Amnesia: The Dark Descent

Unread post#23 » 23 Aug 2012 22:18

ჩემზე არც ატმოსფერომ იმოქმედა და არც საშიშმა მომენტებმა, ერთადერთი შინაარსი დამევასა საინტერესოდაა გადმოცემული და მთავარი გმირის შესახებაც ძაან ბევრი რამე გავიგე, ყველა ამბობდა რო Call of cthulhu -ს მაგრა გავსო ზოგი ამბობდა ვაბშე მაგას ჯობსო და ეგრე რო განვეწყვე ალბათ მაგიტო არ დატოვა ძაან კაი შთაბეჭდილება ჩემზე, უხარისხოდ არაფერი იყო გაკეთებული ამ თამაშში მარა ჩემ გემოვნბაში არაფერი არ ჩაჯდა, ის მიწიდან ამოსული ხორცის ნაგლეჯები ვაბშე სასაცილოდ მომეჩვენა, ჩემი პირადი აზრია ეს ყველაფერი, რომელი კრიტიკოსი მე ვარ პროსტა რა შთაბეჭდილებაც დამრჩა ვთქვი
smothered in the crib

Riddick
Posts: 11705

Amnesia: The Dark Descent

Unread post#24 » 23 Aug 2012 23:55

კი მესმის შენი შთაბეჭდლება და გეთანხმები, რომ ხელოვნური თვალსაზრისით შესაძლოა არანაირი ფასეულობა არ გააჩნდეს მოცემულ პროექტს და გასაკრიტიკებელიც კი იყოს ისეთი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი თამაშის ფონზე როგორიც არის coc. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ამ ორი თამაშის შედარება არის არასწორი და ერთიდან გამომდინარე მეორეზე რამის თქმაც შესაბამისად არ იძლევა სწორი შეხედულების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. მე პირადად ვაქებ როგორც ქმნილებას, რომელიც გარკვეული გრძნობების გამოწვევისთვის არის შექმნილი და ვთვლი, რომ მომცემულ ამოცანას მშვენივრად ართმევს თავს. მე შენ არ გეწინააღმდეგები გემოვნებაში, უბრალოთ გამოვხატავ გარკვეულ კუთხეს და იმ კუთხის, ჩემ შინაგანთან თანხვედრის მაღალი დონის გამო, ვაქებ თამაშს უშუალოდ ამ მიამრთულებით.

Baracha
Posts: 62

Amnesia: The Dark Descent

Unread post#25 » 21 Mar 2013 02:36

თამამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან სერიოზული თამაშია, რაც მართალია ძმაკაცი რომელიც გვერდზე მეჯდა (ასევე ჰორორის მოყვარული) ლამის გულმა დაარტყა, მაგის ხათრით გამოვრთე. მარტო ვაპირებ გაგრძელებას და იმედია რიდიკასავით არ მომიწევს კარდიოგრამის გადაღება

User avatar
Ripster
Posts: 1857

Amnesia: The Dark Descent

Unread post#26 » 23 Jul 2013 01:01

ჩემდათავად ამის მარტო ჩამრთველის კიდევ!!!
15-20 წუთი თუ ვითამაშე მთლიანობაში
არაფერი "საშიში" არ მინახავს და ცუდად ვხდებოდი ყოველ ხმაურზე )))) რაღაც ნაბიჯების ხმა გავიგე და 2 წუთი მაუსი არ გავანძრიე მეთქი რამე თუ მჭამს თავისით შემჭამოს მეთვითონ არ გავიხედები თქო)))
ოთახში შევედი და მეორე კარი ოდნავ გაღებული დამხვდა))) ნელა მივედი უცებ მივაბრახუნე და კუთხეში გავიქეცი))))
კარიდორში მივდიოდი და მოსახვევში ბევრი რაღაც გამოჩნდა უცებ
ოთახი შეღებული კარით, ჩამონგრეული გასასვლელი, ფანჯრიდან შემოსული შუქით ოდნავ განათებული ოთახი. დაძაბულობის სუნი მეცა გამოსახულებამ მიახლოება დაიწყო და თავი გავწიე გვერდითა მხედველობის მეშვეობით გავიქეცი როგორღაც ოთახისკენ და რაღაც ნახატებს მივაჩერდი კიდევ კარგი რაღაც გაახსენდა თორე გული წამივიდოდა )))))))
ახლა კი ვზივარ სიბნელეში და ეზოში ვიღაც კატა ღრიალებს პატარა ბავშვის ხმით და ან მე მომკლავს ეგ ან მე გავტრუპავ მაგ საცოდავს )))))

p.s.
ეს ვიპოვე თამაშის დირექტორიაში
====
წავალ call of cthulhuს გადმოვწერ ))) ასე მაინც არ მაიზმენებს და ატმოსფერო კი მაგრად მომენატრა )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Amnesia: The Dark Descent

Unread post#27 » 23 Jul 2013 02:13

რაღაც ნაბიჯების ხმა გავიგე და 2 წუთი მაუსი არ გავანძრიე მეთქი რამე თუ მჭამს თავისით შემჭამოს მეთვითონ არ გავიხედები თქო)))

აუ საღოლ)))))) მეც მომსვლია, მეთქი ამის დედაცმოვსდგან არ გავიხედები რაც არის არისტქო )))) ზოგჯერ ყოფილა ბარემ კაცურად მოვკვდეთქო და ახლოდან მაინც ვნხავ რა მჭამსთქო, მივვარდნილვარ იმ თეთრს ))))) ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, გავედი სიბნელეა, ფანარი მიჭირავს, დავინახე და დამინახა, მოვტრიალდი ფანარი ჩავაქრე და გავრბივარ, ყველგან ბნელა არაფერი არ ჩანს, უცებ კუთხეში ჩავიკუზე და კედელს ვუყურებ, კაი ხანი სიმშვიდეა, ცოტა ხანში ხმა მესმის და მეთქი სადაათქო, მოვტრიალდი და თავზე მედგა, დაიღრიალა და მომკლა... კაი გემრიელი შევიგინე და შემდეგ ცდაზე გავედი))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Amnesia: The Dark Descent

Unread post#28 » 29 Jul 2013 17:14

ამ თამაშმა ჰორორების ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. ეხა რო გადაავლო თვალი დაანონსებულ ან გამოსულ თამაშებს ერთი 10 ცალი სულ თავისუფლად გამოვა ამნეზიის მსგავსი.
FPSH

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 274 guests


cron