- თამაშის თავისებურებანი:
- მოთამაშის მიღებული გადაწყვეტილებები და მოქმედებები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს Life is Strange განვითარებულ ისტორიაზე.
- დროის უკან გადახვევის შესაძლებლობის მეშვეობით თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დააბრუნოთ იგი უკან, რისი მეშვეობითაც არაერთი თავსატეხის ამოხსნა და სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარება მოგიწევთ.
- არკადიის გამოკვლევა და მისი მაცხოვრებლების ისტორიების შესწავლა, როგორც რეიჩელ ამბერის საიდუმლო გაუჩინარების საქმის ამოსახსნელი ხერხი.
- საუნდტრეკი ინდი-ფოლკის ზეგავლენის ქვეშ არის შექმნილი.
- ნახატი ტექსტურები თამაშს უნიკალურ გამოსახულებას აძლევს.
გეიმფლეი:
დროის უკან გადახვევის მექანიკა ნებისმიერი ჩადენილი ქმედების გაუქმების საშუალებას გაძლევთ. გადაწყვეტილებები როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან ზეგავლენას ახდენენ სიუჟეტზე. Dontnod კრეატიული დირექტორის ჟან მაქსიმის სიტყვების თანახმად, "არჩევანის უმეტესობაში ცალსახა პასუხი არ არის მოცემული. რაღაც რაც კარგი მხოლოდ ახლო მომავლის პერსპექტივაშია, შესაძლოა მოგვიანებით საკმაოდ არა სასურველი გამოსავალი აღმოჩნდეს". მოქმედების სიუჟეტზე ასახვის დროს, ეკრანზე პეპლის სიმბოლო გამოისახება, რაც "პეპლოს-ეფექტზე" მეტყველებს. დროში დაბრუნებამდე აღებული ნივთები, ინვენტარში დაბრუნების შემდეგაც რჩება. სამყაროს ზოგიერთი ობიექტი ინტერაქტიულია, მათი დახმარებით სხვადასხვა თავსატეხების ამოხსნა ხდება.