ICO
- შემქმნელები: Team ICO
- დირექტორი/დიზაინერი: Fumito Ueda
- გამომცემელი: Sony Computer Entertainment
- კომპოზიტორი: Michiru Ōshima
- პლატფორმა: Playstation 2
- ჟანრი: Advanture/Puzzle
- გამოსვლის თარიღი: 2001
რქიან ბიჭს წირავენ მსხვერპლად სოფლის აყვავებისათვის. რიტუალის წარმოშობა გაურკვეველია, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ექცეოდნენ ყველა ბავშვს რომელიც რქებით იბადებოდა. ის მიჰყავთ მიტოვებულ კუნძულზე, ციხე-სიმაგრეში და აწვენენ ქვის სარკოფაგში. შემთხვევით გაბზარულმა სარკოფაგის საყრდენმა კი შეუწყო ხელი ბიჭის განთავისუფლებას. ბიჭი იწყებს ციხესიმაგრის გამოკვლევას და პოულობს უცნაურად მანათობელ გოგონას, რომელიც ჩაკეტილია ჭერის ქვეშ გალიაში. ის ათავისუფლებს მას, მაგრამ მაშინვე - გოგონას იტაცებს რაღაც შავი დემონი. ბიჭი იღებს ჯოხს და გაათავისუფლებს გოგონას დემონისაგან, წყვილი ტყვეები აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას და ხვდებიან რომ ახლა სჭირდებათ მხოლოდ თავის დაღწევა ამ ციხე-სიმაგრიდან.
თქვენ მოგიწევთ გაიაროთ რთული გზა, უამრავი დაბრკოლების გადალახვით. ბიჭმა, სახელად ICO, გარკვეულ წილად საფუძველი ჩაუყარა პერსის პრინცს, რადგან გააჩნია მსგავსი მოძრაობები: მას შეუძლია გადახტეს დიდ მანძილზე, იქანაოს თოკებზე, კარნიზებზე ჩამოკიდებულმა იაროს ხელებით, და გადააადგილოს საგნები. თუმცა პლათფორმული მახასიათებელი საკმაოდ სუსტად არის გამოხატული, ICO ხომ თავისებურად ტოპოლოგიური ქუესთია, სადაც ბევრად მეტი უნდა იფიქრო ვიდრე ირბინო და იჩხუბო. თქვენს გვერდით არის გოგონა სახელად Yorda, სუსტი და უმწეო რომელსაც თქვენსავით მოხერხებულად არ შეუძლია ხტომა და ხოხვა, მაგრამ მას გააჩნია ჯანოსნური ძალა, რომ გააღოს მოჯადოვებული კარიბჭე. თქვენ გჭირდებათ ერთმანეთი, და ამიტომ ბიჭს უწევს ეძებოს ისეთი გზები რომელთა გავლა გოგონას შეუძლია მისი დახმარებით.
მას მოუწევს გაააქტიუროს ყველანაირი გამომრთველები, ჩამოწიოს ხიდები, ააფეთქოს დაბრკოლებები და გააკეთოს კიდე ბევრი სხვა რამ.
მინიმალიზმი, იზოლაცია და ჩაღრმავება - არის თამაშის დამახასიათებელი ნიშნები. ბევრი პერსონაჟის არ არსებობა, გულგრილი გარემო, რომელიც თავის ცხოვრებით ცხოვრობს.
ქარის და ტალღების ექოთი მგრგვინავი მაღალი ხიდები, ცეცხლის ტკაცუნი, ციხე-სიმაგრის სანათებში, მიტოვებული მშენებლობები, ძველი რელსები და ჟანგიანი მილები... თუ გითამაშიათ Myst მაშინ უნდა იცნოთ ეს ატმოსფერო, შუა საუკუნეების და ადრეული ინდუსტრიული სტილის ნარევი.
თამაშის ფერთა გამას აკლია მკვეთრი ფერები, გამოსახულება თითქოს გაიცრიცა, როგორც ძველ კინოფირზე: გასაოცარი ყურადღება არის დეტალების მიმართ - როგორ დახვეწილად და ფრთხილად დადის გოგონა, როგორ ფრიალებს ქარისაგან ტანსაცმელი და ცეცხლი. როგორ ეცემა ჩრდილი ფაკელებიდან და ეს ყველაფერი გაკეთებულია 3D-ში, თითოეული ნაწილი... და ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური კავშირები.

ICO-ში ისე როგორც Shadow of Colossus-ში ლაპარაკობენ გაუგებარ ენაზე, და ამასთან ასეთი ენა არის ორი, ICO-ს არ ესმის გოგონას ენა და პირიქით. მარა არ შეუძლია Yorda-ს მარტო მიტოვება - შავ დემონებს არ ძინავთ ამიტომ თამაშის მთავარი თვისება არის მათ შორის ფიზიკური კონტაქტის არსებობა. Yorda-ს შეუძლია უკან გაყვეს ICO-ს ან მიირბინოს მის დაძახებაზე, მაგრამ ყოველთვის ვერ ხვდება როგორ გააკეთოს რამე უკეთესად, და უფრო ხშირად ყურადღება ეფანტება რაღაც ჩიტების ყურებაში. მას ხომ არც ისე ბევრი უნახავს, გალიაში ჯდომისას. ამიტომ მოგზაურების საუკეთესო ხერხია - წაიყვანო იგი ხელჩაკიდებულმა. როდესაც ის ხტება უფსკლულზე მხოლოდ ICO-ს შეუძლია ხელი ჩაჭიდოს და ზემოთ ამოიყვანოს. მხოლოდ ICO-ს შეუძლია გამოსტაცოს დემონების შავ თათებს. უნდა ჩაავლო მას ხელი და გაიქცე, და ჯოისტიკის ვიბრაციით იგრძნობ როგორ უჭირს მას სირბილი და ბორძიკობს, მაგრამ არ უნდა მიაქციო ამას ყურადღება, რადგან გადამრჩენი კარები უკვე იქვეა. ან უნდა შეანელო ნაბიჯი და მისცე მას საშუალება მშვიდად იაროს. ამ ყველაფერში მთავარია სწორედ კონტაქტი, ხელები ერთმანეთისაკენ მიილტვიან და აი თქვენ უკვე ერთად ხართ, და ესეიგი ყველაფერი ჯერ-ჯერობით კარგადაა. ეს ყველაფერი თამაშის ბოლოს წარმოშობს ერთ-ერთი უმაღლეს დრამატულ მომენტს, რის შესახებ მე რათქმაუნდა არაფერს გეტყვით.
ICO-ს სრული ისტორია გამოცანად რჩება, მაგრამ თამაშის მსვლელობაში ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული საკითხები გავარკვიოთ, მაგალითად რატო იყო Yorda ციხე-სიმაგრეში და რა ხვედრი ელოდა მას. ასევე ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, ინდივიდუალურად, მართლაც არის თუ არა Shadow of Colossus-ი ICO-ს პრექუელი.
ასე რომ ყველაფერი რაც შემიძლია საბოლოოდ ვთქვა - არ გამოტოვოთ ეს შედევრი.