Xbox One, მიმოხილვა > კონსოლი

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11696

Xbox One

Unread post#1 » 19 Nov 2013 16:15

წარმოგიდგენთ Microsoft რიგით მესამე და Xbox 360 პირდაპირ მემკვიდრე სათამაშო კონსოლს სახელად Xbox One. მერვე თაობის კონსოლებში Xbox One-ის პირდაპირ კონკურენტებს Sony Computer Entertainment-ის PlayStation 4 და Nintendo-ს Wii U წარმოადგენენ. ოფიციალური რელიზი 2013 წლის 21 ნოემბრისთვის არს დაგეგმილი.

>>>


დეველოპმენტი:
ახალი თაობის კონსოლებისთვის მზადება სათამაშო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 2008 წელს, Microsoft მიერ გამოცხადებულ ახალ ვაკანსიასთან ერთად დაიწყო. ვაკანსიაში კი ეწერა, რომ კომპანიას მომდევნო თაობის კონსოლებზე სამუშაოთ გამოცდილი მენეჯერი ესაჭიროებოდა. ოფიციალურ ანონსამდე კონსოლის პროტოტიპი კოდური სახელი "Durango" იყო ცნობილი. საბოლოო დასახელებად ბევრი ავტორიტეტული გამომცემლობა Xbox Infinity ვარაუდობდა, მაგრამ პრეზენტაციაზე კონსოლი Xbox One სახელწოდებით იქნა წარმოდგენილი. ახალი კონსოლის ოფიციალური ანონსი 2013 წლის 21 მასისს შედგა, კონსოლის პარალელურად პრეზენტაციაზე Forza Motorsport 5, Quantum Break და NBA Live 14 დაანონსეს.
დიზაინი:
წინა მოდელთან შედარებით Xbox One დიზაინი საგრძნობლად გამარტივებული და მინიმალისტური გახდა. მისი დეტალები ნახევრად შავ, ნახევრად ნაცრისფერ ფერებშია მოცემული, ლოგოტიპი კი მწვანის მაგივრად თეთრ ფერში გადაწყვეტილი ნათურით შეიცვალა, რომელიც ჩართვის შემთხვევაში ანათებს და მომხმარებელს კონსოლის გააქტიურების შესახებ აუწყებს. კონსოლის გარდა, Kinect, გეიმპადის და თვითონ შიდა ინტეფეისის ვიზიუალიც გადაკეთდა.

>>>


    ტექნიკური მონაცემები:
  • Xbox One მოცემულია 8 ბირთვიანი x86-x64 ცენტრალური პროცესორი APU 1,75 გგჰ. თავიდან დაანონსებული იყო 1,6 გგჰ ვარიანტი.
  • GPU - AMD Radeon GPU, დაფუძვნებულია 12 გამომთვლელ მოდულიან AGCN-არქიტექტურაზე, 768 ბირთვით; D3D 11.2 @ 1,23 TFLOPS.
  • ოპერატიული მეხსიერება - კონსოლში ორი სახეობის მეხსიერებაა მოცემული: DRAM და ESRAM. DDR3 მოცულობა - 8 გბ (2133 მგჰ) (გამოიყენება მხოლოდ 5 გბ, დანარჩენი ეთმობა ოპერაციულ სისტემას). ESRAM მოცულობა - 32 მბ. ოპერატიული მეხსიერების გამტარობის შესაძლებლობა - 68,3 ბგ/წამი.
  • მყარი დისკი - 500 გბ. Xbox One მყარი დისკი არ იხსნება, მაგრამ შგიძლიათ დაუმაგროთ გარე ვინჩესტერი.
  • Blu-Ray და DVD.
  • კონტროლერი Kinect 2.0. მაღალი სიმკვეთრის კამერა - 1080p. სახეების გარჩევადობა. ულტრაიისფერი გამოსხივება აუმჯობესებს გადაღების ხარისხს და იძლევა სიბნელეში გადაღების საშუალებას.
  • კონსოლს ექნება USB3 სამი პორტი და HDMI ორი.
  • თავდაპირველად გამოცხადდა, რომ Xbox One ფუნქციონირებისთვის მუდმივი ინტერნეტ კავშირი იქნებოდა საჭირო, მაგრამ მოგვიანებით კომპანიამ სტრატეგია შეცვალა. დღეისთვის ცნობილი მონაცემებით, ინტერნეტ კავშირზე გასვლა მხოლოდ 24 საათში ერთხელ მოგიწევთ.

>>>


მედიაინტერფეისი:
Windows 8 მსგავსად გარკვეული პროგრამების დაყენების საშუალება Xbox One OS გექნებათ (Skype, Internet Explorer და სხვა). Xbox One შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტელეგადამცემის და TV დამაკავშირებელი. ანუ კონსოლის მეშვეობით უყუროთ თქვენი ტელე-პროვაიდერისგან მოწოდებულ ტელეგადაცემებს. მოცემულ შემთხვევაში გადაცემებს სხვადასხვა ფუნქციები დაემატება, მაგ. რეკომენდაციები, ტელეგადაცემების გიდი და ხმით მართვა. ტელე-გადამცემი კონსოლიდან ik-ბლასტერის ან HDMI-CEC მეშვეობით იმართება.

>>>


ჯოისტიკი:
Xbox One პრეზენტაციის დროს Xbox 360 ჯოსიტიკის გადამუშავებული ვარიანტი იქნა წარდგენილი. Microsoft წარმომადგენლების განცხადების თანახმად, გეიმპადმა სხვადასხვა ტიპის ორმოცამდე ტექნიკური გაუმჯობესება განიცადა, რომელშიც შესულია d-pad ახალი დიზაინი (იგი უფრო გამოკვეთილი და კონფორტული გახადეს), გაუმჯობესებული ანალოგის სტიკები, ინტეგრირებული აკუმლატორის განყოფილება და Wi-Fi Direct მხარდაჭერა. Microsoft ასევე აცხადებენ, რომ გადამუშავდა კონსოლისა და ჯოისტიკის ერთმანეთთან დაკავშირების სისტემაც, რისი მეშვეობითაც 15% გაიზარდა უკუკავშირის სიჩქარე. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ახალი გეიმპადი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

>>>


Kinect 2.0:
Xbox One კომპლექტში განახლებული უკონტაქტო სათამაშო კონტროლერის, Kinect-ი განახლებული ვერსია იქნება შესული. Kinect ახალ ვერსიაში 1080p გაფართოვების მქონე, ფართე კუთხით ხედვის, ToF კამერაა დამონტაჟებული (წინამორბედში VGA ტიპის კამერები გამოიყენებოდა). წინა ვერსიასთან შედარებით გაიზარდა გარჩევადობის სიზუსტე, ერთდროულად იდენტიფიცირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა ექვსამდე, ახალ Kinect-ს ასევე შეუძლია ჯოისტიკით გაკეთებული ჟესტების ამოცნობა და ადამიანის პულსის დადგენა. Kinect-ში დაყენებული მიკროფონი კონსოლის ძილის რეჟიმში გადასვლის დროსაც ჩართული რჩება, რათა ხმის ბრძანების შემთხვევაში კვლავ გააქტიურდეს (ამერიკის მთავრობა უბრალოდ აღფრთოვანებულია მსგავსი პერსპექტივით)).
კონსოლის სასტარტო თამაშების სია - ექსკლუზივები:

► Show Spoiler

კონსოლის სასტარტო თამაშების სია - მულტიპლადფორმა:

► Show Spoiler

Riddick
Posts: 11696

Xbox One

Unread post#2 » 15 May 2014 03:50

როგორც იქნა გადაწყვიტეს უკინექტო ვერსიის გამოშვება - >>>
ფასიც PS4-ის დონემდე დაიწევს და 399 დოლარი გახდება.

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests


cron