>>> >>>ეს არტიკლი არ შეიცავს სპოილერებს.
უპირველეს ყოვლილსა, მინდა ვთქვა რომ არანაირი სურვილი არ გამაჩნია უმეტესობა შემთხვევაში ფორუმებზე თამაშების რევიუ-ები ან მინი-რევიუ-ების წერა. ძირითადად ბევრი ფაქტორის გამო, რომლებიდანაც საკმარისია გინდ იგივე სიზარმაცის მოყვანა... მაგრამ ამ კონკრეტულად შემთხვევაში უბრალოთ იძულებული ჩავთვალე ჩემი თავი, რომ შემოვსულიყავი და ჩემი სავალდებულო, ხარკი გადამეხადა ამ თამაშისთვის, რადგან ესეთი გამოცდილება მართლადაც, დიდი ხნის განვალობაში არ მქონია (entertainment თვალსაზრისით).
გთხოვთ ზემოთ ჩასკროლოთ, და კითხვის დროს პარალელურად მოუსმინოთ დადებულ კომპოზიციებს.To The Moon
ეს თამაში არის ყველაფრის იმის განსახიერება რაც დღევანდელ ჰოლლივუდს აკლია. ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ წერს ამდაგვარ სკრიპტს და შინაარს ( რა თქმა უნდა გამონაკლისების გარდა, რომლებშიც ბუნებრივია შედიან ისეთი გენიოსები და გიგანტები როგორებიც არიან ნოლანი, პიტერ ჯექსონი, დარრენ არანოვსკი და ასე შემდეგ ). მართალია, იშვიათად, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც გვხდება იაპონურ ანიმეებში ამდაგვარი შინაარის თხრობის სტილისტიკა, რომლის გარკვეული ნაწილები სპეციფიკურებია. პროექტის დირექტორი, კენ გაო, როგორც ჩანს ღრმად ემყარებოდა ანიმე სტილისტიკას: თამასში პირველივე წამიდან ბოლო წუთამდე იგრძნობა ის ვიზუალური მხარე რომლებიც ადრე 15 და 20 წლის წინ ხშირად გვხდებოდა იაპონურ რპგ-ებში (რომლებიც დღევანდელი შეხედულობით არქაულია...მაგრამ ეგ სხვა საკითხია).
To The Moon-ის დადებით მხარეებზე მინდა ერთი-ორი სიტყვაც წარმოვთქვა. უპირველეს რიგში, რა თქმა უნდა ეს არის ატმოსფერო: იმ წამიდან რაც დავაკლიკე თამაშის ღილაქს .exe ფაილს, 1 წამითაც სურვილი არ გამჩენია რომ გამეთიშა და რამე სხვა გამეკეთებინებინა. თამაშის მუსიკალური მხრე - საუნდტრეკები, პირველივე წუთებიდან გვიტაცებს, და გვიქმნის წარმოუდგენელ რელაქსაციის გრძნობას. პირველივე კომპოზიცია რომელსაც ბავშვები უკრავენ პიანინოზე, გვიქმნის წარმოდგენას, რომ ეს აღის ღრმა და მშნივნელოვანი კომპოზიცია, რომელსაც მომავალში ძალიან დიდი დათვირთვა ექნება შინაარის განვითარებაში.
პირველი შეხედულებით, სახლში რომლებშიც ჩვენი მთავარი პერსონაჟები ექიმი ვატტსი და ექიმი როზალინა (ევა) ჩადიან, აბსოლუტურად არაფრით გამოირჩევა. მაგრამ როგორც კი ჩვენ ვადგამთ ფეხს მის ოთახებში, ჩვენ გვხდება უცნაური და მისტიური მოვლენები ( მისტიური და არა მისტიკური! ) შევდივართ ოთახში და წყნარი სენტიმენტალური პიანინოს კომპოზიცია იცვლება მძიმე, აუხსნელი მუსიკით, ამას კი ყველაფერს ხელს უწყობს ის რომ ოთახის ყოველ კვადრატულ მეტრში მიყრილ-მოყრილია ორიგამისგან გაკეთებული ქაღალდის კურდღლები (რომლებიც ისტორიისთვის პიანინოს კომპოზიციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია).
ყოველი გასულით ეპიზოდით, ჩვენ ვრწმუნდებით რომ ადგილი აქვს სამეცნიერო ფანტასტიკას. რომელიც მართალია, თავიდან საკმაოდ ბანალური და ადვილად გასაგებია, მაგრამ არ მოვიტყუებ, მეორე აკტიდან ( სულ 3 აკტისგან შედგება თამაში ) საკმაოდ დამაბნეველი ხდება. დავამატებ იმასაც რომ უკანასკნელად ესეთ იდუმალში სახელგანთქმულმა „xenogears“-მა დამტოვა ( დადებითია ეს თუ უარყოფითი - სხვა საკითხია!).
თამაშის პროცესში, ჩემ თვალების წინ იყო მარტივი პიქსელები, რომლებიც მოდიდან გავიდა ჯერ კიდევ 15 ან 10 წლის წინ ( უფრო მეტი თუ არა !) მაგრამ ჩემ თავში, მე ვხედავდი ან სრულყოფილ კინოს, ჭკვიანურად დამუშავებული სკრიპტით, კარგი დიალოგებით, და მთავარი პერსონაჟების ვატსის და ევას კომედიური რეპლიკებით, ან კიდევ, ხარისხიან იაპონურ ანიმეს.
არ მოვიტყუებ, ბოლოს ამდაგავარად როდესაც თამაშზე ვიცინე, იყო ალისტერის და მორიგანის ( dragon age ) დიალოგები, და UnEpic-ი უკომედიურესი რეფერენსები სხვა და სხვა ფრანჩაიზებზე:
ტელეფონი რეკავს, ვატსი უახლოვდება მას და იღებს ყურმილს................ :
ვატს: .............. მორფეუს?
ევა: არა შე დებილო, მე ვარ ევა!
To The Moon-ის შინაარსი „ფიზიკურად“ ვითარდება ერთი სახლში. მთავარი აქტორები არიან ექიმი ვატსი, ექიმი როზალინა და მათი მთავარი კლიენტი, მოხუცი კაცი - ჯონი, რომელიც სასიკვდილოთ არის ჩავარდნილი ლოგინში, და სულ რაღაც 1-2 დღე აქვს დარჩენილი. ჩვენ ექიმები მუშაობენ სიგმუნდ კორპორაციაში, რომელიც მაღალი სამეცნიერო თექნოლოგიების მეშვეობით აძლევს მოხუც პირებს გარდაცვალების წინ საბოლოო სურვილი აიხდინონ მათ შინაგან ალტერ-სამყაროში, ჭკუაში, მეხსიერებში (დიახ დიახ, გამარჯობა inception). კლიენტის სურვილი გააჩნდა გაფრენილიყო მთვარეზე, მაგრამ სანამ ჩვენი ექიმები შეეცდებიან ამ ოცნების ასრულებას, მათ უნდა იცოდნენ თუ რითი იყო ეს სურვილი გამოწვეული, რა იყო კლიენტის მოტივაცია და ა.შ. როგორც აღმოჩნდა პირველივე წუთებიან, კლიენტს არ ახსოვს თუ რატო აქვს კონკრეტულად ეს სურვილი, ამდაგვარად ჩვენი მეცნიერები ეტაკებიან პირველ პრობლემას და ასე იწყება ჩვენი მოგზაურობა ჯონის მეხსიერებაში, რომელიც შესანიშნავად მთავრდება. როდესაც ვამბობ „შესანიშნავად“ - ამაში არ ვგულისხმობ მარტივ „happy end“-ს, თამაშის ეპილოგი მართლადაც მისტიური და დამაბნეველია. ბუნევრივია რომ სპოილერებს მე არ დავიწყებ, მაგრამ ყველას ვურჩევ ტიტრების შემდეგ, უკანასკნელ დიალოგს კარგად დააკვირდეს, რომელმაც პირადათ მე ძალიან დამაეჭვა ყველაფრის იმის თაობაზე რასაც რამოდენიმე საათის განვალობაში ვაკეთებდი. ყველაზე ადგილობრივი რისი თქმაც შემიძლია, და რაც მიახლოებით გამოხატავს ჩემ თეორიას იქნება : dream, inside of a dream, inside of a dream.
პს. დარწმუნებული ვარ, რომ იმის შემდეგ რაც თქვენ თამაშს დაამთავრებთ, გადმოწერთ საუნდტრეკს და დიდი ხნის განვალობაში მოუსმენთ. =)
საუნდტრეკების გადმოსაწერი
torrent>>> >>> >>>