თავისუფლება რომელსაც დეველოპერები თან გაძლევენ და თან გზღუდავენ (ცუდი ბიჭი, კაი ბიჭი), ეს მომენტი ისევ დარჩა, იმიტო რო როგორც ჩანს ბოლომდე ესე ხედავენ და ესე წამთ. მე იდეაში ეგრე ვერ ვხედავ, მარა ვხედავ თამაშის ხარისხს, რომელიც ძალიან მაღალია. გაცილებით მაღალი წინა ნაწილთან შედარებით. საცოდაობაა ამ თამაშმა რო თავისი თავი ვერ ამოიღოს და რამე ფარ ქრი გაიყიდოს ათი ამდენი, მარა დეველოპერის გეიმერისადმი გაუგებარი დამოკიდებულების გამო მაინც ეგრე მოხდება. ეპოქაში სადაც ხელჩაკიდებულს გატარებენ, თამაშის ერთი მცირე არჩევანი რო ნახევარ გეიმფლეის გამოგატოვებინებს ცოტა რთული გასაგებია, მარა გასამტყუვნებელი ცვეტში არაა. რო იწყებ ერთ ნახევარ საათში ხვდები რო მინიმუმ 4 ჯერ იქნება თავიდან დასახური, რაც მინიმუმ უჩვეულოა, მარა მაგარი ამასთანერთად. ამ ფაქტს რო შეეგუები იწყება ალოკილი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თამაშობ ძალიან ნელა, ფაქტიურად ჭადრაკივთ და ყველა წარმატებული სვლა მაგარ სიამოვნებას განიჭებს. ლოკაციების არქიტექტურა, როგორც ვიზუალურად, ასევე წყობით არი უსერიოზულესი. ყველა კუთხე დამუშავებული და საერთო სურათის ნაწილია. დამუშავება ისეთ დონეზეა რო თამაშში პირველად გამიჩნდა აფსოლიტურად რეალურ ადგილას ყოფნის შეგრძნება. სტელსი ინტელიგენციისთვის, რავი სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ.
და ცალკე უნდა გამოვყო ის ხალხი ვის ფანტაზიაშიც დაიბადა ამ თამაშის ვიზუალი, ესეთი სილამაზე და დახვეწილი სტილი ნამვილად არსად არ მინახია.
აგერ ჩემ ბლუყუნს ჯობია თქვენთითონ ნახოთ
=>>>ერთადერთი რამაც სიცოცხლე გამიმწარა არი დასეივება და ჩატვირთვა, რაც ძალიან ხშირად გიწევს და რის გამოც აფსოლიტურად არ ღირს კონსოლზე თამაში. PC 100%