კომპანია
Capcom-მა რამოდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე, ოფიციალურად
Devil May Cry-ს გაგრძელება დააანონსა, რომელსაც სრულიად ჩვეულებრივი სახელი ერგო
''DMC''.უკვე დიდი ხანია ამბობდნენ, რომ
Ninja Theory Devil May Cry 5-ის პროექტზე მუშაობდა. ამჯერად კი ხმები ბოლომდე დადასტურდა, თამაშს ნამდვილად
Heavenly Sword-ის და
Enslaved-ის შემქმნელები ქმნიან.
Capcom-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი ხშირად სტუმრობენ
Ninja Theory-ის ოფისს და აკვირდებიან მუშაობის პროცესს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის სერიის მეხუთე ნაწილი, უფრო ზუსტად ეს არის სერიის დასაწყისი. ამჯერად მთავარ გმირად კვლავ
''Dante'' მოგვევლინება, ოღონდ უფრო ახალგაზრდა და მთლიანობაში ნაკლებად ემგვანება ძველ დანტეს.
P.S. მაგრად გამიტყდა, ყველაზე ცუდი ინფორმაციაა ჩემთვის. გმირს ქვია დანტე და სინამდვილეში არის საერთოდ სხვა. თამაშს ქვია DMC 5 და არის საერთოდ სხვა. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ვიმედოვნებ რომ გამოვიდეს კარგი ს ლ ე შ ე რ ი და არა DMC-ს სერია. ეს ჩემთვის არ არის DMC, მაგრამ ერთი ფაქტია ვიდეო მომეწონა და იმედია მაინც ვისიამოვნებ.