Oculus Rift, მიმოხილვა > ვირტუალური სათვალე

ფიზიკური პროდუქტის < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება
Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#1 » 06 Aug 2013 12:22

ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად სათამაშო ინდუსტრიაშიც საკმაოდ სწრაფად იცვლება ყველაფერი. გამოდის უამრავი საინტერესო და არც თუ ისე საინტერესო სათამაშო მოწყობილობები, ყველაფერი ძალიან დიდი სისწრაფით ვითარდება და ერთი წლის წინ სენსაციურად მიჩნეული გაჯეტები დღეს უკვე აღარავის ახსოვს. მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია მაგრამ მოწყობილობა რის განხილვასაც ამ თემაში ვაპირებ ნამდვილად იწვევს მომავალზე დაფიქრების სურვილს. მის შესახებ ალბათ ბევრს უკვე გსმენიათ, მაგრამ გეიმერულ წრეებში მისადმი სერიოზული დამოკიდებულება არც თუ ისე დიდიხანია რაც გაჩნდა, ამიტომ მოდით დეტალურად განვიხილოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი რაც Oculus Rift-ის გარშემო ხდება.

>>>

რას წარმოადგენს ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Rift?

Oculus Rift – ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე, რომლის მასობრივი გაყიდვაც 2013 წლის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. სათვალე შექმნილია შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერის პალმერ ლაკის და id software ლეგენდარული ხელმძღვანელი ჯონ კარმაკის მიერ (Wolfenstein, DOOM და Quake სერიების შემქმნელი).

>>> >>>

შექმნის ისტორია:
პალმერ ლაკი, სამხედრო კვლევით ლაბორატორიაში ICT MxR ინჟინრად მუშაობდა და ამერიკის არმიის მოთხოვნების თანახმად ახალი ვირტიალური რეალობის სათვალეების პროექტირებით იყო დაკავებული. მაგრამ პალმერს სათვალის სამხედრო გამოყენების მიუხედავათ მოცემულ ტექნოლოგიის მიმართ სხვა სახის ინტერესებიც გააჩნდა: იგი ვირტუალური რეალობის სხვადასხვა სათვალეებს კოლექციონერობის გარდა MTBS ფორუმის მოდერატორიც იყო (ვირტუალური რეალობის ყველაზე პოპულარული ფორუმი). ზუსტად MTBS-ის ფორუმზე ახსნა პალმერმა პირველად ვირტუალური რეალობის სათვალის შექმნის თავისი იდეა - უზარმაზარი ხედვის კუთხე, თავის მოძრაობის დაფიქსირების გაზრდილი რეაქცია და ხელმისაწვდომი ფასი მოცემული ტექნოლოგისს მთავარ მიღწევებად იქცა. ამასობაში გაირკვა, რომ მოცემულ ფორუმზე ჯონ კარმაკიც არ იყო იშვიათი სტუმარი. იგი პალმერს დაუკავშირდა და Oculus Rift-ის ერთერთი ადრეული პროტოტიპი მოსინჯა. ტექნოლოგიაში უზარმაზარი პოტენციალის დანახვის შემდეგ იგი ყოველ მხრივ მაზრს უჭერს დეველოპმენტს.

მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები
  • გაფართოვება - 1920×1080
  • ხედვის არეალი (ჰორიზონტალური) - 90 გრადუსი
  • ხედვის არეალი (დიაგონალური) - 110 გრადუსი
  • მოძრაობის ფიქსირება - თავის ტრიალი
  • თავის მოძრაობის დაფიქსირების სიხშირე - 1000 გჰ (1000-ჯერ წამში)
  • პლადფორმები - PC, Android
  • კომპიუტეზე შესაერთებელი პროტები - DVI/HDMI და USB
  • მასა - 250 გრამი

>>>

რატომ არის Oculus Rift ესეთი "კარგი"

  • კონცეფციის შექმნაზე დაწყებული სამუშოებიდან ერთ თვეში სათვალემ Kickstarter წინასწარი შეკვეთებით 2.5 დოლარი მოაგროვა
  • Oculus Rift - სრული 3D სათვალე, ანუ მისი გამოსახულება სრულიად გადმოსცემს ობიექტების მოცულობას
  • 3D გადმოცემის სისტემა side-by-side აუმჯობესებს 3D ეფექტს
  • Oculus Rift თქვენი თავის მოძრაობაზე რეაგირებს (სამხედრო პილოტების მსგავსად)
  • ყველაზე დიდი ხედვის კუთხე
  • თავის მოძრაობების გამომთვლელის სიხშირე 1000 ჯერ წამში
  • უკვე არსებული პროტოტიპი რომელიც ნაჩვენები იქნა CES 2013 და E3 2012 გამოფენებზე. პროტოტიპს ორივე გამოფენაზე ჯილდოები გადაეცა.
  • 3D თამაშების წამყვანი მწარმოებლები უკვე ამზადებენ თავიანთ პროექტებს Oculus Rift-ისთვის.
  • მოწყობილობას უკვე აქვს ისეთი თამაშების მხარდაჭერა როგორებიცაა DOOM 4, Half-Life 2, Team Fortress 2, HAWKEN, MINECRAFT, DOOM 3: BFG Edition, iRacing.com, Star Citizen, Strike Suit Zero
დეველოპმენტის მიმდინარე ეტაპი:
როგორც ზევით შეგატყობინეთ, დღეისთვის Oculus Rift ჯერ არ გამოსულა მასიურ ბაზარზე. სათვალის ღია გაყიდვაში გამოსვლის ზუსტი თარიღი უცონბია, სავარაუდოთ ეს 2013 წლის ბოლოსთვის მოხდება. 2013 დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამის მიუხედავათ ოპტიმიზმის მიზეზი მაინც არსებობს. ახლო მომავალში გაყიდვაში გამოდის Oculus Rift Development Kit. იგი ბოლო ვერსიასთან შედარებით ნაკლები სიძლიერის მონაცემებით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ მოცემული პროტოტიპი ბაზარზე ამ მომენტისთვის არსებულ ყველა მის კონკურეტზე ძლიერი იქნება. პროტოტიპის სურათები:

>>> >>> >>> >>> >>>

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Oculus Rift

Unread post#2 » 06 Aug 2013 13:11

Sony საც აქვს რაღაც ესეთი მსგავსი, თვალი მაქ მოკრული ადრე, თუმცა ჩემი აზრით ნამდვილი "ვირტუალური სათვალეები" უფრო next gen ბიო ტექნოლოგიური მოწყობილობაა რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან და გამოსახულება მხედველობიდან არ მოდის, დაახლოებით როგორიც Sword Art Online ში და Accel World შია (Nerv Gear, Neuro Link).

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Oculus Rift

Unread post#3 » 06 Aug 2013 13:22

მე პირადად Minecraft-ის მეტი არაფერი არ მაინტერესებს Oculus Rift-ით ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#4 » 06 Aug 2013 14:41

DaRk5nAk3 პირადად ჩემთვის მსგავსი ტექნოლოგია მიუღებელია და რომც არსებობდეს უკვე თავისი იდეით გაცდებოდა რაღაც ზღვარს რაც გართობასა და მარაზმს შორის გადის. ნუ ეს პირადად ჩემი შეხედულებაა და შეილება ვცდებოდე.

SLaYeR ვიზუალურათ მოცემული ტექნოლოგიისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო თამაშს იძახი.

რავი მე რაც შემეხება რეალურათ აღფრთოვანებულივარ ამ ამბით. მე ვარ ის ტიპი რომელიც გარკვეული პერიოდი ძალით ადევნებდა თვალყურს ისეთი მოწყობილობების მომაკვდინებელ სარეკლამო კომპანიებს როგორიცაა move ან კინექტი, ან wii-ს აჩერედნოი ერთი თამაშისთვის გამოშვებული რაიმე აბსოლიტურად უაზრო მოწყობილობა. და ამდენი "უსაფუძვლო" პროდუქციის რესერჩის მერე მოცემული სათვალის იდეა მართლა წონიანი და პერსპექტიული მეჩვენება. შენ უბრალოდ შეგილია ერთი წინადადება წაიკითხო და მიხვდე თუ ზუსტად რა პერსპექტივაზეა საუბარი, მაგ. - მოწყობილობის ხედვის არეალი 90/100 გრადუსზე. მერე შენი 19 მონიტოს გაუსწორო თვალი და მიხვდე დაახლოებით მაინც რაზეა ლაპარაკი. ანუ ნებისმიერ თამაშში შესვლის მომენტი იზრდება 10 ჯერ ან მეტჯერ. მარტივად რომ ვთქვათ შენ ვერაფერს ვეღარ ხედავ თამაშის გარდა და რასაც ხედავ ის არის 90/100-ზე. ეს მართლა რაღაც ახალი ნაბიჯია მომავალი გეიმინგისკენ. ჯერ მარტო ისეთი ჟანრები რო განიხილო როგორიცაა RPG ელემენტარულად მიხვდები თუ როგორ დონეზე გაიზდება თავგადასავლების ემოციური ფონი, რამდენად უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გახდება ეს ყველაფერი. და რაც ყველაზე მთავარია ფასი 300 დოლარი და არა 3000 ან 30 000
P.S. ჯერ კიდე ვერ მივხვდი შიდა 3D ამბავს. ანუ ამ ხედვის არეალში იქნებათუარა ზუსტად ის ტექნოლოგია რომელიც თანამედროვე 3D-ს ეძახიან, თუ რამე სხვაზეა ლაპარაკი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Oculus Rift

Unread post#5 » 06 Aug 2013 14:50

რავი ჩამოთვლინებიდან მართლა არ მაქ მეტის მუღამი
აი სკაირიმი რო იყოს მაგასაც სიამოვნებით ვითამაშებდი
რავი მე პირადად ლამაზი ლანდშაფტების ნახვა უფრო მინდა ვიდრე იარაღებით სირბილი და სროლა
ნელნელა იმედია რამე ორიგინალური პროექტებიც გამოჩნდება და გარკვეული კურსი ჩამოყალიბდება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#6 » 06 Aug 2013 15:20

თითონ შეგრძნებების დონეზე ყველა პროექტს ვნახავდი რაც წერია მამენტ. პროსტა მაინტერესებს უკვე ნაცნობი თამაშები როგორ აღიქმება. რამე სპეციალურად რიფტისთვის გაკეთებულ დემოებსაც ვნახავდი, თუნდაც ვიდეო მასალას.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Oculus Rift

Unread post#7 » 06 Aug 2013 21:43

Proteus-ში გავივლიდი სიამოვნებით )))
I won't miss.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#8 » 07 Aug 2013 13:51

მარსზე არ გაისერნებდით რამეროიყოს?

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Oculus Rift

Unread post#9 » 07 Aug 2013 15:05



Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#11 » 10 Aug 2013 00:16


Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#12 » 03 Sep 2013 15:10

TotalBiscuit არი ერთერთი ყველაზე ცნობილი თამაშების მიმომხილველი youtube-ზე.
მისი პირველი რეაქცია Oculus Rift მოსინჯვის შემდეგ:
>>>

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#13 » 04 Sep 2013 04:37

2014-ში აპირებს სონი რაღაც მსგავსის დაანონსებას. ჯერ არაფერზე კონკრეტულად არ მიდის საუბარი, ამიტო ტოპიკის გახსნას ჯობია აქ დავწერო.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#14 » 15 Sep 2013 14:55

ჰორორ ჟანრის ხელახალ დაბადებას ეძახიან Oculus-ს უკვე:
>>> - სუ ბორომირა მახსენდება რატომღაც )))

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#15 » 24 Sep 2013 21:09

>>> - ფანტასტიკა მოდის რეალობაში )))

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#16 » 08 Oct 2013 21:37

>>> - არვიცი თქვენ როგორ ხართ ამ ყველაფერთან დამოკიდებულებაში მარა ყველანაირ კონსოლზე და ნავაროჩენი პისიზე მაგრად მე ეს ნაბიჭვარი მინდა ))) ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უკვე აქედან და ნუ გამოვა თუ არა ვეცდები ისე დავამთხვიო რო ჩავიგდო ხელში )) ბავშობაში რო რაღაცის ყიდვა მინდებოდა ისეთი გრძნობამაქ, რაც კაიხანია საერთოდ არაფერზე არ მქონია )))

P.S. FPS მონიტორზე თამაშის დროს ვისაც თავბრუ ეხვევა ამაზე მართლა წრყევით დაიხოცებიან ალბათ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Oculus Rift

Unread post#17 » 18 Dec 2013 21:52

დღეს ვცადე და უმაგრესი გამოცდილებაა, ახალი განზომილება და ცარიელი პოტენციალია.

'Must exist' ვეშია
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Oculus Rift

Unread post#18 » 16 Jan 2014 17:34

მეც ვნახე, მარა less exited ვარ. საინტერესო ექსპერიენსია, გგონია ოთახში ხარ, თავს რო აბრუნებ ხედავ ოთახის მარცხნივ, მარჯვნის რა ხდება და მობები ისე შეიგრძნობა მართლა იყონ ოთახში თითქოს. მარა ძაან მალე, ნახევარი საათში მივეჩვიე და ეგ ნავინკის ეფექტი აღარ ქონდა უკვე დემოების კარდონულობამ ჩამიჯვა მუღამში, უმეტესობა ზურგის ტვინზე გათვლილი ექსპერიენსები იყო ტიპა ამერიკული გონკები ან ჰორორში უკან რო მოიხედავ და მონსტრი გაგიჩნდება. მარა ორმა დემომ იმენა ექსპერიენსი შექმნა, ერთში კამერა დრაკონის თვალებზე იყო და ცხვირი ჩანდა მარტო პერიფერიაში დრაკონისგან, დაფრინავდი იმენა, წვავდი ლენდს. მეორე იყო მთვარეზე ხარ დროიდი, და კოსმოსის სიცარიელე შემაგრძნობინა.

ყველანაირ თამაშს ეგრევე ვერ მოერგება, მაგალითად შუტერები არ იყო ნორმალური დემო არც სლეშერები. მაგარი უსიამოვნო feel ქონდა პერიფერიაში სულ რო რაღაც ობიექტი გაქ, როცა თეძოდან იყო სროლა კიდე შუტინგის მუღამი აღარ ქონდა. 3rd person თამაშების დემო არ იყო ჯერ.

აი ვისაც ჰორორები გევასებათ first person, იდეალურია. ამნეზიის ოთახებში ჩაიჯვავთ ალბათ. მე რო ვითამაშე ეგეთი დემო რაღაც დედამოტყნული ბანშია დამადგა მიკიოდა, მირტყავდა და მე გარშემო ვუვლიდი ვათვალიერებდი :D

Thief-ის ნაირ თამაშებს ვითამაშებდი სიამოვნებით ამაზე, კომბატი სადაც არ არის და ექპლორაციის იმერსიას აქ მუღამი. აი კომბატიან თამაშებში არ ვიცი, ჯერ რაც ვნახე პერიფერიაში იარაღი რო იყო ძაან მახინჯად ჩანდა, მარა ალბათ შეიძლება უკეთესი ხედის მოძებნა.

მაღალი ხარისხით დასკანირებული 3დ შიშველი ქალის დემოც ვნახე და პორნო ინდუსტრიაში წარმატება გარანტირებული აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#19 » 16 Jan 2014 23:17

ხო აი რამე რთული გეიმფლეი მექანიკა როგორ იმუშავებს ვერ წარმომიდგენია ჯერ. ალბათ უფრო დამაბნეველი იქნება ვიდრე ინტუიტიური. რაღაც თავის სპეციფიური მართვის მოწყობილობა დაჭირდება სავარაუდოთ.
გახდილი ნაშების დემოს ნახავდა კაცი ))) და აი კოსმოსის ამბავს. სხვა სფეროებში უფრო დიდ პერსპექტივაზე გავა ეს ვეში, პორნო ალბათ ძირითადად, მარა უამრავი სხვა რამის მორგება შეილება, თუნდაც ტურიზმი, ან ამ ფორმატში გადაღებული ფილმები ))) არა მასთ ჰევ გაჯეტია, კონსოლზე მაგრად ეს მინდა.

Riddick
Posts: 11700

Oculus Rift

Unread post#20 » 28 Jan 2014 07:49

სპეციალურად რიფტისთვის - >>>

Return to “Physical”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests


cron