Unread post#1 » 15 Jun 2020 02:01
Nintendo Switch - დამეზარა ტექნიკური დეტალების თარგმნიდან დაწყება და ესე გახსნას მაპატიებთ იმედია. კონსოლის გარშემო ბევრი ახალი აზრი გაჩნდა და მინდა რო დავწერო. როგორც რიდიკა იტყოდა, მთავარია შეფუთვა, რაც ამ შემთხვავას ყველაზე კარგად ერგება.
ხო, მოკლედ ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი რომ PS4, მითუმეტეს "მატოვი" ვერსია უკვე სიკვდილის პირას არი. ახალ თამაშებს ჭედავს, იმიტო რო პროზეა ოპტიმიზირებული ყველა, პლიუს გამოსვლითაც ჩემთვის საინტერესო დიათ არაფერი აღარ გამოდის. თან ესაა კონსოლი რომელმაც მგონი ისტორიაში პირველად იკადრა რო თამაშები ჭედავდეს. სხვა ბევრი შემილია დავწერო, მარა მაგაზე სხვა თემაში... ხოდა ავიღე და Switch-ში გავცვალე (ფასის გამო თავიდან ლაითს უმიზნებდი , მარა უცებ ჩვეულებრივი ვერსია შემხვდა).
გაცვლა იმიტო გამომივიდა რო Switch თითქმის არაფერი არ მოყვებოდა, მარა ვფიქრობ, რომ მაინც გამიმართლა, რადგან 500 ლარად ვიყიდე სონი ორი წლის წინ, ეს კიდე გაცილებით ძვირია.
მაქვს პირველი ვერსია, რომელიც სადღაც 3.30 საათი ძლებს 100% დან 0% პროცენამდე. არი უფრო ახალი ვერსიები რომლებიც ძლებს სადღაც 5.30 საათი, მაგრამ მაგასაც არ ვჩივივი.
ეხა მუღამი რაშია (ანუ თემის გახსნა რატო მომინდა). ნუ ჯერ პირველ რიგში მუღამი არი რათქმაუნდა ექსკლუზივები. და სანამ ხელში დავიჭერდი, მხოლოდ ეს ექსკლუზივები მეგონა ცენტრალური. მაგრამ უცებ ჩავრთეთ Hollow Knight და "გააჩერა". მანამდე მარიო, ზელდა და ლუიჯი მენშენი ვნახე, მარა 2D Hollow Knight უცებ ბევრად უფრო Switch "ექსკლუზივი" აღმოჩნდა, ვიდრე პირველი სამი...
ანუ კონსოლმა, სიმძლავრის და მცირე ზომის სინთეზის გამო, სპონტანურად გააჩინა საკმაოდ უნიკალური ნიშა და ეს ნიშაა სხვა პლადფორმების ხარისხიანი 2D ინდი პროექტები.
ის რისი თამაშიც ყოველთვის მეზარებოდა PC-ზე, ამ შემთხვევაში პირიქით, ფულსაც გადავიხდი.
მაგალითად - The Binding of Isaac, Guacamelee! 2, Shovel Knight, SteamWorld Dig 2, Dead Cells, Cuphead, Blasphemous, Celeste, Owlboy, Darkest Dungeon, fez, Ori and the Blind Forest, Trine, Risk of Rain, Gris...
ჩამოთვლილიდან ყველა ჩათვალეთ, რომ ამ კონსოლზე ერთი თავით უფრო საინტერესო სანახავი იქნება, ვიდრე სტაცნიონარულ, დიდ მონიტორიან კომპიუტერზე. კიდევ რაც ვნახე იყო Guacamelee! 2 და ისე აღიქმება, ვერასდროს ვერ იფიქრებ, რომ ამ კონსოლისთვის არ არი შექმნილი.
პლიუს ამას სუ რო ტუალეტში და გვერდით ოთახში დივანზე წამოსაწოლად ატარო, ექსფერიანსი მაინც სხვანარი მოდის. მითუმეტეს თუ სადმე გახვალ და ჰაერზე ნაუშნიკებით ჩაუჯდები.
ყველაზე კარგი მაინც იმათთვის იქნება ვინც ხშირად მოძრაობს გარეთ და პარალელურად რჩება დრო რომ თავისუფალი ფანჯარა ამით შეავსოს (მანქანაში იქნება მშვენიერი რამე)...
მაგრამ ყველაფერი ეგეთი ნათელი არ არი. აქვს ნაკლებიც.
ექსკლუზივები 60 - 80 დოლარი. დამატებითი ნაწილებიც საკმაოდ არაკომფორტულ ფასებში. მაგალითად დოკი 130 დოლარია, რომელიც არ მაქ და თუ ტელევიზორზე შეერთება მომინდა ყიდვა მომიწევს. მაგრამ კარგი ის არის, რომ, რაც ზევით დავწერე, ანუ პერსონალურის ინდი თამაშების ციფრული ვარიანტები საკმაოდ იაფად იშოვება (სადღაც 10 დოლარამდე), და ამ თამაშებს დიდი მონიტორი როგორც უკვე ვთქვი საერთოდ არ ჭირდებათ.
ექსფერიანსის დაგროვებასთან ერთად კიდე დავწერ. თუ ვინმე აპირებთ, ან გაქვთ, თქვენც არ მოგერიდოთ გამოცდილების და საჭირო ინფორმაციის დადება.