Valve Software-მა ახლო მომავალში ტესტერებისთვის გადასაცემი სათამაშო პლადფორმა Steam Machines-ის პირველი სამასი პროტოტიპის ტექნტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დეველოპერებმა ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს, რომლებიც როგორც ჩანს, არა მხოლოდ შიგთავსით, არამედ ფასითაც საგრძნობლად განსხვავებული იქნებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, ახალი პლადფორმისთვის Valve შემდეგი ტიპის პროცესორების Intel Core i7-4770, Core i5-4570, Core i3 და მსგავსი ტიპის ვიდეო კარტების NVIDIA Titan, GTX780, GTX760, GTX660 გამოყენებას აპირებს. Steam Machine ბორტზე 16 გიგაბაიტი DDR3 ოპერატიული მეხსიერება და 3 გიგაბაიტი DDR5 ვიდეო მეხსიერება ექნება. ინფორმაციის შესანახათ 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი და 8 გიგაბაიტიანი SSD-დამგროვებელი გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ Steam Machine - გახლავთ გახსნილი სისტემა, ანუ მომხმარებელს მისი ნაწილების გამოცვლა და კონფიგურირება საკუთარი სურვილისამებრ შეეძლება.
Steam Machine-თან ერთად დაანონსებული მართვის ხელსაწყო, რომელიც ვერავინ ვერ გაიგო ჯერჯერობით რას წარმოადგენს. იმედია მართლა ისეთი კარგია, როგორც გამოიყუება If You Know What I Mean.
ზომების მიხედვით Steam Machine დაახლოებით PlayStation 3 Slim ზომის იქნება. მოწყობილობის დიზაინის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ მასზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან Valve Software ახლო მომავალში მის ნახაზებზე თავისუფალი წვდომის დაწესებას აპირებს, რაც იმას ინშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს მიეცემა Steam Machine დიზაინის მოფიქრების და მასში შესაბამისი "ჰარდის" ჩატევის შესაძლებლობა. მაგრამ აი ფასების შემთხვევაში შეიძლება ცოტა დისბალანსი მოხდეს. პორტალი Kotaku-ს თანამშრომლებმა უკვე გამოითვალეს, რომ Steam Machine-ის მსგავსი ნაწილების მქონე PC ღირებულება დაახლოებით 880$ დოლარიდან (i3-ით და GTX660), 1850$ დოლარამდე იქნება (i7 და NVIDIA Titan).
Valve-ს წარმომადგენლები მტკიცებით, 2014 წლისთვის Steam Machines გამოშვებას გვერდითი კომპანიებიც შეძლებენ, რის გამოც კონსოლის მონაცემები და ვიზუალური მხარე შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მათი გაერთიანება კი მხოლოდ და მხოლოდ SteamOS საშუალებით მოხდება. ამასთანავე შემქმნელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ Steam-ის მომხმარებლებს ძალდატანებით არ მოუწევთ Steam Machine შეძენა - მათ უბრალოდ შეუძლიათ თავიანთი პერსონალური კომპიუტერი მისაღებ ოთახში გადაიტანონ და ტელევიზორს შეუერთომ. მთავარია, რომ მასზე Steam-ის კლიენტი მაინც ეყენოს - წყარო
პირადი:
ჩემი აზირთ ძალიან კურიოზული რაღაც ხდება. ანუ Valve-მ გადაწყვიტა თავიდან მოიგონოს ველოსიპეტი და გამოუშვას PC, რომელზეც უბრალოდ ვინდოუსის მაგივრად დაყენებული იქნება SteamOS და რომელიც მონიტორის მაგივრად შეერთებული იქნება ტელევიზორზე. ამასთანავე მე უბრალოდ შემიძლია ჩემ PC-ზე დავაყენო SteamOS (როგორც რაიმე სხვა ნებისმიერი ოპერაციული სისტემა), შევაერთო ტელევიზორზე და მექნება Steam Machine. ასევე გაუგებარია თუ როგორ იქნება ვალვეს კონსოლი PlayStation 3 Slim ხელა? რა მაზერზე აეწყობა ნაწილები? ან რა კვების ბლოკი ექნება? რადგან ჯერ მარტო NVIDIA Titan რო ავიღო, მარტო მაგას დაჭირდება იმხელა კვება რო უკვე მივიღებთ PlayStation 3 Slim-ს. უბრალოთ ვერ ვხვდები რახდება, რატო უნდა იყიდოს ვინმემ მოცემული მოწყობილობა, თუ შეუძლია, რო იგივე 1800$ დოლარად ააწყოს PC და დააყენოს სტიმი ?)) ან თუნდაც მეორე ოპერაციულ სისტემათ ქონდეს SteamOS. რავი რას ფიქრობთ? )) იქნებ მე ვერ ვხვდები რამეს.