Steam Machines, აღწერა > კონსოლი

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#1 » 09 Oct 2013 23:06

>>>

Valve Software-მა ახლო მომავალში ტესტერებისთვის გადასაცემი სათამაშო პლადფორმა Steam Machines-ის პირველი სამასი პროტოტიპის ტექნტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. დეველოპერებმა ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს, რომლებიც როგორც ჩანს, არა მხოლოდ შიგთავსით, არამედ ფასითაც საგრძნობლად განსხვავებული იქნებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, ახალი პლადფორმისთვის Valve შემდეგი ტიპის პროცესორების Intel Core i7-4770, Core i5-4570, Core i3 და მსგავსი ტიპის ვიდეო კარტების NVIDIA Titan, GTX780, GTX760, GTX660 გამოყენებას აპირებს. Steam Machine ბორტზე 16 გიგაბაიტი DDR3 ოპერატიული მეხსიერება და 3 გიგაბაიტი DDR5 ვიდეო მეხსიერება ექნება. ინფორმაციის შესანახათ 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი და 8 გიგაბაიტიანი SSD-დამგროვებელი გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ Steam Machine - გახლავთ გახსნილი სისტემა, ანუ მომხმარებელს მისი ნაწილების გამოცვლა და კონფიგურირება საკუთარი სურვილისამებრ შეეძლება.

>>>
Steam Machine-თან ერთად დაანონსებული მართვის ხელსაწყო, რომელიც ვერავინ ვერ გაიგო ჯერჯერობით რას წარმოადგენს. იმედია მართლა ისეთი კარგია, როგორც გამოიყუება If You Know What I Mean.

ზომების მიხედვით Steam Machine დაახლოებით PlayStation 3 Slim ზომის იქნება. მოწყობილობის დიზაინის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ მასზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის, რადგან Valve Software ახლო მომავალში მის ნახაზებზე თავისუფალი წვდომის დაწესებას აპირებს, რაც იმას ინშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს მიეცემა Steam Machine დიზაინის მოფიქრების და მასში შესაბამისი "ჰარდის" ჩატევის შესაძლებლობა. მაგრამ აი ფასების შემთხვევაში შეიძლება ცოტა დისბალანსი მოხდეს. პორტალი Kotaku-ს თანამშრომლებმა უკვე გამოითვალეს, რომ Steam Machine-ის მსგავსი ნაწილების მქონე PC ღირებულება დაახლოებით 880$ დოლარიდან (i3-ით და GTX660), 1850$ დოლარამდე იქნება (i7 და NVIDIA Titan).

>>>

Valve-ს წარმომადგენლები მტკიცებით, 2014 წლისთვის Steam Machines გამოშვებას გვერდითი კომპანიებიც შეძლებენ, რის გამოც კონსოლის მონაცემები და ვიზუალური მხარე შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მათი გაერთიანება კი მხოლოდ და მხოლოდ SteamOS საშუალებით მოხდება. ამასთანავე შემქმნელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ Steam-ის მომხმარებლებს ძალდატანებით არ მოუწევთ Steam Machine შეძენა - მათ უბრალოდ შეუძლიათ თავიანთი პერსონალური კომპიუტერი მისაღებ ოთახში გადაიტანონ და ტელევიზორს შეუერთომ. მთავარია, რომ მასზე Steam-ის კლიენტი მაინც ეყენოს - წყარო

პირადი:
ჩემი აზირთ ძალიან კურიოზული რაღაც ხდება. ანუ Valve-მ გადაწყვიტა თავიდან მოიგონოს ველოსიპეტი და გამოუშვას PC, რომელზეც უბრალოდ ვინდოუსის მაგივრად დაყენებული იქნება SteamOS და რომელიც მონიტორის მაგივრად შეერთებული იქნება ტელევიზორზე. ამასთანავე მე უბრალოდ შემიძლია ჩემ PC-ზე დავაყენო SteamOS (როგორც რაიმე სხვა ნებისმიერი ოპერაციული სისტემა), შევაერთო ტელევიზორზე და მექნება Steam Machine. ასევე გაუგებარია თუ როგორ იქნება ვალვეს კონსოლი PlayStation 3 Slim ხელა? რა მაზერზე აეწყობა ნაწილები? ან რა კვების ბლოკი ექნება? რადგან ჯერ მარტო NVIDIA Titan რო ავიღო, მარტო მაგას დაჭირდება იმხელა კვება რო უკვე მივიღებთ PlayStation 3 Slim-ს. უბრალოთ ვერ ვხვდები რახდება, რატო უნდა იყიდოს ვინმემ მოცემული მოწყობილობა, თუ შეუძლია, რო იგივე 1800$ დოლარად ააწყოს PC და დააყენოს სტიმი ?)) ან თუნდაც მეორე ოპერაციულ სისტემათ ქონდეს SteamOS. რავი რას ფიქრობთ? )) იქნებ მე ვერ ვხვდები რამეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Steam Machines

Unread post#2 » 09 Oct 2013 23:33

რავი ტენდენციის დამკვიდრებაზე უფროა ალბათ
ვისაც სათამაშოდ ენდომება იყიდის Steam Machine-ს პირდაპირ უკვე დაკონფიგურებულს და არ მოუწევს ნაწილებში გარკვევა და არჩევა
ხოლო თუ სამუშაოდ ენდომება მაშინ სამუშაოს შესაბამის კონფიგურაციას ააწყობს
ჩვენთან ეს ერთი 7-8 წლის მერე შეიძლება მისაღებ მოვლენად იქცესს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#3 » 10 Oct 2013 00:36

ერთისმხრივ 400 დოლარიანი კონსოლები გაქ, მეორესმხრივ 1800 დოლარიანი PC. რა ნაწილებში გარკვევაზე ლაპარაკობ? ანუ რა უნდა იყიდო თამაში თუ გინდა? და ამის ამდენი კომპლექტაცია რო იქნება, მგონი მაინც მოგიწევს ნაწილებში გარკვევა )) და ნუ საბოლოოდ დრაივერების დაყენების მეტი PC გეიმინგს კონსოლებისგან განსხვავებით არაფერი არ უნდა, თუ ნაყიდიგაქ თამაში.

ანუ მე იმას ვამბობ რო პროსტა ილუზიას ქმნიან კონსოლის, რომელიც რეალურად ჩვეულებრივი PC იქნება, რაც ესეთი სერიოზული კომპანიისგან, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა არასერიოზულ ნაბიჯს გავს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Steam Machines

Unread post#4 » 10 Oct 2013 01:46

1800$ ძალიან გაწელილია, არ იქნება მაგდენი. ანუ ტიტანი არ იქნება საჭირო, თან ეგ პროტოტიპებია, პროსტა 1850$ ის გადახდა მარტო კეისში სათამაშოდ უაზრობაა, წამგებიანია, თან როცა 400$ ად კონსოლი გიდევს.
ნაწილებშI გარკვევა ისაა რო დღეს რო PC საყიდლად მიდიხარ უნდა არჩიო ნაწილები რა გჭირდება და როგორ და მაგის ყიდვის შემთხვევაში უკვე აწყობილ სისტემას იყიდი თამაშებზე ორიენტირებულს. ისე როგორც Alienware-ის პროდუქტებია, ოღონდ არამგონია ამას მაგხელა ფასები ქონდეს.
ანუ ტენდენცია რო დამკვიდრდეს ასეთი ალბათ თორე მე მაინც საჩემო ნაწილებს ავარჩევ რომელიც სამუშაოდაც გამომადგება და სათამაშოდაც. ჩემთვის მარტო SteamOS თუ იქნებ საინტერესო ისაც გააჩნია რას შემომთავაზებენ
დაჟე როგორც კონსოლი მასეთი მიდგომაც რო შექმნან მაგით ძალიან მაგარია, რეგიონებზე მორგებული მარკეტი, კვირაში 2 სეილი, პრეორდერებზე ფასდაკლებები, გრინლაითი და ძალიან დიდი community. და ეჭვი მაქ დეველოპერებისთვისაც სულ სხვა თვალით დანახული პლატფორმა გახდება რომელსაც ყველა ტიპის მომხმარებელი მოიხმარს. თამაშები რომლებსაც სუფთა მიდგომის გამო კონსოლებისთვის ქმნიან დეველოპეები, ამ შემთხვევაში უკან დასახევი არ ექნებათ, სრულფასოვანი სისტემა ედებათ წინ ურიცხვი მომხმარებლებით. მერე სონი გაიკეთებს ექსკლუზივებს PS4 ზე და Microsoft გაიკეთებს XBOX One-ზე, დალშე ინტერესი ექნებათ კომპანიებს თუნდაც Dark Souls-ის მსგავსი ბანძი პორტბის მაგივრად, სრულფასოვანი ნაწარმი დადონ, რავი შევხედოთ, ჯერჯერობით რაღაც გამოკვეთილი არ ჩანს მარა პოტენციალი აშკარად არის, მთავარი ალბათ ფასები იქნება მარა სამაგიეროდ Steam OS-ზე არ დასჭირდება იმხელა მონაცემები თამაშებს რამხელაც Windows-ზე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Steam Machines

Unread post#5 » 10 Oct 2013 02:04

ძვირად ღირებული კონპც თუ იქნება საქს რათქმაუნდა, ვნახოთ რას იზამენ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Steam Machines

Unread post#6 » 10 Oct 2013 02:34

პროსტა მიკვირს მაგხელა ფასი რატო უნდა დაადონ, ვაბშე ვინ უნდა დააინტერესონ მაგხელა ფასიანი სისტემებით. რავი ალბათ რო გაიტესტება და ცნობილი გახდება რა რესურსები დაჭირდება თამაშს უკვე რეალურად გამოიკვეთება 2-3 კონფიგურაცია მარა მაინც ვფიქრობ რო მთავარი SteamOS-ია. თან კაი ხნის ნაფიქრი ექნებათ მაგ ყველაფერზე, ცდილობენ კონკურენციას და გაბერილი ფასებით არ გაიფუჭებენ საქმეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#7 » 10 Oct 2013 03:56

ხო ნუ თამაშებისთვის ოპტიმიზირებული სისტემა იქნება და შესაბამისად FPS მაჩვენებლებიც აიწევს გარკვეულ დონეზე, მარა მაგ სისტემას ჩვეულებრივ PC-ზეც დააყენებ თუ გაქ და არ იყიდი PC-ს რომელსაც გარედან Steam Machines აწერია და ძუძუები მოყვება. ამ შემთხვევაში ტელევიზორში რა გექნება შეერთებული რა მნიშვნელობააქ? ნაწილების ცოდნის თემა არ მიმაჩნია სერიოზულ არგუმენტად. კაი გეიმინგ სისტემა გაქ? ზნაჩით Steam Machines გაქ )) აქ კონსოლებიa სამიზნე.

და ნუ ეტყობა იფიქრა ეხა ნიუელმა, რათმინდა ჩემი საკუთარი პრისტავკის კეთება როცა ამდენი კომპანია უკვე ისედაც უშვებს კონსოლებს და როცა კიდე უფრო მეტი კომპანია თვითონ ნაწილებზე მუშაობსo. გადაუხდის პროსტა ამათ ფულს, შეკრავენ ჰარდს და დააწერენ Steam Machines-ს ზევიდან. დაჟე კონსოლის დიზაინი არ იქნება ფიქსირებული და მომხმარებლებისგან ცდილობენ მათი დიზაინის მოპოვებას, მეტი ღადაობა და მარკეტინგული პიდარასტობა რათგინდა? სონი და მაიკროსოფტი ჰარდის გაყიდვაში თუ იგებენ დიდ პროცენტს, ამან დაიკიდა ეგ ამბავი და შედარებით ნაკლებ პროცენტზე (ანუ ნაწილების მწარმოებლებთან ხო დადებს ხელშეკრულებას) უშვებს ისეთ კონსოლს რომელსაც არასდროს არ გაუვა მოხმარების ვადა, რადგან PC-ს მსგავსად ყოველთვის შეგეძლება მისი დანავაროტება და რაცმთავარია წლების განმავლობაში იმხელა სათამაშო ბიბლიოთეკა დაუგროვდება (ტელევიზორში შეერთებული PC, ანუ ახალ "კონსოლებზე") რო შევეცი ბილ გეითსს იმდენ ფულს იშოვის ეს პიდარმენი )))

Steam Machines-ის რამდენიმე ვარიანტი კი იმის გარანტია იქნება, რო პროგრესს არ შეუშლის ხელს. დაჟე უკვე წარმოდგენილიმაქ სტიმს რო რთავ და შენი Steam Machines-ის შესაბამისი მონაცემების მიხედვით როა მაღაზია დაყოფილი )) გინდა უფრო მაღალი კლასის თამაშების სექციაზე მიგიწვდებოდეს ხელი? გააძლიერე ჰარდი!!! ))) ეხა სონი და მაიკროსოფტი რო მოვლენ ამის აზრზე წესით სერიოზული ამბავი აიწევა. Steam შეილება ვაფშე დაბლოკონ ვინდოuსზე ))) მარა ყველაფერი გათვლილი ექნება გოჭს )) თუ ამას სტიმი დაუბლოკეს და სტიმოსზე შეძლო მოთამაშეების გადატყუება მერე საერთოდ სხვა ეპოქა დაიწყება (წარმოიდგინე გაგიუქმდა სტიმის კოლექცია და გიწერს რო დაბლოკილია, მარა უფასოდ გთავაზობს სტიმ OS-სს. პლიუს გეუბნება, რომ ყველფრის მხარდაჭერა ექნება რაც ვინდოუსს და + უფრო ოპტიმიზირებული ქინება თამაშებისთვის)). იდეა მართლა გენიალური და აზზე მოსული ვაჭრისთვის ძალიან მარტივად დასანახია. ყველაფერში მოგებაში იქნება. PC გეიმერებს არ დაკარგავს, ბიბლიოთეკა რაც ეხააქ მაგითი გამოუშვებს კონსოლს, გადმოიბირებს იმ აუდიტორიას და ფაქტიურად ყველანაირ გეიმინგს ერთ მთლიან სტიმში გააერთიანებს )) პროსტა ადგა და გამოიყენა სონის და მაიკროსოფტის ტირანული პოლიტიკის მინუსები, ანუ კაცმა რეალურად დაინახა, რო ამ კონსოლების ძალა მხოლოდ, ამ ორ ნაბოზარ კომპანიის შორის დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის თანახმადაც ისინი როგორც მონოპოლისტები უშვებდნენ ერთნაირ ჰარდს და წლების განმავლობაში ბაზარს ხელოვნურად ამყოფებდნენ ამ დონეზე. ყიდიდნენ უკვე გაუფასურებულ ნაწილებზე აწყობილ ჰარდს და ამაში მოსდიოდათ და ეხაც მოსდით მთავარი შემოსავალი. მარა აქ მოდის ნიუელი და აკეთებს ისტორიულ რამეს ))) ოღონ მართლა, კომპიუტერს აერთებს ტელევიზორში და ამტკიცებს, რომ კონსოლი არაფრით არ განსხვავდება PC-ს გან )) პირიქით იგი ბევრად უკეთესია. მასზე გამოსული თამაშების თამაშს ყოველთვის შეძლებ, არ შეგეშინდება ახალი თაობის ))

მაიკროსოფტი რო ყველაფერს ერთში აპიარებს ეხა, ახალი იქსბოქსისთვის, აი ეგ გამოდის ძალიან სასაცილო ))) მაიკროსოფტი უშვებს კონსოლს რომელსაც ყველაფერი ერთში ექნება !!! და ვალვე უშვებს PC-ს რომელსაც საკუთარი ოპერაციული სისტემა ექნება !!!!!!! ))))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Steam Machines

Unread post#8 » 10 Oct 2013 04:36

მე მაინტერესებს, იგივე დაჟე უფრო ნაკლებ ფასად, იგივე Alienware ის ან Republic of Gamers ის ან Razer ის gaming laptop რო იყიდო, ჰა ჰა ჯანდაბას დედამოწკნული სთიმ ლინუქსს ოსი რო დააყენო, ტელევიზორის ქვეშ (ზალაში რათქმაუნდა), უჯრაში რომ დადო, თუგინდა რამე მიაფარე რო არ გამოჩნდეს რო ლეპტოპი დევს )))))) და HDMI თი რო შეაერთო ტელევიზორში.

რა განსხვავება იქნება სთიმ მახინასა და მაგას შორის?

Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#9 » 10 Oct 2013 04:39

არანაირი ))) მარა მაგაში არაა საქმე. PC მომხმარებლებისთვის არ ხდება ეს ყველაფერი, ეს უფრო დიდი რაღაცის ნაწილია. ზევით უფრო ამომწურავად დავწერე ჩემი ვარაუდები და შეგილია წაიკითხო, დარწმუნებულივარ უმეტესობა ზუსტად მაგისთვის ხდება რაც ვთქვი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Steam Machines

Unread post#10 » 10 Oct 2013 05:55

კარგად გაანალიზებული პოსტია :D პროსტა ერთი რამე იქნება კიდე Ubi-Box/Ea-Box/Blizzard-Box და აი მანდ დაგვენძრევა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#11 » 10 Oct 2013 07:37

არა არა და ეგაა ღადაობა. ანუ წარმოიდგინე, აწი ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ არჩეული ნაწილების ნებისმიერი სეტი თუ გახდება კონსოლი, რომელსაც უკვე დამოუკიდებელი მხარდაჭერა ექნება ტელევიზორის, რა აზრი დარჩება იმაში, რომ ვინმემ იგივე ტელევიზორისთვის რაიმე სხვა სახის ჰარდის ნაკრები აწარმოოს და იმას თავისი სახელი დაარქვას? (ეგ დაახლოებით იგივეა ვინმე მარტო უკვე მზა PC სეტებს რო ყიდულობდეს და იმათთვის რო უშვებდე მაქსიმალურად ეფექტურ სეტს) მთავარი ტყუილი არი სოფტში - ფაქტიურად გაქ ნაწილები რომელზეც ვინდოუსი არ აყენია და გაქ ტელევიზორი (ან მონიტორი, ან რაცგინდა საერთოდ სხვა, მთავარია სოფტი იყოს მხარდამჭერი). აერთებ ამ ნაწილებს ტელევიზორში და ციფრული თამაშების მაღაზიის მეშვეობით (ანუ შესაბამისი სოფტის მეშვეობით), რომელიც შენი ნაწილების შესაბამის თამაშებს შემოგთავაზებს, თამაშობ რასაც გინდა. ანუ აქ ემხობა ყველანაირი ოპერაციული სისტემების ხელოვნური შეზღუდვების მარტივი ილუზია. მთავარია ჰარდი! პროსტა ეს ნელნელა შემოაქ ნიუელს, თავის საქმესაც იკეთებს და ხალხსაც მიაჩვევს ამის აღქმას. ანუ პრაქტიკულად ქრება საზღვარი პერსონალური კომპიუტერსა და კონსოლებს შორის.

კონსოლების უნიკალური არქიტექტურების გარშემო აგებული ზღაპრის დასასრულია.
ტელევიზორზეც ისევე ითამაშებ როგორც მონიტორზე და მოწყობილობა რაც ამის საშუალებას მოგცემს იქნება საერთო და ერქმევა რამე სხვა სახელი )) და მერე უკვე შეილება ნვიდიამ გამოუშვას ექსკლუზივები, რომლებიც მხოლოდ მათ ვიდო კარტებზე მიდის, ან სამსუნგმა გამოუშვას ისეთები, რომლებიც მარტო მათ ტელევიზორებზე ანახებს ))) იმიტო რო პროსტა მწარმოებელს უნდა საკუთარი ჰარდის დამატებით გასაღება.

ანუ გეცოდინება რო ყველავარიანტში გჭირდება:
პროცესორი
ვიდეო კარტა
მაზერი
ოპერატიული
ვინჩესტერი
კვების ბლოკი

და უკვე ამ ნაწილების მწარმოებლებს შორის წავა დედის ..... ))) მერე უკვე ესენი დაიწყებენ ნაწილებთან ერთად მათი ჰარდისთვის ექსკლუზიური თამაშების კეთებას და ტვინის ბურღვა, რო თუ ნევიდია არ გაქ GTA5 ვერ თამაშობ ჯერ )))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Steam Machines

Unread post#12 » 10 Oct 2013 23:07

Steam შეილება ვაფშე დაბლოკონ ვინდოuსზე )))

შანსი არაა ეგეთი რამე, განსაკუთრებით კონკურენციაში დაჟე ძაანაც რომ გაუჭირდეს მაიკროსოფტს პირველ რიგში სტიმს არ დაბლოკავს, სტიმი რო დაბლოკოს ბევრად უარესს შედეგს მიიღებს, თანაც ვერ დაბლოკავს, რანაირად უნდა დაბლოკოს აპლიკაცია ვინდოუსზე? შეიძლება ახალი ოპერაციული სისტემა რო გამოუშვას იმაზე დაბოლოკოს (თუმცა დარწმუნებული ვარ ეგეთი რამე რომც მოხდეს იმასაც გატეხავენ და გვერდს აუვლიან, მითუმეტს დღეს არსებულ ოსებზე ვერ დაბლოკავს ფიზიკურად, ახალი აბდეითი რომ გამოუშვას უბრალოდ არ დააუენებს ხალხი, ან ვაბშე იმასაც გატეხავენ. I mean ეგეთი რამე არმოხდება იმიტო რო პირველრიგში მაიკროსოფტს არ აწყობს არანაირად. იმიტო რო შედეგად ძალიან ბევრ მომხმარებელს დაკარგავს

არ გეთანხმები რომ იდეა გენიალურია, კონსოლებთან კონკურენციისთვის და საერთოდ მარკეტინგისთვის ერთერთი უმთავრესი ელემენტი ფასია, ვნახოთ რა ფასი ენქბეა ჯერ ესეთ მონაცემების მქონე დაკომპრესებულ პცს და მერე შეიძლება კონკურენციაზე ლაპარაკი, მართლა 1000+$ თუ ექნა ფასი არამგონია ბევრმა იყიდოს, მაქსიმუმ მდიდარმა სტიმტარდებმა იყიდონ რის შედეგადაც არამგონია დიდი მოგება ნახოს ვალვემ.

ჩემი აზრით OUYA სავით ჩაფლავდება, მაქსიმუმ 1-2 წელი გასტანოს მაგ ამბოხმა და მერე არავის აღარც კი გაახსენდება ეგ სტიმბოქსი.

Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#13 » 11 Oct 2013 07:20

ხო ნუ ეგ მნიშვნელოვანი მომენტია მართლა. და კი წერია რო 800 და 1800 იქნება სადღაც ფასი, მაგრამ ეგ ჯერჯერობით მაინც არაა დადასტურებული. ნუ თუ სონი თავის 400 დოლარიან კონსოლებს წაგებაზე გაყიდის როგორც ამბობენ, მაშინ იგივე სიმძლავრეზე იგივე ფასი უნდა დადოს ვალვემაც. პროსტა Steam Machines იმენა ტელევიზორზე შეერთებული PC იქნება თავის OS-ით და ვინც იყიდის ეცოდინება რო კომპიაქ თავის მთლიანი ფუნქციონალით, ეგ აზზე მოსული კამანდისთვის დიდი მუხტია. და ნუ ჯერჯერობით SteamOS-ზეც არაფერი არ ვიცით. შეილება იმდენად კარგი ოპერაციული სისტემა იყოს რო ყველა გეიმერი მაგაზე გადაიყვანონ. ამიტო ჯერ ადრეა რამის მტკიცება. პროსტა მე ჩემი ვარაუდები დავწერე, რაც ლოგიკურად დავინახე და მგონია რო ძირითადი კურსი მაქეთ წავა. პროსტა ვერ გაგრძელდება ეს კონსოლების მარაზმი ესე. და თუ გაგრძელდება ჩვენთვისვეა ცუდი.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Steam Machines

Unread post#14 » 11 Oct 2013 23:30


eon
Posts: 29

Steam Machines

Unread post#15 » 12 Oct 2013 14:39


Riddick
Posts: 11696

Steam Machines

Unread post#16 » 12 Oct 2013 22:39

მაგარი საინტერესო რამეა, პროსტა ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვავ რაარი. ანუ ეგ ორივე სამგანზომილებიან სამყაროში გადაადგილების ფუნქიას ასრულებს, რანდენადაც მივხვდი, მარა ის 4 სტანდატრული კნოფკა, ან ისრები სადაა? ანუ იმათ ფუნქციას რა შეასრულებს

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Steam Machines

Unread post#17 » 13 Oct 2013 11:44

ეგ დაახლოებით Keyboard+Mouse ფუნქციისთვის იქნება
მარა გადაკეთების საშუალება ექნება და Hardware Workshop ირსებებს
ანუ ხალხი რასაც უნდა იმას გამოუშვებს და მოდიფიკაცია გაუკეტდება ის როგორც გაწყობს
ამ ეტაპზე მთლა კარგად ვერ წარმომიგენია მარა იდეა მასეთი აქვთ და ვნახოთ რა გამოვა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Steam Machines

Unread post#18 » 13 Oct 2013 18:50

მომეწონა როგორც კონტროლიორი ისე დემონსტრაცია, ცდილობენ ყველა ჯანრის და ტიპის თამაში აჩენონ და რამე, პროსტა სანამ რეალურად მოთამაშეს თვითონ არ "შეაგრძნობინებენ" (დერტი მაინდ და რამე), მანამდე რთულია რამის თქმა გადაჭრით.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Steam Machines

Unread post#19 » 13 Oct 2013 22:00

MK ცადონ მაგ კონტროლერზე ))))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Steam Machines

Unread post#20 » 13 Oct 2013 22:11

მიაპროგრამებენ კომბოებს შუაში კნოპკებზე და :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests


cron