Unread post#79 » 20 Aug 2013 12:40
ამასწინათ ახალი GOW ვითამაშე, ვიბუქსავე, თავს ვარწმუნებდი რო არ მეზარებოდა და რო მსგავსი ეპიკურობის გამო ღირდა თამაში. კი ეპიკურობა მართლა არი, სერიოზული ფულია დახარჯული, ყველა დეტალი იდიალამდეა მიყვანილი , მარა ამდენი წელი ერთიდაიგივეს თამაში ძალიან დამღლელია. ფუნდამენტურად არაფერი არ იცვლება, იგივე მექანიკა, იგივე სამი კნოფკა და სიამოვნების მაგივრად თამაშის დახურვის რუტინა... მაგრა გამიცრუვდა იმედი და დავანებე თავი. და ამ პერიოდში რატო უნდა დამეწყო სხვა მსგავსი სტილის თამაშის დახურვა? არვიცი.. პროსტა დავიწყე და მაგრად შევყევი. ეს რაღაც სხვა იყო, კი სლეშერი, კი ესეც რიგით 5 სერია, ვითო იგივე და უკვე ნანახი, მარა არა. Devil May Cry ხელახლა გააზრებული, საერთოდ სხვა თამაშია. თამაში რომელში დეველოპერებს არ შეეშინდათ ფუნდამენტური ექსპერიმენტების ჩატარების და ის ძირითადი შემადგენელი მომენტები როგორიცაა ბრძოლა, პლადფორმინგი და სთორი თელინგი აბსოლიტურად სხვა საფეხურზე აიყვანეს. აქ სამივეს თავის მუღამიაქ და იმას ვერ იტყვი რო ერთი რომელიმე კარგი ქაჩავს დანარჩენ ორს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რო სლეშერის პლადფორმერული შემადგენელი რამე სიამოვნებას მომანიჭებდა, პროსტა ვერ ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო ამ მომენტში საინტერესო. როგორც ჩანს Ninja Theory ვაფშე სხვანაირად ხედავდნენ ამ მომენტს - აქ ყველაფერი მარტო ერთი ახტომის კნოფკით არ შემოიფარგლება, ხტუნაობის დროს ძაან ბევრი მოქმედების გაკეთება გიწევს რაც ეკრანზეც ადეკვატურად აისახება და სერიოზული ექშენის სცენების თანამონაწილე ხდები. კომბატი საერთოდ სხვა თემაა. შეილება ჩემთვის უცნობ სლეშერში რაიმე მსგავსი არსებობს, მაგრამ მე ესეთი რამე პირველად ვნახე. ეს იმდენად ღრმა და განსხვავებული მექანიკაა რო დაჟე აღწერის დაწყებასაც აზრი არააქ, პროსტა უნდა ჩართოთ და თქვენთითონ დაიწყოთ მასში გარკვევა. არანაკლებ ნასიამოვნებივარ სთორი თელინგით და საერთოდ სიუჟეტით. ყველაფერი სწორი და გასაგები ფორმით არის ახსნილი და გადმოცემული, მოკლედ რომ ვთქვა, თამაშში არაა მომენტები როცა გავიწყდება რომ მას სიუჟეტიც აქვს. სიუჟეტი რომელიც მოცემული ტიპის თამაშისთვის ძალიან დამაკმაყოფილებელი და საინტერესო გამოდის. მარა ამ ყველაფერთან ერთად თამაშის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი მინდა რო აღვნიშნო - ყოველდღიურობის ალტერნატიული ხედვა, რაც როგორც პერსონაჟების მიერ, ასევე თამაშის ვიზუალური სტილით და ლეველდიზაინით არის გადმოცემული. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას ვისთვისაც თამაშის გარემოს მრავალფეროვნება გადამეტებული იყო. ჩემი აზრით გარემოს დამუშავების ხარისხი და მრავალფეროვნება ამ თამაშის ერთერთი უმთავრესი პლიუსია (რაღაც სულს სხვა სახის, უფრო ღირსეულ ფასეულობას აძლევს ჩემთვის). მთელი თამაში მქონდა გრძნობა რო რაღაც Max Payne-ის კოშმარული სიზმრების მსგავს ადგილებში დავდიოდი, მარგამ ყველაფერი გაცილებით მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. ერთისიტყვით ძალიან ნასიამოვნებივარ, განსაკუთრებით ბოლო ბრძოლა მომეწონა (რასაც ვერ ვიტყვი ყოველმხრივ გულისამრევ DMC 4-ზე რამაც აი რეალურად გულის რევამდე მიმიყვანა).